საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ამოწურვის შესაძლებლობა არ მიეცემათ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ამოწურვის შესაძლებლობა არ მიეცემათ

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას, მი­ე­ცეთ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ამო­წურ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბას გა­და­ხა­ლი­სე­ბას სჭირ­დე­ბა, რის გა­მოც კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან ორი კვი­რის ვა­და­ში შე­იც­ვლე­ბი­ან.

"რა თქმა უნდა, ისი­ნი უნდა შე­იც­ვა­ლონ და იყ­ვნენ არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის, თუ მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუ­სის მიერ, ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაც­ვით. სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მალე უნდა ჰყავ­დეს იუს­ტი­ცი­ის ახა­ლი უმაღ­ლე­სი საბ­ჭო, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი და ეყო­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან მო­სა­მარ­თლე­თა და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის მიერ რჩე­უ­ლი. პარ­ლა­მენტს მივ­ცემთ ორ­კვი­რი­ან ვა­დას, თა­ვი­დან აირ­ჩი­ოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა. უნდა მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს, ძა­ლი­ან მალე ახა­ლი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო ეყო­ლე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და თეა წუ­ლი­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს რე­ფორ­მას ყვე­ლა ძი­რი­თად ას­პექ­ტში იწო­ნებს, რი­თაც ის რე­ფორ­მას მწვა­ნე შუქს უნ­თებს.

"ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ მო­ი­წო­ნა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ პრე­ზი­დენტს არ ჰყავ­დეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ასე­ვე, მო­ი­წო­ნა ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში არ ის­ხდნენ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი. ამ მხრივ გვაქვს ცალ­სა­ხა დას­კვნა და მო­ვახ­დენთ იმას, რა­საც დავ­პირ­დით ჩვენს ამომ­რჩევ­ლებს – იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი და გახ­დე­ბა ნე­იტ­რა­ლუ­რი ორ­გა­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რებს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტორს შე­თა­ვა­ზე­ბაა, 8 მო­სა­მარ­თლის გა­და­ხა­ლი­სე­ბა და მისი თა­ვი­დან არ­ჩე­ვა მოხ­დეს ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაც­ვით, რაც ასე­ვე მო­წო­ნე­ბუ­ლია. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში მო­სა­მარ­თლე­ებს არ უნდა წარ­მად­გენ­დნენ მო­სა­მარ­თლე­თა მხო­ლოდ ერთი ჯგუ­ფი. დღეს გვაქვს სი­ტუ­ა­ცია, როცა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მო­სა­მარ­თლე­თა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ კორ­პუსს წარ­მო­ად­გენს მო­სა­მარ­თლე­თა ერთი ჯგუ­ფი – თავ­მჯდო­მა­რე, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 8 მო­სა­მარ­თლე წევ­რი­დან ერ­თა­დერ­თი წევ­რი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ახალ კრი­ტე­რი­უ­მებს, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა წევ­რი არის არ­ჩე­უ­ლი იმ მე­თო­დით და კრი­ტე­რი­უ­მით, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ მო­წო­ნე­ბულ ჩვენს რე­ფორ­მას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ აგ­ვინ­თეს მწვა­ნე შუქი, რათა და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ ევ­რო­პულ სტან­დარტს", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა, რო­მელ­მაც იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ პარ­ლა­მენ­ტი სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს მო­მა­ვალ კვი­რა­ში გა­ნი­ხი­ლავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ამოწურვის შესაძლებლობა არ მიეცემათ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ამოწურვის შესაძლებლობა არ მიეცემათ

საქართველოს მთავრობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, მიეცეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ამოწურვის შესაძლებლობა, არ გაითვალისწინებს.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას გადახალისებას სჭირდება, რის გამოც კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში შეიცვლებიან.

"რა თქმა უნდა, ისინი უნდა შეიცვალონ და იყვნენ არჩეული პარლამენტის, თუ მოსამართლეთა კორპუსის მიერ, ახალი კრიტერიუმების დაცვით. საქართველოს ძალიან მალე უნდა ჰყავდეს იუსტიციის ახალი უმაღლესი საბჭო, რომელიც იქნება დეპოლიტიზებული და ეყოლება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მოსამართლეთა დანარჩენი ნაწილის მიერ რჩეული. პარლამენტს მივცემთ ორკვირიან ვადას, თავიდან აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. უნდა მივულოცო საქართველოს, ძალიან მალე ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყოლება", - განუცხადა თეა წულიკიანმა ჟურნალისტებს.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს რეფორმას ყველა ძირითად ასპექტში იწონებს, რითაც ის რეფორმას მწვანე შუქს უნთებს.

"ვენეციის კომისიამ მოიწონა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება, რომ პრეზიდენტს არ ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წარმომადგენელი. ასევე, მოიწონა ჩვენი შეთავაზება, რომ იუსტიციის საბჭოში არ ისხდნენ პარლამენტარები. ამ მხრივ გვაქვს ცალსახა დასკვნა და მოვახდენთ იმას, რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება ბოლომდე დეპოლიტიზებული და გახდება ნეიტრალური ორგანო. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებს, იუსტიციის სამინისტორს შეთავაზებაა, 8 მოსამართლის გადახალისება და მისი თავიდან არჩევა მოხდეს ახალი კრიტერიუმების დაცვით, რაც ასევე მოწონებულია. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს არ უნდა წარმადგენდნენ მოსამართლეთა მხოლოდ ერთი ჯგუფი. დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა რამდენიმე ასეულ კორპუსს წარმოადგენს მოსამართლეთა ერთი ჯგუფი – თავმჯდომარე, მოსამართლეები. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი შემადგენლობაში 8 მოსამართლე წევრიდან ერთადერთი წევრი აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს, დანარჩენი ყველა წევრი არის არჩეული იმ მეთოდით და კრიტერიუმით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ ჩვენს რეფორმას. აქედან გამომდინარე, ჩვენ აგვინთეს მწვანე შუქი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს", - აღნიშნა წულუკიანმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირაში განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა