სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერის მეუღლის ვოიაჟები და 50-ათასევროიანი ქუდი
თბილისის მერის მეუღლის ვოიაჟები და 50-ათასევროიანი ქუდი

გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გმი­რი სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებ­ში და­ბა­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა გახ­ლდათ. სა­სა­მარ­თლო­ში იგი თა­ვის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა მი­ა­ცი­ლეს, მა­ნამ­დე კი და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბულ­მა მერ­მა ხე­ლე­ბი მაღ­ლა ას­წია და ამა­ყად გა­ნა­ცხა­და, რომ "სუფ­თა ხე­ლე­ბი" აქვს. ჰოდა, სწო­რედ მის "სი­სუფ­თა­ვე­ზე" ამ­ბე­ბის მო­სა­ყო­ლად დაგ­ვი­კავ­შირ­და რე­დაქ­ცი­ა­ში უგუ­ლა­ვას დიდი ხნის ნაც­ნო­ბი და ერთ დროს ახლო მე­გო­ბა­რი. "სწო­რედ ახლა ვა­პი­რებ­დი, ინ­ტერ­ნე­ტფო­რუ­მებ­ზე და­მე­წე­რა, რო­გორ მი­უ­ძღვნა უგუ­ლა­ვამ მე­უღ­ლეს უძ­ვი­რე­სი სა­ჩუ­ქა­რი", - გაგ­ვიმ­ხი­ლა ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა და გა­და­წყვი­ტა ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბა ჩვენ­თვის მო­ენ­დო.

"2009 წელს გიგი უგუ­ლა­ვა­სა და მისი ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლის ლელა კი­ლა­ძის რო­მა­ნი კარ­გა ხნის და­წყე­ბუ­ლი იყო, - გვიყ­ვე­ბა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ბო­ბოქ­რობ­და უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხის ტალ­ღა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­და, გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებ­სა და დარ­ბე­ულ მი­ტინ­გებს აპ­რო­ტეს­ტებ­და. სწო­რედ იმ და­ძა­ბულ ფონს და­ემ­თხვა უგუ­ლა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პირ­ველ მე­უღ­ლეს და­შო­რე­ბო­და და ცო­ლად ლელა კი­ლა­ძე შე­ერ­თო, რა­საც ქვეყ­ნის ხერ­ხემ­ლად წო­დე­ბუ­ლი, მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა - ამ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ხალ­ხს ახალ მი­ზეზს ნუ მის­ცემ და ნუ ათ­ქმე­ვი­ნებ, ოჯახ­შიც ვერ და­უ­ლა­გე­ბი­ათ სი­ტუ­ა­ცი­აო.

მოკ­ლედ, ახლა ამის დრო არ არი­სო, - უთ­ქვამთ გი­გის­თვის. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­ვად მე­რა­ბიშ­ვილს უკვე დიდი ხა­ნია მე­უღ­ლეს­თან უთან­ხმო­ე­ბა აქვს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ამას არ იმ­ჩნევ­და და რო­მან­ტი­კუ­ლი მე­უღ­ლის სა­ხე­ლიც ჰქონ­და. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია კი გარ­თო­ბი­სა და ღა­მის კლუ­ბე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლის იმი­ჯი­თაა ცნო­ბი­ლი, რაც მათი უთან­ხმო­ე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო. თა­კოს მე­გობ­რებ­ში უხუმ­რია კი­დეც, ვა­ნოს­გან ბევ­რი გაფრ­თხი­ლე­ბის მერე, ერთხე­ლაც შუ­ა­ღა­მი­სას სახ­ლში რომ მი­ვე­დი, კარი და­კე­ტი­ლი დამ­ხვდა და აივ­ნი­დან გა­და­ვე­დი, მე­ო­რე ღა­მეს კი აივ­ნის კა­რიც და­კე­ტი­ლი დამ­ხვდაო... რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ოჯახ­თან ერ­თად იმ დროს წყნეთ­ში ცხოვ­რობ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბი­სა და თაკო სა­ლა­ყა­ი­ას მე­გობ­რე­ბის თქმით, თაკო ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე კლუბ­ში ერ­თო­ბო­და და ხში­რად გამ­თე­ნი­ი­სას ტო­ვებ­და კლუ­ბებს.

თუმ­ცა და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ მერს. რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვი­ამ­ბობს: "მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაფრ­თხი­ლე­ბა უგუ­ლა­ვას მი­უ­ღია და ლე­ლას ცო­ლად მოყ­ვა­ნა გა­და­უ­ფიქ­რე­ბია, თუმ­ცა რა მო­ას­ვე­ნებ­და, კი­ლა­ძე ხომ უკვე უყ­ვარ­და. თა­ნაც ისე, რომ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დნილ საყ­ვა­რელ ქალს, რო­მე­ლიც აქა­უ­რო­ბას ცოტა ხნით პა­რიზ­ში გა­ექ­ცა, სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქ­შიც კი ჩა­ა­კი­თხა. თბი­ლის­ში ლელა კი­ლა­ძეს­თან ერ­თად დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ქა­ლა­ქის პირ­ველ­მა პირ­მა მას დიდი და ხმა­უ­რი­ა­ნი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­უ­ხა­და და უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რი, მსოფ­ლი­ო­ში ცო­ცხალ ლე­გენ­დად აღი­ა­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ვი­ვი­ენ ვესტვუ­დის ძვირ­ფა­სი ბეწ­ვის 50-ათასევ­რო­ი­ა­ნი ქუდი აჩუ­ქა. ბეწ­ვის ქუდს უკან გრძე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კუდი აქვს. წყვი­ლის შე­რი­გე­ბით და და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუქ­რით მთე­ლი მათი სა­მე­გობ­რო გა­ოგნ­და. შო­კი­რე­ბუ­ლებ­მა ქუ­დის ფასი ერ­თმა­ნეთ­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ, მაგ­რამ ყვე­ლას­გან ერთი და იგი­ვე პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ. ცნო­ბი­ლია, რომ 72 წლის ბრი­ტა­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ძვი­რად ღი­რე­ბულ ტა­ნი­სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს აწარ­მო­ებს. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ოს აო­ცებს და ფა­სე­ბიც, რა თქმა უნდა, მა­ღა­ლია. მსოფ­ლიო მო­დის მიმ­დევ­რებ­სა და დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად ვესტვუდ­ზე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მაკა ასა­თი­ა­ნიც "გიჟ­დე­ბა".

რო­გორც გა­ირ­კვა, ლელა კი­ლა­ძის­თვის ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი უგუ­ლა­ვას მას­თან და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დე­გაც არ და­უ­შუ­რე­ბია. თბი­ლის­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის მერს ლე­ლამ ვაჟი ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში გა­უ­ჩი­ნა, სა­დაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი ერთი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვიდ­ნენ. იმ დროს იმა­ვე კლი­ნი­კა­ში თურ­მე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი ოტია იო­სე­ლი­ა­ნი იწვა, რო­მელ­მაც უმ­ძი­მე­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და. მას­თან ერ­თად მყო­ფი პირი კი კლი­ნი­კის ფო­ი­ე­ში უგუ­ლა­ვას სტუმ­რე­ბის ქე­იფ­სა და ხმა­ურს შეს­წრე­ბია. "უხა­რო­დათ მე­რის მემ­კვიდ­რის შე­ძე­ნა და ამ სი­ხა­რულს იქვე გა­მო­ხა­ტავ­დნენ, - გვი­ამ­ბო ჩვენ­მა მე­ო­რე რეს­პონ­დენ­ტმა, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში ბა­ტონ ოტი­ას სა­ნა­ხა­ვად ყო­ფი­ლა მი­სუ­ლი, - თქვენ ავ­სტრი­ე­ლი ექი­მე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი უნდა გე­ნა­ხათ, თუმ­ცა რას იზამ­დნენ, ღირ­სე­უ­ლად ით­მენ­დნენ. მა­ღა­ლი დო­ნის კლი­ნი­კე­ბი ხომ ფა­სე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და მათი სტუმ­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. თა­ვად ბა­ტო­ნი ოტია იო­სე­ლი­ა­ნის ოპე­რა­ცია და შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა".

თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლემ, ლელა კი­ლა­ძემ, თა­ვი­სი კა­რი­ე­რა "რუს­თა­ვი 2"-ში ვი­ზა­ჟის­ტო­ბით და­ი­წყო. გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი კი სა­ი­დან წა­იყ­ვან­და პი­რად ვი­ზა­ჟისტს, თუ არა საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. სწო­რედ ლელა კი­ლა­ძე უკე­თებ­და სა­ე­თე­რო მა­კი­აჟს და ალა­მა­ზებ­და მი­შას მისი ზე­ო­ბის ხა­ნა­ში. პრე­ზი­დენ­ტთან კარ­გა ხნის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ლელა კი­ლა­ძე "გა­ი­ზარ­და" და თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დას­ვლა ამ­ჯო­ბი­ნა. პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზა­ჟის­ტმა მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­გობ­რე­ბიც იქვე შე­მო­იკ­რი­ბა სა­მუ­შა­ოდ.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლელა კი­ლა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბო­და ქა­ლა­ქის კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად. სწო­რედ ის გა­ნა­გებ­და სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტე­ბის, სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­საც კი. თუმ­ცა ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი კი­ლა­ძე-უგუ­ლა­ვას ყვე­ლა მე­გობ­რის და­ფი­ნან­სე­ბა­საც ვერ აუ­დი­ო­და, და აი, "ციხე შიგ­ნი­დან გა­ტყდა", - წყვი­ლის უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ალა­პა­რაკ­და. რო­გორც ის ამ­ბობს, მე­რი­ა­ში ლე­ლას ბრძა­ნე­ბით მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ცთუ ცნო­ბი­ლი და ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბის­თვის სო­ლი­დუ­რი თან­ხა, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლო­ბით ათ­ასი ლარი, ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­და­რი­ცხეს.

დი­ზა­ი­ნე­რებ­თან მე­გობ­რო­ბა იმ პე­რი­ო­დის არა­ნაკ­ლებ გავ­ლე­ნი­ან კი­დევ ერთ ქალ­ბა­ტონს, თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­საც უყ­ვარ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ირაკ­ლი ნა­სი­ძე და­ეხ­მა­რა სა­ლა­ყა­ი­ას, რომ პა­რი­ზის ცენ­ტრში ბინა ეყი­და, სა­დაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე დიდ დროს ატა­რებ­და. ლელა კი­ლა­ძი­სა და თაკო სა­ლა­ყა­ი­ას მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე, გარ­თო­ბა­სა და შო­პინ­გებ­ზე კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბის ხარ­ჯვა­ზე კი ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და.

ლელა კი­ლა­ძეს სა­ჩუქ­რე­ბით თურ­მე მთავ­რო­ბაც ანე­ბივ­რებ­და. ერთხელ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს თა­ვის მე­გობ­რებ­თან და­უტ­რა­ბა­ხია, ლელა კი­ლა­ძეს ჩვენ გა­და­ვუ­რი­ცხეთ ოპე­რა­ცი­ის ფული, ასი ათა­სი დო­ლა­რიო. თუმ­ცა პრე­ზი­დენტს აღარ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რას გუ­ლის­ხმობ­და "ჩვენ­ში" - პი­რად ფონდს, მე­რი­ის ბი­უ­ჯეტს თუ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ან­გა­რი­შებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ური­ცხავ­დნენ მთავ­რო­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებს ათე­ულ ათა­სო­ბით დო­ლარს სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის. ამ­ბო­ბენ, რომ ლელა კი­ლა­ძეს საჯ­დომ­ზე ერთი კუნ­თის ატრო­ფია აქვს, რა­საც პე­რი­ო­დუ­ლად სი­ლი­კო­ნით ავ­სე­ბენ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვად ლე­ლას, მას შემ­დეგ, რაც ის გი­გის თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და, მე­გობ­რებ­თან უთ­ქვამს, ნა­ხეთ, რას ვუშ­ვრე­ბი კა­ცებს ნა­ხე­ვა­რი საჯ­დო­მი­თო...

მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის ცო­ლებ­ზე ჭო­რა­ო­ბი­სას, ვა­კის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია გაგ­ვახ­სენ­და და ერთ-ერთ ნა­ცი­ო­ნალს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც, კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ცო­ლე­ბის გარ­შე­მო ატე­ხილ ჭორ-მარ­თალს და სკან­და­ლებს ასა­ხე­ლებს. "არ­ჩევ­ნე­ბის ღა­მეს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის წამ­ყვა­ნი სა­ხე­ე­ბი ერ­თად ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბი­ლი, როცა შუ­ა­ღა­მი­სას ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბით აღ­შფო­თე­ბულ­მა კარ­ბე­ლამ იქ მყოფ ერთ-ერთ თა­ნა­პარ­ტი­ელ­თან და­რე­კა, ტე­ლე­ფო­ნის ხმა­მაღ­ლა ჩარ­თვა ითხო­ვა და საკ­მა­ოდ უხამ­სი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა რამ­დე­ნი­მე მათ­განს, ხომ გა­და­ა­ყო­ლეთ ქვე­ყა­ნა თქვენს ცო­ლებ­სო. ის თურ­მე ხმე­ბის სა­ბო­ლოო დათ­ვლა­საც აღარ და­ე­ლო­და, ისე და­ტო­ვა შტა­ბი იმ ღა­მეს", - გაგ­ვიმ­ხი­ლა ჩვენ­მა წყა­რომ.

გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თბილისის მერის მეუღლის ვოიაჟები და 50-ათასევროიანი ქუდი

თბილისის მერის მეუღლის ვოიაჟები და 50-ათასევროიანი ქუდი

გასული რამდენიმე კვირის სატელევიზიო გმირი სამართალდამცველ ორგანოებში დაბარებული თბილისის მერი გიგი უგულავა გახლდათ. სასამართლოში იგი თავისმა მხარდამჭერებმა მიაცილეს, მანამდე კი დაკითხვაზე დაბარებულმა მერმა ხელები მაღლა ასწია და ამაყად განაცხადა, რომ "სუფთა ხელები" აქვს. ჰოდა, სწორედ მის "სისუფთავეზე" ამბების მოსაყოლად დაგვიკავშირდა რედაქციაში უგულავას დიდი ხნის ნაცნობი და ერთ დროს ახლო მეგობარი. ,,სწორედ ახლა ვაპირებდი, ინტერნეტფორუმებზე დამეწერა, როგორ მიუძღვნა უგულავამ მეუღლეს უძვირესი საჩუქარი", - გაგვიმხილა ჩვენმა რესპონდენტმა და გადაწყვიტა ამ ამბის გახმაურება ჩვენთვის მოენდო.

"2009 წელს გიგი უგულავასა და მისი ახლანდელი მეუღლის ლელა კილაძის რომანი კარგა ხნის დაწყებული იყო, - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი, - მოგეხსენებათ, იმ დროს საქართველოში უკვე ბობოქრობდა უკმაყოფილო ხალხის ტალღა, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, გახმაურებულ მკვლელობებსა და დარბეულ მიტინგებს აპროტესტებდა. სწორედ იმ დაძაბულ ფონს დაემთხვა უგულავას გადაწყვეტილება, პირველ მეუღლეს დაშორებოდა და ცოლად ლელა კილაძე შეერთო, რასაც ქვეყნის ხერხემლად წოდებული, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების აღშფოთება მოჰყვა - ამ დაძაბულ ვითარებაში ხალხს ახალ მიზეზს ნუ მისცემ და ნუ ათქმევინებ, ოჯახშიც ვერ დაულაგებიათ სიტუაციაო.

მოკლედ, ახლა ამის დრო არ არისო, - უთქვამთ გიგისთვის. როგორც ამბობენ, თავად მერაბიშვილს უკვე დიდი ხანია მეუღლესთან უთანხმოება აქვს, მაგრამ საზოგადოების წინაშე ამას არ იმჩნევდა და რომანტიკული მეუღლის სახელიც ჰქონდა. მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია კი გართობისა და ღამის კლუბების დიდი მოყვარულის იმიჯითაა ცნობილი, რაც მათი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო. თაკოს მეგობრებში უხუმრია კიდეც, ვანოსგან ბევრი გაფრთხილების მერე, ერთხელაც შუაღამისას სახლში რომ მივედი, კარი დაკეტილი დამხვდა და აივნიდან გადავედი, მეორე ღამეს კი აივნის კარიც დაკეტილი დამხვდაო... როგორც ამბობდნენ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოჯახთან ერთად იმ დროს წყნეთში ცხოვრობდა. თვითმხილველებისა და თაკო სალაყაიას მეგობრების თქმით, თაკო ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე კლუბში ერთობოდა და ხშირად გამთენიისას ტოვებდა კლუბებს.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ მერს. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს: "მერაბიშვილის გაფრთხილება უგულავას მიუღია და ლელას ცოლად მოყვანა გადაუფიქრებია, თუმცა რა მოასვენებდა, კილაძე ხომ უკვე უყვარდა. თანაც ისე, რომ დეპრესიაში ჩავარდნილ საყვარელ ქალს, რომელიც აქაურობას ცოტა ხნით პარიზში გაექცა, სიყვარულის ქალაქშიც კი ჩააკითხა. თბილისში ლელა კილაძესთან ერთად დაბრუნებულმა ქალაქის პირველმა პირმა მას დიდი და ხმაურიანი დაბადების დღე გადაუხადა და უძვირფასესი საჩუქარი, მსოფლიოში ცოცხალ ლეგენდად აღიარებული დიზაინერის ვივიენ ვესტვუდის ძვირფასი ბეწვის 50-ათასევროიანი ქუდი აჩუქა. ბეწვის ქუდს უკან გრძელი ბუნებრივი კუდი აქვს. წყვილის შერიგებით და დაბადების დღის საჩუქრით მთელი მათი სამეგობრო გაოგნდა. შოკირებულებმა ქუდის ფასი ერთმანეთთან გადავამოწმეთ, მაგრამ ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. ცნობილია, რომ 72 წლის ბრიტანელი დიზაინერი ძვირად ღირებულ ტანისამოსსა და აქსესუარებს აწარმოებს. ისიც ცნობილია, რომ მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოს აოცებს და ფასებიც, რა თქმა უნდა, მაღალია. მსოფლიო მოდის მიმდევრებსა და დიზაინერებთან ერთად ვესტვუდზე ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანიც "გიჟდება".

როგორც გაირკვა, ლელა კილაძისთვის ძვირფასი საჩუქრები უგულავას მასთან დაქორწინების შემდეგაც არ დაუშურებია. თბილისში გავრცელებული ხმების თანახმად, თბილისის მერს ლელამ ვაჟი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაუჩინა, სადაც, როგორც ამბობენ, ქართველები ერთი თვითმფრინავით ჩავიდნენ. იმ დროს იმავე კლინიკაში თურმე ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი იწვა, რომელმაც უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა და მკურნალობის კურსს გადიოდა. მასთან ერთად მყოფი პირი კი კლინიკის ფოიეში უგულავას სტუმრების ქეიფსა და ხმაურს შესწრებია. "უხაროდათ მერის მემკვიდრის შეძენა და ამ სიხარულს იქვე გამოხატავდნენ, - გვიამბო ჩვენმა მეორე რესპონდენტმა, რომელიც კლინიკაში ბატონ ოტიას სანახავად ყოფილა მისული, - თქვენ ავსტრიელი ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გაკვირვებული სახეები უნდა გენახათ, თუმცა რას იზამდნენ, ღირსეულად ითმენდნენ. მაღალი დონის კლინიკები ხომ ფასებითაც გამოირჩევა და მომსახურე პერსონალი ვალდებულია, პაციენტებისა და მათი სტუმრების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თავად ბატონი ოტია იოსელიანის ოპერაცია და შემდგომი მკურნალობის კურსი, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა".

თბილისის მერის მეუღლემ, ლელა კილაძემ, თავისი კარიერა ,,რუსთა­ვი 2"-ში ვიზაჟისტობით დაიწყო. გაპრეზიდენტებული სააკაშვილი კი საიდან წაიყვანდა პირად ვიზაჟისტს, თუ არა საყვარელი ტელევიზიიდან. სწორედ ლელა კილაძე უკეთებდა საეთერო მაკიაჟს და ალამაზებდა მიშას მისი ზეობის ხანაში. პრეზიდენტთან კარგა ხნის მუშაობის შემდეგ ლელა კილაძე "გაიზარდა" და თბილისის მერიაში სამუშაოდ გადასვლა ამჯობინა. პრეზიდენტის ვიზაჟისტმა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა და როგორც ამბობენ, მეგობრებიც იქვე შემოიკრიბა სამუშაოდ.

როგორც ამბობენ, ლელა კილაძე წლების განმავლობაში რჩებოდა ქალაქის კულტურის სფეროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად. სწორედ ის განაგებდა სახელმწიფო კონცერტების, სპექტაკლებისა და დიზაინერების ჩვენებების დაფინანსებასაც კი. თუმცა ქალაქის ბიუჯეტი კილაძე-უგულავას ყველა მეგობრის დაფინანსებასაც ვერ აუდიოდა, და აი, "ციხე შიგნიდან გატყდა", - წყვილის უყურადღებოდ დარჩენილი ერთ-ერთი მეგობარი ალაპარაკდა. როგორც ის ამბობს, მერიაში ლელას ბრძანებით მასთან დაახლოებული არცთუ ცნობილი და ნიჭიერი ქართველი დიზაინე­რის ჩვენებისთვის სო­ლიდური თანხა, რამდენიმე ათეულობით ათ­ასი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხეს.

დიზაინერებთან მეგობრობა იმ პერიოდის არანაკლებ გავლენიან კიდევ ერთ ქალბატონს, თაკო სალაყაიასაც უყვარდა. როგორც ამბობენ, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე დაეხმარა სალაყაიას, რომ პარიზის ცენტრში ბინა ეყიდა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში შს ყოფილი მინისტრის მეუღლე დიდ დროს ატარებდა. ლელა კილაძისა და თაკო სალაყაიას მოგზაურობებზე, გართობასა და შოპინგებზე კოლოსალური თანხების ხარჯვაზე კი ლეგენდები დადიოდა.

ლელა კილაძეს საჩუქრებით თურმე მთავრობაც ანებივრებდა. ერთხელ ქვეყნის პრეზიდენტს თავის მეგობრებთან დაუტრაბახია, ლელა კილაძეს ჩვენ გადავურიცხეთ ოპერაციის ფული, ასი ათასი დოლარიო. თუმცა პრეზიდენტს აღარ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა "ჩვენში" - პირად ფონდს, მერიის ბიუჯეტს თუ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშებს. როგორც ამბობენ, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროდან ურიცხავდნენ მთავრობისა და მათი ოჯახის წევრებს ათეულ ათასობით დოლარს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის და ძვირად ღირებული, მათ შორის პლასტიკური ოპერაციებისთვის. ამბობენ, რომ ლელა კილაძეს საჯდომზე ერთი კუნთის ატროფია აქვს, რასაც პერიოდულად სილიკონით ავსებენ. იმასაც ამბობენ, რომ თავად ლელას, მას შემდეგ, რაც ის გიგის თავდავიწყებით შეუყვარდა, მეგობრებთან უთქვამს, ნახეთ, რას ვუშვრები კაცებს ნახევარი საჯდომითო...

მაშინდელი მთავრობის ცოლებზე ჭორაობისას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კარბელაშვილის გახმაურებული ისტორია გაგვახსენდა და ერთ-ერთ ნაციონალს დავუკავშირდით, რომელიც, კარბელაშვილის მსგავსად, ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი პარტიის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი თანაგუნდელების ცოლების გარშემო ატეხილ ჭორ-მართალს და სკანდალებს ასახელებს. "არჩევნების ღამეს ნაციონალების წამყვანი სახეები ერთად ვიყავით შეკრებილი, როცა შუაღამისას ეგზიტპოლების შედეგებით აღშფოთებულმა კარბელამ იქ მყოფ ერთ-ერთ თანაპარტიელთან დარეკა, ტელეფონის ხმამაღლა ჩართვა ითხოვა და საკმაოდ უხამსი სიტყვებით მიმართა რამდენიმე მათგანს, ხომ გადააყოლეთ ქვეყანა თქვენს ცოლებსო. ის თურმე ხმების საბოლოო დათვლასაც აღარ დაელოდა, ისე დატოვა შტაბი იმ ღამეს", - გაგვიმხილა ჩვენმა წყარომ.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"