მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი საქმროს, ლიამ ჰემსვორტს დაშორდა. წყვილი დანიშნული იყო და მალე გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავდა, მაგრამ საირუსის თქმით, თეთრ კაბას ლიამისთვის აღარ ჩაიცვამს.
როგორც მაილის ახლო მეგობარი ამბობს, ლიამი ღიზიანდება, რომ საირუსისთვის თავისუფალი ცხოვრება და გართობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახი.
"ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. საირუსი ახალგაზრდა, ლამაზი გოგონაა და გართობა უყვარს. მაილის ხმაურიანი წვეულებები იზიდავს, ეს კი ლიამისთვის პრობლემაა", - ამბობს ვარსკვლავის მეგობარი.
დასავლურ პრესაში წერენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი ღალატია. შეგახსენებთ, ლიამმა საცოლეს ჯენუარ ჯონსთან უღალატა.
მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.