პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - "თუ უფლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულით ვიცხოვრებთ, საქართველო დამშვიდდება"
ილია მეორე - "თუ უფლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულით ვიცხოვრებთ, საქართველო დამშვიდდება"

თუ ჩვენ უფ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ცხოვ­რებთ, სა­ქარ­თვე­ლო დამ­შვიდ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე ბრძა­ნა . სა­მე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­სათ­ვის პა­რაკ­ლი­სი სრულ­დე­ბა.

პა­რაკ­ლისს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მღვდელმთავ­რებ­თან და მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად ას­რუ­ლებს. უწ­მინ­დეს­მა პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს მცი­რე ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა.

"ჩვენ შევ­თხოვთ უფალს, რომ შე­ის­მი­ნოს ჩვე­ნი ლოც­ვა და აკურ­თხოს სა­ქარ­თვე­ლო მშვი­დო­ბით, სი­ხა­რუ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით. მოგ­ვმად­ლოს ჩვენ მად­ლი სუ­ლი­სა წმინ­დი­სა, რო­მე­ლიც არის უძ­ლურ­თა მკურ­ნა­ლი და ნაკ­ლუ­ლე­ვან­თა აღ­მავ­სე­ბე­ლი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა ქა­და­გე­ბი­სას.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ამ პა­რაკ­ლი­სით მრევ­ლი შეს­თხოვს უფალს, რომ "მო­ი­ღოს წყა­ლო­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბამ, შეგ­ვინ­დოს ყო­ვე­ლი ცოდ­ვა ნებ­სით­ნი და უნებ­ლი­ეთ­ნი, რათა ჩვენ ვიგ­რძნოთ ჩვე­ნი და­ცე­მა, რო­გორც ამას ამ­ბობს ღირ­სი მამა - "ჰე უფა­ლო მომ­მად­ლე მე გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა".

"თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა სი­ნა­ნუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა მტკი­ცე სარ­წმუ­ნო­ე­ბა, თუ ჩვენ სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ცხოვ­რებთ უფ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლო დამ­შვიდ­დე­ბა. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყო­ველ­დღე შეს­რულ­დეს პა­რაკ­ლი­სი წი­ნა­შე ღვთი­სა. შევ­თხოვთ უფალს, დამ­შვიდ­დეს მსოფ­ლიო, დამ­შვიდ­დეს სა­ქარ­თვე­ლო. უფალ­მა და­ნერ­გოს სიყ­ვა­რუ­ლი თქვენს შო­რის. უფალ­მა ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს, უფალ­მა აკურ­თხოს და მის­ცეს მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, მად­ლი, სუ­ფევ­დეს ჩვენს შო­რის და სა­ქარ­თვე­ლო­ზე", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა ქა­და­გე­ბი­სას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ილია მეორე - "თუ უფლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულით ვიცხოვრებთ, საქართველო დამშვიდდება"

ილია მეორე - "თუ უფლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულით ვიცხოვრებთ, საქართველო დამშვიდდება"

თუ ჩვენ უფლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულით ვიცხოვრებთ, საქართველო დამშვიდდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ბრძანა . სამებაში საქართველოს მშვიდობისათვის პარაკლისი სრულდება.

პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა.

"ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა და აკურთხოს საქართველო მშვიდობით, სიხარულით, სიყვარულით. მოგვმადლოს ჩვენ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ პარაკლისით მრევლი შესთხოვს უფალს, რომ "მოიღოს წყალობა ყოვლადწმინდა სამებამ, შეგვინდოს ყოველი ცოდვა ნებსითნი და უნებლიეთნი, რათა ჩვენ ვიგრძნოთ ჩვენი დაცემა, როგორც ამას ამბობს ღირსი მამა - "ჰე უფალო მომმადლე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა".

"თუ ჩვენ გვექნება სინანული და სიყვარული, თუ ჩვენ გვექნება მტკიცე სარწმუნოება, თუ ჩვენ სიყვარულით ვიცხოვრებთ უფლისა და სამშობლოს მიმართ, საქართველო დამშვიდდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველდღე შესრულდეს პარაკლისი წინაშე ღვთისა. შევთხოვთ უფალს, დამშვიდდეს მსოფლიო, დამშვიდდეს საქართველო. უფალმა დანერგოს სიყვარული თქვენს შორის. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს და მისცეს მშვიდობა და სიყვარული, მადლი, სუფევდეს ჩვენს შორის და საქართველოზე", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"