14 მარტს ლეგენდარული ესპანელი მომღერალი ხულიო იგლესიასი რუსეთში კონცერტს გამართავს. ამასთან დაკავშირებით ვარსკვლავმა რადიოსადგურ Monte-Carlo-ს ექსკლუზიური სატელეფონო ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ჯასტინ ბიბერთან დუეტს ჩაწერს.
"ყველა სიმღერის ახალი ვერსია ჩავწერე, გარდა კარგად ცნობილი დუეტებისა, რომელთა მოსმენა მხოლოდ ფირფიტაზე შეიძლება. შემომთავაზეს ჯასტინ ბიბერთან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან დუეტის ჩაწერა, არ ვიცი აქედან რა გამოვა", - აღნიშნა იგლესიასმა.
მომღერალმა ახლახან გამოუშვა ჰიტების კრებული Numero 1 და ახლა მსოფლიო ტურნეს მართავს. ინტერვიუს დროს ვარსკვლავმა თანამედროვე მუსიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"მიმაჩნია, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისკენ ხდება! არ მივეკუთვნები ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც წარსულით ცხროვრობენ. დარეგისტრირებული ვარ facebook-ზეც და twitter-ზეც, მაგრამ ამ სოციალურ ქსელებს მაინც სკეპტიკურად ვუყურებ", - აღნიშნა ხულიომ.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.