პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძე - GIPA-ს ვებ-გვერდზე მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ აღარ მუშაობენ
კახა ბენდუქიძე - GIPA-ს ვებ-გვერდზე მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ აღარ მუშაობენ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის (GIPA) ვებ-გვერ­დზე ჯერ კი­დევ მი­თი­თე­ბუ­ლია იმ ლექ­ტორ­თა სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ უკვე აღარ მუ­შა­ო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე კახა ბენ­დუ­ქი­ძე წერს.

"ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ნა­ხე­ვა­რი წლის წინ GIPA-ს რექ­ტო­რი იყო. ამ უმაღ­ლე­სის სა­იტ­ზე - და უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მან გა­ი­ა­რა რამ­დე­ნი­მე აკ­რე­დი­ტა­ცია 2012 წლის და­სას­რულს - არის პრო­ფე­სო­რე­ბის სია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი არას­წო­რა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი. ეს არა­უ­შავს.

ჩვენ შეგ­ვი­ჩე­რეს ავ­ტო­რი­ზა­ცია, იმი­ტომ რომ ერ­თთვი­ა­ნი უზუს­ტო­ბა იყო ვებ-გვერ­დსა და ფაქ­ტობ­რივ სი­ტუ­ა­ცი­ას შო­რის.

ნა­ხეთ GIPA-ს ვებ-გვერ­დის სკრინ­შო­ტე­ბი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი არი­ან ლექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯი­პა­ში არ მუ­შა­ო­ბენ ზოგი 2007 წლი­დან, ზოგი 2009 წლი­დან, ზოგი 20010 წლი­დან. სა­ი­დან ვას­კვნი? ისი­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან", - წერს ბენ­დუ­ქი­ძე.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია 12 მარტს შე­უ­ჩერ­და. ერთ-ერთ სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო დარ­ღვე­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ-გვერ­დზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­სა­ხელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

კახა ბენდუქიძე - GIPA-ს ვებ-გვერდზე მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ აღარ მუშაობენ

კახა ბენდუქიძე - GIPA-ს ვებ-გვერდზე მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ აღარ მუშაობენ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ უკვე აღარ მუშაობენ, - ამის შესახებ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კახა ბენდუქიძე წერს.

"ჩვენი განათლების მინისტრი ნახევარი წლის წინ GIPA-ს რექტორი იყო. ამ უმაღლესის საიტზე - და უნდა აღვნიშნოთ, რომ მან გაიარა რამდენიმე აკრედიტაცია 2012 წლის დასასრულს - არის პროფესორების სია. მნიშვნელოვანი ნაწილის თანამდებობები არასწორადაა მითითებული. ეს არაუშავს.

ჩვენ შეგვიჩერეს ავტორიზაცია, იმიტომ რომ ერთთვიანი უზუსტობა იყო ვებ-გვერდსა და ფაქტობრივ სიტუაციას შორის.

ნახეთ GIPA-ს ვებ-გვერდის სკრინშოტები, სადაც მითითებული არიან ლექტორები, რომლებიც ჯიპაში არ მუშაობენ ზოგი 2007 წლიდან, ზოგი 2009 წლიდან, ზოგი 20010 წლიდან. საიდან ვასკვნი? ისინი თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან", - წერს ბენდუქიძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა. ერთ-ერთ საავტორიზაციო დარღვევად უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს