მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერისიონმა" კრემლში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 12 000 დოლარი მიიღო
"ერისიონმა" კრემლში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 12 000 დოლარი მიიღო

ან­სამ­ბლმა "ერი­სი­ონ­მა" კრემლში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 12 000 დო­ლა­რი აიღო, - ამის შე­სა­ხებ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თულ მხა­რეს "ერი­სი­ო­ნის" ტურ­ნე არ და­უ­ფი­ნან­სე­ბია. ჭკუ­ა­სე­ლის გან­მარ­ტე­ბით, 2003 წლის შემ­დეგ მისი ან­სამ­ბლის და­ფი­ნან­სე­ბა ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლე­ბის.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, იღებ­და თუ არა "ერი­სი­ო­ნი" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან და­ფი­ნან­სე­ბას, ჭკუ­ა­სელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პი­რა­დად ის უკვე მე­სა­მე წე­ლია იღებს ხელ­ფასს, თუმ­ცა, ან­სამ­ბლის სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ხელ­ფასს არ იღე­ბენ.

ჭკუ­ა­სელ­მა კრემლში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. "კრემლში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ზე­ი­მი და არა "ერი­სი­ო­ნის" ზე­ი­მი. სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ამ­დენს ვლა­პა­რა­კობთ და მე­ა­სედ­საც არ ვამ­ბობ, რაც იქ ხდე­ბო­და. დღეს სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს. დამ­სწრე­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ორი სა­ა­თი სა­მო­თხე­ში ვი­ყა­ვი­თო", - გა­ნა­ცხა­და ჭკუ­ა­სელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კრემლში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა მას უხერ­ხუ­ლო­ბას არ უქ­მნი­და, რად­გან ისი­ნი არ ჩა­სუ­ლან პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი კი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. "ჩვენ ვართ გა­მიჯ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის­გან და ვართ მსა­ხი­ო­ბე­ბი. მე ვიცი, რომ ხალ­ხი არა­ფერს შუ­ა­ში არ არის არა­სო­დეს. ისე უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ხალ­ხის­თვის ვი­ყოთ სა­სარ­გებ­ლო და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კა­ნის­თვის. როცა სა­უ­ბა­რია ღა­ლატ­ზე, კარ­გად უნდა და­ფიქ­რდნენ ვის­ზე სა­უბ­რო­ბენ. მე და ბურ­ჭუ­ლა­ძე მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არ ვართ, რად­გან ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა რუ­სეთ­ში გა­ვი­ტა­ნეთ", - აღ­ნიშ­ნა ჭკუ­ა­სელ­მა.

ამას­თან, ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ კრემლში "ერი­სი­ო­ნის" მიერ გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი შავი პი­ა­რი მი­სი­ვე კო­ლე­გე­ბის მხრი­დან ყო­ფი­ლი­ყო ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ერისიონმა" კრემლში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 12 000 დოლარი მიიღო

"ერისიონმა" კრემლში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 12 000 დოლარი მიიღო

ანსამბლმა "ერისიონმა" კრემლში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 12 000 დოლარი აიღო, - ამის შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს "ერისიონის" ტურნე არ დაუფინანსებია. ჭკუასელის განმარტებით, 2003 წლის შემდეგ მისი ანსამბლის დაფინანსება ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე დანარჩენი სახელმწიფო ანსამბლების.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იღებდა თუ არა "ერისიონი" ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას, ჭკუასელმა განაცხადა, რომ პირადად ის უკვე მესამე წელია იღებს ხელფასს, თუმცა, ანსამბლის სხვა ხელმძღვანელები და დანარჩენი წევრები ბიძინა ივანიშვილისგან ხელფასს არ იღებენ.

ჭკუასელმა კრემლში გამართული კონცერტის შესახებაც ისაუბრა. "კრემლში გამართული კონცერტი იყო ქართული ხალხური შემოქმედების ზეიმი და არა "ერისიონის" ზეიმი. საკუთარ შემოქმედებაზე ამდენს ვლაპარაკობთ და მეასედსაც არ ვამბობ, რაც იქ ხდებოდა. დღეს სხვა გზა არ დამიტოვეს. დამსწრენი ამბობდნენ, რომ ორი საათი სამოთხეში ვიყავითო", - განაცხადა ჭკუასელმა.

მისივე თქმით, კრემლში კონცერტის გამართვა მას უხერხულობას არ უქმნიდა, რადგან ისინი არ ჩასულან პოლიტიკოსებთან, კრემლის საკონცერტო დარბაზი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. "ჩვენ ვართ გამიჯნული პოლიტიკისგან და ვართ მსახიობები. მე ვიცი, რომ ხალხი არაფერს შუაში არ არის არასოდეს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხისთვის ვიყოთ სასარგებლო და არა რომელიმე პოლიტიკანისთვის. როცა საუბარია ღალატზე, კარგად უნდა დაფიქრდნენ ვისზე საუბრობენ. მე და ბურჭულაძე მოღალატეები არ ვართ, რადგან ჩვენი შემოქმედება რუსეთში გავიტანეთ", - აღნიშნა ჭკუასელმა.

ამასთან, ჯემალ ჭკუასელი გამორიცხავს, რომ კრემლში "ერისიონის" მიერ გამართული კონცერტების წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი მისივე კოლეგების მხრიდან ყოფილიყო ინსპირირებული.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"