სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო თვალჭრელიძე: "კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება"
სანდრო თვალჭრელიძე: "კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება"

გა­სუ­ლი კვი­რა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­უ­რი იყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჯერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა, შემ­დეგ კი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე კოტე კუბ­ლაშ­ვილს. პარ­ლა­მენ­ტში, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" შეძ­ლეს პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბა რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­გა­რეო კურ­სის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს ეხე­ბა. შუ­ა­ლე­დებ­ში კი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის ახა­ლი უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­მართ და მათი უარი და­კი­თხვა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე - თუმ­ცა ესეც უკვე უც­ნა­უ­რი ქარ­თუ­ლი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი გახ­და. თუმ­ცა, შე­და­რე­ბით მშვი­დი კვი­რის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "სა­გა­ზა­ფხუ­ლო გამ­წვა­ვე­ბა" ჯერ წინ არის. კერ­ძოდ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" არ მი­უ­ღია სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი, და­უ­ჭე­რენ თუ არა მხარს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს. ისე­ვე, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ჯერ ვერ მი­ი­ღეს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია ფი­ნან­სურ თუ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა ამ­ნის­ტი­ის სა­ხით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ გამ­წვა­ვე­ბა უკვე ნაკ­ლე­ბად არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თან­და­თან სუს­ტდე­ბა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის უნა­რი აღარ აქვს. მე­ო­რე ვერ­სი­ას ემ­ხრო­ბა ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე, რომ­ლის აზ­რით,

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რას სა­ინ­ტე­რე­სო და პო­ზი­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პრე­მი­ე­რი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს შეხ­ვდა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერ იმას, რაც და­გეგ­მი­ლი იყო სა­სა­მარ­თლო­სა და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნელ-ნელა ახორ­ცი­ე­ლებს. კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი კი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ჩა­მო­შორ­დე­ბა. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - ეს პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რის გაგ­რძე­ლე­ბაა. ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ ნა­ბი­ჯად მი­მაჩ­ნია, პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­გა­რეო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა, რო­მელ­საც მხა­რი და­უ­ჭი­რა რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ისე უმ­ცი­რე­სო­ბამ. კო­ჰა­ბი­ტა­ცია ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცა, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. ასე­ვე, ჩემი აზ­რით, გავა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი და კა­ნო­ნი "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის" შე­სა­ხებ. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის.

- შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა, ისე სა­ა­კაშ­ვილ­მა. სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა - თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მხო­ლოდ იმ მიზ­ნით ვრჩე­ბი, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სივ­რცე შე­ნარ­ჩუნ­დე­სო.

- სა­ა­კაშ­ვილს თურ­მე ღამე არ ეძი­ნა და 9 წელი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­და. ეს სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დე უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვქონ­და და ეს სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მოს­პო. ამი­ტომ მისი მხრი­დან დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ლა­პა­რა­კი ცი­ნიზ­მია, ისე­ვე, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის ლა­პა­რა­კი ფი­ნან­სურ ამ­ნის­ტი­ა­ზე. მო­ი­პა­რეს ფული და ახლა უნ­დათ, რომ შერ­ჩეთ.

- პრე­ზი­დენ­ტის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტმა ჩა­აგ­დო...

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან ფი­ნან­სურ ამ­ნის­ტი­ა­ზე ლა­პა­რა­კი მი­უ­ღე­ბე­ლია.

- ზე­მოთ აღ­ნიშ­ნეთ, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ექ­ცა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ - სა­ა­კაშ­ვილ­მა ფარ-ხმა­ლი და­ყა­რა თუ სხვა ფაქ­ტო­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს გავ­ლე­ნა?

- ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ რაც უფრო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ოქ­ტომ­ბერს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნა მით უფრო მცირ­დე­ბა. ალ­ბათ, სა­ა­კაშ­ვილ­საც უდე­ბენ მა­გი­და­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ძა­ლი­ან ცოტა მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავთ. ამი­ტომ დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მშვი­დი და უპ­რობ­ლე­მო ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბა და არა ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა.

ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მიერ 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის და­ა­ნონ­სე­ბა. ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ იმ­დე­ნი ხალ­ხის მოგ­რო­ვე­ბას, რომ აქ­ცია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

- პარ­ლა­მენ­ტმა, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც მხა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა­მაც და­უ­ჭი­რა და უმ­ცი­რე­სო­ბა­მაც. თა­ვი­დან იგეგ­მე­ბო­და, რომ დო­კუ­მენ­ტი ინ­ტერფრაქ­ცი­ულ შე­თან­ხმე­ბად უნდა გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო და არა რე­ზო­ლუ­ცი­ად. თუმ­ცა იმ მო­ტი­ვით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" შე­ნიშ­ვნე­ბის მომ­ზა­დე­ბა ვერ მო­ას­წრეს, შე­თან­ხმე­ბა ჩა­ი­შა­ლა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ბოლო მო­მენ­ტში უკან და­ი­ხი­ეს. თუმ­ცა მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ რა­ღაც პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას კი­დევ წარ­მო­ად­გე­ნენ. უმ­რავ­ლე­სო­ბამ რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აზ­რიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ანუ პა­ტი­ვი სცეს მათ პო­ზი­ცი­ას. ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რად­გან ოპო­ზი­ცი­ის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რია. უბ­რა­ლოდ, უნდა გვყავ­დეს ისე­თი ოპო­ზი­ცია, რომ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აი­სა­ხა ის პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლებ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ითხოვ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა კი­თხვა - რაღა აზრი აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას, რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, მა­თი­ვე თქმით, და­სავ­ლუ­რი კურ­სის მხარ­და­ჭე­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა ისე ჩანს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აქ­ცი­ის გა­და­დე­ბას არ აპი­რე­ბენ.

- წა­ვი­კი­თხე ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აქ­ცია ძა­ლა­შია. აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სა მე­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მელ­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, სა­ხე­ზე გვაქვს ერთი და იმა­ვე გუნ­დის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა და რომ­ლის აზ­რიც გა­ი­მარ­ჯვებს, იმის მი­ხედ­ვით, აქ­ცია ან იქ­ნე­ბა, ან არა. თუმ­ცა მე პი­რა­დად აქ­ცი­ის პერ­სპექ­ტი­უ­ლო­ბა­ში ეჭვი მე­პა­რე­ბა.

- ისე, ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და - "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" იმის ძა­ლაც აღარ აქვთ, მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცია გა­მარ­თონ და ქუ­ჩებ­ში შეხ­ლა-შე­მოხ­ლა გა­მო­იწ­ვი­ო­ნო.

- თუ აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი და ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი მარ­ტო გა­ი­სე­ირ­ნე­ბენ, ხალ­ხი და­ე­სე­ვა და გა­ლა­ხავს. მხო­ლოდ ასე თუ შეძ­ლე­ბენ შეხ­ლა-შე­მოხ­ლის გა­მოწ­ვე­ვას. სხვა­ნა­ი­რად, რა­ი­მე რე­ა­ლუ­რის გა­კე­თე­ბის რე­სურ­სი მათ არ აქვთ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე ის­მის კი­თხვე­ბი - ხომ არ უგ­ვი­ან­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვი­ზი­ტი აშშ-ში. ამის სა­პა­სუ­ხოდ პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც შიდა ურ­თი­ერ­თო­ბას და­ა­ლა­გებს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ემ­გზავ­რე­ბა ვა­შინგტონ­ში. რამ­დე­ნად სწო­რი მიდ­გო­მაა?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი მიდ­გო­მაა. ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ვთქვი თქვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ სა­ნამ ქვეყ­ნის შიგ­ნით არ და­ლაგ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა, ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი არ უნდა შედ­გეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმ­დე­ნად დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ამე­რი­კა­ში ვი­ზიტს, რომ უნდა, რაც შე­იძ­ლე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იყოს ეს ვი­ზი­ტი და არ გახ­დეს ჭო­რა­ო­ბის სა­ბა­ბი. სჯობს, გვი­ან და კარ­გად, ვიდ­რე ადრე და უშე­დე­გოდ.

პრე­მი­ე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში სულ ორ­ჯერ თუ სამ­ჯერ მო­ა­ხერ­ხებს ივა­ნიშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში წას­ვლას და თი­თო­ე­უ­ლი ვი­ზი­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რად უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სანდრო თვალჭრელიძე: "კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება"

სანდრო თვალჭრელიძე: "კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება"

გასული კვირა კოჰაბიტაციური იყო. ბიძინა ივანიშვილი ჯერ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს. პარლამენტში, გაგიკვირდებათ და, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალებმა" შეძლეს პოზიციების შეჯერება რეზოლუციაზე, რომელიც საგარეო კურსის ძირითად პრინციპებს ეხება. შუალედებში კი იყო პროკურატურის ახალი უმძიმესი ბრალდებები ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ და მათი უარი დაკითხვაზე გამოცხადებაზე - თუმცა ესეც უკვე უცნაური ქართული კოჰაბიტაციის ნაწილი გახდა. თუმცა, შედარებით მშვიდი კვირის მიუხედავად, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ "საგაზაფხულო გამწვავება" ჯერ წინ არის. კერძოდ, "ქართულ ოცნებას" "ნაციონალებისგან" არ მიუღია საბოლოო პასუხი, დაუჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ისევე, როგორც "ნაციონალებმა" ჯერ ვერ მიიღეს ხელშეუხებლობის გარანტია ფინანსურ თუ საჯარო მოხელეთა ამნისტიის სახით. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ გამწვავება უკვე ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" თანდათან სუსტდება და ახალი ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის უნარი აღარ აქვს. მეორე ვერსიას ემხრობა ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომლის აზრით,

- ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას საინტერესო და პოზიტიური განვითარება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერ იმას, რაც დაგეგმილი იყო სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, ნელ-ნელა ახორციელებს. კოტე კუბლაშვილი კი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის გაგრძელებაა. ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად მიმაჩნია, პარლამენტის მიერ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება, რომელსაც მხარი დაუჭირა როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ. კოჰაბიტაცია ცივილიზებულ ჩარჩოში მოექცა, რაც ძალიან მომწონს. ასევე, ჩემი აზრით, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და კანონი "საერთო სასამართლოების" შესახებ. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის.

- შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს როგორც ივანიშვილმა, ისე სააკაშვილმა. სხვათა შორის, პრეზიდენტმა აღნიშნა - თანამდებობაზე მხოლოდ იმ მიზნით ვრჩები, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე შენარჩუნდესო.

- სააკაშვილს თურმე ღამე არ ეძინა და 9 წელი დემოკრატიის განვითარებაზე ფიქრობდა. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მიხეილ სააკაშვილამდე უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება გვქონდა და ეს საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა მოსპო. ამიტომ მისი მხრიდან დემოკრატიაზე ლაპარაკი ცინიზმია, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ლაპარაკი ფინანსურ ამნისტიაზე. მოიპარეს ფული და ახლა უნდათ, რომ შერჩეთ.

- პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო...

- აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ფინანსურ ამნისტიაზე ლაპარაკი მიუღებელია.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ კოჰაბიტაცია ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცა და ყველაფერი კარგად მიდის. როგორ ფიქრობთ, რატომ - სააკაშვილმა ფარ-ხმალი დაყარა თუ სხვა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა?

- ეს იმიტომ ხდება, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გავლენა მით უფრო მცირდება. ალბათ, სააკაშვილსაც უდებენ მაგიდაზე საზოგადოების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალებს" ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. ამიტომ დღეს სააკაშვილის მთავარი ამოცანაა მშვიდი და უპრობლემო ცხოვრების გარანტიების მიღება და არა ძალაუფლების დაბრუნება.

ამ თვალსაზრისით ძალიან სასაცილო იყო "ნაციონალების" მიერ 19 აპრილის აქციის დაანონსება. ისინი ვერ შეძლებენ იმდენი ხალხის მოგროვებას, რომ აქცია ფართომასშტაბიანად წარმოაჩინონ.

- პარლამენტმა, როგორც აღნიშნეთ, მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი უმრავლესობამაც დაუჭირა და უმცირესობამაც. თავიდან იგეგმებოდა, რომ დოკუმენტი ინტერფრაქციულ შეთანხმებად უნდა გაფორმებულიყო და არა რეზოლუციად. თუმცა იმ მოტივით, რომ "ნაციონალებმა" შენიშვნების მომზადება ვერ მოასწრეს, შეთანხმება ჩაიშალა.

- "ნაციონალებმა" ბოლო მომენტში უკან დაიხიეს. თუმცა მათი მთავარი მიზანი იყო, ეჩვენებინათ, რომ რაღაც პოლიტიკურ ძალას კიდევ წარმოადგენენ. უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტში "ნაციონალების" აზრიც გაითვალისწინა, ანუ პატივი სცეს მათ პოზიციას. ეს მისასალმებელია, რადგან ოპოზიციის აზრის გათვალისწინება ყოველთვის პოზიტიურია. უბრალოდ, უნდა გვყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის პატივისცემა შესაძლებელია.

- რეზოლუციაში აისახა ის პრინციპები, რომლებსაც "ნაციონალები" ითხოვდნენ. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა - რაღა აზრი აქვს "ნაციონალების" მიერ დაანონსებულ 19 აპრილის აქციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მათივე თქმით, დასავლური კურსის მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო. თუმცა ისე ჩანს, რომ "ნაციონალები" აქციის გადადებას არ აპირებენ.

- წავიკითხე ნუგზარ წიკლაურის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, აქცია ძალაშია. აქცია დააანონსა მერაბიშვილმა, რომელსაც ზემოხსენებულ პროცესში მონაწილეობა არ აქვს მიღებული. მოკლედ, სახეზე გვაქვს ერთი და იმავე გუნდის სხვადასხვა მიმართულება და რომლის აზრიც გაიმარჯვებს, იმის მიხედვით, აქცია ან იქნება, ან არა. თუმცა მე პირადად აქციის პერსპექტიულობაში ეჭვი მეპარება.

- ისე, ივანიშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - "ნაციონალებს" იმის ძალაც აღარ აქვთ, მცირემასშტაბიანი აქცია გამართონ და ქუჩებში შეხლა-შემოხლა გამოიწვიონო.

- თუ აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ჩიორა თაქთაქიშვილი მარტო გაისეირნებენ, ხალხი დაესევა და გალახავს. მხოლოდ ასე თუ შეძლებენ შეხლა-შემოხლის გამოწვევას. სხვანაირად, რაიმე რეალურის გაკეთების რესურსი მათ არ აქვთ.

- საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვები - ხომ არ უგვიანდება ბიძინა ივანიშვილს ვიზიტი აშშ-ში. ამის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ როდესაც შიდა ურთიერთობას დაალაგებს, მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრება ვაშინგტონში. რამდენად სწორი მიდგომაა?

- აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ვთქვი თქვენთან ინტერვიუში, რომ სანამ ქვეყნის შიგნით არ დალაგდება მდგომარეობა, ამერიკაში ვიზიტი არ უნდა შედგეს. ბიძინა ივანიშვილი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკაში ვიზიტს, რომ უნდა, რაც შეიძლება რაციონალური იყოს ეს ვიზიტი და არ გახდეს ჭორაობის საბაბი. სჯობს, გვიან და კარგად, ვიდრე ადრე და უშედეგოდ.

პრემიერობის პერიოდში სულ ორჯერ თუ სამჯერ მოახერხებს ივანიშვილი ამერიკაში წასვლას და თითოეული ვიზიტი რაც შეიძლება ნაყოფიერად უნდა იქნას გამოყენებული.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"