სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს უკანონო დიასახლისო"
გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს უკანონო დიასახლისო"

პარ­ლა­მენ­ტარ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს ვრცე­ლი პოს­ტი მი­უ­ძღვნა, სა­დაც კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ წუ­ლუ­კი­ანს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს და უკა­ნო­ნოდ იკა­ვებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტს.

"ჩარ­თეთ სა­სი­ა­მოვ­ნო, მშვი­დი მუ­სი­კა და ისე წა­ი­კი­თხეთ ეს პოს­ტი...

ძვირ­ფა­სო თეა...

აგერ უკვე 140 დღე გა­ვი­და, რაც თქვენ უკა­ნო­ნოდ იკა­ვებთ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტს.

მი­ნი­მუმ 2 კა­ნო­ნის კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნას არ­ღვევთ. ესე­ნია: კა­ნო­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ (მუხ­ლი 31) და კა­ნო­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ (მუხ­ლი 50)

მე, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, ENA-ს (მა­მულ­საც და სარ­წმუ­ნო­ე­ბა­საც), თუმ­ცა ის დიპ­ლო­მი და ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც თქვენ, ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი წარ­მო­ად­გი­ნეთ, ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ არ გაქვთ უმაღ­ლე­სი ი უ რ ი დ ი უ ლ ი გა­ნათ­ლე­ბა.

ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს ნა­ტყორ­ცნ ზო­გად/გან­მარ­ტე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­ურ მაშ­ველ რგოლს; ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე "საია"-ს მწვად-შამ­ფუ­რა კო­მენ­ტა­რით, მაგ­რამ ეს თქვენს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას - უმაღ­ლეს იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბად ვერ გა­და­აქ­ცევს.

ამ ბოლო დროს, ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე, თქვენს მიერ, სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებს და გული თა­ნაგ­რძნო­ბით მევ­სე­ბა, თქვენს ფა­ვო­რიტ ფრა­ზა­ზე: "მე, რო­გორც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი".

ხში­რად გა­ი­მე­ო­რეთ ქ-ნო თეა!.. ეს, დიპ­ლომს ვერა, მაგ­რამ რწმე­ნას გა­გიმ­ტკი­ცებთ...

უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ხომ თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რწმე­ნის სა­კი­თხია და არა შემ­დგა­რი ფაქ­ტი.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას იტყვი­ან თქვე­ნი მომ­ხრე­ე­ბი?.. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას იტყვი­ან თქვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი?...

ერ­თიც და მე­ო­რეც, გუ­ლის სიღ­რმე­ში მშვე­ნივ­რად ხვდე­ბა, რომ თქვენ, დღეს, მანდ, მოქ­მე­დი უკა­ნო­ნო­ბა ხართ...

გი­ლო­ცავთ 140-ე დღეს, კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს - უკა­ნო­ნო დი­ა­სახ­ლი­სო...", - წერს ხა­ჩი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს უკანონო დიასახლისო"

გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს უკანონო დიასახლისო"

პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს და უკანონოდ იკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს.

"ჩართეთ სასიამოვნო, მშვიდი მუსიკა და ისე წაიკითხეთ ეს პოსტი...

ძვირფასო თეა...

აგერ უკვე 140 დღე გავიდა, რაც თქვენ უკანონოდ იკავებთ იუსტიციის მინისტრის პოსტს.

მინიმუმ 2 კანონის კონკრეტულ მოთხოვნას არღვევთ. ესენია: კანონი პროკურატურის შესახებ (მუხლი 31) და კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 50)

მე, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ENA-ს (მამულსაც და სარწმუნოებასაც), თუმცა ის დიპლომი და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც თქვენ, ჩარჩოში ჩასმული წარმოადგინეთ, ცალსახად ადასტურებს, რომ არ გაქვთ უმაღლესი ი უ რ ი დ ი უ ლ ი განათლება.

ძალიან ვაფასებ საფრანგეთის საელჩოს ნატყორცნ ზოგად/განმარტებით, დიპლომატიურ მაშველ რგოლს; ძალიან ვისიამოვნე "საია"-ს მწვად-შამფურა კომენტარით, მაგრამ ეს თქვენს უმაღლეს განათლებას - უმაღლეს იურიდიულ განათლებად ვერ გადააქცევს.

ამ ბოლო დროს, ვუყურებ ხოლმე, თქვენს მიერ, სხვადასხვა საკითხებზე გაკეთებულ კომენტარებს და გული თანაგრძნობით მევსება, თქვენს ფავორიტ ფრაზაზე: "მე, როგორც იუსტიციის მინისტრი".

ხშირად გაიმეორეთ ქ-ნო თეა!.. ეს, დიპლომს ვერა, მაგრამ რწმენას გაგიმტკიცებთ...

უმაღლესი იურიდიული განათლება ხომ თქვენს შემთხვევაში რწმენის საკითხია და არა შემდგარი ფაქტი.

რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან თქვენი მომხრეები?.. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან თქვენი მოწინააღმდეგეები?...

ერთიც და მეორეც, გულის სიღრმეში მშვენივრად ხვდება, რომ თქვენ, დღეს, მანდ, მოქმედი უკანონობა ხართ...

გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს - უკანონო დიასახლისო...", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს