პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბერძენიშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება"
დავით ბერძენიშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება"

"თუ თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­იწ­ვევს აშ­კა­რა დე­მოკ­რა­ტი­ის­გან უკუს­ვლის გაღ­რმა­ვე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო უკან და­ი­ხევს რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა და მას წა­ერ­თმე­ვა ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ გახ­დე­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის კარს და­უ­ხუ­რავს. თუ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის პარტნი­ო­რი უნდა იყოს, ჩვენ უნდა გა­ვი­ზი­ა­როთ და შე­ვას­რუ­ლოთ სა­ერ­თო ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი. ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მარ­ცხი მხო­ლოდ მათ­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლი, ვინც ევ­რო­პა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა". - ეს არის ამო­ნა­რი­დი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­თა 23-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­დან. ხელ­მომ­წე­რე­ბი კი ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. წე­რი­ლი საკ­მა­ოდ მკაც­რი და კრი­ტი­კუ­ლია. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­ზე, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­სა და სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ზე. ამ წე­რილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მყო­ფი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. პა­სუ­ხი მკაც­რი, მე­ტიც, მკვა­ხე გა­მო­ვი­და. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის წე­რი­ლი­დან: "წე­რი­ლით კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი, რომ­ლი­თაც თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვად შორ­დე­ბით ევ­რო­პას. იმ ევ­რო­პას, რო­მელ­საც ვიც­ნობთ, რო­მელ­ზეც ვოც­ნე­ბობთ და რომ­ლის­კე­ნაც მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბით მივ­დი­ვართ სი­ტყვი­თაც და საქ­მი­თაც...

...მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკვე მო­ა­ხერ­ხა ქვეყ­ნის შიგ­ნით და ქვეყ­ნის გა­რეთ ბევ­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და მათი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის სა­კუ­თარ სა­ეჭ­ვო პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალ­თან სრუ­ლად და­კავ­ში­რე­ბა. უფრთხილ­დით მას, ნუ დარ­ჩე­ბით სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ტყვე­ო­ბა­ში, დარ­ჩით ევ­რო­პე­ლე­ბი!.."

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთ ლი­დერს და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- ბა­ტო­ნო და­ვით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ასე­თი მკაც­რი პა­სუ­ხი კი­დევ უფრო ხომ არ და­ძა­ბავს ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პარ­ლა­მენტს შო­რის?

- ევ­რო­პარ­ლა­მენტს ჰყავს 754 დე­პუ­ტა­ტი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით და­წე­რილ წე­რილს კი ხელს აწერს 23 კაცი, თა­ნაც მხო­ლოდ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ი­დან. მე­ტიც, ხელ­მომ­წერ­თა შო­რის ერთი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ. მარ­თა­ლია, ხელს რამ­დე­ნი­მე სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც აწერს, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, მა­ინც პო­ლო­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან - კა­ჩინ­სკის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი. 23 დე­პუ­ტა­ტი 754-დან მთე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სა­დღაც 2,5%-ია, მა­შინ, რო­დე­საც თვი­თონ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე დიდი ფრაქ­ცია აქვს, და­ახ­ლო­ე­ბით 250 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ პარ­ტი­ის წევ­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც". სა­კუ­თარ პარ­ტი­ა­შიც კი 10%-საც ვერ აგ­რო­ვებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­თვის სა­სურ­ველ და საკ­მა­ოდ უხამს ტექ­სტზე ხელ­მო­სა­წე­რად. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სულ რა­ღაც 2.5% გე­ლა­პა­რა­კე­ბა მთე­ლი ევ­რო­პის სა­ხე­ლით, სრუ­ლი­ად შე­სა­ბა­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა­ და რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის პა­სუ­ხი. არა­სა­თა­ნა­დო პრე­ტენ­ზი­ე­ბის მქო­ნე 23-კა­ცი­ან­მა ჯგუფ­მა ევ­რო­პის სა­ხე­ლით და­ა­პი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ლან­ძღვა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­ღო შე­სა­ფე­რი­სი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­ცი­ლე­ბით კო­რექ­ტუ­ლი პა­სუ­ხი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მათ ბევ­რი სა­გუ­ლის­ხმო რამ შე­ახ­სე­ნა. ამ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც კარ­გად გვიც­ნობს და იცი­ან, რას წარ­მო­ად­გენს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია, იცი­ან ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი და დი­სი­დენ­ტო­ბაც. სწო­რედ ამი­ტომ გა­უს­ვა ხაზი ამ ფაქ­ტორს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა და მი­ა­ნიშ­ნა - შეგ­ნე­ბუ­ლად ცრუ­ობ­თო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლიც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­აა? ასე რომ, უსუ­ფაშ­ვილ­მა მათ სა­თა­ნა­დო - 2,5%-იანი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­ხე­ლით უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ლა­პა­რა­კის გამო.

- გა­მოქ­ვეყ­ნდა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. შე­ფა­სე­ბა და­დე­ბი­თია, თუმ­ცა ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვე­ნე­ცის კო­მი­სია გირ­ჩევთ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ამ­ჟა­მინ­დელ წევ­რებს, არ შე­უ­წყდეთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მან­და­ტის ამო­წურ­ვამ­დე. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კი საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხდა, რომ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო შე­იც­ვლე­ბა, რას აპი­რებს პარ­ლა­მენ­ტი, გა­ი­ზი­ა­რებს ამ რე­კო­მენ­და­ცი­ას?

- ეს პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც. ამ კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბით, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი აუმ­ჯო­ბე­სებს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის ბევრ დე­ბუ­ლე­ბას და კა­ნონს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან აახ­ლო­ებს. მოკ­ლედ გე­ტყვით, რა შე­იც­ვლე­ბა - პრე­ზი­დენ­ტი ვე­ღარ და­ნიშ­ნავს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებს, ის 15 წევ­რი­დან 2-ს ნიშ­ნავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტი აირ­ჩევს 4-ის ნაც­ვლად 6 წევ­რს, ოღონდ ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და არა პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, რო­გორც ეს აქამ­დე იყო. იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში ად­გილს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე. მერ­წმუ­ნეთ, ეს კა­ნო­ნი გა­ცი­ლე­ბით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას.

- რა ხდე­ბა იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლის გან­ხილ­ვა­საც პარ­ლა­მენ­ტი 20 მარ­ტი­დან აპი­რებს? რო­გორც ცნო­ბი­ლია, უმ­ცი­რე­სო­ბას­თან ამ სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბა ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა და ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც შე­ჩე­რე­ბუ­ლია. იმი­ტომ ხომ არა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო 100 ხმა უკვე გაქვთ?

- 2004 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­დად­გა სრუ­ლი­ად არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯი და უკა­ნო­ნოდ მი­ი­კუთ­ვნა იმგვა­რი უფ­ლე­ბა, რაც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მათ შო­რის, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის კრი­ტი­კის საგ­ნად იქცა. მან და­ი­კა­ნო­ნა არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა, არა­მედ ამ მთავ­რო­ბის ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. დღეს დგას სა­კი­თხი ასე, რომ მას ეს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვას. მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის პრო­ექტი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მი­ი­ღონ, არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ წე­სი­ე­რე­ბა­სა და უწე­სო­ბას შო­რის. ვფიქ­რობ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­ცხვი ასს ას­ცდე­ბა. ვვა­რა­უ­დობ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი და­უ­ჭერს ამას მხარს უმ­ცი­რე­სო­ბი­დან, ისი­ნი, ვინც ბოლო წამს მო­ი­ფიქ­რე­ბენ დაძ­რულ მა­ტა­რე­ბელ­ზე შეხ­ტო­მას.

- თუმ­ცა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გქონ­დათ და უმ­ცი­რე­სო­ბა გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­საც აყე­ნებ­და, მა­გა­ლი­თად, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სა­გა­რეო კურ­სის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბის თა­ო­ბა­ზე ჩა­ნა­წე­რის შე­ტა­ნას და პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში და­ტო­ვე­ბას...

- ამ­ჯე­რად, გარ­და ორი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბი­სა, სხვა ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ არის. პირ­ველ­ზე უკვე მო­გახ­სე­ნეთ, მე­ო­რე ცვლი­ლე­ბის გან­ხილ­ვა კი პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გან­სა­ზღვრას ეხე­ბა და მარ­ტის ბო­ლოს და­ი­წყე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ცვლი­ლე­ბაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სა­გა­რეო კურ­სის თა­ო­ბა­ზე ჩა­ნა­წერს, მე ვი­ყა­ვი ინი­ცი­ა­ტო­რი, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრე­ამ­ბუ­ლა­ში ჩაგ­ვე­წე­რა, ეს კვლა­ვაც შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დღის წეს­რიგ­ში, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ამ­გვა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე გან­ხილ­ვა არ იგეგ­მე­ბა. პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია სა­გა­რეო კურ­სის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც ხელი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა­მაც მო­ა­წე­რა, რის შემ­დე­გაც კი­დევ უფრო კა­რი­კა­ტუ­რუ­ლად იქცა ისე­დაც სა­სა­ცი­ლო 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის ანონ­სი.

- ორი დღის წინ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ცი­ა­ზე მის­ვლის­კენ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­უ­ფე­რუ­ლე­ბულ ფონ­ზეც კი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ოც­რად ფერ­მკრთა­ლად ჩანს. აშ­კა­რაა, რომ ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია, რო­მელ­საც დღეს რე­ა­ლუ­რად ლი­დერ­თა 7-8-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი­ღა წარ­მო­ად­გენს.

ამ პარ­ტი­ის დაშ­ლის პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დია და მის ერ­თი­ა­ნო­ბას ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, უნდა გი­თხრათ, რომ შს მი­ნის­ტრი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ნის­ტრო­ბამ­დე ორი სხვა­დას­ხვა პი­როვ­ნე­ბაა. მე­რა­ბიშ­ვი­ლი პარ­ტი­ის სპი­კე­რად და ე.წ. მო­ლა­პა­რა­კე თა­ვად რომ არ ვარ­გა, კარ­გად ჩანს. ფაქ­ტია, მის­გან დიდი მჭევ­რმე­ტყვე­ლი ვერ დად­გე­ბა, გარ­და ამი­სა, მე­რა­ბიშ­ვი­ლის­გან ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე ლა­პა­რა­კი, ცოტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა.

- რას იტყვით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ან შე­საძ­ლებ­ლად თუ მი­იჩ­ნევთ 19 აპ­რი­ლის­თვის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლას?

- ეს სა­კი­თხე­ბი სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ადე­იშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის თე­მით, რო­გორც ჩანს, მო­მა­ვა­ლი 19 აპ­რი­ლის ერ­თგვარ მი­თო­ლო­გი­ზე­ბას ცდი­ლო­ბენ, რაც ძა­ლი­ან კო­მი­კუ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღი 19 აპ­რი­ლი აქამ­დე არ ყო­ფი­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, არც ა.წ. 19 აპ­რი­ლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია უფრო კა­რი­კა­ტუ­რუ­ლია, ვიდ­რე რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით ბერძენიშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება"

დავით ბერძენიშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება"

"თუ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს აშკარა დემოკრატიისგან უკუსვლის გაღრმავებას, საქართველო უკან დაიხევს როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავს. თუ საქართველო ევროკავშირის პარტნიორი უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავიზიაროთ და შევასრულოთ საერთო ძირითადი პრინციპები. ქართული დემოკრატიის მარცხი მხოლოდ მათთვის იქნება მისასალმებელი, ვინც ევროპაში კანონის უზენაესობასა და თავისუფლებას ეწინააღმდეგება". - ეს არის ამონარიდი რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტართა 23-კაციანი ჯგუფის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე გამოგზავნილი წერილიდან. ხელმომწერები კი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები არიან. წერილი საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულია. ევროპარლამენტარები მიუთითებენ პარლამენტის წევრებზე, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სასამართლოზე ზემოქმედების მიუღებლობაზე. ამ წერილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. პასუხი მკაცრი, მეტიც, მკვახე გამოვიდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს პარლამენტის თავმჯდომარის წერილიდან: "წერილით კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომლითაც თითქოს საქართველოს ევროპული არჩევანის გადარჩენას ცდილობთ, სინამდვილეში თავად შორდებით ევროპას. იმ ევროპას, რომელსაც ვიცნობთ, რომელზეც ვოცნებობთ და რომლისკენაც მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ სიტყვითაც და საქმითაც...

...მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოახერხა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრის დაშანტაჟება და მათი პოლიტიკური მომავლის საკუთარ საეჭვო პოლიტიკურ მომავალთან სრულად დაკავშირება. უფრთხილდით მას, ნუ დარჩებით სტერეოტიპების ტყვეობაში, დარჩით ევროპელები!.."

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს ვთხოვეთ.

- ბატონო დავით, პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი მკაცრი პასუხი კიდევ უფრო ხომ არ დაძაბავს ურთიერთობას საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის?

- ევროპარლამენტს ჰყავს 754 დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილის მისამართით დაწერილ წერილს კი ხელს აწერს 23 კაცი, თანაც მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიიდან. მეტიც, ხელმომწერთა შორის ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დომინირებენ. მართალია, ხელს რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც აწერს, მაგრამ, ძირითადად, მაინც პოლონელი დეპუტატები არიან - კაჩინსკის პარტიის წარმომადგენლები და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დეპუტატები. 23 დეპუტატი 754-დან მთელი რაოდენობის სადღაც 2,5%-ია, მაშინ, როდესაც თვითონ ევროპის სახალხო პარტიას ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია აქვს, დაახლოებით 250 კაცის შემადგენლობით. მო­გეხსენებათ, ამ პარტიის წევრია "ნაციონალური მოძრაობაც". საკუთარ პარტიაშიც კი 10%-საც ვერ აგროვებს სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება მათთვის სასურველ და საკმაოდ უხამს ტექსტზე ხელმოსაწერად. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტის სულ რაღაც 2.5% გელაპარაკება მთელი ევროპის სახელით, სრულიად შესაბამისია საქართველოს პარლამენტისა­ და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი. არასათანადო პრეტენზიების მქონე 23-კაციანმა ჯგუფმა ევროპის სახელით დააპირა საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო ლანძღვა, შესაბამისად, მიიღო შესაფერისი, კვალიფიციური და გაცილებით კორექტული პასუხი. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ბევრი საგულისხმო რამ შეახსენა. ამ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვინც კარგად გვიცნობს და იციან, რას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია, იციან ჩვენი პოლიტიკური წარსული და დისიდენტობაც. სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი ამ ფაქტორს პარლამენტის სპიკერმა და მიანიშნა - შეგნებულად ცრუობთო. როგორ შეიძლება რუსეთის ინტერესების გამტარებელი იყოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც რესპუბლიკური პარტიაა? ასე რომ, უსუფაშვილმა მათ სათანადო - 2,5%-იანი ადგილი მიუჩინა ევროპარლამენტის სახელით უპასუხისმგებლო ლაპარაკის გამო.

- გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. შეფასება დადებითია, თუმცა ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, ვენეცის კომისია გირჩევთ იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელ წევრებს, არ შეუწყდეთ უფლებამოსილება მანდატის ამოწურვამდე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი საკმაოდ მკაფიოდ განაცხდა, რომ იუსტიციის საბჭო შეიცვლება, რას აპირებს პარლამენტი, გაიზიარებს ამ რეკომენდაციას?

- ეს პროცესი წარიმართება მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად და გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ამ კომისიის შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები აუმჯობესებს ორგანული კანონის ბევრ დებულებას და კანონს ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს. მოკლედ გეტყვით, რა შეიცვლება - პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ის 15 წევრიდან 2-ს ნიშნავდა. შესაბამისად, პარლამენტი აირჩევს 4-ის ნაცვლად 6 წევრს, ოღონდ ესენი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არა პარლამენტარები, როგორც ეს აქამდე იყო. იუსტიციის საბჭოში ადგილს შეინარჩუნებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მერწმუნეთ, ეს კანონი გაცილებით გააუმჯობესებს სასამართლო სისტემას.

- რა ხდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვასაც პარლამენტი 20 მარტიდან აპირებს? როგორც ცნობილია, უმცირესობასთან ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებიც შეჩერებულია. იმიტომ ხომ არა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 100 ხმა უკვე გაქვთ?

- 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადადგა სრულიად არადემოკრატიული ნაბიჯი და უკანონოდ მიიკუთვნა იმგვარი უფლება, რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ვენეციის კომისიის კრიტიკის საგნად იქცა. მან დაიკანონა არა მხოლოდ მთავრობის დათხოვნის უფლება, არამედ ამ მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შესაძლებლობაც. დღეს დგას საკითხი ასე, რომ მას ეს ავტორიტარული უფლება ჩამოერთვას. მომზადებულია საკონსტიტუციო ცვლილების პრო­ექტი, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ, არჩევანი გააკეთონ წესიერებასა და უწესობას შორის. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება. ვვარაუდობ, კიდევ რამდენიმე ათეული დეპუტატი დაუჭერს ამას მხარს უმცირესობიდან, ისინი, ვინც ბოლო წამს მოიფიქრებენ დაძრულ მატარებელზე შეხტომას.

- თუმცა მოლაპარაკებები გქონდათ და უმცირესობა გარკვეულ პირობებსაც აყენებდა, მაგალითად, კონსტიტუციაში საგარეო კურსის შეუქცევადობის თაობაზე ჩანაწერის შეტანას და პარლამენტის ქუთაისში დატოვებას...

- ამჯერად, გარდა ორი საკონსტიტუციო ცვლილებისა, სხვა ინიციატივა კონსტიტუციასთან დაკავშირებით მომზადებული არ არის. პირველზე უკვე მოგახსენეთ, მეორე ცვლილების განხილვა კი პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრას ეხება და მარტის ბოლოს დაიწყება. ვფიქრობ, ეს ცვლილებაც განხორციელდება. რაც შეეხება კონსტიტუციაში საგარეო კურსის თაობაზე ჩანაწერს, მე ვიყავი ინიციატორი, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის თაობაზე კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაგვეწერა, ეს კვლავაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ამჯერად ამგვარი ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ იგეგმება. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო კურსის შესახებ, რომელზეც ხელი საპარლამენტო უმცირესობამაც მოაწერა, რის შემდეგაც კიდევ უფრო კარიკატურულად იქცა ისედაც სასაცილო 19 აპრილის აქციის ანონსი.

- ორი დღის წინ ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ.

- "ნაციონალური მოძრაობის" გაუფერულებულ ფონზეც კი ვანო მერაბიშვილი საოცრად ფერმკრთალად ჩანს. აშკარაა, რომ ძალიან დასუსტებულია ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელსაც დღეს რეალურად ლიდერთა 7-8-კაციანი ჯგუფიღა წარმოადგენს.

ამ პარტიის დაშლის პროცესი შეუქცევადია და მის ერთიანობას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, უნდა გითხრათ, რომ შს მინისტრი მერაბიშვილი და მერაბიშვილი მინისტრობამდე ორი სხვადასხვა პიროვნებაა. მერაბიშვილი პარტიის სპიკერად და ე.წ. მოლაპარაკე თავად რომ არ ვარგა, კარგად ჩანს. ფაქტია, მისგან დიდი მჭევრმეტყველი ვერ დადგება, გარდა ამისა, მერაბიშვილისგან ევროპულ ფასეულობებზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა.

- რას იტყვით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის საქართველოში დაბრუნებაზე, ან შესაძლებლად თუ მიიჩნევთ 19 აპრილისთვის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ჩამოსვლას?

- ეს საკითხები საერთოდ არ მაინტერესებს. ადეიშვილის დაბრუნების თემით, როგორც ჩანს, მომავალი 19 აპრილის ერთგვარ მითოლოგიზებას ცდილობენ, რაც ძალიან კომიკურია. საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღი 19 აპრილი აქამდე არ ყოფილა და დარწმუნებული იყავით, არც ა.წ. 19 აპრილის შემდეგ იქნება. როგორც უკვე გითხარით, "ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებული აქცია უფრო კარიკატურულია, ვიდრე რაიმე მნიშვნელობის მქონე.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა