სამართალი
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შესთავაზა მილა იოვოვიჩმა ბადრი ვადაჭკორიას ერთობლივი ფოტოს გადაღება
როგორ შესთავაზა მილა იოვოვიჩმა ბადრი ვადაჭკორიას ერთობლივი ფოტოს გადაღება

ყო­ველ­დღი­უ­რად ქუ­ჩა­ში, პრე­სით თუ ტე­ლე­ვი­ზი­ით თვალ­ში უამ­რა­ვი ფოტო გვხვდე­ბა. ზოგი გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­ვწონს, ბევ­რსაც სა­ერ­თოდ არ ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა იმ ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უც­ნო­ბი რჩე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერც იგებს, ვინ გა­და­ი­ღო ესა თუ ის პე­ი­ზა­ჟი, პორ­ტრე­ტი თუ ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი.

ამას წი­ნათ ჩემს პი­რად არ­ქივ­ში ორი­ო­დე წლის წინ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს წა­ვა­წყდი, რომ­ლის ავ­ტო­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი და ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია გახ­ლავთ.

- ლან­ჩხუთ­ში და­ვი­ბა­დე. სკო­ლაც იქვე და­ვამ­თავ­რე. ამის შემ­დეგ ის შე­ნო­ბა და­ან­გრი­ეს, არი­ქა, მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის გა­კე­თე­ბა არ მოგვ­თხო­ვო­ნო (იღი­მის). სი­ნამ­დვი­ლე­ში ხის, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სკო­ლა იყო. ნორ­მა­ლუ­რი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს ატეს­ტატ­ში არც ხუ­თი­ა­ნი ჭა­ჭა­ნებს და არც სა­მი­ა­ნი. ერთი სი­ტყვით, კარ­გი ბიჭი ვი­ყა­ვი.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლი?

- სამი ძმა­ნი გუ­რუ­ლე­ბი ვიზ­რდე­ბო­დით. ჩემი ძმე­ბი ჩემ­ზე უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ, ერთ-ერთი, ზურა, დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის, აცხო­ნოს ღმერ­თმა.

- სამი ძმა­ნი გუ­რუ­ლე­ბი ყა­ნა­ში თუ მუ­შა­ობ­დით?

- კი, იყო, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ ფი­ზი­კურ მუ­შა­ო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. ასე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ერთხელ სახ­ლს ვა­შე­ნებ­დით. მა­მამ ხრე­ში მო­ა­ტა­ნი­ნა. შე­ვე­სი­ეთ და და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ვტა­ცე ნი­ჩაბს ხელი და იმ­დე­ნად გულ­მოდ­გი­ნეთ ვიქ­ნევ­დი, რომ მა­მას კი­სერ­ში ვაყ­რი­დი. სამი-ოთხი "ხრე­შის შხა­პის" მი­ღე­ბის შემ­დეგ, მა­მამ შე­მო­მიყ­ვი­რა, და­მე­კარ­გე აქე­და­ნო. ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე შრო­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩაიც მიკ­რე­ფია, მაგ­რამ როცა სხვე­ბი 5-6 კი­ლოგ­რამს კრეფ­დნენ, მე ნა­ხე­ვარ კი­ლოს ვერ ავ­ცდი.

- თბი­ლის­ში რო­დის წა­მოხ­ვე­დით?

- 1970 წლი­დან, როცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გავ­ხდი. იმ დროს მე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი და რე­ჟი­სუ­რა­ზეც, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ბო­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ გა­და­წო­ნა. არ და­მი­წყონ ახლა, რომ მა­შინ უმაღ­ლეს­ში ყვე­ლა ჩა­წყო­ბით ხვდე­ბო­და. ასე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში. მა­მა­ჩემ­მა 60 მა­ნე­თი გა­მო­მა­ტა­ნა. შენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კურ­ზე ჩამ­ბა­რე­ბე­ლი არ ხარ, ერთი ტი­ლოს შარ­ვა­ლი მი­ყი­დე და წა­მო­მი­ღე თბი­ლი­სი­და­ნო, მაგ­რამ (იღი­მის)... თან, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ მა­შინ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე დღის სწავ­ლე­ბა­ზე 10 აბი­ტუ­რი­ენტს იღებ­დნენ და სა­ღა­მო­ზე - 20-ს. სხვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს არ უშ­ვებ­და. გა­მოც­დე­ბი კარ­გად ჩა­ვა­ბა­რე და მი­მი­ღეს. მა­შინ უკვე ვმე­გობ­რობ­დი ფო­ტო­ა­პა­რატ­თან. ფო­ტოგ­რა­ფია სკო­ლის ასა­კი­დან მი­ტა­ცებ­და. ამ კუ­თხით ფო­ტოწ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი შალ­ვა მურ­ვა­ნი­ძე გვა­ნათ­ლებ­და. თა­ვის დრო­ზე მან მას­წავ­ლა "პრა­ი­ა­ვი­ტე­ლი", "ზაკ­რე­პი­ტე­ლი", ნე­გა­ტივს "ნე­კან­ტინს" ეძახ­და. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში­ვე ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კურ პრე­სას­თან. 1971 წელს და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ჯერ კი­ნო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მცი­რე ხნის შემ­დეგ კი ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტად გა­და­მიყ­ვა­ნეს. შემ­დეგ­ში კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენ­ტად, ერ­თდრო­უ­ლად ვი­ყა­ვი ჩემი პა­ტარ-პა­ტა­რა სი­უ­ჟე­ტე­ბის რე­ჟი­სო­რი, ავ­ტო­რი და ოპე­რა­ტო­რიც. ასე გრძელ­დე­ბო­და 1994 წლამ­დე. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყვე­ლა გა­ზე­თის ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი და სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­რეს­პონ­დენ­ტიც გახ­ლდით. რამ­დე­ნი­მე გა­ზეთ­ში ჩემი რუბ­რი­კაც მქონ­და: "...და მა­ინც, ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია!" (გა­ზე­თი "ახა­ლი ეპო­ქა"), "სამ­ყა­რო ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ას თვა­ლით" ("დი­ლის გა­ზე­თი") და სხვა, ტექ­სტის ავ­ტო­რიც ვი­ყა­ვი და ფო­ტოც მე მე­კუთ­ვნო­და. ახ­ლაც ვფიქ­რობ, რომ რა­საც სხვა ორ თვეს უნ­დე­ბა, მე შე­იძ­ლე­ბა ის საქ­მე ერთი დღე­ში გა­ვა­კე­თო. ამას ტრა­ბა­ხით არ ვამ­ბობ, ფაქ­ტე­ბით ვამ­ტკი­ცებ. ამის მა­გა­ლი­თია თუნ­დაც აჭა­რის შე­სა­ხებ ჩემ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ალ­ბო­მი, რო­მელ­შიც ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია შე­სუ­ლი. ხში­რად ვამ­ბობ, რომ ფო­ტოგ­რა­ფია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლო­ბაა. თავი პრო­ფე­სი­ო­ნალ ფო­ტოგ­რა­ფად არ მი­მაჩ­ნია, ეს ჩემ­თვის უფრო ჰო­ბია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. ზოგ­ჯერ ერთი ფო­ტო­კად­რი მთელ იმ გვერდს მირ­ჩევ­ნია, რო­მელ­ზეც რა­ი­მე ტექ­სტი წე­რია. მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან შე­გიძ­ლია მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­ფო­ნით, მაგ­რამ ფოტო გა­ცი­ლე­ბით "ტე­ვა­დი" შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს და ის მხო­ლოდ წა­მის მე­ა­სე­დებ­ში უნდა შე­იქ­მნას.

- ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ვთქვათ, ომის დროს თუ გი­მუ­შა­ვი­ათ?

- რა თქმა უნდა, აფხა­ზე­თი, ოსე­თი... რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­ბეჭ­და სტა­ტია სა­თა­უ­რით "ვინ იხ­დი­და ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის თავ­ში 25 ათასს?!" და არის სა­ინ­ტე­რე­სო, ოსეთ­ში რო­გორ მოვ­ხვდი?

- რა თქმა უნდა, გვი­ამ­ბეთ...

- ოსე­თი­დან რე­პორ­ტა­ჟე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნე. იმ პე­რი­ოდ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ახა­ლი მო­სუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მე და თა­მუ­ნა ჩი­ქო­ვა­ნი მა­შინ­დელ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ გოგი ხოშ­ტა­რი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი. იქი­დან რომ გა­მო­ვე­დით, ორი ადა­მი­ა­ნი შეგ­ვხვდა. ერთი ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მე­ო­რე ჟურ­ნალ "ვეჟას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გახ­ლდათ. ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მო­მი­წო­დეს. მე­ძებ­დნენ და როცა გა­ვე­ცა­ნი, შე­მომ­თა­ვა­ზეს, ორი დღე მათ­თვის მე­მუ­შა­ვა. კარ­გად გა­და­გიხ­დი­თო და დავ­თან­ხმდი. ცხინ­ვალ­ში მა­შინ ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. იქ იმ უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ ვუ­თხა­რი, რომ მეც მათ­სა­ვით თავი უცხო­ე­ლად უნდა გა­მე­სა­ღე­ბი­ნა. ვი­თომ ეს­პა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და ხუან არ­მან­დო ვე­ლას­კე­სი და­მარ­ქვეს. ეს­პა­ნურ ენა­ზე მხო­ლოდ "სი სე­ნი­ორ" და "გრა­ცი­ას სე­ნი­ორ" ვი­ცო­დი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­თა­მა­შე ჩემი როლი. ოსებს ჩემი თავი პი­ნო­ჩე­ტის პი­რად რე­პორ­ტი­ო­რად გა­აც­ნეს და იმ მა­ი­მუ­ნო­ბა-მა­ი­მუ­ნო­ბით ცხინ­ვა­ლი­დან ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნე. რაც უფრო მეტ ფო­ტოს ვი­ღებ­დი, მით უფრო მე­ტად მის­კდე­ბო­და გული, მაგ­რამ გა­დავ­რჩი. და­ი­ბეჭ­და რე­პორ­ტა­ჟე­ბი ცხინ­ვა­ლი­დან. ამა­ზე ოსე­ბი გა­და­ი­რივ­ნენ და ჩემი თავი იმ თან­ხად შე­ა­ფა­სეს, რაც და­სა­წყის­ში ვთქვით. უცხო­ე­ლებ­მა ფო­ტო­ებ­ში სო­ლი­დუ­რი ჰო­ნო­რა­რი გა­და­მი­ხა­დეს. აფხა­ზეთ­შიც ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე. იმ დროს პა­რა­ლე­ლუ­რად შე­ვარ­დნა­ძის პრეს­ცენ­ტრშიც ვმუ­შა­ობ­დი და სულ იქ ვი­ყა­ვი. სხვე­ბი­ვით მეც ფე­ხით გად­მო­ვი­ა­რე ჭუ­ბე­რის ხე­ო­ბა.

- მსოფ­ლი­ოს ულა­მა­ზეს ად­გი­ლებს, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის, თა­ნამ­დე­ბო­ბის ადა­მი­ა­ნებს იღებთ. თავს და­ჩაგ­რუ­ლად არ გრძნობთ, რომ თქვენ არ გი­ღე­ბენ ასეთ ბუ­ნე­ბა­ში, ან იმ ადა­მი­ან­თა გვერ­დით?

- კი, მაგ­რამ მაქვს ასე­თი ფო­ტო­ე­ბიც. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერთი, ვინც მე შე­მომ­თა­ვა­ზა მის გვერ­დით ფოტო გა­და­მე­ღო, მილა იო­ვო­ვი­ჩი გახ­ლდათ. საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად ვი­ღებ­დი და მერე თა­ვად მთხო­ვა, ჩემ­თან ერ­თად ფოტო გა­და­ე­ღო. ცოტა კი შევ­ყოყ­მან­დი, მაგ­რამ ხათ­რი ვე­ღარ გა­ვუ­ტე­ხე და ვსხედ­ვართ სკამ­ზე გვერ­დიგ­ვერდ (იცი­ნის). ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ჩემი ცოლი გა­და­მე­რია, ბად­რი­კო, თავი რა­ტომ მომ­ჭე­რი?! ეს ან­გე­ლო­ზი­ვით გოგო შენ­ზეა ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი და შენ რა ჩან­თას ჩაფ­რე­ნილ­ხა­რო?! ასე­ვე თა­ვად ითხო­ვა ჩემ­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­ღე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კომ ვარ­ძი­ა­ში. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა. ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ იქ­ცე­ო­და და რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ჩვენს ის­ტო­რი­ას­თან, ჩვენს პატ­რი­არ­ქთან, მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქი­ლი რო­გორ ეფე­რე­ბო­და. ეს კად­რე­ბი მაქვს და ამას იმი­ტომ ვამ­ბობ. სხვა­თა შო­რის, იუშ­ჩენ­კო სე­რი­ო­ზუ­ლი ფო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლია, კარ­გი აპა­რა­ტუ­რა აქვს და მის­თვის ამ საქ­მე­ში კონ­სულ­ტა­ცი­აც მი­მი­ცია.

- ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ალ­ბათ სულ თან და­გაქვთ...

- კი, ვცდი­ლობ, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო კად­რე­ბი მა­ინც თვა­ლით გა­და­ღე­ბუ­ლი და და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი მაქვს. შე­იძ­ლე­ბა აპატ­რა­ტი თან გქონ­დეს, მაგ­რამ მისი ჩან­თი­დან ამო­ღე­ბა ვერ მო­ას­წრო. მიყ­ვარს ცხოვ­რე­ბის, ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფის გა­და­ღე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რე­ბი არი­ან და რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ვა­ტყობ, რომ სი­ლა­მა­ზე უფრო მი­ზი­დავს. ეტყო­ბა, იმ­დე­ნად და­ვი­ძა­ბეთ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი­თა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის ყუ­რე­ბით, რომ ამის­გან გაქ­ცე­ვას ვცდი­ლობთ. წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის შე­მოვ­ლა მი­წევს და იქაც სი­ლა­მა­ზეს ვე­ძებ. მა­გი­ჟებ­და და ახ­ლაც მა­გი­ჟებს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ნაგ­ვის ურ­ნა­ში საკ­ვებს რომ ეძე­ბენ. რთუ­ლია ამას უყუ­რო. თუმ­ცა უწინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე არ იყო. თეთ­რი სახ­ლის წინ იმ­დენ მა­თხო­ვარს ნა­ხავ, ეს არ უნდა გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ... შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პირ­ვე­ლად 1993 წელს მოვ­ხვდი. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და ამე­რი­კა­ში შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად მო­მიხ­და ჩას­ვლა. მახ­სოვს, მა­შინ თეთ­რი სახ­ლის წინ მა­თხო­ვარ­თა სიმ­რავ­ლემ გა­მა­ო­ცა. მას შემ­დეგ იქ კი­დევ შვიდ­ჯერ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ მხრივ თეთ­რი სახ­ლის წინ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ხიბ­ლათ...

- სა­ქარ­თვე­ლო.

- ვი­ცო­დი, რომ ამ პა­სუხს მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ სხვა უნდა მი­თხრათ...

- მა­შინ ასე ვი­ტყვი, ჩემი ქვეყ­ნის გარ­და თავს კარ­გად სლო­ვა­კეთ­ში ვგრძნობ. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქვეყ­ნე­ბი შვე­ი­ცა­რია და ავ­სტრი­აა, მაგ­რამ ბევ­რგან ბუ­ნებ­რი­ო­ბას ვერ გრძნობ. ზო­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­დაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლია, გე­გო­ნე­ბა, ტყე­შიც კი ფო­თოლ­ზე ლა­ქია გა­დას­მუ­ლი.

- ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტი­პა­ჟე­ბი სად გხვდე­ბათ?

- ამ მხრივ სამ­ხრეთ იტა­ლია გა­მორ­ჩე­უ­ლია. ეს­პა­ნე­ლე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი ხალ­ხია. 100 ქვე­ყა­ნას დიდი ხა­ნია გავ­ცდი. ევ­რო­პის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვალ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. პირ­ვე­ლად უცხო­ეთ­ში 1988 წელს გა­ვე­დი და ეს იყო იუ­გოს­ლა­ვია. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვი­ყა­ვით და ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი ვნა­ხეთ, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი აქვს. თურ­ქეთ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­შიც გახ­ლდით. 1994 მა­ი­სი­დან 1998 წლის ივ­ლი­სამ­დე მო­მიხ­და ჩემი მრა­ვა­ლ­ჭირ­ნა­ხუ­ლი რე­პორ­ტი­ო­რის ჟი­ლე­ტის გა­დაც­ვლა სმო­კინგზე. 1998 წლის ზა­ფხუ­ლი­დან კი ოთხი წელი გა­ვა­ტა­რე ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აკ­რე­დი­ტე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტად ვი­მუ­შა­ვე.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სიც გეხ­სო­მე­ბათ...

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ავი­ღე. მახ­სოვს, 60 მა­ნე­თი იყო. წა­ვე­დით თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ზო­ო­პარკში სპი­ლოს­თან კარ­გი სო­სი­სე­ბი ვჭა­მეთ. იქვე კარ­გი ლუდი და არა­ყი იყი­დე­ბო­და და ასეთ "ოპე­რა­ცი­ებს" ხში­რად ვა­ტა­რებ­დით (იღი­მის). 70-80-იანი წლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დი იყო. დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­მი­ჯო წიგ­ნე­ბის სე­რი­ას ვა­კე­თებ. პირ­ვე­ლი წიგ­ნი 2003 წელს გა­მო­ვი­და, რო­მელ­შიც სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მი­ვი­ღე. თითო წიგ­ნი ორ-კი­ლოგ­რამ-ნა­ხე­ვა­რია, ასე რომ, ჩხუბ­შიც გა­მოდ­გე­ბა (იღი­მის). ჯერ­ჯე­რო­ბით 12 წიგ­ნის ავ­ტო­რი გახ­ლა­ვართ, იმედს ვი­ტო­ვებ, წლის ბო­ლომ­დე 15-მდე ავალ. მა­ი­სის და­სა­წყის­ში გა­მო­ვა ჩემი ორ­ტო­მე­უ­ლი "სა­ქარ­თვე­ლო-თბი­ლი­სი".

- ბა­ტო­ნო ბად­რი, ხომ არ აპი­რებთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბის, ჩა­ნა­ხა­ტე­ბის, რე­პორ­ტა­ჟებს ერთ წიგ­ნად თავ­მოყ­რას?

- ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა მაქვს და ალ­ბათ კი. ჩემს წიგნ­ში თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა ჩემი სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­ე­ბი და პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როგორ შესთავაზა მილა იოვოვიჩმა ბადრი ვადაჭკორიას ერთობლივი ფოტოს გადაღება

როგორ შესთავაზა მილა იოვოვიჩმა ბადრი ვადაჭკორიას ერთობლივი ფოტოს გადაღება

ყოველდღიურად ქუჩაში, პრესით თუ ტელევიზიით თვალში უამრავი ფოტო გვხვდება. ზოგი განსაკუთრებით მოგვწონს, ბევრსაც საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა იმ ფოტოების ავტორის ვინაობა, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იქცევს, ხშირ შემთხვევაში უცნობი რჩება და საზოგადოება ვერც იგებს, ვინ გადაიღო ესა თუ ის პეიზაჟი, პორტრეტი თუ ისტორიული კადრი.

ამას წინათ ჩემს პირად არქივში ორიოდე წლის წინ გადაღებულ ფოტოებს წავაწყდი, რომლის ავტორი ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი და ყოფილი დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია გახლავთ.

- ლანჩხუთში დავიბადე. სკოლაც იქვე დავამთავრე. ამის შემდეგ ის შენობა დაანგრიეს, არიქა, მემორიალური დაფის გაკეთება არ მოგვთხოვონო (იღიმის). სინამდვილეში ხის, გაუბედურებული სკოლა იყო. ნორმალური მოსწავლე ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ატესტატში არც ხუთიანი ჭაჭანებს და არც სამიანი. ერთი სიტყვით, კარგი ბიჭი ვიყავი.

- დედმამიშვილი?

- სამი ძმანი გურულები ვიზრდებოდით. ჩემი ძმები ჩემზე უფროსები იყვნენ, ერთ-ერთი, ზურა, დღეს ცოცხალი აღარ არის, აცხონოს ღმერთმა.

- სამი ძმანი გურულები ყანაში თუ მუშაობდით?

- კი, იყო, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ფიზიკურ მუშაობაზე ვგიჟდებოდი. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ერთხელ სახლს ვაშენებდით. მამამ ხრეში მოატანინა. შევესიეთ და დავიწყეთ მუშაობა. ვტაცე ნიჩაბს ხელი და იმდენად გულმოდგინეთ ვიქნევდი, რომ მამას კისერში ვაყრიდი. სამი-ოთხი "ხრეშის შხაპის" მიღების შემდეგ, მამამ შემომიყვირა, დამეკარგე აქედანო. ეს იყო ყველაზე მძიმე შრომა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობის პერიოდში ჩაიც მიკრეფია, მაგრამ როცა სხვები 5-6 კილოგრამს კრეფდნენ, მე ნახევარ კილოს ვერ ავცდი.

- თბილისში როდის წამოხვედით?

- 1970 წლიდან, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. იმ დროს მე ჟურნალისტიკაზეც ვოცნებობდი და რეჟისურაზეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოს ჟურნალისტიკამ გადაწონა. არ დამიწყონ ახლა, რომ მაშინ უმაღლესში ყველა ჩაწყობით ხვდებოდა. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩამოვედი თბილისში. მამაჩემმა 60 მანეთი გამომატანა. შენ ჟურნალისტიკურზე ჩამბარებელი არ ხარ, ერთი ტილოს შარვალი მიყიდე და წამომიღე თბილისიდანო, მაგრამ (იღიმის)... თან, არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე დღის სწავლებაზე 10 აბიტურიენტს იღებდნენ და საღამოზე - 20-ს. სხვა უმაღლესი სასწავლებელი ჟურნალისტებს არ უშვებდა. გამოცდები კარგად ჩავაბარე და მიმიღეს. მაშინ უკვე ვმეგობრობდი ფოტოაპარატთან. ფოტოგრაფია სკოლის ასაკიდან მიტაცებდა. ამ კუთხით ფოტოწრის ხელმძღვანელი შალვა მურვანიძე გვანათლებდა. თავის დროზე მან მასწავლა "პრაიავიტელი", "ზაკრეპიტელი", ნეგატივს "ნეკანტინს" ეძახდა. სკოლის პერიოდშივე ვთანამშრომლობდი როგორც ადგილობრივ, ასევე რესპუბლიკურ პრესასთან. 1971 წელს დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში. ჯერ კინოლაბორატორიაში ვმუშაობდი, მცირე ხნის შემდეგ კი ფოტოკორესპონდენტად გადამიყვანეს. შემდეგში კი წლების განმავლობაში ვმუშაობდი ტელევიზიის სპეციალურ კორესპონდენტად, ერთდროულად ვიყავი ჩემი პატარ-პატარა სიუჟეტების რეჟისორი, ავტორი და ოპერატორიც. ასე გრძელდებოდა 1994 წლამდე. ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, ყველა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი და სპეციალური კორესპონდენტიც გახლდით. რამდენიმე გაზეთში ჩემი რუბრიკაც მქონდა: "...და მაინც, ცხოვრება მშვენიერია!" (გაზეთი "ახალი ეპოქა"), "სამყარო ბადრი ვადაჭკორიას თვალით" ("დილის გაზეთი") და სხვა, ტექსტის ავტორიც ვიყავი და ფოტოც მე მეკუთვნოდა. ახლაც ვფიქრობ, რომ რასაც სხვა ორ თვეს უნდება, მე შეიძლება ის საქმე ერთი დღეში გავაკეთო. ამას ტრაბახით არ ვამბობ, ფაქტებით ვამტკიცებ. ამის მაგალითია თუნდაც აჭარის შესახებ ჩემ მიერ გამოცემული ალბომი, რომელშიც ერთი დღის განმავლობაში გადაღებული ფოტოებია შესული. ხშირად ვამბობ, რომ ფოტოგრაფია არაჩვეულებრივი სპეციალობაა. თავი პროფესიონალ ფოტოგრაფად არ მიმაჩნია, ეს ჩემთვის უფრო ჰობია, მაგრამ საკმაოდ შემოსავლიანი და საინტერესოა. ზოგჯერ ერთი ფოტოკადრი მთელ იმ გვერდს მირჩევნია, რომელზეც რაიმე ტექსტი წერია. მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან შეგიძლია მიიღო ინფორმაცია ტელეფონით, მაგრამ ფოტო გაცილებით "ტევადი" შეიძლება გამოდგეს და ის მხოლოდ წამის მეასედებში უნდა შეიქმნას.

- ექსტრემალურ სიტუაციებში, ვთქვათ, ომის დროს თუ გიმუშავიათ?

- რა თქმა უნდა, აფხაზეთი, ოსეთი... რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა სტატია სათაურით "ვინ იხდიდა ქართველი ჟურნალისტის თავში 25 ათასს?!" და არის საინტერესო, ოსეთში როგორ მოვხვდი?

- რა თქმა უნდა, გვიამბეთ...

- ოსეთიდან რეპორტაჟები გამოვიტანე. იმ პერიოდში ზვიად გამსახურდია ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში. მე და თამუნა ჩიქოვანი მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ გოგი ხოშტარიასთან ინტერვიუზე ვიყავით მისულები. იქიდან რომ გამოვედით, ორი ადამიანი შეგვხვდა. ერთი ახალი ამბების სააგენტოს წარმომადგენელი და მეორე ჟურნალ "ვეჟას" მთავარი რედაქტორი გახლდათ. ფურცელზე დაწერილი ჩემი სახელი და გვარი გამომიწოდეს. მეძებდნენ და როცა გავეცანი, შემომთავაზეს, ორი დღე მათთვის მემუშავა. კარგად გადაგიხდითო და დავთანხმდი. ცხინვალში მაშინ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. იქ იმ უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად აღმოვჩნდი, მაგრამ ვუთხარი, რომ მეც მათსავით თავი უცხოელად უნდა გამესაღებინა. ვითომ ესპანელი ვიყავი და ხუან არმანდო ველასკესი დამარქვეს. ესპანურ ენაზე მხოლოდ "სი სენიორ" და "გრაციას სენიორ" ვიცოდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შესანიშნავად ვითამაშე ჩემი როლი. ოსებს ჩემი თავი პინოჩეტის პირად რეპორტიორად გააცნეს და იმ მაიმუნობა-მაიმუნობით ცხინვალიდან ფოტოები გამოვიტანე. რაც უფრო მეტ ფოტოს ვიღებდი, მით უფრო მეტად მისკდებოდა გული, მაგრამ გადავრჩი. დაიბეჭდა რეპორტაჟები ცხინვალიდან. ამაზე ოსები გადაირივნენ და ჩემი თავი იმ თანხად შეაფასეს, რაც დასაწყისში ვთქვით. უცხოელებმა ფოტოებში სოლიდური ჰონორარი გადამიხადეს. აფხაზეთშიც ბევრი ვიმუშავე. იმ დროს პარალელურად შევარდნაძის პრესცენტრშიც ვმუშაობდი და სულ იქ ვიყავი. სხვებივით მეც ფეხით გადმოვიარე ჭუბერის ხეობა.

- მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს, სხვადასხვა პროფესიის, თანამდებობის ადამიანებს იღებთ. თავს დაჩაგრულად არ გრძნობთ, რომ თქვენ არ გიღებენ ასეთ ბუნებაში, ან იმ ადამიანთა გვერდით?

- კი, მაგრამ მაქვს ასეთი ფოტოებიც. სხვათა შორის, ერთ-ერთი, ვინც მე შემომთავაზა მის გვერდით ფოტო გადამეღო, მილა იოვოვიჩი გახლდათ. საკმაოდ ხანგრძლივად ვიღებდი და მერე თავად მთხოვა, ჩემთან ერთად ფოტო გადაეღო. ცოტა კი შევყოყმანდი, მაგრამ ხათრი ვეღარ გავუტეხე და ვსხედვართ სკამზე გვერდიგვერდ (იცინის). ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩემი ცოლი გადამერია, ბადრიკო, თავი რატომ მომჭერი?! ეს ანგელოზივით გოგო შენზეა ჩახუტებული და შენ რა ჩანთას ჩაფრენილხარო?! ასევე თავად ითხოვა ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ვარძიაში. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ვუყურებდი, როგორ იქცეოდა და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს პატრიარქთან, მუხლებზე დაჩოქილი როგორ ეფერებოდა. ეს კადრები მაქვს და ამას იმიტომ ვამბობ. სხვათა შორის, იუშჩენკო სერიოზული ფოტომოყვარულია, კარგი აპარატურა აქვს და მისთვის ამ საქმეში კონსულტაციაც მიმიცია.

- ფოტოაპარატი ალბათ სულ თან დაგაქვთ...

- კი, ვცდილობ, მაგრამ საუკეთესო კადრები მაინც თვალით გადაღებული და დამახსოვრებული მაქვს. შეიძლება აპატრატი თან გქონდეს, მაგრამ მისი ჩანთიდან ამოღება ვერ მოასწრო. მიყვარს ცხოვრების, ყოველდღიური ყოფის გადაღება. საინტერესოა, როგორები არიან და როგორ ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ სილამაზე უფრო მიზიდავს. ეტყობა, იმდენად დავიძაბეთ უარყოფითი ემოციებითა და გაჭირვებული ხალხის ყურებით, რომ ამისგან გაქცევას ვცდილობთ. წელიწადში რამდენიმე ქვეყნის შემოვლა მიწევს და იქაც სილამაზეს ვეძებ. მაგიჟებდა და ახლაც მაგიჟებს, ინტელექტუალური შესახედაობის ადამიანები ნაგვის ურნაში საკვებს რომ ეძებენ. რთულია ამას უყურო. თუმცა უწინ საქართველოში ასე არ იყო. თეთრი სახლის წინ იმდენ მათხოვარს ნახავ, ეს არ უნდა გიკვირდეს, მაგრამ... შეერთებულ შტატებში პირველად 1993 წელს მოვხვდი. საქართველოში სამოქალაქო ომი დასრულებული იყო და ამერიკაში შევარდნაძესთან ერთად მომიხდა ჩასვლა. მახსოვს, მაშინ თეთრი სახლის წინ მათხოვართა სიმრავლემ გამაოცა. მას შემდეგ იქ კიდევ შვიდჯერ ვიყავი, მაგრამ ამ მხრივ თეთრი სახლის წინ არაფერი შეცვლილა.

- ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ...

- საქართველო.

- ვიცოდი, რომ ამ პასუხს მივიღებდი, მაგრამ სხვა უნდა მითხრათ...

- მაშინ ასე ვიტყვი, ჩემი ქვეყნის გარდა თავს კარგად სლოვაკეთში ვგრძნობ. საქართველოს შემდეგ ევროპაში ყველაზე ლამაზი ქვეყნები შვეიცარია და ავსტრიაა, მაგრამ ბევრგან ბუნებრიობას ვერ გრძნობ. ზოგან ყველაფერი გადაპრიალებულია, გეგონება, ტყეშიც კი ფოთოლზე ლაქია გადასმული.

- ყველაზე საინტერესო ტიპაჟები სად გხვდებათ?

- ამ მხრივ სამხრეთ იტალია გამორჩეულია. ესპანელებიც არაჩვეულებრივად ყურადღებიანი და თბილი ხალხია. 100 ქვეყანას დიდი ხანია გავცდი. ევროპის აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მრავალჯერ ვარ ნამყოფი. პირველად უცხოეთში 1988 წელს გავედი და ეს იყო იუგოსლავია. ჟურნალისტები ვიყავით და ულამაზესი ადგილები ვნახეთ, ყველა ქვეყანას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. თურქეთში დიპლომატიურ სამსახურშიც გახლდით. 1994 მაისიდან 1998 წლის ივლისამდე მომიხდა ჩემი მრავალჭირნახული რეპორტიორის ჟილეტის გადაცვლა სმოკინგზე. 1998 წლის ზაფხულიდან კი ოთხი წელი გავატარე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც აკრედიტებულ ჟურნალისტად ვიმუშავე.

- პირველი ხელფასიც გეხსომებათ...

- პირველი ხელფასი ტელევიზიაში ავიღე. მახსოვს, 60 მანეთი იყო. წავედით თანამშრომლები და ზოოპარკში სპილოსთან კარგი სოსისები ვჭამეთ. იქვე კარგი ლუდი და არაყი იყიდებოდა და ასეთ "ოპერაციებს" ხშირად ვატარებდით (იღიმის). 70-80-იანი წლები ძალიან კარგი პერიოდი იყო. დღესდღეობით საქართველოს საიმიჯო წიგნების სერიას ვაკეთებ. პირველი წიგნი 2003 წელს გამოვიდა, რომელშიც სახელმწიფო პრემია მივიღე. თითო წიგნი ორ-კილოგრამ-ნახევარია, ასე რომ, ჩხუბშიც გამოდგება (იღიმის). ჯერჯერობით 12 წიგნის ავტორი გახლავართ, იმედს ვიტოვებ, წლის ბოლომდე 15-მდე ავალ. მაისის დასაწყისში გამოვა ჩემი ორტომეული "საქართველო-თბილისი".

- ბატონო ბადრი, ხომ არ აპირებთ თქვენი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ფაქტების, ჩანახატების, რეპორტაჟებს ერთ წიგნად თავმოყრას?

- ძალიან ბევრი მასალა მაქვს და ალბათ კი. ჩემს წიგნში თავმოყრილი იქნება ჩემი საუკეთესო ფოტოები და პუბლიცისტური წერილები.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება