მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირვალიძე: "ეს სტატია ყველა ფერმერმა ყურადღებით წაიკითხოს"
დავით კირვალიძე: "ეს სტატია ყველა ფერმერმა ყურადღებით წაიკითხოს"

რამ­დე­ნი­მე დღეა, ყა­ვარ­ჯნით და­დის, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე უქმე დღეს, 8 მარტს სამ­სა­ხურ­ში დამ­ხვდა (და თა­ი­გუ­ლით ქალ­თა დღეც მო­მი­ლო­ცა). სა­ნამ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე ლა­პა­რაკს შე­ვუდ­გე­ბო­დით, მი­ნის­ტრის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი და იმ კო­ლე­გებ­ზეც ვკი­თხე, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის ბოლო სხდო­მა­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­მო­ცხად­დნენ:

- 6 წლი­დან ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ. ახ­ლაც კვი­რა­ში ორ­ჯერ საათ-ნა­ხე­ვა­რი ვვარ­ჯი­შობ და კუნ­თი და­ვი­ზი­ა­ნე. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კო­ლე­გებს, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრ კოტე სურ­გუ­ლა­ძეს მკლა­ვი აქვს ამო­ვარ­დნი­ლი და უკვე მე­ო­რე კვი­რაა, მკლავ­შეხ­ვე­უ­ლი და­დის, დევ­ნილ­თა მი­ნის­ტრ და­ვით და­რახვე­ლი­ძეს თვალ­ზე თრომ­ბი აქვს, კახი კა­ლა­ძე კი სნო­უ­ბორ­დი­დან გად­მო­ვარ­და.

- იმე­დია, ყვე­ლა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით. რო­გორც ვიცი, 14 თე­ბერ­ვალს სა­გა­ზა­ფხუ­ლო ხვნა და­ი­წყო. რო­გორ მი­დის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი?

- თოვლმა და ხშირ­მა წვი­მამ რამ­დე­ნი­მე დღით შეგ­ვა­ფერ­ხა, მაგ­რამ ხვნა უკვე გა­ნახ­ლდა. პა­რა­ლე­ლუ­რად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თებს ვა­რი­გებთ.

ეს ბა­რა­თე­ბი ორი სა­ხი­საა, ნო­მი­ნა­ლუ­რი და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი. ჯერ კომ­ბი­ნი­რე­ბულს ვა­რი­გებთ, რო­მელ­საც მი­ი­ღებს 610 ათა­სი კაცი, რო­მე­ლიც 0,25 და 1,25 ჰა მი­წას ფლობს. ამ ბა­რა­თით გლე­ხებს შე­უძ­ლი­ათ ნი­ა­და­გის და­მუ­შა­ვე­ბის - ხვნი­სა და გა­ფხვი­ე­რე­ბის (და­დის­კვის) სერ­ვი­სი მი­ი­ღონ. ერთ ჰექ­ტარ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თი 510 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი გა­მო­დის. 1 ჰა-ზე ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ 300 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენტ ნო­მი­ნა­ლურ ბა­რათს ნედ­ლე­უ­ლი­სა და ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ძე­ნად სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნედ­ლე­უ­ლით მო­ვაჭ­რე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში. ვი­საც აქვს 0,25 ჰა-ზე ნაკ­ლე­ბი მიწა, სა­დაც ტექ­ნი­კა ვერ შე­დის, 100 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბი და­უ­რიგ­დე­ბათ ნედ­ლე­უ­ლის შე­სა­ძე­ნად.

მარ­ტო სა­გა­ზა­ფხუ­ლო ხვნის პროგ­რა­მა 200 მლნ ლა­რამ­დე დაჯ­დე­ბა და 640 ათას კაცს მო­ი­ცავს. ამ პროგ­რა­მას პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მნი­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი აფი­ნან­სებს, სა­დაც თან­ხის ნა­წი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის­გან შე­მო­ვი­და, ნა­წი­ლი კი - ფონდ "ქარ­თუს­გან". ამ ყვე­ლა­ფერს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ა­გენ­ტო უდ­გას სა­თა­ვე­ში.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­კონ­კრე­ტოთ, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში რო­მელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გა­და­რი­ცხეს თან­ხე­ბი?

- მიმ­დი­ნა­რე კვი­რას ხელი მო­ე­წე­რე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს, რო­მელ­საც ხელს მო­ა­წე­რენ ის ბან­კე­ბი და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ვინც ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს და მათი ვი­ნა­ო­ბაც გა­მო­ცხად­დე­ბა.

- რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­დეთ, რომ თქვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი 0%-იან სესხს გაძ­ლევ­დნენ, ეს ბევ­რმა არ და­ი­ჯე­რა.

- ეს არის სუბ­სი­დი­რე­ბის გა­რე­შე აგე­ბუ­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც გან­ვა­დე­ბის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. ამ სქე­მით გა­ი­ცე­მა მცი­რე ზო­მის სეს­ხე­ბი, 5 ათას ლა­რამ­დე. ეს არის 6-თვი­ა­ნი სა­სა­ქონ­ლო უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბა მათ­თვის, ვი­საც 5 ათას ლა­რამ­დე თან­ხა უნდა სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის­თვის ნედ­ლე­უ­ლის (ინ­ვენ­ტა­რის, სა­თეს­ლე მა­სა­ლის, მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის) შე­სა­ძე­ნად. ვინც ამ სესხს გა­ა­ფორ­მებს, ფულს არ აი­ღებს, ისი­ნი პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მა­ღა­ზი­ა­ში აარ­ჩე­ვენ შე­სას­ყიდ პა­კეტს და 6 თვის თავ­ზე და­აბ­რუ­ნე­ბენ მის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტურ თან­ხას. მა­ღა­ზი­ა­ში მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა და იქვე გა­უ­ფორ­მე­ბენ მსურ­ველს უპ­რო­ცენ­ტო სა­სა­ქონ­ლო გან­ვა­დე­ბას.

გლე­ხებ­სა და ფერ­მე­რებს ასე­ვე შევ­თა­ვა­ზებთ 5-დან 100 ათას ლა­რამ­დე სა­ო­პე­რა­ციო სესხს ნედ­ლე­უ­ლის შე­სას­ყი­დად. ვი­საც მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა აქვს, შე­უძ­ლია ორ­წლი­ა­ნი სეს­ხი აი­ღოს და შე­ი­ძი­ნოს მაკე სა­ქო­ნე­ლი, მეკ­ვერ­ცხუ­ლი ქა­თა­მი ან ღო­რე­ბი. ასე­თი სეს­ხის აღე­ბის დროს მიწა ბან­კში იდე­ბა, მაგ­რამ თუ ბან­კი ითხოვს, ხდე­ბა მე­ო­რა­დი გა­რან­ტია და ფონ­დი ახ­დენს 1/3-ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ეს სეს­ხი არ უნდა იყოს 17%-ზე მეტი, მაგ­რამ ფონდს ეს პრო­ცენ­ტი 8%-მდე ჩა­მოჰ­ყავს.

- გარ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი სეს­ხე­ბი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო, რომ მი­ნი­მუმ 60 გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო აშენ­დე­ბო­და.

- მა­გა­ლი­თად, ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 სა­საკ­ლა­ოს ჰქონ­და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა, ახლა 45-ზე მეტი მუ­შა­ობს და კი­დევ მეტი გვჭირ­დე­ბა. გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოს ასა­შე­ნებ­ლად მსურ­ველს შე­უძ­ლია სეს­ხად აი­ღოს 1 მლნ ლა­რამ­დე (უფრო მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­ექ­ტებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს). ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი, 5-7-წლი­ა­ნი მაქ­სი­მუმ 15%-იანი სეს­ხი. თუ 15%-იანი სეს­ხი დამ­ტკიც­და, ფონ­დი შე­დის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა­ში და ეს პრო­ცენ­ტი 3%-მდე ჩა­მოჰ­ყავს. ამით მსურ­ვე­ლი იღებს იაფ, გრძელ­ვა­დი­ან რე­სურსს, მაგ­რამ სეს­ხი გა­ი­ცე­მა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სო­რი­ენ­ტი­რე­ბულ და მდგრად პრო­ექ­ტებ­ზე. ისე არ იქ­ნე­ბა, მა­გა­რი იდეა მაქვს და ფული მო­მე­ციო. ამ პრო­ექ­ტებ­მა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გრძელ­ვა­დი­ან გან­ვი­თა­რე­ბას უნდა და­უ­დოს სა­ფუძ­ვე­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დავით კირვალიძე: "ეს სტატია ყველა ფერმერმა ყურადღებით წაიკითხოს"

დავით კირვალიძე: "ეს სტატია ყველა ფერმერმა ყურადღებით წაიკითხოს"

რამდენიმე დღეა, ყავარჯნით დადის, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე უქმე დღეს, 8 მარტს სამსახურში დამხვდა (და თაიგულით ქალთა დღეც მომილოცა). სანამ სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკს შევუდგებოდით, მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და იმ კოლეგებზეც ვკითხე, რომლებიც მთავრობის ბოლო სხდომაზე დაზიანებებით გამოცხადდნენ:

- 6 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ. ახლაც კვირაში ორჯერ საათ-ნახევარი ვვარჯიშობ და კუნთი დავიზიანე. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, რეინტეგრაციის მინისტრ კოტე სურგულაძეს მკლავი აქვს ამოვარდნილი და უკვე მეორე კვირაა, მკლავშეხვეული დადის, დევნილთა მინისტრ დავით დარახველიძეს თვალზე თრომბი აქვს, კახი კალაძე კი სნოუბორდიდან გადმოვარდა.

- იმედია, ყველანი გამოჯანმრთელდებით. როგორც ვიცი, 14 თებერვალს საგაზაფხულო ხვნა დაიწყო. როგორ მიდის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები?

- თოვლმა და ხშირმა წვიმამ რამდენიმე დღით შეგვაფერხა, მაგრამ ხვნა უკვე განახლდა. პარალელურად დასავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ვარიგებთ.

ეს ბარათები ორი სახისაა, ნომინალური და კომბინირებული. ჯერ კომბინირებულს ვარიგებთ, რომელსაც მიიღებს 610 ათასი კაცი, რომელიც 0,25 და 1,25 ჰა მიწას ფლობს. ამ ბარათით გლეხებს შეუძლიათ ნიადაგის დამუშავების - ხვნისა და გაფხვიერების (დადისკვის) სერვისი მიიღონ. ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით სასოფლო-სამეურნეო ბარათი 510 ლარის ეკვივალენტი გამოდის. 1 ჰა-ზე ასევე მიიღებენ 300 ლარის ეკვივალენტ ნომინალურ ბარათს ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით მოვაჭრე დარეგისტრირებულ მაღაზიაში. ვისაც აქვს 0,25 ჰა-ზე ნაკლები მიწა, სადაც ტექნიკა ვერ შედის, 100 ლარის ეკვივალენტი უნიფიცირებული ბარათები დაურიგდებათ ნედლეულის შესაძენად.

მარტო საგაზაფხულო ხვნის პროგრამა 200 მლნ ლარამდე დაჯდება და 640 ათას კაცს მოიცავს. ამ პროგრამას პრემიერის ინიციატივით შექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, სადაც თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდისგან შემოვიდა, ნაწილი კი - ფონდ "ქართუსგან". ამ ყველაფერს სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების სააგენტო უდგას სათავეში.

- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, საქველმოქმედო ფონდში რომელმა კომპანიებმა გადარიცხეს თანხები?

- მიმდინარე კვირას ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ხელს მოაწერენ ის ბანკები და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ვინც ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და მათი ვინაობაც გამოცხადდება.

- როდესაც გამოაცხადეთ, რომ თქვენი პარტნიორები 0%-იან სესხს გაძლევდნენ, ეს ბევრმა არ დაიჯერა.

- ეს არის სუბსიდირების გარეშე აგებული სქემა, რომელიც განვადების პრინციპს ეფუძნება. ამ სქემით გაიცემა მცირე ზომის სესხები, 5 ათას ლარამდე. ეს არის 6-თვიანი სასაქონლო უპროცენტო განვადება მათთვის, ვისაც 5 ათას ლარამდე თანხა უნდა საკუთარი წარმოებისთვის ნედლეულის (ინვენტარის, სათესლე მასალის, მცენარეთა დაცვის საშუალებების) შესაძენად. ვინც ამ სესხს გააფორმებს, ფულს არ აიღებს, ისინი პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში აარჩევენ შესასყიდ პაკეტს და 6 თვის თავზე დააბრუნებენ მის ეკვივალენტურ თანხას. მაღაზიაში მიკროსაფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელი იქნება და იქვე გაუფორმებენ მსურველს უპროცენტო სასაქონლო განვადებას.

გლეხებსა და ფერმერებს ასევე შევთავაზებთ 5-დან 100 ათას ლარამდე საოპერაციო სესხს ნედლეულის შესასყიდად. ვისაც მეცხოველეობის ფერმა აქვს, შეუძლია ორწლიანი სესხი აიღოს და შეიძინოს მაკე საქონელი, მეკვერცხული ქათამი ან ღორები. ასეთი სესხის აღების დროს მიწა ბანკში იდება, მაგრამ თუ ბანკი ითხოვს, ხდება მეორადი გარანტია და ფონდი ახდენს 1/3-ის უზრუნველყოფას. ეს სესხი არ უნდა იყოს 17%-ზე მეტი, მაგრამ ფონდს ეს პროცენტი 8%-მდე ჩამოჰყავს.

- გარდა ხელმისაწვდომი სესხებისა, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მინიმუმ 60 გადამამუშავებელი საწარმო აშენდებოდა.

- მაგალითად, ადრე საქართველოში 2 სასაკლაოს ჰქონდა მუშაობის უფლება, ახლა 45-ზე მეტი მუშაობს და კიდევ მეტი გვჭირდება. გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად მსურველს შეუძლია სესხად აიღოს 1 მლნ ლარამდე (უფრო მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროექტებს საინვესტიციო ფონდი განახორციელებს). ეს არის გრძელვადიანი, 5-7-წლიანი მაქსიმუმ 15%-იანი სესხი. თუ 15%-იანი სესხი დამტკიცდა, ფონდი შედის თანადაფინანსებაში და ეს პროცენტი 3%-მდე ჩამოჰყავს. ამით მსურველი იღებს იაფ, გრძელვადიან რესურსს, მაგრამ სესხი გაიცემა მხოლოდ ბიზნესორიენტირებულ და მდგრად პროექტებზე. ისე არ იქნება, მაგარი იდეა მაქვს და ფული მომეციო. ამ პროექტებმა სოფლის მეურნეობის გრძელვადიან განვითარებას უნდა დაუდოს საფუძველი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა