პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა"
"კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა"

გა­სულ კვი­რას, პო­ლიტ­პა­ტი­მარ ივა ჩიღ­ვი­ნა­ძის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ კა­ზი­ნო "აჭა­რის" მოძ­რავ ქო­ნე­ბას ყა­და­ღა და­ა­დო. კა­ზი­ნოს და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის მოხ­მა­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს, უბ­რა­ლოდ, არ შე­უძ­ლია გა­ას­ხვი­სოს. ივა ჩიღ­ვი­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან კა­ზი­ნო­ში მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩადო და მისი ერთ-ერთი მო­წი­ლე გახ­და, მაგ­რამ 2009 წელს, რო­დე­საც ბიზ­ნე­სი­დან პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თო, კერ­ძოდ კი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას შე­უ­ერ­თდა, "აჭა­რის" ყო­ფილ­მა მე­პატ­რო­ნემ თე­მურ უგუ­ლა­ვამ კონ­ტრაქ­ტი შე­უ­წყვი­ტა. ჩა­დე­ბუ­ლი ფული კი გა­ურ­კვე­ველ ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხა და ეს თან­ხა ჩიღ­ვი­ნა­ძეს დღემ­დე არ მი­უ­ღია. ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე 2011 წლის 26 მა­ი­სის ღა­მეს და­ა­კა­ვეს და ცი­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­და. ჩიღ­ვი­ნა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად კი, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კა­ზი­ნოს მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და­ა­ყა­და­ღეს. კა­ზი­ნოს მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბის შემ­დეგ მის­მა ყო­ფილ­მა მფლო­ბელ­მა თე­მურ უგუ­ლა­ვამ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ივა ჩიღ­ვი­ნა­ძეს­თან რამე ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ­უარ­ყოფს. კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით თე­მურ უგუ­ლა­ვას, მაგ­რამ მან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, გა­ნა­ცხა­და, რომ ეს სა­კი­თხი მას არ ეხე­ბა, რად­გან კა­ზი­ნო გა­ა­ქი­რა­ვა და გვირ­ჩია, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლის­თვის, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მენ და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის­თვის მიგ­ვე­მარ­თა. ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც საფ­რან­გეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, აპი­რებს, "აჭა­რის" მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს.

და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი:

- სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ ივა ჩიღ­ვი­ნა­ძეს, თე­მურ უგუ­ლა­ვა­საც არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ. რო­დე­საც კა­ზი­ნო "აჭა­რა" ვი­ყი­დე, ვი­ცო­დი, რომ არა­ნა­ი­რი ვალი არ ჰქონ­და. კონ­ტრაქ­ტში გარ­კვე­ვით წე­რია, რომ მე არ ვი­ღებ იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც კა­ზი­ნოს წარ­სულ­ში ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. კა­ზი­ნო ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას და იქ 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­გე­ბა­რია.

- ამ­ბო­ბენ, რომ კა­ზი­ნო "აჭა­რა" თქვენ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის რჩე­ვით შე­ი­ძი­ნეთ და კა­ზი­ნოს უკან სწო­რედ კე­ზე­რაშ­ვი­ლი დგას...

- და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ვიც­ნობ, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კა­ზი­ნო "აჭა­რას­თან" მას შე­ხე­ბა არ აქვს. არც მის­გან მი­ყი­დია და არც მისი რჩე­ვით. კე­ზე­რაშ­ვი­ლის­გან სხვა აქ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ძი­ნე და არა - კა­ზი­ნო "აჭა­რა".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

"კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა"

"კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა"

გასულ კვირას, პოლიტპატიმარ ივა ჩიღვინაძის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ კაზინო "აჭარის" მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. კაზინოს დაყადაღებული ქონების მოხმარების უფლება აქვს, უბრალოდ, არ შეუძლია გაასხვისოს. ივა ჩიღვინაძის განცხადებით, მან კაზინოში მილიონი დოლარი ჩადო და მისი ერთ-ერთი მოწილე გახდა, მაგრამ 2009 წელს, როდესაც ბიზნესიდან პოლიტიკაში ჩაერთო, კერძოდ კი, გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა, "აჭარის" ყოფილმა მეპატრონემ თემურ უგულავამ კონტრაქტი შეუწყვიტა. ჩადებული ფული კი გაურკვეველ ანგარიშზე ჩარიცხა და ეს თანხა ჩიღვინაძეს დღემდე არ მიუღია. ივა ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის ღამეს დააკავეს და ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ჩიღვინაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის უზრუნველსაყოფად კი, ყველასთვის მოულოდნელად, კაზინოს მოძრავი ქონება დააყადაღეს. კაზინოს მოძრავი ქონების დაყადაღების შემდეგ მისმა ყოფილმა მფლობელმა თემურ უგულავამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ივა ჩიღვინაძესთან რამე ვალდებულებას ­უარყოფს. კომენტარისთვის დავუკავშირდით თემურ უგულავას, მაგრამ მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, განაცხადა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება, რადგან კაზინო გააქირავა და გვირჩია, ამჟამინდელი მფლობელისთვის, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ დავით იაკობაშვილისთვის მიგვემართა. ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელსაც საფრანგეთში დავუკავშირდით, აპირებს, "აჭარის" მოძრავი ქონების დაყადაღება სასამართლოში გაასაჩივროს.

დავით იაკობაშვილი:

- საერთოდ არ ვიცნობ ივა ჩიღვინაძეს, თემურ უგულავასაც არასდროს შევხვედრივარ. როდესაც კაზინო "აჭარა" ვიყიდე, ვიცოდი, რომ არანაირი ვალი არ ჰქონდა. კონტრაქტში გარკვევით წერია, რომ მე არ ვიღებ იმ ვალდებულებას, რომელიც კაზინოს წარსულში ჰქონდა აღებული. კაზინო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იქ 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია.

- ამბობენ, რომ კაზინო "აჭარა" თქვენ დავით კეზერაშვილის რჩევით შეიძინეთ და კაზინოს უკან სწორედ კეზერაშვილი დგას...

- დავით კეზერაშვილს ვიცნობ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კაზინო "აჭარასთან" მას შეხება არ აქვს. არც მისგან მიყიდია და არც მისი რჩევით. კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა".

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"