სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება "ნაციონალების" გადასარჩენი ხავსი
"თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება "ნაციონალების" გადასარჩენი ხავსი

აბა­შა­ში პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რედ მურ­თაზ ქვი­ლი­თა­ია და­ი­ნიშ­ნა. ამ ფაქ­ტმა დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია აბა­შის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილ­ში. ქვი­ლი­თა­ია საკ­რე­ბუ­ლო­ში ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეც არის. ის ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში, პარ­ტი­ის სა­თაო ოფის­ში გა­წევ­რი­ან­და და ამას­თან, ფრაქ­ცი­ის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლას გეგ­მავს. ფრაქ­ცი­ის ახა­ლი სა­ხე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტე­ბი" იქ­ნე­ბა.

აბა­შა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ყო­ფი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან კომ­პლექტდე­ბა, მურ­თაზ ქვი­ლი­თა­ია უარ­ყოფს.

"ჯერ ერთი რომ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა და მე­ო­რეც, აბა­შა პა­ტა­რა რა­ი­ო­ნია და არა­ფე­რი და­ი­მა­ლე­ბა. ყვე­ლა ნა­ხავს, ვინ იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის წევ­რი. გამ­გებ­ლის არ­ჩე­ვა რომ იყო, ჩვე­ნი ფრაქ­ცია იმ სხდო­მა­ზეც წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და და დღე­საც წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არც საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მებს ვეს­წრე­ბო­დით, მაგ­რამ ახლა პარ­ტი­ი­დან გვაქვს მი­თი­თე­ბა, რომ სხდო­მებს და­ვეს­წროთ და მე­დი­ას­თა­ნაც ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ. ასე რომ, შე­მიძ­ლია და­ვარ­წმუ­ნო ყვე­ლა, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" არ იქ­ნე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნი ხავ­სი", - აცხა­დებს ქვი­ლი­თა­ია.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება "ნაციონალების" გადასარჩენი ხავსი

"თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება "ნაციონალების" გადასარჩენი ხავსი

აბაშაში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომლის თავმჯდომარედ მურთაზ ქვილითაია დაინიშნა. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია აბაშის საზოგადოების ერთ ნაწილში. ქვილითაია საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც არის. ის ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, პარტიის სათაო ოფისში გაწევრიანდა და ამასთან, ფრაქციისთვის სახელის შეცვლას გეგმავს. ფრაქციის ახალი სახელი "ქართული ოცნება-დემოკრატები" იქნება.  

აბაშაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ყოფილი ნაციონალებისგან კომპლექტდება, მურთაზ ქვილითაია უარყოფს.

"ჯერ ერთი რომ გაწევრიანება არ დაწყებულა და მეორეც, აბაშა პატარა რაიონია და არაფერი დაიმალება. ყველა ნახავს, ვინ იქნება პარტიის წევრი. გამგებლის არჩევა რომ იყო, ჩვენი ფრაქცია იმ სხდომაზეც წინააღმდეგი წავიდა და დღესაც წინააღმდეგი ვართ. პროტესტის ნიშნად არც საკრებულოს სხდომებს ვესწრებოდით, მაგრამ ახლა პარტიიდან გვაქვს მითითება, რომ სხდომებს დავესწროთ და მედიასთანაც ვითანამშრომლოთ. ასე რომ, შემიძლია დავარწმუნო ყველა, "თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება ნაციონალების გადასარჩენი ხავსი", - აცხადებს ქვილითაია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა