კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კა­კო ბო­ბო­ხი­ძე: "თუ მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს და­ითხ­ოვს, მზად ვარ, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს და­ვუ­ჭი­რო მხა­რი"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი 20 მარტს და­იწყ­ებს იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას, რომ­ლი­თაც იგეგ­მე­ბა შეზღ­უდ­ვა პრე­ზი­დენ­ტის იმ უფ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც მას მთავ­რო­ბის დათხ­ოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას ამ ცვლი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად უმ­ცი­რე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს აყე­ნე­ბენ. კვლა­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა ამ სა­კითხ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და რას აპი­რებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა, - ამას მი­სი ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რის, კა­კო ბო­ბო­ხი­ძის­გან შე­ვიტყ­ობთ:

- ამ­ჟა­მად არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე პარ­ლა­მენ­ტში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბის პრო­ცეს­ში ჩვენ­გან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ორი პი­რო­ბა: სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბის 3/4-ით გან­საზღ­ვრა; კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა მუხ­ლი­სა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვრავ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბი­სა და იმ ტი­პის პოს­ტსაბ­ჭო­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში გა­წევ­რე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბას, რო­მელ­შიც დო­მი­ნან­ტი მდგო­მა­რე­ო­ბა ექ­ნე­ბა რუ­სეთს. სხვა პი­რო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში ჩვენ არ წა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბი­ა.

- მაგ­რამ ჩვენ გვახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პი­რო­ბად აყე­ნებ­და ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შეწყ­ვე­ტას...

- პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე, რო­დე­საც უსუ­ფაშ­ვილი და ბაქ­რა­ძე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, გარ­კვე­ვით ით­ქვა, რომ მხო­ლოდ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ორი პი­რო­ბა იყო ჩვენ­გან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მხა­რის და­სა­ჭე­რად. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა ილა­პა­რა­კა, ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში ვერ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რად­გა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­საგ­მო­ბია და უნ­და შეწყ­დეს, ამა­ზე მი­უ­თი­თებ­და პრე­ზი­დენ­ტიც. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ე.წ. პო­ლი­ტი­კურ ამ­ნის­ტი­ას, რა­ტომ­ღაც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ სიტყ­ვას ხმა­რობს, ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ უმ­რავ­ლე­სო­ბას, მიგ­ვე­ღო დო­კუმ­ენ­ტი სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ. ამ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია და კავ­ში­რი არა აქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი უმ­ცი­რე­სო­ბი­დან მზად ვი­ყა­ვით, უზ­რუნ­ველ­გვე­ყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდე­ბოდ­ნენ, რა­ზეც უმ­რავ­ლე­სო­ბა თით­ქოს თა­ნახ­მა იყო, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბა­ტო­ნი უსუ­ფაშ­ვი­ლი ასე ამ­ბობ­და. სი­მარ­თლე გითხ­რათ, პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მხა­რი და­ვუ­ჭი­რო ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შეც, რომ არა ის ტექ­სტი, რო­მელ­საც ვის­მენთ ხოლ­მე უმ­რავ­ლე­სო­ბის ამა თუ იმ ლი­დე­რის­გან: თურ­მე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რით გვეძ­ლე­ვა შან­სი, გა­ვე­მიჯ­ნოთ ჩვენს წარ­სულს, ჩა­მო­ვი­რეცხ­ოთ რა­ღაც ცოდ­ვე­ბი, ავი­რი­დოთ პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბა და ა.შ. ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ: არ ვა­პი­რებ ჩემს წარ­სულ­ზე უა­რის თქმას იმი­ტომ, რომ ვარ და ვი­ყა­ვი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წევ­რი, რო­მელ­მაც შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, სუ­ლი შთა­ე­ბე­რა. შე­დე­გად კი სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, შედ­გა. შეც­დო­მე­ბი, რა თქმა უნ­და, და­ვუშ­ვით, მაგ­რამ მზად ვართ, ამ შეც­დო­მე­ბის­თვის პა­სუ­ხი ვა­გოთ, თუმ­ცა არ ვა­პი­რებ უა­რი ვთქვა იმ წარ­სულ­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­ვუ­ტო­ვეთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნაკ­ლოდ მუ­შა­ო­ბენ, მე­ტიც, დღეს სა­ხელ­მწი­ფო ფუნ­ქცი­ობს სწო­რედ ჩვენ მი­ერ მი­ცე­მუ­ლი ინერ­ცი­ით. თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს ამას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ეს მო­მავა­ლში გა­მოჩ­ნდე­ბა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად არა­ვინ იდევ­ნე­ბა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას უწო­დე­ბენ...

- ისი­ნი მზად არი­ან ნე­ბის­მი­ერ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მზად არი­ან, მო­ე­ლა­პარა­კონ რუ­სეთს, პუ­ტინს, ოკუ­პან­ტებს, მათ, ვი­საც ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის სის­ხლით აქვთ დას­ვრი­ლი ხე­ლე­ბი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არი­ან ითა­ნამ­შრომ­ლონ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მო­ძრაო­ბას­თან". ეს ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი­ა. ჩემ­თვის ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ა, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მოთხ­ოვ­ნით გა­მოს­ვლის ნაც­ვლად, თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას უწყ­ობს ხელს. სა­მა­გი­ე­როდ, ლა­პა­რა­კო­ბენ ოკუ­პანტ რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბა­სა და სუ­ლი­ერ ერ­თო­ბა­ზე, რაც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი­ა.

- სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სის თა­ო­ბა­ზე, რა­საც უმ­ცი­რე­სო­ბა­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი...

- კარ­გი­ა, პარ­ლა­მენ­ტმა ამ­გვა­რი რე­ზო­ლუ­ცია რომ მი­ი­ღო, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი.

- მაშ, რას მი­იჩ­ნევთ საკ­მა­რი­სად?

- კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამის ჩა­წე­რა იქ­ნე­ბა უფ­რო დი­დი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი­ა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად და­ი­ცავს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს რუ­სე­თის გავ­ლე­ნის­გან, მაგ­რამ თუ ამის ნე­ბა არ ექ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მარ­ტო ეს ჩა­ნა­წე­რი ვე­რა­ფერს უზ­რუნ­ვე­ლყოფს...

- ბა­ტო­ნო კა­კო, 19 აპ­რილს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ცი­ას გეგ­მავს. ექ­სპერ­ტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს თა­რი­ღი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არის შერ­ჩე­უ­ლი და თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბას და­ითხ­ოვს, შემ­დეგ კი პარ­ლა­მენ­ტსაც მი­ა­ყო­ლებს.

- პრე­ზი­დენტს მთავ­რო­ბის დათხ­ოვ­ნის უფ­ლე­ბა ახ­ლაც აქვს, 19 აპ­რილ­საც ექ­ნე­ბა და იმის მე­რეც, ამი­ტომ არა­ნა­ი­რი მზაკ­ვრო­ბა აქ არ არის ჩა­დე­ბუ­ლი. ეს ლე­გენ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­გო­ნა, უმოქ­მე­დო­ბა რომ გა­და­ფა­როს. თუ პრე­ზი­დენ­ტი და­ითხ­ოვს მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს, მზად ვარ, მის იმ­პიჩ­მენტს და­ვუ­ჭი­რო მხა­რი. ამას იმი­ტომ კი არ ვამ­ბობ, რომ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს ვემ­ხრო­ბი, არა­მედ იმი­ტომ, რომ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­გვარ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს. 19 აპ­რი­ლის აქ­ცია არ არის ხელი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ა, ეს არის ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სის მხარ­და­სა­ჭე­რად და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ა, რო­მელ­ზეც მის­ვლა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ვა­ლი­ა, ვინც ფიქ­რობს, რომ და­სავ­ლურ კურსს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს. ჩვენ უნ­და ვაჩ­ვე­ნოთ ყვე­ლას, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი­ა. სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნის ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის ლა­პა­რა­კი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­დატ­რი­ა­ლე­ბის არც სურ­ვი­ლი აქვს და არც სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი. ჩვენ შევ­ქმე­ნით იმ­გვა­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის რე­სურ­სი არც ახ­ლა აქვს ვინ­მეს და არც მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა, თუ ეს ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ გა­ა­ნად­გუ­რეს და ქარს არ გა­ა­ტა­ნეს.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ აქ­ცი­ის გა­მარ­თვა მა­ინ­ცდა­მა­ინც თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის ძველ შე­ნო­ბას­თან, მა­შინ, რო­დე­საც ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის თბი­ლის­იდან ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნა იყო?

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სად ჩა­ტარ­დე­ბა? თუ პარ­ლა­მენ­ტის რო­მე­ლი­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბა, თუ ამ­გვა­რი აქ­ცია ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენტ­თან ჩა­ტარ­დე­ბა. ახ­ლა ჩვენ აქ­ცი­ას და­სავ­ლუ­რი კურ­სის მხარ­და­სა­ჭე­რად ვმარ­თავთ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ 19 აპ­რი­ლის­თვის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც აპი­რებს ჩა­მოს­ვლას.

- ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა 19 აპ­რი­ლამ­დეც ჩა­მო­ვი­დეს და შე­იძ­ლე­ბა - მის მე­რეც. ეს ხმე­ბიც ლე­გენ­დე­ბის ნა­წი­ლი­ა. მახ­სოვს, წი­ნას­წარ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ებ­ზე ხან საფ­რან­გე­თი­დან ელოდ­ნენ ვი­ღა­ცას, ხან - რუ­სე­თი­დან, ხა­ნაც კი­დევ - მკვდრის გა­ცოცხ­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ. 19 აპ­რილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- მა­ინც რამ­დენ ადა­მი­ანს ელით აქ­ცი­ა­ზე?

- ეს ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო მეჩ­ვე­ნე­ბა. ამა თუ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე სწო­რედ მა­შინ წა­ვი­და უკუღ­მა, რო­დე­საც აქ­ცი­ებ­ზე ხალ­ხის დათ­ვლა და­ი­წყეს.

- მახ­სოვს, თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო ხოლ­მე ამით და­კა­ვე­ბუ­ლი...

- დი­ახ, და ეს შეც­დო­მა იყო. მახ­სოვს, 2003 წელს, რო­დე­საც ნო­ემ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­ვი­და, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა ეცო­ტა­ვე­ბო­დათ, ასე­ვე იყო შარ­შა­ნაც, რო­დე­საც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მომ­ხრე­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ოპო­ნენ­ტთა აქ­ცი­ებ­ზე ცო­ტა ხალ­ხი და­დი­ო­და. სა­ბო­ლო­ოდ ერ­თი თუ მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე რო­გორც წა­ვი­და, კარ­გად ვი­ცით.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კა­კო ბო­ბო­ხი­ძე: "თუ მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს და­ითხ­ოვს, მზად ვარ, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს და­ვუ­ჭი­რო მხა­რი"

კა­კო ბო­ბო­ხი­ძე: "თუ მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს და­ითხ­ოვს, მზად ვარ, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს და­ვუ­ჭი­რო მხა­რი"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი 20 მარტს და­იწყ­ებს იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას, რომ­ლი­თაც იგეგ­მე­ბა შეზღ­უდ­ვა პრე­ზი­დენ­ტის იმ უფ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც მას მთავ­რო­ბის დათხ­ოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას ამ ცვლი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად უმ­ცი­რე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს აყე­ნე­ბენ. კვლა­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა ამ სა­კითხ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და რას აპი­რებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა, - ამას მი­სი ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რის, კა­კო ბო­ბო­ხი­ძის­გან შე­ვიტყ­ობთ:

- ამ­ჟა­მად არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე პარ­ლა­მენ­ტში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბის პრო­ცეს­ში ჩვენ­გან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ორი პი­რო­ბა: სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბის 3/4-ით გან­საზღ­ვრა; კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა მუხ­ლი­სა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვრავ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბი­სა და იმ ტი­პის პოს­ტსაბ­ჭო­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში გა­წევ­რე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბას, რო­მელ­შიც დო­მი­ნან­ტი მდგო­მა­რე­ო­ბა ექ­ნე­ბა რუ­სეთს. სხვა პი­რო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში ჩვენ არ წა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბი­ა.

- მაგ­რამ ჩვენ გვახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პი­რო­ბად აყე­ნებ­და ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შეწყ­ვე­ტას...

- პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე, რო­დე­საც უსუ­ფაშ­ვილი და ბაქ­რა­ძე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, გარ­კვე­ვით ით­ქვა, რომ მხო­ლოდ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ორი პი­რო­ბა იყო ჩვენ­გან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მხა­რის და­სა­ჭე­რად. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა ილა­პა­რა­კა, ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში ვერ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რად­გა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­საგ­მო­ბია და უნ­და შეწყ­დეს, ამა­ზე მი­უ­თი­თებ­და პრე­ზი­დენ­ტიც. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ე.წ. პო­ლი­ტი­კურ ამ­ნის­ტი­ას, რა­ტომ­ღაც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ სიტყ­ვას ხმა­რობს, ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ უმ­რავ­ლე­სო­ბას, მიგ­ვე­ღო დო­კუმ­ენ­ტი სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ. ამ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია და კავ­ში­რი არა აქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი უმ­ცი­რე­სო­ბი­დან მზად ვი­ყა­ვით, უზ­რუნ­ველ­გვე­ყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდე­ბოდ­ნენ, რა­ზეც უმ­რავ­ლე­სო­ბა თით­ქოს თა­ნახ­მა იყო, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბა­ტო­ნი უსუ­ფაშ­ვი­ლი ასე ამ­ბობ­და. სი­მარ­თლე გითხ­რათ, პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მხა­რი და­ვუ­ჭი­რო ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შეც, რომ არა ის ტექ­სტი, რო­მელ­საც ვის­მენთ ხოლ­მე უმ­რავ­ლე­სო­ბის ამა თუ იმ ლი­დე­რის­გან: თურ­მე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რით გვეძ­ლე­ვა შან­სი, გა­ვე­მიჯ­ნოთ ჩვენს წარ­სულს, ჩა­მო­ვი­რეცხ­ოთ რა­ღაც ცოდ­ვე­ბი, ავი­რი­დოთ პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბა და ა.შ. ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ: არ ვა­პი­რებ ჩემს წარ­სულ­ზე უა­რის თქმას იმი­ტომ, რომ ვარ და ვი­ყა­ვი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წევ­რი, რო­მელ­მაც შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, სუ­ლი შთა­ე­ბე­რა. შე­დე­გად კი სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, შედ­გა. შეც­დო­მე­ბი, რა თქმა უნ­და, და­ვუშ­ვით, მაგ­რამ მზად ვართ, ამ შეც­დო­მე­ბის­თვის პა­სუ­ხი ვა­გოთ, თუმ­ცა არ ვა­პი­რებ უა­რი ვთქვა იმ წარ­სულ­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­ვუ­ტო­ვეთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნაკ­ლოდ მუ­შა­ო­ბენ, მე­ტიც, დღეს სა­ხელ­მწი­ფო ფუნ­ქცი­ობს სწო­რედ ჩვენ მი­ერ მი­ცე­მუ­ლი ინერ­ცი­ით. თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს ამას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ეს მო­მავა­ლში გა­მოჩ­ნდე­ბა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად არა­ვინ იდევ­ნე­ბა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას უწო­დე­ბენ...

- ისი­ნი მზად არი­ან ნე­ბის­მი­ერ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მზად არი­ან, მო­ე­ლა­პარა­კონ რუ­სეთს, პუ­ტინს, ოკუ­პან­ტებს, მათ, ვი­საც ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის სის­ხლით აქვთ დას­ვრი­ლი ხე­ლე­ბი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არი­ან ითა­ნამ­შრომ­ლონ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მო­ძრაო­ბას­თან". ეს ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი­ა. ჩემ­თვის ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ა, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მოთხ­ოვ­ნით გა­მოს­ვლის ნაც­ვლად, თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას უწყ­ობს ხელს. სა­მა­გი­ე­როდ, ლა­პა­რა­კო­ბენ ოკუ­პანტ რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბა­სა და სუ­ლი­ერ ერ­თო­ბა­ზე, რაც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი­ა.

- სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სის თა­ო­ბა­ზე, რა­საც უმ­ცი­რე­სო­ბა­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი...

- კარ­გი­ა, პარ­ლა­მენ­ტმა ამ­გვა­რი რე­ზო­ლუ­ცია რომ მი­ი­ღო, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი.

- მაშ, რას მი­იჩ­ნევთ საკ­მა­რი­სად?

- კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამის ჩა­წე­რა იქ­ნე­ბა უფ­რო დი­დი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი­ა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად და­ი­ცავს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს რუ­სე­თის გავ­ლე­ნის­გან, მაგ­რამ თუ ამის ნე­ბა არ ექ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მარ­ტო ეს ჩა­ნა­წე­რი ვე­რა­ფერს უზ­რუნ­ვე­ლყოფს...

- ბა­ტო­ნო კა­კო, 19 აპ­რილს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ცი­ას გეგ­მავს. ექ­სპერ­ტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს თა­რი­ღი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არის შერ­ჩე­უ­ლი და თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბას და­ითხ­ოვს, შემ­დეგ კი პარ­ლა­მენ­ტსაც მი­ა­ყო­ლებს.

- პრე­ზი­დენტს მთავ­რო­ბის დათხ­ოვ­ნის უფ­ლე­ბა ახ­ლაც აქვს, 19 აპ­რილ­საც ექ­ნე­ბა და იმის მე­რეც, ამი­ტომ არა­ნა­ი­რი მზაკ­ვრო­ბა აქ არ არის ჩა­დე­ბუ­ლი. ეს ლე­გენ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­გო­ნა, უმოქ­მე­დო­ბა რომ გა­და­ფა­როს. თუ პრე­ზი­დენ­ტი და­ითხ­ოვს მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს, მზად ვარ, მის იმ­პიჩ­მენტს და­ვუ­ჭი­რო მხა­რი. ამას იმი­ტომ კი არ ვამ­ბობ, რომ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს ვემ­ხრო­ბი, არა­მედ იმი­ტომ, რომ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­გვარ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს. 19 აპ­რი­ლის აქ­ცია არ არის ხელი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ა, ეს არის ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სის მხარ­და­სა­ჭე­რად და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ა, რო­მელ­ზეც მის­ვლა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ვა­ლი­ა, ვინც ფიქ­რობს, რომ და­სავ­ლურ კურსს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს. ჩვენ უნ­და ვაჩ­ვე­ნოთ ყვე­ლას, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი­ა. სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნის ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის ლა­პა­რა­კი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­დატ­რი­ა­ლე­ბის არც სურ­ვი­ლი აქვს და არც სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი. ჩვენ შევ­ქმე­ნით იმ­გვა­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის რე­სურ­სი არც ახ­ლა აქვს ვინ­მეს და არც მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა, თუ ეს ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ გა­ა­ნად­გურეს და ქარს არ გა­ა­ტა­ნეს.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ აქ­ცი­ის გა­მარ­თვა მა­ინ­ცდა­მაინც თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის ძველ შე­ნო­ბას­თან, მა­შინ, რო­დე­საც ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის თბი­ლის­იდან ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნა იყო?

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სად ჩა­ტარ­დე­ბა? თუ პარ­ლა­მენ­ტის რო­მე­ლი­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბა, თუ ამ­გვა­რი აქ­ცია ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენტ­თან ჩა­ტარ­დე­ბა. ახ­ლა ჩვენ აქ­ცი­ას და­სავ­ლუ­რი კურ­სის მხარ­და­სა­ჭე­რად ვმარ­თავთ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ 19 აპ­რი­ლის­თვის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც აპი­რებს ჩა­მოს­ვლას.

- ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა 19 აპ­რი­ლამ­დეც ჩა­მო­ვი­დეს და შე­იძ­ლე­ბა - მის მე­რეც. ეს ხმე­ბიც ლე­გენ­დე­ბის ნა­წი­ლი­ა. მახ­სოვს, წი­ნას­წარ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ებ­ზე ხან საფ­რან­გე­თი­დან ელოდ­ნენ ვი­ღა­ცას, ხან - რუ­სე­თი­დან, ხა­ნაც კი­დევ - მკვდრის გა­ცოცხ­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ. 19 აპ­რილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- მა­ინც რამ­დენ ადა­მი­ანს ელით აქ­ცი­ა­ზე?

- ეს ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო მეჩ­ვე­ნე­ბა. ამა თუ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე სწო­რედ მა­შინ წა­ვი­და უკუღ­მა, რო­დე­საც აქ­ცი­ებ­ზე ხალ­ხის დათ­ვლა და­ი­წყეს.

- მახ­სოვს, თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო ხოლ­მე ამით და­კა­ვე­ბუ­ლი...

- დი­ახ, და ეს შეც­დო­მა იყო. მახ­სოვს, 2003 წელს, რო­დე­საც ნო­ემ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­ვი­და, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა ეცო­ტა­ვე­ბო­დათ, ასე­ვე იყო შარ­შა­ნაც, რო­დე­საც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მომ­ხრე­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ოპო­ნენ­ტთა აქ­ცი­ებ­ზე ცო­ტა ხალ­ხი და­დი­ო­და. სა­ბო­ლო­ოდ ერ­თი თუ მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე რო­გორც წა­ვი­და, კარ­გად ვი­ცით.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა