სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენ ჰეტეუეი - "როგორც იქნა, სერიოზულად აღმიქვეს!"
ენ ჰეტეუეი - "როგორც იქნა, სერიოზულად აღმიქვეს!"

ფან­ტი­ნას როლ­მა მი­უ­ზიკ­ლი­დან "გან­კი­ცხულ­ნი" ენ ჰე­ტე­უ­ე­ის "ოქ­როს გლო­ბუ­სი" და "ოს­კა­რი" მო­უ­ტა­ნა. გარ­და ამი­სა, "ოს­კა­რე­ბის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მი­სულს ზოგ­მა ძა­ლი­ან მო­უ­წო­ნა არ­ჩე­უ­ლი კაბა, ბევ­რმა კი გა­აკ­რი­ტი­კა ზედ­მე­ტად თა­მა­მად გა­მო­ჩე­ნი­ლი მკერ­დის­თვის.

მსა­ხი­ობ­მა "ოს­კა­რის" კა­ბის არ­ჩე­ვის­თვის ბო­დი­ში მო­ი­ხა­და

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ოს­კა­რის" შემ­დეგ "ვა­ნი­ტი ფე­ა­რის" ტრა­დი­ცი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ენს გა­ცი­ლე­ბით უკეთ შერ­ჩე­უ­ლი კაბა ეცვა. "პრა­დას" სა­ღა­მოს კა­ბის შე­სა­ხებ კი ენს იმ­დე­ნი რამ უთხრეს და და­უ­წე­რეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რიც კი გა­ა­კე­თა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 23 თე­ბერ­ვალს, ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე ერთი დღით ადრე გა­არ­კვია, რომ მის მიერ შერ­ჩე­უ­ლი "ვა­ლენ­ტი­ნოს" კა­ბის თით­ქმის ზუს­ტი ასლი უნდა სცმო­და მის ერთ-ერთ კო­ლე­გას. "ბევ­რი ვი­ფიქ­რე და გა­დავ­წყვი­ტე, რომ ყვე­ლას­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ არ­ჩე­ვანს შევ­ცვლი­დი... ყვე­ლას ბო­დიშს ვუხ­დი, ვი­საც იმე­დი გა­ვუც­რუე".

"სა­შინ­ლად ზე­და­პი­რუ­ლი, არაღ­რმა და პა­ტივ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვყო­ფილ­ვარ"

- პირ­და­პირ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ცო­ცხლად მღე­რო­დით ფილ­მის სიმ­ღე­რებს. რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ერთი დუბ­ლით მსოფ­ლიო ჰი­ტის შეს­რუ­ლე­ბა?

- ო, მძი­მე თე­მაა! როცა ტომ ჰუ­პერ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, ყვე­ლა­ფე­რი "სა­მარ­თლი­ა­ნად" გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ვი­ფიქ­რე, რომ გა­გიჟ­და. მაგ­რამ სწო­რედ ამ­გვარ­მა მიდ­გო­მამ გა­ა­ჩი­ნა ნამ­დვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სპონ­ტა­ნუ­რო­ბის, პერ­სო­ნაჟ­თან ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდა. სა­ნამ გა­და­ღე­ბა და­ი­წყე­ბო­და, არას­დროს ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე გა­მო­მი­ვი­დო­და. მაგ­რამ ტომი ყო­ველ­თვის აღ­წევ­და შე­დეგს - იქ­მნე­ბო­და ეფექ­ტი, თით­ქოს მარ­თლა ორი­გი­ნა­ლურ მი­უ­ზიკლს უყუ­რებ­დი სცე­ნა­ზე.

- ცნო­ბი­ლი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი­დან ვინ შთა­გა­გო­ნებ­დათ ყვე­ლა­ზე მე­ტად, ვისი ნამ­ღე­რი ჰი­ტე­ბი გახ­სენ­დე­ბო­დათ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სი­უ­ზან ბო­ი­ლის! როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირ­და, მა­შინ ხე­ლახ­ლა ვუ­ყუ­რებ­დი მის ცნო­ბილ შეს­რუ­ლე­ბას "ბრი­ტა­ნე­თის ნი­ჭი­ერ­თა" ტე­ლე­შო­უ­ზე. ამ ქა­ლის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა მა­ნი­ჭებ­და ხე­ლა­ხალ ძა­ლებს და მხარ­ში მედ­გა რთულ წუ­თებ­ში.

- პრო­ექ­ტის გამო თქვენს მშვე­ნი­ერ თმას­თან გა­მო­თხო­ვე­ბა მო­გიხ­დათ. ეს და­ნა­კარ­გი რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ?

- პირ­და­პირ ვი­ტყვი, არც ისე იო­ლად. სა­ერ­თოდ, გა­და­ღე­ბე­ბის დროს ბევრ რა­მეს ვით­მენ­დი, რა­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ვერ ვე­გუ­ე­ბი ხოლ­მე. მაგ­რამ როცა საქ­მე თმის შეჭ­რას შე­ე­ხო, გა­ირ­კვა, რომ სა­შინ­ლად ზე­და­პი­რუ­ლი, არაღ­რმა და პა­ტივ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვყო­ფილ­ვარ. სა­შინ­ლად მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბის, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვი­ზამ. ისე ვი­დარ­დე, რომ ვი­თხო­ვე, ყურ­საც­ვა­მე­ბი მო­ე­ცათ და რა­ი­მე და­მამ­შვი­დე­ბე­ლი მუ­სი­კა ჩა­ერ­თოთ. თხუთ­მეტ წუთ­ში თვა­ლე­ბი ავ­წიე, სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მხატ­ვრუ­ლად გამ­კორტნეს. ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სარ­კი­დან გამ­ხდა­რი ბიჭი მი­ყუ­რებ­და, თა­ნაც, გა­და­ღე­ბე­ბამ­დე 10 კი­ლოგ­რა­მიც და­ვი­კე­ლი. ქმარს და­ვუ­რე­კე და ვაც­ნო­ბე, რომ ისე­ვე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, რო­გორც ჩემი გეი ძმა (ენის ძმამ ცოტა ხნის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ გეია. ამის გამო ენის მთელ­მა ოჯახ­მა უარი თქვა რე­ლი­გი­ა­სა და ეკ­ლე­სი­ა­ზე, რად­გან კა­თო­ლი­ციზ­მი მხარს არ უჭერს ერ­თსქე­სი­ან სიყ­ვა­რულს - მთარ­გმ.).

- თქვე­ნი გმი­რი ქა­ლიშ­ვი­ლის გამო იღებს მსხვერ­პლს. ამ როლ­მა დე­დო­ბა­ზე ხომ არ ჩა­გა­ფიქ­რათ?

- ამა­ზე 16 წლი­დან ვოც­ნე­ბობ. და­ახ­ლო­ე­ბით მა­შინ­ვე გა­მიჩ­ნდა მი­ზა­ნი, მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი. ჰოდა, ორ ცე­ცხლშუა ვიწ­ვი.

- მაგ­რამ კა­რი­ე­რის მხრივ უკვე ყვე­ლა­ფე­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გაქვთ - "ოქ­როს გლო­ბუ­სი", "ოს­კა­რი"...

- სწო­რედ ეგ არის საქ­მე, რომ არა! ბო­ლოს და ბო­ლოს სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­მიქ­ვეს - ეს კი ჯერ არ არის მო­დუ­ნე­ბის სა­ბა­ბი. ას­ჯერ მეტი უნდა ვი­მუ­შაო, რომ ნდო­ბა გა­ვა­მარ­თლო.

- ეს გა­სა­გე­ბია - კონ­კუ­რენ­ცია, ამ­ბი­ცი­ე­ბი... მაგ­რამ, რო­გორც იტყვი­ან, ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თი წი­კწი­კებს. რას ფიქ­რობს ამა­ზე თქვე­ნი ქმა­რი?

- სა­ათ­ზე იყუ­რე­ბა (იცი­ნის).

- ალ­ბათ ეჭ­ვი­ა­ნობს კი­დეც - ჰო­ლი­ვუდ­ში იმ­დე­ნი ლა­მა­ზი მა­მა­კა­ცია...

- იმე­დი მაქვს! მაგ­რამ მან მშვე­ნივ­რად იცის, რომ მხო­ლოდ ის მიყ­ვარს. მე სა­შინ­ლად მო­სა­წყე­ნი, მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი და ერ­თგუ­ლი ვარ. თა­ნაც, ვის­ზე უნდა იეჭ­ვი­ა­ნოს? ჩემი მე­გობ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გეია!

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ენ ჰეტეუეი - "როგორც იქნა, სერიოზულად აღმიქვეს!"

ენ ჰეტეუეი - "როგორც იქნა, სერიოზულად აღმიქვეს!"

ფანტინას როლმა მიუზიკლიდან "განკიცხულნი" ენ ჰეტეუეის "ოქროს გლობუსი" და "ოსკარი" მოუტანა. გარდა ამისა, "ოსკარების" გადაცემის ცერემონიაზე მისულს ზოგმა ძალიან მოუწონა არჩეული კაბა, ბევრმა კი გააკრიტიკა ზედმეტად თამამად გამოჩენილი მკერდისთვის.

მსახიობმა "ოსკარის" კაბის არჩევისთვის ბოდიში მოიხადა

აღსანიშნავია, რომ "ოსკარის" შემდეგ "ვანიტი ფეარის" ტრადიციულ წვეულებაზე ენს გაცილებით უკეთ შერჩეული კაბა ეცვა. "პრადას" საღამოს კაბის შესახებ კი ენს იმდენი რამ უთხრეს და დაუწერეს, ოფიციალური კომენტარიც კი გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, 23 თებერვალს, ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე გაარკვია, რომ მის მიერ შერჩეული "ვალენტინოს" კაბის თითქმის ზუსტი ასლი უნდა სცმოდა მის ერთ-ერთ კოლეგას. "ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ არჩევანს შევცვლიდი... ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც იმედი გავუცრუე".

"საშინლად ზედაპირული, არაღრმა და პატივმოყვარე ადამიანი ვყოფილვარ"

- პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ცოცხლად მღეროდით ფილმის სიმღერებს. რამდენად რთული იყო ერთი დუბლით მსოფლიო ჰიტის შესრულება?

- ო, მძიმე თემაა! როცა ტომ ჰუპერმა შემომთავაზა, ყველაფერი "სამართლიანად" გაგვეკეთებინა, ვიფიქრე, რომ გაგიჟდა. მაგრამ სწორედ ამგვარმა მიდგომამ გააჩინა ნამდვილი თავისუფლების, სპონტანურობის, პერსონაჟთან ერთიანობის განცდა. სანამ გადაღება დაიწყებოდა, არასდროს ვიყავი დარწმუნებული, რომ პირველივე ჯერზე გამომივიდოდა. მაგრამ ტომი ყოველთვის აღწევდა შედეგს - იქმნებოდა ეფექტი, თითქოს მართლა ორიგინალურ მიუზიკლს უყურებდი სცენაზე.

- ცნობილი წინამორბედებიდან ვინ შთაგაგონებდათ ყველაზე მეტად, ვისი ნამღერი ჰიტები გახსენდებოდათ?

- რასაკვირველია, სიუზან ბოილის! როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მაშინ ხელახლა ვუყურებდი მის ცნობილ შესრულებას "ბრიტანეთის ნიჭიერთა" ტელეშოუზე. ამ ქალის მომხიბვლელობა და გულწრფელობა მანიჭებდა ხელახალ ძალებს და მხარში მედგა რთულ წუთებში.

- პროექტის გამო თქვენს მშვენიერ თმასთან გამოთხოვება მოგიხდათ. ეს დანაკარგი როგორ გადაიტანეთ?

- პირდაპირ ვიტყვი, არც ისე იოლად. საერთოდ, გადაღებების დროს ბევრ რამეს ვითმენდი, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ ვეგუები ხოლმე. მაგრამ როცა საქმე თმის შეჭრას შეეხო, გაირკვა, რომ საშინლად ზედაპირული, არაღრმა და პატივმოყვარე ადამიანი ვყოფილვარ. საშინლად მრცხვენია ამის აღიარების, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ისე ვიდარდე, რომ ვითხოვე, ყურსაცვამები მოეცათ და რაიმე დამამშვიდებელი მუსიკა ჩაერთოთ. თხუთმეტ წუთში თვალები ავწიე, სარკეში ჩავიხედე და დავინახე, როგორ მხატვრულად გამკორტნეს. ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. სარკიდან გამხდარი ბიჭი მიყურებდა, თანაც, გადაღებებამდე 10 კილოგრამიც დავიკელი. ქმარს დავურეკე და ვაცნობე, რომ ისევე გამოვიყურებოდი, როგორც ჩემი გეი ძმა (ენის ძმამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გეია. ამის გამო ენის მთელმა ოჯახმა უარი თქვა რელიგიასა და ეკლესიაზე, რადგან კათოლიციზმი მხარს არ უჭერს ერთსქესიან სიყვარულს - მთარგმ.).

- თქვენი გმირი ქალიშვილის გამო იღებს მსხვერპლს. ამ როლმა დედობაზე ხომ არ ჩაგაფიქრათ?

- ამაზე 16 წლიდან ვოცნებობ. დაახლოებით მაშინვე გამიჩნდა მიზანი, მსახიობი გავმხდარიყავი. ჰოდა, ორ ცეცხლშუა ვიწვი.

- მაგრამ კარიერის მხრივ უკვე ყველაფერი შესრულებული გაქვთ - "ოქროს გლობუსი", "ოსკარი"...

- სწორედ ეგ არის საქმე, რომ არა! ბოლოს და ბოლოს სერიოზულად აღმიქვეს - ეს კი ჯერ არ არის მოდუნების საბაბი. ასჯერ მეტი უნდა ვიმუშაო, რომ ნდობა გავამართლო.

- ეს გასაგებია - კონკურენცია, ამბიციები... მაგრამ, როგორც იტყვიან, ბიოლოგიური საათი წიკწიკებს. რას ფიქრობს ამაზე თქვენი ქმარი?

- საათზე იყურება (იცინის).

- ალბათ ეჭვიანობს კიდეც - ჰოლივუდში იმდენი ლამაზი მამაკაცია...

- იმედი მაქვს! მაგრამ მან მშვენივრად იცის, რომ მხოლოდ ის მიყვარს. მე საშინლად მოსაწყენი, მომაბეზრებელი და ერთგული ვარ. თანაც, ვისზე უნდა იეჭვიანოს? ჩემი მეგობრების უმრავლესობა გეია!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება