მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია აბრამია - რატომ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში
ნათია აბრამია - რატომ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია აბ­რა­მია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

რა­ტომ არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნებ­ში?

1. ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვით (9 ხმით), შე­სა­ბა­მი­სად მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნე­ბი კა­ნონ­გა­რე­შეა.

2. იმა­ვე ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის, არ­ჩე­ვა მოხ­და კა­ნო­ნი­ერ მაგ­რამ სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში. გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რად ის იმი­ტომ და­ნიშ­ნეს, რომ მისი უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბის იმე­დი ქონ­დათ. სხვა ახ­სნა უბ­რა­ლოდ არ აქვს იმას, თუ რა­ტომ აირ­ჩია საბ­ჭომ იმ გუნ­დის წევ­რი, რო­მელ­მაც არხი კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნა. რა­ტომ და­ხუ­ჭა თვა­ლი იმა­ზე, რომ ბა­რა­თაშ­ვი­ლი არის ერთ-ერთი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც ვა­ლის დაგ­რო­ვე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლო­ბას უნდა იზი­ა­რებ­დეს.

3. კრი­ზი­სის შექ­მნა­ში თა­ვად საბ­ჭოს როლი ცალ­კე სა­კი­თხია. მოქ­მედ­მა ბორდმა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მმარ­თვე­ლო­ბით. არ მჯე­რა,რომ საბ­ჭო ამ­ჯე­რად ეძებს სა­უ­კე­თე­სო კან­დი­დატს, რომ მას დი­რექ­ტო­რის პოს­ტი ჩა­ა­ბა­როს. რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და (თუმ­ცა ის რამ­დე­ნი­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­შია) საბ­ჭოს წევ­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ ზურგს უკან მდგო­მი ლო­ბის­ტე­ბის ან თავ­მჯდო­მა­რის სურ­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვა და არა იმ პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.

რა მოხ­დე­ბა როცა კა­ნო­ნი შე­იც­ვლე­ბა?

1. სამ­წუ­ხა­როდ არც იმის მჯე­რა რომ ახა­ლი კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი. ის ძველს ჯო­ბია და მის ავ­ტო­რებს უდი­დეს პა­ტივს ვცემ. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ეს არის ინ­სტი­ტუ­ცია, რომ­ლის შექ­მნა­საც ჭირ­დე­ბა უფრო მეტი, ვიდ­რე კა­ნო­ნის შეც­ვლა.

2. ვში­შობ, რომ ახა­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბებ­ში კვლავ შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს ახა­ლი "გა­ხე­ლა­ძე" და ახა­ლი "ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი". ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვის ინ­ტე­რე­სებს გა­ა­ტა­რე­ბენ ისი­ნი, მე ვიცი, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ვერ იარ­სე­ბებს იქ სა­დაც რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის "გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი" მოქ­მე­დე­ბენ.

3. მხარს ვუ­ჭერ თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­მელ­თაც რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­რე­მო­ში სურთ მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ რო­გორც ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ნამ­დვილ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ვმუ­შა­ობ, მეს­მის რომ სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვა ვერ მოხ­დე­ბა ერთი კა­ნო­ნის, დი­რექ­ტო­რის ან რე­დაქ­ტო­რის შეც­ვლით. ამის­თვის უდი­დე­სი სურ­ვი­ლიც არ კმა­რა. მთა­ვა­რია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიგ­ნით რო­გო­რი სტრუქ­ტუ­რა შე­იქ­მნე­ბა, რო­გორ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა და და­ბა­ლანსდე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, ვინ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და რითი იხელ­მძღვა­ნე­ლებს მათი მი­ღე­ბი­სას. რო­გორ მოხ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რამ­დე­ნად გამ­ჭირ­ვა­ლე იქ­ნე­ბა თა­ვად სის­ტე­მა. ვინ და რო­გორ გა­ა­კონ­ტრო­ებს მთლი­ან სტრუქ­ტუ­რას, თა­ნამ­შრომ­ლებს, მე­ნე­ჯმენ­ტსა და ბორდს. რო­გო­რი იქ­ნე­ბა თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხი­დან მო­ნო­ტი­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. იმის გამო, რომ ეს მოკ­ლე მი­მარ­თვაა და არა სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, სი­ი­ას აქ ვწყვეტ, თუმ­ცა გაგ­რძე­ლე­ბა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა.

რაში ვხე­დავ გა­მო­სა­ვალს?

ევ­რო­საბ­ჭოს დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სამ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გარ­დაქ­მნი­სათ­ვის. თუმ­ცა ამ­ჯე­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კონ­სულ­ტან­ტებს მი­ე­ცეთ რე­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტე­ბი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­სახ­დე­ნად. წარ­სულ­ში ამ­გვა­რი პრო­ექ­ტი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მხო­ლოდ ტრე­ნინ­გე­ბი­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ საკ­მა­რი­სი არ არის ათი ან თუნ­დაც ასი ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა და შემ­დეგ უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის მხრი­დან ისე­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და ან­გა­რი­შე­ბის წერა, რო­მელ­საც ად­გილ­ზე გუნ­დი უბ­რა­ლოდ არ კი­თხუ­ლობს. გა­მოც­დი­ლე­ბამ გვა­ნა­ხა, რომ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი მხო­ლოდ ქვეყ­ნის შიდა პი­ა­რის­თვის იმე­ო­რე­ბენ რომ მათ­თან ბი-ბი-სის კონ­სულ­ტან­ტი იყო მოწ­ვე­უ­ლი. ისი­ნი რე­ა­ლუ­რად არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მათ შე­ნიშ­ვნებ­სა და რჩე­ვებს. სა­ჭი­როა, რომ მოწ­ვე­ულ კონ­სულ­ტან­ტთა გუნდს ქონ­დეს რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა. თუკი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ­სე­ბობს, უნდა შე­იქმმას პი­რო­ბე­ბი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გუნ­დმა შე­ი­მუ­შა­ოს მა­უ­წყებ­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რელ­სებ­ზე გა­დაყ­ვა­ნის სტრა­ტე­გია. გა­მოც­დილ კონ­სულ­ტან­ტებს შე­უძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მა, თუკი მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცენ მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს, მე­ნე­ჯმენ­ტსა და საბ­ჭოს.

სა­ე­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას ისე­თი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კას და­ეყ­რდნო­ბა და ად­გი­ლობ­რივ რე­ა­ლო­ბას მო­ერ­გე­ბა. კონ­სულ­ტან­ტთა გუნ­დი შექ­მნის მე­ქა­ნიზმს, აპა­რატს, სტრუქ­ტუ­რას, მაგ­რამ მერე ის ყო­ველ­დღე უნდა ამუ­შაო, დახ­ვე­წო, გა­აძ­ლი­ე­რო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რით მო­ა­მა­რა­გო, ხელი შე­უ­წყო რომ გან­ვი­თარ­დეს. შემ­დეგ უკვე ქარ­თველ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო დაძ­ლევს პოსტსაბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბას და ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო ტელე-რა­დიო კო­მი­ტეტს რე­ა­ლუ­რად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­სტი­ტუ­ცი­ად გა­და­აქ­ცევს, თუ ის მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დე­ბის მსა­ხუ­რი, მათი გავ­ლე­ნის ობი­ექ­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბის მსხვერ­პლი", - წერს აბ­რა­მია.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2013 წლის 5 მარტს კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და. საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კონ­კურ­სი ორ ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ნათია აბრამია - რატომ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში

ნათია აბრამია - რატომ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში

ჟურნალისტი ნათია აბრამია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

რატომ არ ვიღებ მონაწილეობას მიმდინარე არჩევნებში?

1. ყოფილი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა კანონდარღვევით (9 ხმით), შესაბამისად მიმდინარე არჩევნები კანონგარეშეა.

2. იმავე ყოფილი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, არჩევა მოხდა კანონიერ მაგრამ საეჭვო ვითარებაში. გენერალური დირექტორად ის იმიტომ დანიშნეს, რომ მისი უსიტყვო მორჩილების იმედი ქონდათ. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს იმას, თუ რატომ აირჩია საბჭომ იმ გუნდის წევრი, რომელმაც არხი კრიზისამდე მიიყვანა. რატომ დახუჭა თვალი იმაზე, რომ ბარათაშვილი არის ერთ-ერთი წარუმატებელი მენეჯერი, რომელიც ვალის დაგროვებაზე პასუხისმგებელობას უნდა იზიარებდეს.

3. კრიზისის შექმნაში თავად საბჭოს როლი ცალკე საკითხია. მოქმედმა ბორდმა თავი გამოიჩინა არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მმართველობით. არ მჯერა,რომ საბჭო ამჯერად ეძებს საუკეთესო კანდიდატს, რომ მას დირექტორის პოსტი ჩააბაროს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა (თუმცა ის რამდენიმე კეთილსინდისიერი ადამიანი უმცირესობაშია) საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანია მათ ზურგს უკან მდგომი ლობისტების ან თავმჯდომარის სურვილის გამოხატვა და არა იმ პრინციპების დაცვა, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს.

რა მოხდება როცა კანონი შეიცვლება?

1. სამწუხაროდ არც იმის მჯერა რომ ახალი კანონი იქნება რეალური სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. ის ძველს ჯობია და მის ავტორებს უდიდეს პატივს ვცემ. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის ინსტიტუცია, რომლის შექმნასაც ჭირდება უფრო მეტი, ვიდრე კანონის შეცვლა.

2. ვშიშობ, რომ ახალი კანონის ამოქმედების პირობებში კვლავ შეიძლება გაჩნდეს ახალი "გახელაძე" და ახალი "ბერძენიშვილი". ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის ინტერესებს გაატარებენ ისინი, მე ვიცი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იარსებებს იქ სადაც რომელიმე პოლიტიკური გუნდის "გულშემატკივრები" მოქმედებენ.

3. მხარს ვუჭერ თანამშრომლებს, რომელთაც რეალურად დამოუკიდებელ გარემოში სურთ მუშაობა. მაგრამ როგორც ადამიანს, რომელიც ნამდვილ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობ, მესმის რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა ვერ მოხდება ერთი კანონის, დირექტორის ან რედაქტორის შეცვლით. ამისთვის უდიდესი სურვილიც არ კმარა. მთავარია ორგანიზაციის შიგნით როგორი სტრუქტურა შეიქმნება, როგორ დარეგულირდება და დაბალანსდება მოვალეობები, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს და რითი იხელმძღვანელებს მათი მიღებისას. როგორ მოხდება პროფესიონალების მომზადება, რამდენად გამჭირვალე იქნება თავად სისტემა. ვინ და როგორ გააკონტროებს მთლიან სტრუქტურას, თანამშრომლებს, მენეჯმენტსა და ბორდს. როგორი იქნება თვითრეგულირების და საზოგადოების მხიდან მონოტირინგის მექანიზმები. იმის გამო, რომ ეს მოკლე მიმართვაა და არა სამეცნიერო ნაშრომი, სიიას აქ ვწყვეტ, თუმცა გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

რაში ვხედავ გამოსავალს?

ევროსაბჭოს დახმარებით შესაძლებელია მოხდეს სამწლიანი პროექტის დაფინანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისათვის. თუმცა ამჯერად მნიშვნელოვანია რომ პროექტის ფარგლებში კონსულტანტებს მიეცეთ რეალური ბერკეტები ცვლილებების მოსახდენად. წარსულში ამგვარი პროექტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტრენინგებითა და რეკომენდაციებით. სამწუხაროდ საკმარისი არ არის ათი ან თუნდაც ასი ტრენინგის ჩატარება და შემდეგ უცხოელი კონსულტანტების მხრიდან ისეთი რეკომენდაციებისა და ანგარიშების წერა, რომელსაც ადგილზე გუნდი უბრალოდ არ კითხულობს. გამოცდილებამ გვანახა, რომ მიკერძოებული მენეჯერები მხოლოდ ქვეყნის შიდა პიარისთვის იმეორებენ რომ მათთან ბი-ბი-სის კონსულტანტი იყო მოწვეული. ისინი რეალურად არ ითვალისწინებენ მათ შენიშვნებსა და რჩევებს. საჭიროა, რომ მოწვეულ კონსულტანტთა გუნდს ქონდეს რეალური ცვლილებების განხორციელების პასუხისმგებლობა და საშუალება. თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, უნდა შეიქმმას პირობები, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების გუნდმა შეიმუშაოს მაუწყებლის საზოგადოებრივ რელსებზე გადაყვანის სტრატეგია. გამოცდილ კონსულტანტებს შეუძლიათ განახორციელონ რეალური რეფორმა, თუკი მათ საშუალება ექნებათ მიმართულება მისცენ მაუწყებლის თანამშრომლებს, მენეჯმენტსა და საბჭოს.

საეთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას დაეყრდნობა და ადგილობრივ რეალობას მოერგება. კონსულტანტთა გუნდი შექმნის მექანიზმს, აპარატს, სტრუქტურას, მაგრამ მერე ის ყოველდღე უნდა ამუშაო, დახვეწო, გააძლიერო, პროფესიონალი კადრით მოამარაგო, ხელი შეუწყო რომ განვითარდეს. შემდეგ უკვე ქართველ პროფესიონალებზე იქნება დამოკიდებული საქართველო დაძლევს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობას და ყოფილ სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტს რეალურად საზოგადოებრივ ინსტიტუციად გადააქცევს, თუ ის მუდმივად იქნება ხელისუფლების შტოებისა და პოლიტიკური გუნდების მსახური, მათი გავლენის ობიექტი და დაპირისპირების მსხვერპლი", - წერს აბრამია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლის 5 მარტს კონკურსი გამოაცხადა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი ორ ტურად ჩატარდება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები