პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო ბიძინა, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს"
"ბატონო ბიძინა, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს"

ყო­ფი­ლი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი შე­ნა­ერ­თის, "თეთ­რი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რი ზუ­რაბ სა­მუ­შია აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, გია ბა­რა­მი­ას შე­საძ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და მის ად­გილ­ზე ბე­სა­რი­ონ მი­ქე­ლა­ძის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობს. აცხა­დებს, რომ მი­ქე­ლა­ძეს არ იც­ნობს არც ქარ­თვე­ლი და არც აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მისი და­ნიშ­ვნა არა­ფერს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას.

- აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში ისე­თი კაცი უნდა მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც მე და სერ­გეი შამ­ბას შეგ­ვა­რი­გებს. ჩვენ ვერ და­ვახ­ლოვ­დე­ბით შუ­ა­მავ­ლის გა­რე­შე. შუ­ა­მა­ვა­ლი კი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შერ­ჩე­უ­ლი კად­რი კი არა, ბრძე­ნი კაცი უნდა იყოს, რო­მელ­საც აფხა­ზე­ბი პა­ტივს სცე­მენ და მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე უარს არ იტყვი­ან, რად­გან აფხა­ზეთ­ში დღე­საც გავ­ლე­ნი­ა­ნია უხუ­ცეს­თა საბ­ჭო. მათ შე­უძ­ლი­ათ, ომიც კი შე­ა­ჩე­რონ. ლო­რიკ მარ­შა­ნია იყო ასე­თი კაცი... გა­სა­გე­ბია, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა და აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბა­შიც უნდა მოხ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ისევ მხო­ლოდ ხელ­ფა­სის ასა­ღე­ბად უნდა და­ი­ნიშ­ნოს ხალ­ხი? მო­ვი­თხოვ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­ი­მე­ო­როს წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის შეც­დო­მა და ე.წ. აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას სა­თა­ვე­ში ჩა­უ­ყე­ნოს ის, ვი­საც აფხა­ზებ­თან მი­ეს­ვლე­ბა. ბუ­ტა­ფო­რი­ე­ბი არ გვჭირ­დე­ბა!

- ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას ბუ­ტა­ფო­რი­ულს უწო­დებთ?

- ე.წ. აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნათ სიმ­ბო­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა. სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნის ამ მთავ­რო­ბის დე­პუ­ტა­ცი­ის მტკი­ცე­ბა, რომ თურ­მე ჩვენ, დევ­ნი­ლებს, ისი­ნი აგ­ვირ­ჩე­ვია მუდ­მი­ვად. არა­და, მხო­ლოდ ოთხწ­ლი­ა­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვთ, რო­მელ­საც თვით­ნე­ბუ­რად იგ­რძე­ლე­ბენ. ვი­ღაც იტყვის, სა­მუ­ში­ას თა­ნამ­დე­ბო­ბა მო­უნ­დაო. არა­ფე­რი მინ­და ჩემს მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის გარ­და. ეს მი­ქე­ლა­ძე რომ აცხა­დებს, ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ხალ­ხი მი­ჭერს მხარ­სო, ვის მხარ­და­ჭე­რა­ზე ლა­პა­რა­კობს? ოდეს­მე ყო­ფი­ლა იმ ბი­ჭებ­თან, ვინც სის­ხლი ან­თხია აფხა­ზე­თის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და ვინც დღეს, სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­ცხვი­ნოდ, გა­ჭირ­ვე­ბით ცხოვ­რობს? მივ­მარ­თავ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს: გენ­დეთ, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის წინ ზუგ­დიდ­ში ყოფ­ნი­სას თქვით, რომ აა­შე­ნებ­დით უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­დაც კავ­კა­სი­ე­ლე­ბი, აფხა­ზე­ბი ის­წავ­ლიდ­ნენ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ მათ­თან შე­სა­რი­გებ­ლა­დო. გენ­დეთ, რო­დე­საც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე და­ი­წყეთ ლა­პა­რა­კი და გთხოვთ, ნუ და­უშ­ვებთ აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბა­ში კვლავ კეკ­ლუც­თა პარ­პაშს. აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის დე­პუ­ტა­ცი­ი­დან არც ერ­თთან აფხა­ზე­ბი მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად არ დას­ხდე­ბი­ან.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ამ დე­პუ­ტა­ცი­ა­სა და აფხა­ზებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ომამ­დე არ­სე­ბობ­და. ამა­ზე ლა­პა­რა­კი შორს წაგ­ვიყ­ვანს. იმის თქმა მინ­და, რომ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა აღარ გვაქვს. ყვე­ლას უნდა მოგ­ვე­კი­თხოს ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის გამო.

- აფხა­ზე­ბი ხომ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ არც ცოდ­ვე­ბი აქვთ და არც შეც­დო­მე­ბი.

- უამ­რა­ვი ცოდ­ვა და შეც­დო­მა აქვთ და ყვე­ლა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი. რკი­ნიგ­ზის ათო­ნი-გუ­და­უ­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე რა­საც სჩა­დი­ოდ­ნენ, მარ­ტო ის რად ღირს?! ყვე­ლა სატ­ვირ­თო შე­მად­გენ­ლო­ბა იძარ­ცვე­ბო­და. მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, თენ­გიზ სი­გუ­ას მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს სამ-ნა­ხე­ვა­რი ტრი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ზა­რა­ლი მი­ად­გა. ასე რომ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ვა­ლებს თავს ვე­რა­სო­დეს და­ვაღ­წევ­დით, ამი­ტომ გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო იქ კა­ნონ­დამ­ცა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

- რა აზ­რის ხართ რკი­ნიგ­ზის შე­საძ­ლო აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე?

- 2001 წელს სომ­ხე­თის ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლის­ში და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს მოს­თხო­ვა აფხა­ზეთ­ში რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა. მა­შინ ვთქვი, რომ მისი გან­ცხა­დე­ბა იყო უცხო ქვეყ­ნის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა, ბურ­ჯა­ნა­ძემ კი ბრძა­ნა, აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნას წინ უნდა უს­წრებ­დეს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაო. თა­ვის დრო­ზე ამ მა­გის­ტრა­ლის მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ვა­კე­თე, მისი უფუნ­ქცი­ო­ბით წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით ზა­რალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რუ­სე­თი კი 13 მი­ლი­არდს კარ­გავს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ბატონო ბიძინა, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს"

"ბატონო ბიძინა, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს"

ყოფილი პარტიზანული შენაერთის, "თეთრი ლეგიონის" მეთაური ზურაბ სამუშია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გია ბარამიას შესაძლო გათავისუფლებასა და მის ადგილზე ბესარიონ მიქელაძის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ ლაპარაკობს. აცხადებს, რომ მიქელაძეს არ იცნობს არც ქართველი და არც აფხაზი საზოგადოება და მისი დანიშვნა არაფერს მოუტანს ქვეყანას.

- აფხაზეთის მთავრობის სათავეში ისეთი კაცი უნდა მოვიდეს, რომელიც მე და სერგეი შამბას შეგვარიგებს. ჩვენ ვერ დავახლოვდებით შუამავლის გარეშე. შუამავალი კი არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული კადრი კი არა, ბრძენი კაცი უნდა იყოს, რომელსაც აფხაზები პატივს სცემენ და მასთან დალაპარაკებაზე უარს არ იტყვიან, რადგან აფხაზეთში დღესაც გავლენიანია უხუცესთა საბჭო. მათ შეუძლიათ, ომიც კი შეაჩერონ. ლორიკ მარშანია იყო ასეთი კაცი... გასაგებია, რომ ცენტრალური მთავრობა შეიცვალა და აფხაზეთის მთავრობაშიც უნდა მოხდეს ცვლილებები, მაგრამ ისევ მხოლოდ ხელფასის ასაღებად უნდა დაინიშნოს ხალხი? მოვითხოვ, ხელისუფლებამ არ გაიმეოროს წინამორბედების შეცდომა და ე.წ. აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას სათავეში ჩაუყენოს ის, ვისაც აფხაზებთან მიესვლება. ბუტაფორიები არ გვჭირდება!

- ლეგიტიმურ მთავრობას ბუტაფორიულს უწოდებთ?

- ე.წ. აფხაზეთის მთავრობის ლეგიტიმაცია იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების დასანახავად ჩამოეყალიბებინათ სიმბოლური სტრუქტურა. სასაცილოდ არ მყოფნის ამ მთავრობის დეპუტაციის მტკიცება, რომ თურმე ჩვენ, დევნილებს, ისინი აგვირჩევია მუდმივად. არადა, მხოლოდ ოთხწლიანი უფლებამოსილება აქვთ, რომელსაც თვითნებურად იგრძელებენ. ვიღაც იტყვის, სამუშიას თანამდებობა მოუნდაო. არაფერი მინდა ჩემს მიწაზე დაბრუნების გარდა. ეს მიქელაძე რომ აცხადებს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ხალხი მიჭერს მხარსო, ვის მხარდაჭერაზე ლაპარაკობს? ოდესმე ყოფილა იმ ბიჭებთან, ვინც სისხლი ანთხია აფხაზეთის შესანარჩუნებლად და ვინც დღეს, სახელმწიფოს სამარცხვინოდ, გაჭირვებით ცხოვრობს? მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გენდეთ, როდესაც არჩევნების წინ ზუგდიდში ყოფნისას თქვით, რომ ააშენებდით უნივერსიტეტს, სადაც კავკასიელები, აფხაზები ისწავლიდნენ, ყველაფერს გავაკეთებთ მათთან შესარიგებლადო. გენდეთ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დაიწყეთ ლაპარაკი და გთხოვთ, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის დეპუტაციიდან არც ერთთან აფხაზები მოსალაპარაკებლად არ დასხდებიან.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ამ დეპუტაციასა და აფხაზებს შორის კონფლიქტი ომამდე არსებობდა. ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. იმის თქმა მინდა, რომ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ყველას უნდა მოგვეკითხოს ჩვენი ცოდვების გამო.

- აფხაზები ხომ მიიჩნევენ, რომ მათ არც ცოდვები აქვთ და არც შეცდომები.

- უამრავი ცოდვა და შეცდომა აქვთ და ყველა ანტისახელმწიფოებრივი. რკინიგზის ათონი-გუდაუთის მონაკვეთზე რასაც სჩადიოდნენ, მარტო ის რად ღირს?! ყველა სატვირთო შემადგენლობა იძარცვებოდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას მონაცემებით, სახელმწიფოს სამ-ნახევარი ტრილიონი რუბლის ზარალი მიადგა. ასე რომ გაგრძელებულიყო, ვალებს თავს ვერასოდეს დავაღწევდით, ამიტომ გამართლებული იყო იქ კანონდამცავი ღონისძიებების გატარება.

- რა აზრის ხართ რკინიგზის შესაძლო აღდგენის თაობაზე?

- 2001 წელს სომხეთის ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა თბილისში და ნინო ბურჯანაძეს მოსთხოვა აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა. მაშინ ვთქვი, რომ მისი განცხადება იყო უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, ბურჯანაძემ კი ბრძანა, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას წინ უნდა უსწრებდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო. თავის დროზე ამ მაგისტრალის მონიტორინგი გავაკეთე, მისი უფუნქციობით წელიწადში დაახლოებით მილიარდი დოლარით ზარალდება საქართველო, რუსეთი კი 13 მილიარდს კარგავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?