სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძემ სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა
 კახა ბენდუქიძემ სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა

აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მფლო­ბელ­მა კახა ბენ­დუ­ქი­ძემ სტუ­დენ­ტებს ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ბენ­დუ­ქი­ძე სტუ­დენ­ტებს ცოტა ხნის წინ შეხ­ვდა და მათ სი­ტყვით მი­მარ­თა.

რო­გორც კახა ბენ­დუ­ქი­ძემ აღ­ნიშ­ნა, უნდა გაგ­რძელ­დეს ბრძო­ლა, რათა არ შე­იქ­მნას გან­ცდა იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ჩა­ი­ფარ­ცხოს.

"ლა­პა­რა­კი არ არის იმა­ზე, ბენ­დუ­ქი­ძეს აწყე­ნი­ნე­ბენ თუ არა. მე უფრო უა­რე­სი უბე­დუ­რე­ბე­ბი დამ­მარ­თნია და ჩემი წყე­ნი­ნე­ბა არც ისე ად­ვი­ლია. აქ პრობ­ლე­მაა ის, რომ თქვენ სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გექ­ნე­ბათ", - მი­მარ­თა ბენ­დუ­ქი­ძემ სტუ­დენ­ტებს.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა არა თუ შემ­ცირ­დეს, არა­მედ გაძ­ლი­ერ­დეს, რად­გან რო­დე­საც სტუ­დენ­ტე­ბი ქუ­ჩა­ში იდ­გნენ, ამან უკვე შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ბენ­დუ­ქი­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­მარ­ცხვი­ნოა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ცენ­ტრის დას­კვნა უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია არ გა­უქ­მე­ბუ­ლა, არა­მედ შე­ჩე­რე­ბუ­ლია, არის მტკნა­რი სიც­რუე, რად­გან სხდო­მა­ზე კენ­ჭი უყა­რეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას და რო­გორც ასე­თი - შე­ჩე­რე­ბა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს და არ შე­იძ­ლე­ბა.

ბენ­დუ­ქი­ძის თქმით, ასე­ვე ის, რომ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სე­მესტრის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ესეც სიც­რუ­ეა და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის და­სა­წყნა­რებ­ლად, რად­გან რო­დე­საც ავ­ტო­რი­ზა­ცია წყდე­ბა, სწავ­ლა უნდა შე­ჩერ­დეს, თუმ­ცა, ბენ­დუ­ქი­ძე იმა­საც ამ­ბობს, რომ მათ უკვე თავი ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნეს.

მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ გზებს. ასე­ვე, და­ი­წყე­ბა პრო­ცე­დუ­რე­ბი, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი გა­და­იყ­ვა­ნონ თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

კახა ბენ­დუ­ქი­ძეს სტუ­დენ­ტე­ბი ტა­ში­თა და ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ და ასე­ვე ტა­შით გა­ა­ცი­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კახა ბენდუქიძემ სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა

 კახა ბენდუქიძემ სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა

აგრარული უნივერსიტეტის მფლობელმა კახა ბენდუქიძემ სტუდენტებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ბენდუქიძე სტუდენტებს ცოტა ხნის წინ შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

როგორც კახა ბენდუქიძემ აღნიშნა, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რათა არ შეიქმნას განცდა იმისა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და შეიძლება რაღაც ჩაიფარცხოს.

"ლაპარაკი არ არის იმაზე, ბენდუქიძეს აწყენინებენ თუ არა. მე უფრო უარესი უბედურებები დამმართნია და ჩემი წყენინება არც ისე ადვილია. აქ პრობლემაა ის, რომ თქვენ სწავლის საშუალება არ გექნებათ", - მიმართა ბენდუქიძემ სტუდენტებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების აქტიურობა არა თუ შემცირდეს, არამედ გაძლიერდეს, რადგან როდესაც სტუდენტები ქუჩაში იდგნენ, ამან უკვე შედეგი გამოიღო. ბენდუქიძის შეფასებით, სამარცხვინოა ავტორიზაციის ცენტრის დასკვნა უნივერსიტეტთან დაკავშირებით. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ავტორიზაცია არ გაუქმებულა, არამედ შეჩერებულია, არის მტკნარი სიცრუე, რადგან სხდომაზე კენჭი უყარეს ავტორიზაციის გაუქმებას და როგორც ასეთი - შეჩერება საერთოდ არ არსებობს და არ შეიძლება.

ბენდუქიძის თქმით, ასევე ის, რომ სწავლის გაგრძელება სემესტრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი, ესეც სიცრუეა და არ შეესაბამება კანონმდებლობას და ასეთი განცხადებები კეთდება მხოლოდ სტუდენტების დასაწყნარებლად, რადგან როდესაც ავტორიზაცია წყდება, სწავლა უნდა შეჩერდეს, თუმცა, ბენდუქიძე იმასაც ამბობს, რომ მათ უკვე თავი ჩიხში შეიყვანეს.

მისივე თქმით, ისინი მიმართავენ ყველანაირ სამართლებრივ გზებს. ასევე, დაიწყება პროცედურები, რათა საჭიროების შემთხვევაში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გადაიყვანონ თავისუფალ უნივერსიტეტში.

კახა ბენდუქიძეს სტუდენტები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ და ასევე ტაშით გააცილეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"