პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევა
სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევა

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი, რომ­ლის მთა­ვა­რი ხიბ­ლი იღ­ბა­ლი და გა­მარ­თლე­ბაა, თა­ვი­სი­ვე კა­ნო­ზო­მი­ე­რე­ბის წი­ნა­შე დგას. ახლო მო­მა­ვალ­ში შე­დე­გიც, შე­საძ­ლოა, ზუს­ტად ისე­თი და­უდ­გეს, რო­გო­რიც რის­კი­სა და თა­მა­შის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის უცხო არ არის - ყვე­ლა­ფე­რი ან არა­ფე­რი. ამ შემ­თხვე­ვა­ში "სა­თა­მა­შო მა­გი­და" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

პირ­ველ ეტაპ­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მის შე­ზღუდ­ვის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­ველ მოს­მე­ნა­ზე უკვე გა­ვი­და. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დე­პუ­ტა­ტე­ბი მხარს შემ­დგომ მოს­მე­ნებ­ზეც და­უ­ჭე­რენ, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ყვე­ლა სა­ხის რეკ­ლა­მა აიკ­რძა­ლე­ბა.

მე­ო­რე მოს­მე­ნა მო­მა­ვალ კვი­რას არის და­გეგ­მი­ლი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გან­ხილ­ვე­ბი უღ­რუბ­ლო არ იქ­ნე­ბა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ბო­ლომ­დე გეგ­მავს, თუმ­ცა აქ პრინ­ცი­პუ­ლო­ბა ცოტა რბი­ლი ნათ­ქვა­მია. დე­პუ­ტატს სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­დი­კა­ლუ­რი მიდ­გო­მა აქვს და აცხა­დებს, რომ რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე თა­მა­შის სრუ­ლი აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ შევა და ეს მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა.

უნდა იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი თა­მა­ში თუ არა. ამ კი­თხვის პა­სუ­ხი, ალ­ბათ, უფრო მე­ო­რე კი­თხვა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ - რა არის ფულ­ზე თა­მა­ში, გარ­თო­ბა, თუ დამ­ღუპ­ვე­ლი მავ­ნე ჩვე­ვა. შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­შიც ორად იყო­ფა - მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია. არ­სე­ბობს მო­თა­მა­შე­ე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ფულ­თან და იღ­ბალ­თან თა­მა­შით სი­ა­მოვ­ნე­ბას რე­ა­ლუ­რად იღებს, მე­ო­რე მხრივ კი არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც "ცოდ­ვი­ლო­ბას" თა­მაშს ეძა­ხი­ან და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სახ­ლკა­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დეც მი­დი­ან.

არის თუ არა მარ­თე­ბუ­ლი სრუ­ლი აკ­რძალ­ვა და რას შეც­ვლის ეს მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის. ვიდ­რე ამ თე­მა­ზე დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას და­ვი­წყებთ, ალ­ბათ პირ­ველ რიგ­ში უნდა ით­ქვას, რომ ფულ­ზე თა­მა­ში და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში კა­ზი­ნო­ე­ბი და მით უმე­ტეს, ინ­ტერ­ნეტ კა­ზი­ნო­ე­ბი გაჩ­ნდე­ბო­და. ალ­ბათ, გარ­და­უ­ვა­ლია, რომ აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ლე­გა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ. ეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და არ­გუ­მენ­ტია, რა­ზეც კა­ნონ­შე­მოქ­მე­დებს მსჯე­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ. ნა­წი­ლობ­რივ აკ­რძალ­ვის მსურ­ვე­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტი არის ის, რომ სი­ტუ­ა­ცია დღეს უფრო უკონ­ტრო­ლოა და ინ­ტერ­ნეტ­კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში ნე­ბის­მი­ერ არას­რულ­წლო­ვანს, ან სუ­ლაც მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს შე­უძ­ლია, თუმ­ცა ამ პო­ზი­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან რე­ა­ლუ­რი კა­ზი­ნო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მი­ზე­ზიც აქვთ. რო­გორც წესი, მათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს არ შე­უძ­ლია. მათ კა­ნო­ნი კა­ზი­ნო­ში 21 წლამ­დე პი­რე­ბის შეშ­ვე­ბას უკ­რძა­ლავს და ეს მო­თხოვ­ნა სრულ­დე­ბა. ამას­თან, მოქ­მე­დებს სის­ტე­მა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მო­თა­მა­შის ახ­ლობ­ლის, ან ოჯა­ხის წევ­რის მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა თა­მა­შის გამო გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე, პირი ავ­ტო­მა­ტუ­რად "შავ­დე­ბა" და მას კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში ეკ­რძა­ლე­ბა.

ამას­თან, კა­ზი­ნო­ე­ბი არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან რეკ­ლა­მის შე­ზღუდ­ვას და თან­ხმდე­ბი­ან ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზის გაზ­რდა­ზეც, თუმ­ცა ბიზ­ნე­სის მთლი­ა­ნად აკ­რძალ­ვა და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ. მათ­თვის ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია კა­ზი­ნო­ე­ბის, რო­გორც მსო­ფი­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რი და პრეს­ტი­ჟუ­ლი ბიზ­ნე­სის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა. კრი­ტი­კო­სებს კი ახ­სე­ნე­ბენ, რომ რო­გორც ქარ­თვე­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის, ასე­ვე უცხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობს და მათ­თვის თა­მა­ში არა დამ­ღუპ­ვე­ლი სენი, არა­მედ გარ­თო­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. აქვე ასა­ხე­ლე­ბენ ათე­უ­ლო­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, სა­დაც თა­მა­ში რო­გორც ლე­გა­ლუ­რი, პრეს­ტი­ჟუ­ლი ბიზ­ნე­სი მი­ღე­ბუ­ლია და ამ სფე­როს სწო­რედ კა­ზი­ნო­ე­ბი აწეს­რი­გე­ბენ. შე­და­რე­ბის­თვის კი ამ­ბო­ბენ, რომ ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც თა­მა­ში აიკ­რძა­ლა და პრო­ცეს­მა არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, მა­გა­ლი­თად აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი და რუ­სე­თი, კო­რუფ­ცი­ის ბუ­დედ იქცა.

ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, ინ­ტერ­ნეტ­კა­ზი­ნო­ებს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ღიად არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო იქ­ნე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ზე მეტი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი სწო­რედ ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი და მარ­ტი­ვი სა­თა­მა­შო სამ­ყა­როს მი­მართ არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­გუ­ლის­ხმოა, რომ შე­დე­გის და თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, არც ქარ­თუ­ლი ვებ-გვერ­დე­ბის აკ­რძალ­ვა იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მარ­ტი­ვად გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ უცხო­ურ ინ­ტერ­ნეტ-კა­ზი­ნო­ებ­ზე, სა­დაც მარ­ტი­ვი სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბით შეძ­ლე­ბენ თა­მაშს. სა­ბო­ლოდ კი გა­მო­ვა ისე, რომ უიღ­ბლო ქარ­თვე­ლე­ბის წა­გე­ბუ­ლი ფული ევ­რო­პულ ბიზ­ნესს წა­ად­გე­ბა. ბო­ლომ­დე პე­სი­მის­ტუ­რად ნუ მი­ვუდ­გე­ბით და ისიც ვთქვათ, რომ იღ­ბლი­ა­ნი ქარ­თვე­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ლა­რის მა­გივ­რად ევ­როს ან­გა­რი­შებს შე­ივ­სე­ბენ.

ისევ მო­გე­ბის თე­მას რომ მივ­ყვეთ, შე­გახ­სე­ნებთ, რა მო­გე­ბა მო­აქვს კა­ზი­ნო­ებს სა­ხელ­მწი­ფოს­თა­ვის. ფაქ­ტია, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი კარ­გი გა­დამ­ხდე­ლია და ყო­ველ­წლი­უ­რად ბი­უ­ჯეტს და­ახ­ლო­ე­ბით 140 000 000 ლა­რით ავ­სებს. გარ­და ამი­სა, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შემ­წყო­ბად მი­იჩ­ნე­ვა და ამ მხრი­ვაც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბი მო­აქვს.

აქვს თუ არა ფულს სუნი - არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­მა­შის აკ­რძალ­ვას მო­ი­თხო­ვენ, ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯე­ტი, ამა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ცრემ­ლი­სა თუ სის­ხლის ხარ­ჯზე არ უნდა ივ­სე­ბო­დეს - ანუ ნამ­დვი­ლად აქვს. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, უფრო ცუდი სუნი მა­შინ აუ­ვი­დეს, რო­დე­საც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

ბექა პა­ტუ­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევა

სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევა

სათამაშო ბიზნესი, რომლის მთავარი ხიბლი იღბალი და გამართლებაა, თავისივე კანოზომიერების წინაშე დგას. ახლო მომავალში შედეგიც, შესაძლოა, ზუსტად ისეთი დაუდგეს, როგორიც რისკისა და თამაშის მოყვარულებისთვის უცხო არ არის - ყველაფერი ან არაფერი. ამ შემთხვევაში "სათამაშო მაგიდა" საქართველოს პარლამენტი იქნება.

პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანო სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის საკითხს განიხილავს. კანონპროექტი პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები მხარს შემდგომ მოსმენებზეც დაუჭერენ, სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამა აიკრძალება.

მეორე მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ განხილვები უღრუბლო არ იქნება და პრინციპულობის შენარჩუნებას ბოლომდე გეგმავს, თუმცა აქ პრინციპულობა ცოტა რბილი ნათქვამია. დეპუტატს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით რადიკალური მიდგომა აქვს და აცხადებს, რომ რეკლამის აკრძალვის შემდეგ პარლამენტში კანონპროექტი უკვე თამაშის სრული აკრძალვის შესახებ შევა და ეს მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

უნდა იყოს დაშვებული თამაში თუ არა. ამ კითხვის პასუხი, ალბათ, უფრო მეორე კითხვაში უნდა ვეძებოთ - რა არის ფულზე თამაში, გართობა, თუ დამღუპველი მავნე ჩვევა. შეხედულებები ამ შემთხვევაშიც ორად იყოფა - მიზეზი მარტივია. არსებობს მოთამაშეების კატეგორია, რომელიც ფულთან და იღბალთან თამაშით სიამოვნებას რეალურად იღებს, მეორე მხრივ კი არიან ისეთებიც, რომლებიც "ცოდვილობას" თამაშს ეძახიან და რიგ შემთხვევებში სახლკარის გარეშე დარჩენილები თვითმკვლელობამდეც მიდიან.

არის თუ არა მართებული სრული აკრძალვა და რას შეცვლის ეს მოთამაშეებისთვის. ვიდრე ამ თემაზე დასკვნების გამოტანას დავიწყებთ, ალბათ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფულზე თამაში და მასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდეც არსებობდა, ვიდრე ქვეყანაში კაზინოები და მით უმეტეს, ინტერნეტ კაზინოები გაჩნდებოდა. ალბათ, გარდაუვალია, რომ აზარტული ადამიანები ლეგალური დაწესებულებების აკრძალვის შემდეგ იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და არგუმენტია, რაზეც კანონშემოქმედებს მსჯელობა აუცილებლად მოუწევთ. ნაწილობრივ აკრძალვის მსურველების არგუმენტი არის ის, რომ სიტუაცია დღეს უფრო უკონტროლოა და ინტერნეტკაზინოში თამაში ნებისმიერ არასრულწლოვანს, ან სულაც მცირეწლოვან ბავშვს შეუძლია, თუმცა ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რეალური კაზინოების ხელმძღვანელები და მიზეზიც აქვთ. როგორც წესი, მათ დაწესებულებაში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია. მათ კანონი კაზინოში 21 წლამდე პირების შეშვებას უკრძალავს და ეს მოთხოვნა სრულდება. ამასთან, მოქმედებს სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოთამაშის ახლობლის, ან ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, თუ საუბარი იქნება თამაშის გამო გამოწვეულ პრობლემებზე, პირი ავტომატურად "შავდება" და მას კაზინოში თამაში ეკრძალება.

ამასთან, კაზინოები არ ეწინააღმდეგებიან რეკლამის შეზღუდვას და თანხმდებიან ასაკობრივი ცენზის გაზრდაზეც, თუმცა ბიზნესის მთლიანად აკრძალვა დაუშვებლად მიაჩნიათ. მათთვის ასევე მიუღებელია კაზინოების, როგორც მსოფილოში მიღებული სოლიდური და პრესტიჟული ბიზნესის რეპუტაციის შელახვა. კრიტიკოსებს კი ახსენებენ, რომ როგორც ქართველი მოთამაშეების, ასევე უცხოეთიდან შემოსული ტურისტების მხრიდან მოთხოვნა არსებობს და მათთვის თამაში არა დამღუპველი სენი, არამედ გართობის კარგი საშუალებაა. აქვე ასახელებენ ათეულობით განვითარებულ ქვეყანას, სადაც თამაში როგორც ლეგალური, პრესტიჟული ბიზნესი მიღებულია და ამ სფეროს სწორედ კაზინოები აწესრიგებენ. შედარებისთვის კი ამბობენ, რომ ისეთი ქვეყნები, სადაც თამაში აიკრძალა და პროცესმა არაოფიციალურ გარემოში გადაინაცვლა, მაგალითად აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი, კორუფციის ბუდედ იქცა.

ღია დაწესებულებებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, ინტერნეტკაზინოებს საკუთარი პოზიცია ღიად არ დაუფიქსირებიათ. სავარაუდოდ, მათი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იქნება, რადგან ყველაზე მეტი კითხვის ნიშნები სწორედ ამ თავისუფალი და მარტივი სათამაშო სამყაროს მიმართ არსებობს. მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ შედეგის და თამაშზე დამოკიდებულების პრევენციის თვალსაზრისით, არც ქართული ვებ-გვერდების აკრძალვა იქნება განსაკუთრებით ეფექტიანი. ამ შემთხვევაში მომხმარებლები მარტივად გადაინაცვლებენ უცხოურ ინტერნეტ-კაზინოებზე, სადაც მარტივი საბანკო გადარიცხვებით შეძლებენ თამაშს. საბოლოდ კი გამოვა ისე, რომ უიღბლო ქართველების წაგებული ფული ევროპულ ბიზნესს წაადგება. ბოლომდე პესიმისტურად ნუ მივუდგებით და ისიც ვთქვათ, რომ იღბლიანი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც მოგების შემთხვევაში, ლარის მაგივრად ევროს ანგარიშებს შეივსებენ.

ისევ მოგების თემას რომ მივყვეთ, შეგახსენებთ, რა მოგება მოაქვს კაზინოებს სახელმწიფოსთავის. ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესი კარგი გადამხდელია და ყოველწლიურად ბიუჯეტს დაახლოებით 140 000 000 ლარით ავსებს. გარდა ამისა, ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობად მიიჩნევა და ამ მხრივაც დამატებითი შემოსავლები მოაქვს.

აქვს თუ არა ფულს სუნი - არასამთავრობო ორგანიზაციები და დეპუტატები, რომლებიც თამაშის აკრძალვას მოითხოვენ, ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი, ამავე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ცრემლისა თუ სისხლის ხარჯზე არ უნდა ივსებოდეს - ანუ ნამდვილად აქვს. თუმცა შესაძლოა, უფრო ცუდი სუნი მაშინ აუვიდეს, როდესაც აზარტული თამაშები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს.

ბექა პატურაშვილი

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო