მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათვური სამსახური ანუ რა "გაუჩალიჩეს" მარგველაშვილს
დათვური სამსახური ანუ რა "გაუჩალიჩეს" მარგველაშვილს

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გულ­წრფე­ლად გვე­ცო­დე­ბა. კერ­ძოდ, მას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ სკან­და­ლი და პრობ­ლე­მა "გა­უ­ჩა­ლი­ჩა", "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" კი სა­ცხრა­მე­ტაპ­რი­ლოდ სა­ჩუ­ქა­რი მი­არ­თვა.

მას შემ­დეგ რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და, მოვ­ლე­ნე­ბის მსგავ­სი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა ად­ვი­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კახი ყუ­რაშ­ვი­ლი ბრძან­დე­ბა.

გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ავ­ხსნით. ეს კახი ყუ­რაშ­ვი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში იუ­რი­დი­ულ დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მისი კო­მენ­ტა­რე­ბის ნახ­ვა, მოს­მე­ნა ან წა­კი­თხვა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხში­რად შე­გეძ­ლოთ - ყუ­რაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის "აპ­რა­ვებ­და" კო­მი­სი­ის იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მელ­თა გა­მო­სა­ძი­ებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია შე­იქ­მნა. მარ­ტო სი­ტყვით არა - სწო­რედ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი აძ­ლევ­და ვი­თომ­და კა­ნო­ნი­ერ სა­ხეს ზე­მო­დან დაკ­ვე­თილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის გარ­და. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ძნე­ლი საქ­მეა ათი ათას ლარ­ზე მეტი ხელ­ფა­სის და­კარ­გვა. ჰოდა, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მი­ი­ღეს ლო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ემ­სა­ხუ­რონ ახალ პატ­რონს. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს უკვე კო­მი­სია იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­გორც ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. ყუ­რაშ­ვი­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც "აპ­რა­ვებს", რომ­ლე­ბიც რბი­ლად რომ ვთქვათ, უსა­მარ­თლოა.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ტაქ­ტი­კით მოქ­მე­დებს ყუ­რაშ­ვი­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ში. სხვა­თა შო­რის, ზო­გა­დად, რო­დე­საც პატ­რო­ნის­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბას მიჩ­ვე­უ­ლი ხარ, გი­ყა­ლიბ­დე­ბა თვი­სე­ბა - გა­მო­ი­ჩი­ნო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რათა მა­გა­ლი­თად, ახალ­მა პატ­რონ­მა ყუ­რა­დღე­ბა მო­გაქ­ცი­ოს და თავ­ზე ხელი გა­და­გის­ვას. ზოგ­ჯერ კი ისეც ხდე­ბა, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ჯდე­ბა ახა­ლი პატ­რო­ნის ინ­ტე­რეს­ში.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ, ყუ­რაშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა. ალ­ბათ, იცოდ­ნენ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და კახა ბე­დუ­ქი­ძის "ტკბი­ლი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ამ­ბა­ვი და გა­და­წყვი­ტეს, რომ მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბით ახალ მმარ­თვე­ლებს ასი­ა­მოვ­ნებ­დნენ.

პი­რი­ქით მოხ­და და ეს კლა­სი­კუ­რი დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რია. რო­გორც ჩანს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს იმი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ მი­ნისტრს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ხებ ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და. კერ­ძოდ, დი­ლით ამ­ტკი­ცებ­და, უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია კი არ გა­უ­უქ­მდა, შე­უ­ჩერ­დაო. შემ­დეგ ეტყო­ბა, სხდო­მის ოქმს გა­ეც­ნო და გა­ნა­ცხა­და - დიახ, გა­უ­უქ­მდა, თუმ­ცა ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს და აგ­რა­რულს ხვალ­ვე შე­უძ­ლია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აღ­დგე­ნაო. თუმ­ცა რა­ტომ­ღაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს ამ­ბრა­ზუ­რა­სა­ვით გა­და­ე­ფა­რა - ეგე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და სამ­სა­ხუ­რი­დან რომ და­მე­თხო­ვა, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრე­ცე­დენტს შევ­ქმნი­დიო.

მოკ­ლედ, ამ დათ­ვურ­მა სამ­სა­ხურ­მა ის გა­მო­იწ­ვია, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სტუ­დენ­ტთა პრო­ტეს­ტი მი­ი­ღო, კახა ბენ­დუ­ქი­ძემ კი და­ჩაგ­რუ­ლის მან­ტია მო­ირ­გო და სტუ­დენ­ტე­ბის დამ­ცვე­ლი გახ­და (სხვა­თა შო­რის, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი წერ­და, რო­გორ ჩა­იგ­დო ბენ­დუ­ქი­ძემ ხელ­ში კა­პი­კე­ბად ყო­ფი­ლი სა­სოფ­ლო ინ­სტი­ტუ­ტის ას მი­ლი­ონ ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა).

თუმ­ცა, რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო - ნათ­ქვა­მია ახალ მთავ­რო­ბა­ზე. თუ სა­კად­რო სა­კი­თხით სე­რი­ო­ზუ­ლად არ და­ინ­ტე­რეს­დნენ და დრო­უ­ლად არ მო­ი­შო­რეს პატ­რონ­გა­მოც­ვლი­ლი ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ხა­ზე­ი­ნის" გუ­ლის მო­სა­გე­ბად ყვე­ლა­ფერ­ზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი, ეს მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლია და კინო წინ ელო­დე­ბათ.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დათვური სამსახური ანუ რა "გაუჩალიჩეს" მარგველაშვილს

დათვური სამსახური ანუ რა "გაუჩალიჩეს" მარგველაშვილს

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გულწრფელად გვეცოდება. კერძოდ, მას ავტორიზაციის საბჭომ სკანდალი და პრობლემა "გაუჩალიჩა", "ნაციონალებს" კი საცხრამეტაპრილოდ საჩუქარი მიართვა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭო აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს განიხილავდა, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ადვილად პროგნოზირებადი იყო. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილი ბრძანდება.

გაუთვითცნობიერებული მკითხველისთვის ავხსნით. ეს კახი ყურაშვილი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისი კომენტარების ნახვა, მოსმენა ან წაკითხვა არჩევნებამდე ხშირად შეგეძლოთ - ყურაშვილი ყოველთვის "აპრავებდა" კომისიის იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა გამოსაძიებლად რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო კომისია შეიქმნა. მარტო სიტყვით არა - სწორედ იურიდიული დეპარტამენტი აძლევდა ვითომდა კანონიერ სახეს ზემოდან დაკვეთილ გადაწყვეტილებებს.

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მარეგულირებელი კომისიის შემადგენლობის გარდა. დამეთანხმებით, რომ ძნელი საქმეა ათი ათას ლარზე მეტი ხელფასის დაკარგვა. ჰოდა, კომისიის წევრებმა მიიღეს ლოგიკური გადაწყვეტილება - ემსახურონ ახალ პატრონს. შესაბამისად, დღეს უკვე კომისია იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც ისინი მიიჩნევენ, ახალი ხელისუფლების ფავორიტი მედიასაშუალებების სასარგებლოდ. ყურაშვილი ამ გადაწყვეტილებებსაც "აპრავებს", რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა.

შესაბამისად, სავარაუდოდ, ამ ტაქტიკით მოქმედებს ყურაშვილი ავტორიზაციის საბჭოში. სხვათა შორის, ზოგადად, როდესაც პატრონისთვის სიამოვნების მინიჭებას მიჩვეული ხარ, გიყალიბდება თვისება - გამოიჩინო ინიციატივა, რათა მაგალითად, ახალმა პატრონმა ყურადღება მოგაქციოს და თავზე ხელი გადაგისვას. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ინიციატივა არ ჯდება ახალი პატრონის ინტერესში.

ავტორიზაციის საბჭომ, ყურაშვილის თამადობით, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი ინიციატივა გამოიჩინა. ალბათ, იცოდნენ, ახალი ხელისუფლებისა და კახა ბედუქიძის "ტკბილი" დამოკიდებულების ამბავი და გადაწყვიტეს, რომ მისი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებით ახალ მმართველებს ასიამოვნებდნენ.

პირიქით მოხდა და ეს კლასიკური დათვური სამსახურია. როგორც ჩანს, მარგველაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო ავტორიზაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს იმითაც დასტურდება, რომ მინისტრს შესაბამისი დოკუმენტის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. კერძოდ, დილით ამტკიცებდა, უნივერსიტეტს ავტორიზაცია კი არ გაუუქმდა, შეუჩერდაო. შემდეგ ეტყობა, სხდომის ოქმს გაეცნო და განაცხადა - დიახ, გაუუქმდა, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს და აგრარულს ხვალვე შეუძლია ავტორიზაციის აღდგენაო. თუმცა რატომღაც მარგველაშვილი ავტორიზაციის საბჭოს ამბრაზურასავით გადაეფარა - ეგენი პროფესიონალები არიან და სამსახურიდან რომ დამეთხოვა, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების პრეცედენტს შევქმნიდიო.

მოკლედ, ამ დათვურმა სამსახურმა ის გამოიწვია, რომ ახალმა ხელისუფლებამ სტუდენტთა პროტესტი მიიღო, კახა ბენდუქიძემ კი დაჩაგრულის მანტია მოირგო და სტუდენტების დამცველი გახდა (სხვათა შორის, თქვენი მონა-მორჩილი წერდა, როგორ ჩაიგდო ბენდუქიძემ ხელში კაპიკებად ყოფილი სასოფლო ინსტიტუტის ას მილიონ ლარად შეფასებული ქონება).

თუმცა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო - ნათქვამია ახალ მთავრობაზე. თუ საკადრო საკითხით სერიოზულად არ დაინტერესდნენ და დროულად არ მოიშორეს პატრონგამოცვლილი ძველი ხელისუფლების ნარჩენები, რომლებიც "ხაზეინის" გულის მოსაგებად ყველაფერზე არიან წამსვლელები, ეს მხოლოდ ჟურნალია და კინო წინ ელოდებათ.

გიორგი კვიტაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"