სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უგულავას მომავალმა მეუღლემ ვიცე-პოლკოვნიკი ქალი სამსახურიდან მომხსნა"
"უგულავას მომავალმა მეუღლემ ვიცე-პოლკოვნიკი ქალი სამსახურიდან მომხსნა"

ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის სა­პას­პორ­ტო, სა­ვი­ზო და რე­გის­ტრა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მა­ნა­ნა ბარ­ბა­ქა­ძე აცხა­დებს, რომ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე პა­სუ­ხი არა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის მერს, მის ცოლს, ლელა კი­ლა­ძე­საც უნდა მო­ე­თხო­ვოს. ბარ­ბა­ქა­ძის თქმით, გიგი უგუ­ლა­ვას მო­მა­ვა­ლი ცოლი აი­ძუ­ლებ­და, უკა­ნო­ნოდ გა­ე­ცა სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი მისი მე­გობ­რის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად ლელა კი­ლა­ძეს უცხო­ეთ­ში უნდა წა­ეყ­ვა­ნა. უგუ­ლა­ვას ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზა­ჟის­ტი იყო, თუმ­ცა, რო­გორც ბარ­ბა­ქა­ძე ამ­ბობს, წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

მა­ნა­ნა ბარ­ბა­ქა­ძე: - 2004 წლის ზა­ფხულ­ში ახალ­გაზ­რდა ქალ­მა სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ი­დან მო­ი­ტა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­მარ­თვა, რომ ის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და ლონ­დონ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით და სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბო­და სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი.

მო­მარ­თვას ხელს აწერ­და კან­ცე­ლა­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ავთო ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი (ეს ხდე­ბა ჯერ კი­დევ იმ დროს, რო­დე­საც მა­შინ­დე­ლი ახა­ლი მთავ­რო­ბა ვერ აგ­ვა­რებ­და პას­პორ­ტე­ბის გა­ცე­მის სა­კითხს, ვერ ახერ­ხებ­და უცხო­ე­თი­დან საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მათ შე­მო­ტა­ნას და შე­სა­ბა­მი­სად, დე­ფი­ცი­ტიც იყო). პას­პორ­ტის მომ­ზა­დე­ბის დროს გა­ირ­კვა, რომ მო­ქა­ლა­ქე გა­ნა­ცხადსა და სა­ბუ­თებ­ში არას­წო­რად მი­უ­თი­თებ­და სა­მუ­შაო ად­გილს. ის კან­ცე­ლა­რი­ა­ში კი არა, კა­ზი­ნო "აჭა­რა­ში" მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც ვკი­თხე, სად მუ­შა­ობ­და, პა­სუ­ხი არ გამ­ცა, ოთა­ხი­დან გა­ვარ­და და ცოტა ხან­ში დაბ­რუნ­და მე­ო­რე გო­გო­ნას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­მომ­წვე­ვად იქ­ცე­ო­და.

მოკ­ლედ, საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად კა­ზი­ნოს თა­ნამ­შრო­მელ­მა ლელა კი­ლა­ძე მო­მიყ­ვა­ნა. თუმ­ცა, მა­შინ არ ვი­ცო­დი, ვინ იყო და რა­ტომ მის­ცა თავს ძა­ლი­ან ბევ­რის უფ­ლე­ბა. კარ­გად მახ­სოვს, ბრე­ტე­ლე­ბი­ა­ნი სა­რა­ფა­ნი ეცვა და მარ­ჯვე­ნა ხელი ჰქონ­და თა­ბა­შირ­ში. მა­შინ უგუ­ლა­ვას ცოლი არ იყო და არც მე­რი­ის ბი­უ­ჯე­ტით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მკერ­დი და ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ჭორფლი­ა­ნი, თხე­ლი, გაც­რე­ცი­ლი გოგო მარ­ცხე­ნა ხელ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღებს ძველ­ბი­ჭუ­რად ატ­რი­ა­ლებ­და. მო­ვი­და ჩემ­თან ახ­ლოს, გა­სა­ღე­ბი ცხვირ­წინ და­მიტ­რი­ა­ლა და აგ­რე­სი­უ­ლად მი­თხრა, შენ ვინ ხარ და ვინ გე­კი­თხე­ბა სა­ერ­თოდ, ვინ სად მუ­შა­ობს, გი­ჯობს, ახ­ლა­ვე პას­პორ­ტი გას­ცეო. ამ დროს ჩემს ოთახ­ში იყო აწ გარ­დაც­ვლი­ლი ინე­ზა ლომ­თა­ძე, ბა­თუ­მის რე­ვო­ლუ­ცი­ის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე. ინე­ზა გა­ა­ო­ცა ამ ქა­ლის ასეთ­მა თავ­ხე­დო­ბამ, ჩემი მა­გი­დი­დან ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბი აიღო და ჭორფლი­ან გო­გოს უთხრა, რომ ავთო ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რი 4-5 თვის გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო, ავთო კი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თან მუ­შა­ობ­და, ჰოდა, ეს ხელ­მო­წე­რაც და მო­მარ­თვაც ყალ­ბი­აო. ინე­ზას წი­ნა­და­დე­ბაც არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ ლელა კი­ლა­ძემ გა­მოს­ტა­ცა სა­ბუ­თე­ბი, ნა­კუ­წე­ბად აქ­ცია, სა­ხე­ში შე­ა­ყა­რა და ოთა­ხი­დან გა­ვარ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"უგულავას მომავალმა მეუღლემ ვიცე-პოლკოვნიკი ქალი სამსახურიდან მომხსნა"

"უგულავას მომავალმა მეუღლემ ვიცე-პოლკოვნიკი ქალი სამსახურიდან მომხსნა"

ვაკე-საბურთალოს რაიონის საპასპორტო, სავიზო და რეგისტრაციის სამსახურის ყოფილი უფროსი მანანა ბარბაქაძე აცხადებს, რომ კანონდარღვევის ფაქტებზე პასუხი არა მხოლოდ დედაქალაქის მერს, მის ცოლს, ლელა კილაძესაც უნდა მოეთხოვოს. ბარბაქაძის თქმით, გიგი უგულავას მომავალი ცოლი აიძულებდა, უკანონოდ გაეცა საზღვარგარეთის პასპორტი მისი მეგობრის სახელზე, რომელიც პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ლელა კილაძეს უცხოეთში უნდა წაეყვანა. უგულავას ამჟამინდელი მეუღლე მაშინ სააკაშვილის ვიზაჟისტი იყო, თუმცა, როგორც ბარბაქაძე ამბობს, წარმოუდგენლად დიდი უფლებებით სარგებლობდა.

მანანა ბარბაქაძე: - 2004 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ქალმა სახელმწიფო კანცელარიიდან მოიტანა ოფიციალური მომართვა, რომ ის პრეზიდენტთან ერთად მიემგზავრებოდა ლონდონში ოფიციალური ვიზიტით და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა საზღვარგარეთის პასპორტი.

მომართვას ხელს აწერდა კანცელარიის შესაბამისი სამსახურის უფროსი ავთო ფავლენიშვილი (ეს ხდება ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მაშინდელი ახალი მთავრობა ვერ აგვარებდა პასპორტების გაცემის საკითხს, ვერ ახერხებდა უცხოეთიდან საკმარისი რაოდენობით მათ შემოტანას და შესაბამისად, დეფიციტიც იყო). პასპორტის მომზადების დროს გაირკვა, რომ მოქალაქე განაცხადსა და საბუთებში არასწორად მიუთითებდა სამუშაო ადგილს. ის კანცელარიაში კი არა, კაზინო "აჭარაში" მუშაობდა. როდესაც ვკითხე, სად მუშაობდა, პასუხი არ გამცა, ოთახიდან გავარდა და ცოტა ხანში დაბრუნდა მეორე გოგონასთან ერთად, რომელიც ძალიან გამომწვევად იქცეოდა.

მოკლედ, საქმის გასარჩევად კაზინოს თანამშრომელმა ლელა კილაძე მომიყვანა. თუმცა, მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო და რატომ მისცა თავს ძალიან ბევრის უფლება. კარგად მახსოვს, ბრეტელებიანი სარაფანი ეცვა და მარჯვენა ხელი ჰქონდა თაბაშირში. მაშინ უგულავას ცოლი არ იყო და არც მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული მკერდი და ტუჩები ჰქონდა გაკეთებული. ჭორფლიანი, თხელი, გაცრეცილი გოგო მარცხენა ხელში ავტომობილის გასაღებს ძველბიჭურად ატრიალებდა. მოვიდა ჩემთან ახლოს, გასაღები ცხვირწინ დამიტრიალა და აგრესიულად მითხრა, შენ ვინ ხარ და ვინ გეკითხება საერთოდ, ვინ სად მუშაობს, გიჯობს, ახლავე პასპორტი გასცეო. ამ დროს ჩემს ოთახში იყო აწ გარდაცვლილი ინეზა ლომთაძე, ბათუმის რევოლუციის აქტიური მონაწილე. ინეზა გააოცა ამ ქალის ასეთმა თავხედობამ, ჩემი მაგიდიდან ყალბი საბუთები აიღო და ჭორფლიან გოგოს უთხრა, რომ ავთო ფავლენიშვილის სამსახური 4-5 თვის გაუქმებული იყო, ავთო კი ზურაბ ჟვანიასთან მუშაობდა, ჰოდა, ეს ხელმოწერაც და მომართვაც ყალბიაო. ინეზას წინადადებაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ლელა კილაძემ გამოსტაცა საბუთები, ნაკუწებად აქცია, სახეში შეაყარა და ოთახიდან გავარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"