CNN Travel-ი მოგზაურთათვის სტატიას აქვეყნებს, სადაც თბილისზეც წერს. სტატიაში "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების დადებითი ნიშნები" მსოფლიოს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის თბილისია მოხსენიებული.
"ეს ქალაქები, შესაძლოა, მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე უვარგისთა სიაშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ არაფერია ისეთი, რისი ნახვაც ღირს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანში თქვენ არ ისურვებდით ცხოვრებას. Mercer’s Quality of Living Survey for 2012-მა ეს ქალაქები მსოფლიოს ყველაზე უვარგისთა სიაში, პოლიტიკური სტაბილურობის, განათლების, ბუნებრივი გარემოსა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიყვანა", - წერს CNN Travel-ი.
CNN Travel-ი აღნიშნავს, რომ თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთი უვარგისი ქალაქია, თუმცა ქალაქში არსებული ღირშესანიშნაობების გათვალისწინებით, ტურისტებს აქ ჩამოსვლას მაინც ურჩევს. თბილისის ღირშესანიშნაობათა შორის CNN გოგირდის აბანოებს და ნარიყალას გამოყოფს.
მომზადებულია travel.cnn.com-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ:
საქართველო BBC-ის დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზები"