მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეგუება სოფო ბედიას მეუღლე ცოლის თამამ ჩაცმულობას
როგორ ეგუება სოფო ბედიას მეუღლე ცოლის თამამ ჩაცმულობას

მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია თა­ვის მოვ­ლას ბევრ დროს უთ­მობს. ის არც თა­მამ ჩაც­მუ­ლო­ბას ერი­დე­ბა, რად­გან ფიქ­რობს, რომ მოხ­დი­ლი სა­მო­სი სცე­ნას უხ­დე­ბა. ცნო­ბი­სათ­ვის, სო­ფოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სი­ახ­ლეა: მან რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ჩა­წე­რა, რო­მელ­საც მსმე­ნე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და რა­დი­ო­თი მალე მო­უს­მენს.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა ქმნის ადა­მი­ა­ნის იმიჯს?

- გე­მოვ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად, კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, ფულს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა თქმა უნდა, არ აქვს: თუ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან კარ­გი, დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, ის მცი­რე შე­მო­სავ­ლი­თაც მო­ა­ხერ­ხებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ჩაც­მას. სა­ერ­თოდ, ქალი მოვ­ლი­ლი უნდა იყოს. ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ზრუ­ნავ­დეს.

- შენ რო­გორ უვლი სა­კუ­თარ თავს?

- იმ­დე­ნად კარ­გი სა­ხის კანი მაქვს, რომ გაწ­მენ­დას არ სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა ხში­რად მი­წევს, კანი კვე­ბას მა­ინც მო­ი­თხოვს და ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ, კარ­გი ხა­რის­ხის კრე­მი, კა­ნის გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო.

- მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა რა ასა­კი­დან და­ი­წყე?

- სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან. მახ­სოვს, დამ­რი­გე­ბე­ლი და­ფას­თან გა­მიყ­ვან­და და მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე: ჩემო კარ­გო, ისე­დაც ლა­მა­ზი ხარ და იქ­ნებ მა­კი­ა­ჟი აღარ წა­ის­ვაო. თან­ხმო­ბის ნიშ­ნად, - და­ტუ­შულ წამ­წა­მებს და­ვა­ფა­ხუ­რებ­დი ხოლ­მე. მერე მის ნათ­ქვამს ერთი დღე ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, მე­ო­რე დღეს კი ტუშს ისევ ვის­ვამ­დი (იცი­ნის). მას შემ­დეგ, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, უფრო მე­ტად და­ვი­წყე თა­ვის მოვ­ლა, რად­გან ხში­რად მი­წევს სცე­ნა­ზე დგო­მა, ხალ­ხთან, მსმე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა, ეს კი იმის სტი­მულს მაძ­ლევს, რომ სულ ფორ­მა­ში ვიყო და მგო­ნი, გა­მომ­დის კი­დეც.

- ახლა მა­კი­აჟს სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში იკე­თებ?

- ეს ის სფე­როა, რო­მელ­შიც ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის ვაძ­ლევ - მა­კი­აჟს ყო­ველ­თვის თა­ვად ვი­კე­თებ. სხვა­თა შო­რის, ცნო­ბი­ლი ვი­ზა­ჟის­ტე­ბის­გა­ნაც ბევ­რჯერ მი­მი­ღია კომ­პლი­მენ­ტი. მათ უთ­ქვამთ, რომ მა­კი­აჟს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ვი­კე­თებ.

- მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბას ბევრ დროს უთ­მობ?

- ამ საქ­მე­ში ხელი ისე მაქვს გა­წა­ფუ­ლი, რომ ბევ­რი დრო ნამ­დვი­ლად აღარ მჭირ­დე­ბა - 15 წუთ­ში ვარ­ცხნი­ლო­ბაც და მა­კი­ა­ჟიც გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ, ცეკ­ვის კურ­სებ­ზე კი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა­საც გვას­წავ­ლიდ­ნენ.

- თმას ხში­რად იღე­ბავ?

- თმა­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არას­დროს მიც­დია. ადრე კო­ნი­ა­კის­ფრად მქონ­და შე­ღე­ბი­ლი, მაგ­რამ ბოლო ორი წე­ლია, რაც თმა გა­ვი­ღი­ა­ვე. შავი თმა არა­სო­დეს მქო­ნია და ვფიქ­რობ, არც მო­მიხ­დე­ბა. ვარ­ცხნი­ლო­ბას ძი­რი­თა­დად, სა­ლონ­ში ვი­კე­თებ, მაგ­რამ როცა სა­ა­მი­სოდ დრო არ მაქვს, სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც ვა­ხერ­ხებ თმის მო­წეს­რი­გე­ბას.

- ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ჩემი აღ­ნა­გო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფრო მე­ტად, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის სა­მოსს ვიც­ვამ. ასე­თი სტი­ლი ჩემს ქა­ლურ ფორ­მებს კარ­გად აჩენს.

- სა­მოსს მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლობ თუ იკე­რავ?

- მა­ღა­ზი­ა­შიც მი­ყი­დია, მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ვი­კე­რავ.

- სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას მის ხა­რისხს აქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას თუ ფასს?

- შე­იძ­ლე­ბა, არ იყოს ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და ბრენ­დუ­ლი კაბა, მაგ­რამ მო­მე­წო­ნოს და ვი­ყი­დო. უკვე ვიცი, სად იყი­დე­ბა ისე­თი სა­მო­სი, რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნე­ბა. ტა­ნი­სა­მო­სის ხა­რისხს ცხა­დია, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­მო­სის შე­ძე­ნა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, მე კი კარ­გად ჩაც­მა მიყ­ვარს, მაგ­რამ არც ისე ძა­ლი­ან, რომ ვთქვათ, კა­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი თან­ხა გა­და­ვი­ხა­დო და ამით ოჯახს ან ბავ­შვს მო­ვაკ­ლო რა­ი­მე. მირ­ჩევ­ნია, კარ­გი ქსო­ვი­ლი ვი­ყი­დო და სა­მო­სი შე­ვი­კე­რო.

- სა­მო­სის ფერს რამ­დე­ნად ანი­ჭებ მნიშ­ვნე­ლო­ბას?

- ზამ­თარ­ში მუქ ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი სა­მო­სი უფრო მე­ტად მომ­წონს, ზა­ფხულ­ში კი ფე­რად ტან­საც­მელს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. ვფიქ­რობ, ღია ფე­რის მა­ი­სუ­რე­ბი და კა­ბე­ბი გა­რუ­ჯულ სხე­ულს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

- რას არ ჩა­იც­ვამ არას­დროს?

- სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი არ მიყ­ვარს. ცოტა ხნის წინ რა­ღაც სი­უ­ჟეტს იღებ­დნენ და მი­თხრეს, რომ სპორ­ტუ­ლად ჩაც­მუ­ლი მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მე კი ბრჭყვი­ა­ლა "ბუ­გე­ბით", დახ­ვე­უ­ლი თმი­თა და მა­კი­ა­ჟით გა­მოვ­ცხად­დი. რომ და­მი­ნა­ხეს, გა­ე­ცი­ნათ: მოკ­ლედ, შენ სულ ფორ­მა­ში ხარო (იცი­ნის). რა ვქნა, ბო­ტასს ვერ ჩა­ვიც­ვამ. მიყ­ვარს მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და მას­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- მე­უღ­ლე თუ დაგ­ყვე­ბა მა­ღა­ზი­ებ­ში სა­მო­სის ასარ­ჩე­ვად?

- არა, არა­სო­დეს მომ­ყვე­ბა. ფულს მაძ­ლევს და სა­ყიდ­ლებ­ზე მარ­ტო მიშ­ვებს. მე­უბ­ნე­ბა, - შენი ნერ­ვე­ბი არ მაქ­ვსო.

- ჩაც­მუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ნიშ­ვნებს თუ გაძ­ლევს?

- ხან­და­ხან მიყ­ვარს თა­მა­მი სტი­ლის ტა­ნი­სა­მო­სის მორ­გე­ბა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე­უღ­ლეც ჩემი პრო­ფე­სი­ი­საა, ამ ყვე­ლა­ფერს გა­გე­ბით ეკი­დე­ბა. მის­გან ამ მხრივ, შე­ნიშ­ვნა არ მი­მი­ღია. იცის, რომ სცე­ნას სი­თა­მა­მე უხ­დე­ბა.

- წო­ნას აკონ­ტრო­ლებ?

- ვცდი­ლობ, 6 სა­ა­თის შემ­დეგ ტკბი­ლე­უ­ლი, ცო­მე­უ­ლი არ ვჭა­მო. სულ დი­ე­ტა­ზე ვარ და სას­წორ­თან "ვდა­ქა­ლობ". რომ გი­თხრათ, - წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად დაკ­ლე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ჩემი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი მეც მომ­წონს და ჩემს ქმარ­საც. სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი თუ გიყ­ვარს?

- აქ­სე­სუ­ა­რი ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია. მიყ­ვარს სა­ყუ­რე­ე­ბი და ბეჭ­დე­ბი. ავან­გარ­დუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მომ­წონს და მათ ტა­ნი­სა­მოსს ვუ­ხა­მებ ხოლ­მე. სა­ყუ­რე­ე­ბი­სა და ბეჭ­დე­ბის კო­ლექ­ცია მაქვს. თი­თო­ე­ულ მათ­განს ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი... სათ­ვა­ლეც არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი მიყ­ვარს. თით­ქმის ყვე­ლა ფე­რის, ფორ­მის სათ­ვა­ლე მაქვს. ერ­თა­დერ­თი, რე­ი­ბა­ნი ვერ მო­ვიხ­დი­ნე.

- ფულს და­უ­ნა­ნებ­ლად რაში და­ხარ­ჯავ­დი?

- ტან­საც­მე­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია და მათ­ში ფული არა­სო­დეს მე­ნა­ნე­ბა. თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, შო­პინ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა (იღი­მის).

- სო­ლა­რი­უმ­ში და­დი­ხარ?

- თეთ­რი კანი მაქვს და ამი­ტო­მაც, ზამ­თარ­ში ტო­ნა­ლურ კრემს ვი­ყე­ნებ, ზა­ფხულ­ში კი მზის სხი­ვე­ბით მირ­ჩევ­ნია ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ზა­გა­რი" ძა­ლი­ან მომ­წონს, სო­ლა­რი­უმ­ში არ დავ­დი­ვარ. სხვა­თა შო­რის, არც სი­გა­რეტს ვე­წე­ვი. ვიცი, რომ სო­ლა­რი­უ­მი და სი­გა­რე­ტი კა­ნის, ჯან­მრთე­ლო­ბის მტე­რია.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ ეგუება სოფო ბედიას მეუღლე ცოლის თამამ ჩაცმულობას

როგორ ეგუება სოფო ბედიას მეუღლე ცოლის თამამ ჩაცმულობას

მომღერალი სოფო ბედია თავის მოვლას ბევრ დროს უთმობს. ის არც თამამ ჩაცმულობას ერიდება, რადგან ფიქრობს, რომ მოხდილი სამოსი სცენას უხდება. ცნობისათვის, სოფოს შემოქმედებაში სიახლეა: მან რამდენიმე სიმღერა ჩაწერა, რომელსაც მსმენელი ტელევიზიითა და რადიოთი მალე მოუსმენს.

- როგორ ფიქრობ, რა ქმნის ადამიანის იმიჯს?

- გემოვნება და ამავდროულად, კარგი მატერიალური მდგომარეობა. თუმცა, ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არ აქვს: თუ ადამიანს ძალიან კარგი, დახვეწილი გემოვნება აქვს, ის მცირე შემოსავლითაც მოახერხებს განსხვავებულად და გემოვნებიანად ჩაცმას. საერთოდ, ქალი მოვლილი უნდა იყოს. ნებისმიერი ჩვენგანი საკუთარ თავზე მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს.

- შენ როგორ უვლი საკუთარ თავს?

- იმდენად კარგი სახის კანი მაქვს, რომ გაწმენდას არ საჭიროებს. თუმცა, ვინაიდან მაკიაჟის გაკეთება ხშირად მიწევს, კანი კვებას მაინც მოითხოვს და ამიტომაც ვცდილობ, კარგი ხარისხის კრემი, კანის გამწმენდი საშუალება გამოვიყენო.

- მაკიაჟის გაკეთება რა ასაკიდან დაიწყე?

- სკოლის პერიოდიდან. მახსოვს, დამრიგებელი დაფასთან გამიყვანდა და მეუბნებოდა ხოლმე: ჩემო კარგო, ისედაც ლამაზი ხარ და იქნებ მაკიაჟი აღარ წაისვაო. თანხმობის ნიშნად, - დატუშულ წამწამებს დავაფახურებდი ხოლმე. მერე მის ნათქვამს ერთი დღე ვითვალისწინებდი, მეორე დღეს კი ტუშს ისევ ვისვამდი (იცინის). მას შემდეგ, რაც პოპულარული გავხდი, უფრო მეტად დავიწყე თავის მოვლა, რადგან ხშირად მიწევს სცენაზე დგომა, ხალხთან, მსმენელთან შეხვედრა, ეს კი იმის სტიმულს მაძლევს, რომ სულ ფორმაში ვიყო და მგონი, გამომდის კიდეც.

- ახლა მაკიაჟს სილამაზის სალონში იკეთებ?

- ეს ის სფეროა, რომელშიც ჩარევის უფლებას არავის ვაძლევ - მაკიაჟს ყოველთვის თავად ვიკეთებ. სხვათა შორის, ცნობილი ვიზაჟისტებისგანაც ბევრჯერ მიმიღია კომპლიმენტი. მათ უთქვამთ, რომ მაკიაჟს პროფესიონალურ დონეზე ვიკეთებ.

- მაკიაჟის გაკეთებას ბევრ დროს უთმობ?

- ამ საქმეში ხელი ისე მაქვს გაწაფული, რომ ბევრი დრო ნამდვილად აღარ მჭირდება - 15 წუთში ვარცხნილობაც და მაკიაჟიც გაკეთებული მაქვს. მოგეხსენებათ, ყოფილი მოცეკვავე ვარ, ცეკვის კურსებზე კი მაკიაჟის გაკეთებასაც გვასწავლიდნენ.

- თმას ხშირად იღებავ?

- თმაზე ექსპერიმენტების ჩატარება არასდროს მიცდია. ადრე კონიაკისფრად მქონდა შეღებილი, მაგრამ ბოლო ორი წელია, რაც თმა გავიღიავე. შავი თმა არასოდეს მქონია და ვფიქრობ, არც მომიხდება. ვარცხნილობას ძირითადად, სალონში ვიკეთებ, მაგრამ როცა საამისოდ დრო არ მაქვს, სახლის პირობებშიც ვახერხებ თმის მოწესრიგებას.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, უფრო მეტად, კლასიკური სტილის სამოსს ვიცვამ. ასეთი სტილი ჩემს ქალურ ფორმებს კარგად აჩენს.

- სამოსს მაღაზიაში ყიდულობ თუ იკერავ?

- მაღაზიაშიც მიყიდია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ვიკერავ.

- სამოსის შერჩევისას მის ხარისხს აქცევ ყურადღებას თუ ფასს?

- შეიძლება, არ იყოს ძალიან ძვირად ღირებული და ბრენდული კაბა, მაგრამ მომეწონოს და ვიყიდო. უკვე ვიცი, სად იყიდება ისეთი სამოსი, რომელიც მომეწონება. ტანისამოსის ხარისხს ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, ამა თუ იმ ცნობილი ბრენდის სამოსის შეძენა ძვირად ღირებული სიამოვნებაა, მე კი კარგად ჩაცმა მიყვარს, მაგრამ არც ისე ძალიან, რომ ვთქვათ, კაბაში უზარმაზარი თანხა გადავიხადო და ამით ოჯახს ან ბავშვს მოვაკლო რაიმე. მირჩევნია, კარგი ქსოვილი ვიყიდო და სამოსი შევიკერო.

- სამოსის ფერს რამდენად ანიჭებ მნიშვნელობას?

- ზამთარში მუქ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი უფრო მეტად მომწონს, ზაფხულში კი ფერად ტანსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას. ვფიქრობ, ღია ფერის მაისურები და კაბები გარუჯულ სხეულს ძალიან უხდება.

- რას არ ჩაიცვამ არასდროს?

- სპორტული ტანსაცმელი არ მიყვარს. ცოტა ხნის წინ რაღაც სიუჟეტს იღებდნენ და მითხრეს, რომ სპორტულად ჩაცმული მივსულიყავი, მე კი ბრჭყვიალა "ბუგებით", დახვეული თმითა და მაკიაჟით გამოვცხადდი. რომ დამინახეს, გაეცინათ: მოკლედ, შენ სულ ფორმაში ხარო (იცინის). რა ვქნა, ბოტასს ვერ ჩავიცვამ. მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- მეუღლე თუ დაგყვება მაღაზიებში სამოსის ასარჩევად?

- არა, არასოდეს მომყვება. ფულს მაძლევს და საყიდლებზე მარტო მიშვებს. მეუბნება, - შენი ნერვები არ მაქვსო.

- ჩაცმულობასთან დაკავშირებით, შენიშვნებს თუ გაძლევს?

- ხანდახან მიყვარს თამამი სტილის ტანისამოსის მორგება, მაგრამ ვინაიდან მეუღლეც ჩემი პროფესიისაა, ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. მისგან ამ მხრივ, შენიშვნა არ მიმიღია. იცის, რომ სცენას სითამამე უხდება.

- წონას აკონტროლებ?

- ვცდილობ, 6 საათის შემდეგ ტკბილეული, ცომეული არ ვჭამო. სულ დიეტაზე ვარ და სასწორთან "ვდაქალობ". რომ გითხრათ, - წონაში საგრძნობლად დაკლებაზე ვოცნებობ-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი სხეულის ფორმები მეც მომწონს და ჩემს ქმარსაც. საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ვარ.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარი ჩემი სუსტი წერტილია. მიყვარს საყურეები და ბეჭდები. ავანგარდული აქსესუარები მომწონს და მათ ტანისამოსს ვუხამებ ხოლმე. საყურეებისა და ბეჭდების კოლექცია მაქვს. თითოეულ მათგანს ძალიან ვუფრთხილდები... სათვალეც არაორდინარული მიყვარს. თითქმის ყველა ფერის, ფორმის სათვალე მაქვს. ერთადერთი, რეიბანი ვერ მოვიხდინე.

- ფულს დაუნანებლად რაში დახარჯავდი?

- ტანსაცმელი და აქსესუარები ჩემი სუსტი წერტილია და მათში ფული არასოდეს მენანება. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შოპინგი განწყობილების ამაღლებაში მეხმარება (იღიმის).

- სოლარიუმში დადიხარ?

- თეთრი კანი მაქვს და ამიტომაც, ზამთარში ტონალურ კრემს ვიყენებ, ზაფხულში კი მზის სხივებით მირჩევნია ნამზეურის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ "ზაგარი" ძალიან მომწონს, სოლარიუმში არ დავდივარ. სხვათა შორის, არც სიგარეტს ვეწევი. ვიცი, რომ სოლარიუმი და სიგარეტი კანის, ჯანმრთელობის მტერია.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება