კახა ბენდუქიძე - "ამ უნივერსიტეტს ერთი მელოტი მსუქანი ხარვეზი აქვს და ეს მე ვარ"

კახა ბენდუქიძე - "ამ უნივერსიტეტს ერთი მელოტი მსუქანი ხარვეზი აქვს და ეს მე ვარ"

ამ უნივერსიტეტს ერთი დიდი, მელოტი მსუქანი ხარვეზი აქვს და ეს მე ვარ, - ამის შესახებ აგრარული უნივერსიტეტის მფლობელმა კახა ბენდუქიძემ სასწავლებელში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნივერსიტეტს არავითარი ხარვეზი არ აქვს და ამასთან დაკავშირებით ყველაფერი მოგონილია.

"ამ უნივერსიტეტს ერთი დიდი, მელოტი მსუქანი ხარვეზი აქვს, ეს მე ვარ ამ უნივერსიტეტის მთავარი ხარვეზი. სხვა ხარვეზები ამ უნივერსიტეტს არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომ განათლების სამინისტრომ შეგვამჩნიოს და რამე გვითხრას. მე ვიცი, რა უნდა გავაუმჯობესო, მაგრამ განათლების სამინისტროს წარმოდგენა არ აქვს, განათლება როგორ უნდა იყოს ორგანიზებული", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

მისივე შეფასებით, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება პირადად მასთან ბრძოლის შედეგია. "უბრალოდ ერთ ადამიანთან ბრძოლას განათლების სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა 2000 ათასი სტუდენტი გადაეყოლებინა. ისე იყვნენ გართულები ჩემი დასჯით, რომ 2000 სტუდენტზე არავინ იფიქრა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

ამასთან, ბრიფინგზე მან იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყდა და ის დროც გაიხსენა, როდესაც "უნივერსიტეტში სამარცხვინო ფაქტები" ხდებოდა. მისი თქმით, ბრძოლა სამართლებრივი გზით გაგრძელდება, რათა დამტკიცდეს, რომ ავტორიზაციის გაუქმება უაზრობა იყო.

ბენდუქიძის განცხადებით, გაგრძელდება ასევე მცდელობა, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა იგივე სპეციალობებზე მიიღოს ავტორიზაცია და აკრედიტაცია, რომ შემდეგ სტუდენტების მეორე უნივერსიტეტში გადაყვანა შესაძლებელი გახდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"