ექსპერტი მიშა თავხელიძე იური ბაშმეტის კონცერტს აპროტესტებს. თავხელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას კონცერტის მასთან ერთად გაპროტესტება შესთავაზა.
"ვისაც იური ბაშმეტის კონცერტის გაპროტესტება გსურთ, მოდით 20:00 საათზე კონსერვატორიასთან." - წერს მიშა თავხელიძე.
პოსტს სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. მას ნიკა რურუაც გამოეხმაურა.
"მე მთელი ლოჟის ბილეთები გამომიგზავნეს, და არ შეიძლება კონცერტზე არწასვლით გავაპროტესტო? ანუ, ცარიელი ლოჟით? ავად ვარ, სიცხიანი, გრიპით" - წერს რურუა.
იური ბაშმეტის კონცერტი კონსერვატორიაში გაიმართება.