მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეიძლება გაუბრაზდეს ნინელი ჭანკვეტაძეს ბიძინა ივანიშვილი
რაზე შეიძლება გაუბრაზდეს ნინელი ჭანკვეტაძეს ბიძინა ივანიშვილი

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე მსა­ხი­ო­ბო­ბას ქველ­მოქ­მე­დე­ბას უთავ­სებს. ის ქველ­მოქ­მედ­თა სახ­ლის "მო­მავ­ლის გზის" საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. 2008 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფონ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბა თა­ვი­დან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი­სა და ხან­დაზ­მუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა იყო, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში, ფი­ნან­სე­ბის სიმ­წი­რის გამო, მათი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა გახ­და. ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით კინ­წუ­რაშ­ვი­ლია. მას­თან ერ­თად საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს რამ­დე­ნი­მე თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰყავს და მათ შო­რი­საა ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე. შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ვინ და რა სა­ხის ყუ­რა­დღე­ბას იჩენს თავ­შე­საფ­რის გა­რე­შე მყო­ფი დე­დე­ბი­სა და მათი შვი­ლე­ბის მი­მართ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნე­ლი, ალბ­ათ ძა­ლი­ან რთუ­ლია საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდმა პარტნი­ო­რე­ბი, დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი იპო­ვოს. რო­გორ ხდე­ბა თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა-გა­და­ნა­წი­ლე­ბა?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ში სა­ხელ­მწი­ფო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არა­სო­დეს იღებ­და, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, როცა ჩვენ­თან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი მა­ინც სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტი იყო. როცა ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ვი­წყე, ერთ დღეს და­თომ მი­თხრა, რომ იმ თან­ხით, რაც მა­შინ მო­ვი­ძი­ეთ, პრო­დუქ­ტე­ბი უნდა დაგ­ვე­რი­გე­ბი­ნა. ცე­ლოფ­ნის პარკში ჩა­წყო­ბი­ლი ზეთი, ბრინ­ჯი, წი­წი­ბუ­რა, მა­კა­რო­ნი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ვუ­თხა­რი, ადა­მი­ა­ნებს ეს რო­გორ ვა­კად­როთ-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე, რა­ო­დენ სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და რო­გორ ელოდ­ნენ ისი­ნი ამ პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბას. როცა მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში სპონ­სორს ვერ ვპო­უ­ლობ­დით, ან თან­ხა ყვე­ლა­ზე ვერ გვყოფ­ნი­და, მერე მივ­ხვდი, რომ მათ­თვის ამ­გვა­რი დახ­მა­რე­ბა ჰა­ე­რი­ვით სა­ჭი­რო იყო. ამის შემ­დეგ უკვე გა­ას­მა­გე­ბუ­ლი და გა­ა­თას­მა­გე­ბუ­ლი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვამ მო­მი­წია. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ ფონდმა ადა­მი­ა­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ბი­ნით, გა­უ­კე­თოს ოპე­რა­ცი­ე­ბი, ეს ჩვენს ფუნ­ქცი­ა­ში არ შე­დის, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით ხალ­ხი დაგ­ვეკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­ნა, რე­კო­მენ­და­ცია გაგ­ვე­წია და მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა მათი სა­ბუ­თე­ბი მე­რი­ა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა უწყე­ბებ­ში. თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ვინ ეხ­მა­რე­ბო­და, როცა ეს ზო­გი­ერ­თი უწყე­ბის უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბა იყო. დღეს მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით გიგი უგუ­ლა­ვას რომ ვუს­მენ, მიკ­ვირს, ახლა გა­ახ­სენ­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი?! ეს სა­სა­ცი­ლოც აღარ არის. ჩვენ რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ და ეს არ არის მო­ნა­ჭო­რი. არ­სე­ბობ­და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ლალი მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის შვიდ შვილ­თან ერ­თად რკი­ნის "კონ­ტე­ი­ნერ­ში" ცხოვ­რობ­და. დიდი წვა­ლე­ბის შემ­დეგ მე­რი­ამ მას ბინა უქი­რა­ვა და იქ გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო ის იყო, რომ ამის გამო ქუ­ლე­ბი მო­უხ­სნეს, ანუ მე­რია მას ბი­ნის ქი­რას უხ­დი­და და ის ქუ­ლე­ბი, რაც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ენი­ჭე­ბათ, მას აღარ ერგო. ეს ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა. გა­სა­გე­ბია, რომ ქალ­ბა­ტონს დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი ჰქონ­და, მაგ­რამ არ ჰქონ­და შე­მო­სა­ვა­ლი, რომ შვი­ლე­ბი გა­მო­ეკ­ვე­ბა. გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა კი პუ­რის შე­სა­ძე­ნა­დაც არ ჰყოფ­ნი­და. ამის გამო მას ჯარ­თის შეგ­რო­ვე­ბა უწევ­და. ერთხე­ლაც ისე მოხ­და, რომ ჯარ­თის შეგ­რო­ვე­ბის დროს და­შავ­და და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ ვი­შო­ვეთ ფი­ნან­სე­ბი, და­სახ­მა­რებ­ლად მივ­მარ­თეთ მე­რი­ას, მაგ­რამ ამას რე­აქ­ცია არ მოჰ­ყვა და ის ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არა­ერ­თია და ამი­ტომ მი­მაჩ­ნია უზ­ნე­ო­ბად, რომ მე­რი­ა­ში მსგავ­სი ტი­პის გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თუ სხვა თან­ხე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­იფ­ლან­გა. ადრე თუ გვი­ან ამა­ზე ყვე­ლა აგებს პა­სუხს.

- ერთხელ თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში ერთი ქალ­ბა­ტო­ნი შემ­ხვდა, რო­მე­ლიც თქვენ გე­ლო­დე­ბო­დათ. მი­თხრა, რომ რამ­დენ­ჯერ­მე და­ეხ­მა­რეთ...

- ეს უკვე სხვა კა­ტე­გო­რი­აა, ეს არ არის იმ ფონ­დის ხალ­ხი. ისი­ნი, ვი­საც ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით, აღ­წე­რი­ლი გვყავს. სამ­წუ­ხა­როდ, მათ მი­სა­მარ­თე­ბი არ აქვთ და ხან­და­ხან ჩვენს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ამის გამო ვკარ­გავთ. ზოგი ოფის­ში მო­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თე­ატ­რში ნა­ხეთ, ისი­ნი გვხვდე­ბი­ან ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში, სახ­ლში გვი­კა­კუ­ნე­ბენ. მათ იცი­ან, სა­დაც ვმუ­შა­ობ და... ვე­კი­თხე­ბი ხოლ­მე, რა­ტომ ჩემ­თან, თქვენ გგო­ნი­ათ, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ვარ?! ჩემი პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც შე­მიძ­ლია, მათ მა­ინც ვეხ­მა­რე­ბი. ახლა ეს არ არის სა­ლა­პა­რა­კო თემა. როცა ვხე­დავ, რომ ამას მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ბევ­რჯერ გა­მიყ­ვია მათ­თვის ის თან­ხა, რაც ჩან­თა­ში მედო და მხო­ლოდ შინ და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ფული და­მი­ტო­ვე­ბია.

- თქვე­ნი აზ­რით, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად რამე შე­იც­ვლე­ბა?

- მინ­და გი­თხრათ, რომ უკვე შე­იც­ვა­ლა. ეს კი­დევ სხვა თე­მაა. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ცე­ვა. უწინ­დე­ლი ქმე­დე­ბა მხო­ლოდ პი­არ­ზე იყო აგე­ბუ­ლი. არა­ფე­რი ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი და მა­ინც რამ­დენ­ჯერ­მე ჭრიდ­ნენ ერ­თსა და იმა­ვე ლენტს, სამ­ჯერ-ოთხჯერ ხსნიდ­ნენ ერ­თსა და იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფოს, რო­მე­ლიც სულ ცა­რი­ე­ლი იყო. ისიც გვი­ნა­ხავს, რო­გორ იწვა ერთ-ერთ სა­წოლ­ზე ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ალ­ბათ და­ი­ჭი­რეს და ძა­ლით ჩა­აწ­ვი­ნეს ახალ ზე­წარ­გა­და­ფა­რე­ბულ ლო­გინ­ზე. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ცე­ვა. მათ უკვე უამ­რა­ვი საქ­მე აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ უარს ამ­ბო­ბენ ყო­ველ­გვარ პი­არ­სა და რეკ­ლა­მა­ზე. ისი­ნი გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­სა და მათ შე­დე­გებ­ზეც არ ლა­პა­რა­კო­ბენ, რაც მთლად სწო­რა­დაც არ მი­მაჩ­ნია. მე კი ვიცი, რამ­დენს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში, ან სა­ზღვარ­გა­რეთ ადა­მი­ა­ნე­ბი ამას ვერ ხვდე­ბი­ან.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­არს ისევ აგ­რძე­ლებს, თუნ­დაც ის ფაქ­ტი რად ღირს, პრე­ზი­დენ­ტი ელექტრო­მო­ბილ­ზე რომ გა­დაჯ­და...

- დიახ, და ამის აქ­ტი­უ­რი პი­ა­რი ყვე­ლა ტე­ლე­არხზე მი­დის. გა­მო­დი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი და გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რო­გო­რი ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზე­ბი იყ­ვნენ. ალა­პა­რა­კე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლიც ახლა პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ცხრა წე­ლია ამ ადა­მი­ა­ნის­გან ერთი სი­ტყვა არ მოგ­ვის­მე­ნია. მას არც ბო­დი­ში მო­უხ­დია გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე, რომ­ლის შემ­დეგ ის მი­ნის­ტრის პოსტზე არ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თა­ნაც ეს ვაჟ­ბა­ტო­ნე­ბი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს პლა­გი­ატ­ში დას­დეს ბრა­ლი. მან კი თქვა, თუ არ გჯე­რათ, რომ ეს ერთი ფრა­ზა ჩემი და­წე­რი­ლია, მა­შინ თა­ნამ­დე­ბო­ბას დავ­ტო­ვე­ბო და გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. აქ ამ­დე­ნი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე დაგ­როვ­და, რო­მე­ლიც თუ პირ­და­პირ მე­რა­ბიშ­ვილ­თან არა, მისი ოჯა­ხის წევრთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს უზარ­მა­ზა­რი სკან­და­ლია და ამ ადა­მი­ა­ნებს დიდი ხნის წინ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი პოს­ტე­ბი, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად ვხე­დავ ჩი­ო­რა­სა­ვით აჭი­კ­ჭი­კე­ბულ მთელ ნაც­მოძ­რა­ო­ბას, რომ­ლე­ბიც ტყუ­ი­ლე­ბის მო­ყო­ლას აგ­რძე­ლე­ბენ. ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი მო­სას­მე­ნია. ამი­ტომ მინ­და, ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­გი­წო­დოთ, უფრო კარ­გად ჩა­ი­ხე­დოთ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ებ­ში და თქვენ ილა­პა­რა­კოთ მათ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი ამას მალე იგ­რძნო­ბენ და ეს რე­ა­ლო­ბაა. მთე­ლი კა­ხე­თი ლო­ცავს ბა­ტონ ბი­ძი­ნას, სა­დაც უამ­რავ ოჯახს და­უ­რი­გა ფული. ეს ნამ­დვი­ლად ცი­დან ჩა­მოც­ვე­ნის ტოლ­ფა­სია. მას ეს არ ეხე­ბა, არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, მაგ­რამ რად­გან შეჰ­პირ­და, აკე­თებს. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი თან­ხაა ჩა­დე­ბუ­ლი და ამა­ზეც არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო, ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვქო­ნია და მგო­ნი არც მა­ნამ­დე. ჯან­დაც­ვის სფე­რო­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა და ახა­ლი სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მაც უკვე ძა­ლა­ში შე­ვი­და...

და­სა­წყის­ში თქვენ მკი­თხეთ, რო­გორ ხდე­ბა სპონ­სო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისი­ნი ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სა­ძი­ე­ბე­ლია. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცია, ასე­ვე კერ­ძო პირი, იშ­ვი­ა­თად გა­მოთ­ქვამს დახ­მა­რე­ბის სურ­ვილს. ვიცი, რომ მათ ბევ­რი აწუ­ხებს, ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, ამი­ტომ მათ მი­მართ მკაც­რი ვერ ვიქ­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ წლე­ბია ვარ­სე­ბობთ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე და რომ არა ისი­ნი, ფონ­დი ვერ იმუ­შა­ვებ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა ბიზ­ნე­სი ტე­რორ­ში იყო, ბევ­რი ჩვე­ნი სპონ­სო­რი გვერ­დით ვე­ღარ დაგ­ვიდ­გა და ამის გამო მოგ­ვი­ბო­დი­შეს. ისი­ნი დიდი ზე­წო­ლის ქვეშ იყ­ვნენ. მე მათი მეს­მის, თუმ­ცა შე­მოგ­ვრჩნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლომ­დე მხარ­ში გვედგნენ და მათ არ მი­ა­ტო­ვეს ბავ­შვე­ბი. მათ შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და და­ვა­სა­ხე­ლო "ახა­ლი ნა­თე­ბა" და "ნი­კო­რა". ამ­ჟა­მად ახა­ლი აქ­ცია გვაქვს "ახალ ნა­თე­ბას­თან" ერ­თად, რაც "მო­მავ­ლის გზა­ში" აღ­რი­ცხუ­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად კეთ­დე­ბა. ამ კომ­პა­ნი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ეკო­ნა­თუ­რე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი ჩვენ­თან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გად­მო­ი­რი­ცხე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ორი წლის წინ დე­დებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში არი­ან, ბავ­შვე­ბი ჩვენ­თან სა­მო­თა­ხი­ან ოფის­ში მო­იყ­ვა­ნეს. ოცამ­დე ბავ­შვი იქ იმ­ყო­ფე­ბო­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, ახალ შე­ნო­ბა­ზე გვეზ­რუ­ნა, სა­დაც ისი­ნი ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რებ­დნენ. ამ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცია და მათ შო­რის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გა­ზეთ­ში დავ­ბეჭ­დეთ. როცა ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ ნახა, დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. შე­მოდ­გო­მა­ზე გად­მოგ­ვე­ცა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი შე­ნო­ბა ყიფ­ში­ძე­ზე, რო­მე­ლიც გაგ­ვი­რე­მონ­ტეს, ავე­ჯი შე­ი­ძი­ნეს. ეს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას და მისი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ იქ ათი ბავ­შვი შე­ვიყ­ვა­ნეთ და ათიც ოფის­ში დარ­ჩა. გარ­და ამი­სა, 24 ბავ­შვი დღის ცენ­ტრში ივ­ლის და კი­დევ მაქვს თავ­შე­სა­ფა­რი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის­თვის. მთლი­ა­ნო­ბა­ში 60-მდე ბავ­შვი იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ყიფ­ში­ძე­ზე შე­სახ­ლე­ბა მათ­თვის ისე­თი ემო­ცი­უ­რი იყო, რომ ორი ღამე არ ეძი­ნათ. სულ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ეს მარ­თლა ჩვე­ნია? აქ დავ­რჩე­ბით? ხვა­ლაც გვაჭ­მევთ იმ საჭ­მელს, რაც დღეს მოგ­ვი­ტა­ნეთ?! ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ამ ამ­ბავს არ ახ­მა­უ­რებს და ახლა რომ ვთქვი, შე­იძ­ლე­ბა ამა­ზეც გა­მიბ­რაზ­დეს (იღი­მის)...

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რაზე შეიძლება გაუბრაზდეს ნინელი ჭანკვეტაძეს ბიძინა ივანიშვილი

რაზე შეიძლება გაუბრაზდეს ნინელი ჭანკვეტაძეს ბიძინა ივანიშვილი

უკვე რამდენიმე წელია ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობობას ქველმოქმედებას უთავსებს. ის ქველმოქმედთა სახლის "მომავლის გზის" საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. 2008 წელს დაფუძნებული ფონდის მიმართულება თავიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ხანდაზმულების დახმარება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში, ფინანსების სიმწირის გამო, მათი ძირითადი მიმართულება მრავალშვილიანი დედების მოვლა-პატრონობა გახდა. ფონდის დამფუძნებელი დავით კინწურაშვილია. მასთან ერთად საქველმოქმედო ფონდს რამდენიმე თანადამფუძნებელი ჰყავს და მათ შორისაა ნინელი ჭანკვეტაძე. შევეცადეთ გაგვერკვია, რა სახის მხარდაჭერა ხორციელდება სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად ჩვენს ქვეყანაში. ვინ და რა სახის ყურადღებას იჩენს თავშესაფრის გარეშე მყოფი დედებისა და მათი შვილების მიმართ.

- ქალბატონო ნინელი, ალბ­ათ ძალიან რთულია საქველმოქმედო ფონდმა პარტნიორები, დამფინანსებლები იპოვოს. როგორ ხდება თანხების მოძიება-გადანაწილება?

- ბუნებრივია, ამაში სახელმწიფო მონაწილეობას არასოდეს იღებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა ჩვენთან ბენეფიციარები მოდიოდნენ, კონკრეტული საკითხები მაინც სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო. როცა ფონდთან თანამშრომლობა დავიწყე, ერთ დღეს დათომ მითხრა, რომ იმ თანხით, რაც მაშინ მოვიძიეთ, პროდუქტები უნდა დაგვერიგებინა. ცელოფნის პარკში ჩაწყობილი ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი და სხვა პროდუქტები რომ დავინახე, ვუთხარი, ადამიანებს ეს როგორ ვაკადროთ-მეთქი, მაგრამ მერე საკუთარი თვალით ვნახე, რაოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ეს ყველაფერი და როგორ ელოდნენ ისინი ამ პროდუქტების მიღებას. როცა მომდევნო თვეებში სპონსორს ვერ ვპოულობდით, ან თანხა ყველაზე ვერ გვყოფნიდა, მერე მივხვდი, რომ მათთვის ამგვარი დახმარება ჰაერივით საჭირო იყო. ამის შემდეგ უკვე გაასმაგებული და გაათასმაგებული ენერგიის დახარჯვამ მომიწია. შეუძლებელია, ამ ფონდმა ადამიანები დააკმაყოფილოს ბინით, გაუკეთოს ოპერაციები, ეს ჩვენს ფუნქციაში არ შედის, მაგრამ ვცდილობდით ხალხი დაგვეკვალიანებინა, რეკომენდაცია გაგვეწია და მიგვეწოდებინა მათი საბუთები მერიაში, ჯანმრთელობის სამინისტროსა და სხვა უწყებებში. თუმცა წლების განმავლობაში ამ ადამიანებს არავინ ეხმარებოდა, როცა ეს ზოგიერთი უწყების უშუალო მოვალეობა იყო. დღეს მერიის თანამშრომლებსა და განსაკუთრებით გიგი უგულავას რომ ვუსმენ, მიკვირს, ახლა გაახსენდა სოციალურად დაუცველი ადამიანები?! ეს სასაცილოც აღარ არის. ჩვენ რეალურ ფაქტებზე ვლაპარაკობთ და ეს არ არის მონაჭორი. არსებობდა მრავალშვილიანი დედა ლალი მეტრეველი, რომელიც თავის შვიდ შვილთან ერთად რკინის "კონტეინერში" ცხოვრობდა. დიდი წვალების შემდეგ მერიამ მას ბინა უქირავა და იქ გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ ამის გამო ქულები მოუხსნეს, ანუ მერია მას ბინის ქირას უხდიდა და ის ქულები, რაც სოციალურად დაუცველებს ენიჭებათ, მას აღარ ერგო. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. გასაგებია, რომ ქალბატონს დროებითი თავშესაფარი ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა შემოსავალი, რომ შვილები გამოეკვება. გამოყოფილი თანხა კი პურის შესაძენადაც არ ჰყოფნიდა. ამის გამო მას ჯართის შეგროვება უწევდა. ერთხელაც ისე მოხდა, რომ ჯართის შეგროვების დროს დაშავდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიშოვეთ ფინანსები, დასახმარებლად მივმართეთ მერიას, მაგრამ ამას რეაქცია არ მოჰყვა და ის ქალბატონი გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევები არაერთია და ამიტომ მიმაჩნია უზნეობად, რომ მერიაში მსგავსი ტიპის გადაუდებელი ოპერაციებისთვის განკუთვნილი თუ სხვა თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა. ადრე თუ გვიან ამაზე ყველა აგებს პასუხს.

- ერთხელ თეატრის ფოიეში ერთი ქალბატონი შემხვდა, რომელიც თქვენ გელოდებოდათ. მითხრა, რომ რამდენჯერმე დაეხმარეთ...

- ეს უკვე სხვა კატეგორიაა, ეს არ არის იმ ფონდის ხალხი. ისინი, ვისაც ჩვენ ვეხმარებით, აღწერილი გვყავს. სამწუხაროდ, მათ მისამართები არ აქვთ და ხანდახან ჩვენს ბენეფიციარებს ამის გამო ვკარგავთ. ზოგი ოფისში მოდის. რაც შეეხება ისეთ ადამიანებს, რომლებიც თეატრში ნახეთ, ისინი გვხვდებიან ჩვენს სამეზობლოში, სახლში გვიკაკუნებენ. მათ იციან, სადაც ვმუშაობ და... ვეკითხები ხოლმე, რატომ ჩემთან, თქვენ გგონიათ, მდიდარი ადამიანი ვარ?! ჩემი პრობლემები ყველამ იცის, მაგრამ რამდენადაც შემიძლია, მათ მაინც ვეხმარები. ახლა ეს არ არის სალაპარაკო თემა. როცა ვხედავ, რომ ამას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ბევრჯერ გამიყვია მათთვის ის თანხა, რაც ჩანთაში მედო და მხოლოდ შინ დასაბრუნებელი ფული დამიტოვებია.

- თქვენი აზრით, ახალი ხელისუფლების პირობებში სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად რამე შეიცვლება?

- მინდა გითხრათ, რომ უკვე შეიცვალა. ეს კიდევ სხვა თემაა. ეს ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იქცევა. უწინდელი ქმედება მხოლოდ პიარზე იყო აგებული. არაფერი ჰქონდათ გაკეთებული და მაინც რამდენჯერმე ჭრიდნენ ერთსა და იმავე ლენტს, სამჯერ-ოთხჯერ ხსნიდნენ ერთსა და იმავე საავადმყოფოს, რომელიც სულ ცარიელი იყო. ისიც გვინახავს, როგორ იწვა ერთ-ერთ საწოლზე ჩაცმული ადამიანი, რომელიც ალბათ დაიჭირეს და ძალით ჩააწვინეს ახალ ზეწარგადაფარებულ ლოგინზე. ახალი ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. მათ უკვე უამრავი საქმე აქვთ გაკეთებული, მაგრამ უარს ამბობენ ყოველგვარ პიარსა და რეკლამაზე. ისინი გაკეთებულ საქმეებსა და მათ შედეგებზეც არ ლაპარაკობენ, რაც მთლად სწორადაც არ მიმაჩნია. მე კი ვიცი, რამდენს აკეთებენ, მაგრამ რეგიონებში, ან საზღვარგარეთ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან.

- ხელისუფლება პიარს ისევ აგრძელებს, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, პრეზიდენტი ელექტრომობილზე რომ გადაჯდა...

- დიახ, და ამის აქტიური პიარი ყველა ტელეარხზე მიდის. გამოდიან ის ადამიანები და გვიმტკიცებენ, როგორი ფრთიანი ანგელოზები იყვნენ. ალაპარაკებული მერაბიშვილიც ახლა პირველად ვნახე. ცხრა წელია ამ ადამიანისგან ერთი სიტყვა არ მოგვისმენია. მას არც ბოდიში მოუხდია გირგვლიანის საქმეზე, რომლის შემდეგ ის მინისტრის პოსტზე არ უნდა დარჩენილიყო. თანაც ეს ვაჟბატონები და ქალბატონები დემოკრატიაზე გველაპარაკებიან. გერმანიაში განათლების მინისტრს პლაგიატში დასდეს ბრალი. მან კი თქვა, თუ არ გჯერათ, რომ ეს ერთი ფრაზა ჩემი დაწერილია, მაშინ თანამდებობას დავტოვებო და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აქ ამდენი გახმაურებული საქმე დაგროვდა, რომელიც თუ პირდაპირ მერაბიშვილთან არა, მისი ოჯახის წევრთან იყო დაკავშირებული. ეს უზარმაზარი სკანდალია და ამ ადამიანებს დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ თავიანთი პოსტები, მაგრამ ამის ნაცვლად ვხედავ ჩიორასავით აჭიკჭიკებულ მთელ ნაცმოძრაობას, რომლებიც ტყუილების მოყოლას აგრძელებენ. ეს ძალიან ძნელი მოსასმენია. ამიტომ მინდა, ჟურნალისტებს მოგიწოდოთ, უფრო კარგად ჩაიხედოთ ახალი ხელისუფლების საქმეებში და თქვენ ილაპარაკოთ მათზე. ადამიანები ამას მალე იგრძნობენ და ეს რეალობაა. მთელი კახეთი ლოცავს ბატონ ბიძინას, სადაც უამრავ ოჯახს დაურიგა ფული. ეს ნამდვილად ციდან ჩამოცვენის ტოლფასია. მას ეს არ ეხება, არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ რადგან შეჰპირდა, აკეთებს. სოფლის მეურნეობაში უზარმაზარი თანხაა ჩადებული და ამაზეც არავინ არაფერს ამბობს. სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არ გვქონია და მგონი არც მანამდე. ჯანდაცვის სფეროშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ახალი სადაზღვევო სისტემაც უკვე ძალაში შევიდა...

დასაწყისში თქვენ მკითხეთ, როგორ ხდება სპონსორების მოძიება. რასაკვირველია, ისინი ძალიან რთული მოსაძიებელია. როგორც ორგანიზაცია, ასევე კერძო პირი, იშვიათად გამოთქვამს დახმარების სურვილს. ვიცი, რომ მათ ბევრი აწუხებს, ეს გასაგებიცაა, ამიტომ მათ მიმართ მკაცრი ვერ ვიქნები. მიუხედავად ამისა, ჩვენ წლებია ვარსებობთ ასეთი ადამიანების ხარჯზე და რომ არა ისინი, ფონდი ვერ იმუშავებდა. წლების განმავლობაში, როცა ბიზნესი ტერორში იყო, ბევრი ჩვენი სპონსორი გვერდით ვეღარ დაგვიდგა და ამის გამო მოგვიბოდიშეს. ისინი დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. მე მათი მესმის, თუმცა შემოგვრჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ბოლომდე მხარში გვედგნენ და მათ არ მიატოვეს ბავშვები. მათ შორის აუცილებლად მინდა დავასახელო "ახალი ნათება" და "ნიკორა". ამჟამად ახალი აქცია გვაქვს "ახალ ნათებასთან" ერთად, რაც "მომავლის გზაში" აღრიცხული მრავალშვილიანი დედების დასახმარებლად კეთდება. ამ კომპანიაში შეძენილი ეკონათურებიდან შემოსული თანხის ნაწილი ჩვენთან მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად გადმოირიცხება. მოგეხსენებათ, რომ ორი წლის წინ დედებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში არიან, ბავშვები ჩვენთან სამოთახიან ოფისში მოიყვანეს. ოცამდე ბავშვი იქ იმყოფებოდა. იძულებული გავხდით, ახალ შენობაზე გვეზრუნა, სადაც ისინი ნორმალურ პირობებში იცხოვრებდნენ. ამ საკითხზე ინფორმაცია და მათ შორის ანგარიშის ნომერი გაზეთში დავბეჭდეთ. როცა ბატონმა ბიძინამ ნახა, დახმარების სურვილი გამოთქვა. შემოდგომაზე გადმოგვეცა ძალიან ლამაზი შენობა ყიფშიძეზე, რომელიც გაგვირემონტეს, ავეჯი შეიძინეს. ეს ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის დამსახურებაა. რამდენიმე დღის წინ იქ ათი ბავშვი შევიყვანეთ და ათიც ოფისში დარჩა. გარდა ამისა, 24 ბავშვი დღის ცენტრში ივლის და კიდევ მაქვს თავშესაფარი მრავალშვილიანი დედებისთვის. მთლიანობაში 60-მდე ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი. ყიფშიძეზე შესახლება მათთვის ისეთი ემოციური იყო, რომ ორი ღამე არ ეძინათ. სულ მეკითხებოდნენ, ეს მართლა ჩვენია? აქ დავრჩებით? ხვალაც გვაჭმევთ იმ საჭმელს, რაც დღეს მოგვიტანეთ?! ბატონი ბიძინა ამ ამბავს არ ახმაურებს და ახლა რომ ვთქვი, შეიძლება ამაზეც გამიბრაზდეს (იღიმის)...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"