კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა "ერისიონის" ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს რუსი მუსიკოსის, იური ბაშმეტის მაგალითის მიბაძვას ურჩევს.
"დღეს ბაშმეტს, რომელსაც დარბაზში დაუსტვინეს, უთქვამს კონცერტის შემდეგ "მივიღე პა ზასლუგამო" და კონცერტის შემდგომ ვახშამ-ბანკეტზეც აღარ წასულა. ანუ აღიარა, რომ მიჰქარა. და ეს კარგი მაგალითია სხვებისთვის. ამას ჭკუასელს ვერ ათქმევინებ ვერაფრით", - წერს "ფეისბუქზე" ნიკა რურუა.
გუშინ კონსერვატორიის დიდ დარბაზში რუსეთის სახალხო არტისტმა იური ბაშმეტმა კონცერტი გამართა. საქველმოქმედო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" მხარდასაჭერად ჩატარდა.
იური ბაშმეტი 24 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამოცი წლისთავთან დაკავშირებით "მამულის წინაშე დამსახურების" IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც ცნობილია, ბაშმეტი თავის კამერულ ანსამბლთან ერთად ("მოსკოვის სოლისტები") 2012 წლის დასაწყისში აფხაზეთში იმყოფებოდა და სოხუმში თავის შვილთან ერთად კონცერტიც გამართა, რის შემდეგაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდა. იგი 2011 წელს ედუარდ კოკოითთან ერთად 2011 წელს სოჭში გამართულ "ოსეთის კულტურის დღეებშიც" მონაწილეობდა.
ასევე იხილეთ: