პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძე - "აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით"
კახა ბენდუქიძე - "აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით"

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძე აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მეს. მო­ვე­კი­დოთ გა­გე­ბით", - წერს ბენ­დუ­ქი­ძე.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია 12 მარტს შე­უ­ჩერ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნის გან­ხილ­ვის შემ­დეგ საბ­ჭოს წევ­რებ­მა ღია კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად და­ამ­ტკი­ცეს.

რო­გორც საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კახი ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­მოჩ­ნილ სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით საბ­ჭოს წევ­რე­ბის აზრი ერ­თგვა­რო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, რიგ ჩა­მო­ნათ­ვალ­ზე და­ფიქ­სირ­და ერობ­ლი­ვი პო­ზი­ცია და ისი­ნი არ ჩა­ით­ვა­ლა არ­სე­ბით დარ­ღვე­ვე­ბად, ხოლო რიგ სა­კი­თხებ­ზე იყო ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და უხეშ დარ­ღვე­ვებს.

ძი­რი­თად დარ­ღვე­ვებს შო­რის და­სა­ხელ­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი, კერ­ძოდ, ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­ნიშ­ნა მხო­ლოდ მიწ­ვე­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი და დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ბა­თილ­და პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვის სა­კონ­კურ­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

მო­რიგ არ­სე­ბით დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­ქო­ნა, ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სტუ­დენ­ტთა სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტის, შე­ჩე­რე­ბი­სა და შეც­ვლის სა­კი­თხებ­ზე. დარ­ღვე­ვებს შო­რის ასე­ვე და­სა­ხელ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ-გვერ­დზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

რო­გორც კახი ყუ­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, მომ­დევ­ნო სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სას­წავ­ლებ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ას­წო­როს და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ ხე­ლა­ხა­ლი გა­ნა­ცხა­დი წა­რად­გი­ნოს.

ამას­თან, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და პროგ­რე­სუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ხურ­ვას ცდი­ლობს. ამით დარ­ტყმას აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს.

სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უსა­მარ­თლოა ყვე­ლას­თვის, ვი­საც ობი­ექ­ტუ­რო­ბის ნა­ტა­მა­ლი მა­ინც შერ­ჩე­ნია.

მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, გა­და­ხე­დოს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

კახა ბენდუქიძე - "აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით"

კახა ბენდუქიძე - "აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით"

"თავისუფლების უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მოვეკიდოთ გაგებით", - წერს ბენდუქიძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილმა განაცხადა, აღმოჩნილ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა, რიგ ჩამონათვალზე დაფიქსირდა ერობლივი პოზიცია და ისინი არ ჩაითვალა არსებით დარღვევებად, ხოლო რიგ საკითხებზე იყო ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.

ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტში დაინიშნა მხოლოდ მიწვეული პერსონალი და დირექტორის გადაწყვეტილებით, გაბათილდა პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები.

მორიგ არსებით დარღვევად ჩაითვალა სავალდებულო ლიტერატურის არქონა, ასევე, განათლების აღიარების წესთან დაკავშირებით არსებული დარღვევები. კერძოდ, საუბარია სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და შეცვლის საკითხებზე. დარღვევებს შორის ასევე დასახელდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც კახი ყურაშვილმა აღნიშნა, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა, აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს.

ამასთან, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

"ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.

სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია.

მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს