მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯემალ ჭკუასელი - ქართული ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას
ჯემალ ჭკუასელი - ქართული ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას

ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა ყო­ველ­გვარ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა დგას, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა გა­ა­კე­თა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, "ერი­სი­ონს" თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დახ­ვდნენ. ისი­ნი აე­რო­პორ­ტი­დან გა­მო­სულ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს, მომ­ღერ­ლებს და მუ­სი­კო­სებს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ.

რო­გორც "ინ­ტეპ­რეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა გა­ნა­ცხა­და, რუ­სეთ­ში "ერი­სი­ო­ნის" გას­ტრო­ლე­ბი ტრი­უმ­ფით ჩა­ტარ­და.

"ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა სუფ­თა და კრი­ა­ლაა. ჩვენ ყო­ველ­გვარ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა დავ­დე­ქით. რუ­სეთ­ში, სა­დაც გავ­მარ­თეთ ჩვენ კონ­ცერ­ტე­ბი, ყვე­ლა დარ­ბაზ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ავაფ­რი­ა­ლეთ. უნდა გავ­მიჯ­ნოთ ხე­ლოვ­ნე­ბა და კულ­ტუ­რა პო­ლი­ტი­კის­გან და ვთხოვ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი არი­ან, ნუ იქ­ნე­ბი­ან რა­დი­კა­ლუ­რე­ბი. მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს", - გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა.

ამას­თან, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რათა რა­ი­მე ექ­სცესს ად­გი­ლი არ ჰქო­ნო­და. კერ­ძოდ, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, მო­ქა­ლა­ქე­თა ერთ ჯგუფს კრემლში "ერი­სი­ო­ნის" მიერ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა.

თუმ­ცა არა­ნა­ი­რი ექ­სცე­სი არ მომ­ხდა­რა. "ერი­სი­ო­ნის" წევ­რე­ბი აე­რო­პორ­ტს ამ წუ­თებ­ში ტო­ვე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ჯემალ ჭკუასელი - ქართული ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას

ჯემალ ჭკუასელი - ქართული ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას

ქართული ხელოვნება ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას, - აღნიშნული განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა გააკეთა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ერისიონს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ. ისინი აეროპორტიდან გამოსულ მოცეკვავეებს, მომღერლებს და მუსიკოსებს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით დახვდნენ.

როგორც "ინტეპრესნიუსთან" საუბრისას ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, რუსეთში "ერისიონის" გასტროლები ტრიუმფით ჩატარდა.

"ქართული ხელოვნება სუფთა და კრიალაა. ჩვენ ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დავდექით. რუსეთში, სადაც გავმართეთ ჩვენ კონცერტები, ყველა დარბაზში საქართველოს დროშა ავაფრიალეთ. უნდა გავმიჯნოთ ხელოვნება და კულტურა პოლიტიკისგან და ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან, ნუ იქნებიან რადიკალურები. მშვიდობა და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.

ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები, რათა რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონოდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კრემლში "ერისიონის" მიერ კონცერტის ჩატარება გაეპროტესტებინა.

თუმცა არანაირი ექსცესი არ მომხდარა. "ერისიონის" წევრები აეროპორტს ამ წუთებში ტოვებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"