პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩხეიძე - "ჩემი მეუღლე ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს"
 თაკო ჩხეიძე - "ჩემი მეუღლე ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს"

"დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დი" - ასე ჰქვია ფონდს, რო­მე­ლიც დე­დის დღეს პატ­რი­არ­ქი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა. ფონდს ექ­ვსი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰყავს - დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, თა­მარ ჩუ­ბი­ნი­ძე, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, ან­ზორ თო­თა­ძე, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე. თაკო წლე­ბია, რაც სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და სა­კუ­თა­რი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოც აქვს. ზრდის სამ შვილს და მე­უღ­ლე, რუს­ლან აბა­ში­ძე, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ეს­ტო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩია. თაკო დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ინ­ტე­რეს­და და დღეს ბედ­ნი­ე­რია, რომ ამ კუ­თხით სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტანს.

- თაკო, 3 მარტს "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დი" შე­იქ­მნა, რომ­ლის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­ვად ხართ.

- ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ფონ­დი პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა. ფონდში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი წევ­რი, ცნო­ბი­ლი სახე, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე. სამი შვი­ლის დედა ვარ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­დი­კა­ლუ­რად სხვა სფე­რო­ში ვმოღ­ვა­წე­ობ, ყო­ველ­თვის ვინ­ტე­რეს­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ამ მხრივ უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­და, რად­გან ჩემ ირ­გვლივ რომ გა­დავ­ხე­დე, ბევრ ადა­მი­ანს ჰყავს სამი შვი­ლი და ვფიქ­რობ­დი, რომ შო­ბა­დო­ბა გა­ი­ზარ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი პატ­რი­არ­ქის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯის შემ­დეგ მოხ­და. ჩემ­თვის პი­რა­დად დიდი სტი­მუ­ლი იყო, რომ ჩემი მე­სა­მე შვი­ლი პატ­რი­არ­ქს მო­ე­ნათ­ლა. ფეხ­მძი­მო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, პირ­ველ რიგ­ში, ეს გა­მახ­სენ­და. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რომ მოვ­ნათ­ლეთ. ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რა და ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა და ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ მარ­ტო შვი­ლის გა­ჩე­ნა არ არის, მას აღ­ზრდა, გაზ­რდა სჭირ­დე­ბა. ახლა ჩვე­ნი ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით ძა­ლი­ან კარ­გი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა.

- თქვენ ვინ და­გი­კავ­შირ­დათ?

- ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლავთ. მა­ნამ­დე წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო გა­ვა­კე­თეთ უპატ­რო­ნო ბავ­შვე­ბის­თვის. ლიკა სა­კუ­თარ რეს­ტო­რან­ში ყო­ველ წელს ატა­რებს მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბას, ყო­ველ­გვა­რი პი­ა­რის გა­რე­შე. წელს გა­დავ­წყვი­ტე, რომ მეც ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი და მა­შინ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან სხვა­გან ვი­ყა­ვით. რო­დე­საც თემა ბავ­შვებს ეხე­ბა, ფილ­მის ყუ­რე­ბაც მი­ჭირს. სა­ღა­მო­ზე მო­სულ დე­დებს რომ ვკი­თხე, ყვე­ლას 5-6 შვი­ლი ჰყავ­და. მარ­თლა სა­ა­მა­ყო საქ­მეს აკე­თე­ბენ და მათ მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. ამ დღის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი, რით ეხ­მა­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებს. ეს იყო კა­ტას­ტრო­ფა. რო­გორც გა­ვარ­კვიე, აქამ­დე მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დად შვი­დი შვი­ლის დედა მი­იჩ­ნე­ო­და. ამა­ზე რა და­მე­მარ­თა, არ იცით.

- შე­გიძ­ლი­ათ, ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბოთ, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას აპი­რებთ?

- პირ­ველ რიგ­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა სამი შვი­ლი­დან გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. აქვე ყო­ვე­ლი მე­სა­მე შვი­ლი სა­კუ­თარ ოჯახ­ში ერ­თგვა­რი "შე­მომ­ტა­ნი" იქ­ნე­ბა და 2014 წლი­დან ყო­ველ­თვი­უ­რი თან­ხა და­უ­წეს­დე­ბა, რა­საც სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე ყო­ველ წელს მი­ი­ღებს. მშო­ბი­ა­რო­ბა ივ­ლი­სი­დან უფა­სო გახ­დე­ბა და ახლა მი­დის მსჯე­ლო­ბა, რომ ფეხ­მძი­მო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც უფა­სო იყოს. ბევ­რჯერ მო­მის­მე­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ უფუ­ლო­ბის გამო ფეხ­მძი­მე ქალ­ბა­ტო­ნი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლა. გული თუ არ გა­მის­კდე­ბო­და, არ მე­გო­ნა. ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, უსახ­სრო­ბის გამო ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა. ფული არ ჰქონ­და და სა­ში­ნელ სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­ვი­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ი­კე­ტა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ უნდა ხდე­ბო­დეს. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შა­ოა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა რე­გი­ო­ნებ­ში.

- მა­ნამ­დე ფონ­დის და­ნარ­ჩენ დამ­ფუძ­ნებ­ლებს თუ იც­ნობ­დით? მხო­ლოდ თქვენ ხართ ხე­ლო­ვა­ნი მათ შო­რის.

- მაგ თვალ­საზ­რი­სით შე­მარ­ჩი­ეს. ფონდს სჭირ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი სახე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სი არ იქ­ნე­ბო­და. ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­ზორ თო­თა­ძე პრო­ფე­სო­რი გახ­ლავთ და ფონ­დის და­არ­სე­ბამ­დე კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ვეს­წა­რი, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოს­ვლა ჰქონ­და. რო­დე­საც იმ რი­ცხვებ­სა და მო­ნა­ცე­მებს გა­ვე­ცა­ნი, შო­კი­რე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ერი თუ არ გამ­რავ­ლდა, 30 წე­ლი­წად­ში ქარ­თვე­ლი მხო­ლოდ 700 000 იქ­ნე­ბა. ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან რომ წა­მო­ვე­დი, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რა კულ­ტუ­რა, რა ეკო­ნო­მი­კა, პირ­ველ რიგ­ში, ეს პრობ­ლე­მაა მი­სა­ხე­დი. თან სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა და ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. სხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბევ­რად გვის­წრე­ბენ ამ კუ­თხით. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, უფრო რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი გაგ­ვივ­ლია, გა­დავ­რჩე­ნილ­ვართ და ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნე­ბია.

- თაკო, სამი შვი­ლის დედა ხართ და სა­მო­დე­ლო სტუ­დია გაქვთ, ახლა ახა­ლი საქ­მე გა­მო­გიჩ­ნდათ, რო­გორ ანა­წი­ლებთ დროს?

- ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ასე­ვე თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვარ, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში იწყე­ბა და უამ­რა­ვი საქ­მე მაქვს, მაგ­რამ დროს სწო­რად ვა­ნა­წი­ლებ. მივ­ხვდი, რომ რაც უფრო და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ, უფრო მეტ რა­მეს ას­წრებ. სა­ღა­მოს სახ­ლში გავ­რბი­ვარ, რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად ვიყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს ვა­კე­თებ, მგო­ნი, ჩემი შვი­ლე­ბიც გა­მი­გე­ბენ, რო­დე­საც გა­იზ­რდე­ბი­ან (იღი­მე­ბა).

- მე­უღ­ლე რო­გორ შეხ­ვდა თქვენს ახალ ამ­პლუ­ას?

- მე­უღ­ლე ჩემი ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ამა­ყობს და მოს­წონს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცოლი რომ ჰყავს. დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ბოლო დროს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და, სულ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და კი­თხვებს ვუს­ვამ­დი. ბო­ლოს მი­თხრა, აი, აიხ­დი­ნე ოც­ნე­ბა და მი­ხე­დე ახლა საქ­მე­სო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, ჩვე­ნი ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვებს რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

- სე­რი­ო­ზულ საქ­მეს მო­ე­კი­დეთ, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად გა­არ­თმევთ თავს?

- არა­სე­რი­ო­ზუ­ლი არც ის არის, რა­საც მა­ნამ­დე ვა­კე­თებ­დი. მო­დის სფე­როს მთლი­ა­ნად მო­ვე­ჭი­დეთ, მის აღორ­ძი­ნე­ბას ვგეგ­მავთ. გა­მი­მარ­თლა, რომ რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ. მე მგო­ნი, ყვე­ლა­ფერს მო­ვას­წრებ.

- ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­დით ბევ­რი შვი­ლის ყო­ლა­ზე?

- არა, იმა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ სამი შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და. ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, სამი ბი­ჭის დედა იქ­ნე­ბიო, გა­მე­ცი­ნე­ბო­და. არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს - ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბა. რაც დრო გა­დის ვხვდე­ბი, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რისი შექ­მნაც ქალს შე­უძ­ლია.

- შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­თხე შვილ­ზეც იფიქ­როთ?

- რა­ტო­მაც არა, შე­იძ­ლე­ბა ხვალ-ზეგ არა, მაგ­რამ არა­სო­დეს თქვა, არა­სო­დეს (იღი­მე­ბა).

- შვი­ლი­ან ქალ­ბა­ტო­ნებს ხში­რად აქვთ ძი­ძის პრობ­ლე­მა. მისი აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ და ხში­რად უსამ­სა­ხუ­როდ რჩე­ბი­ან.

- ამ თე­მა­ზე ფონდს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა გვაქვს. დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა და კა­ნო­ნი შე­იც­ვლე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქალი, რო­მე­ლიც ბავ­შვს ელო­დე­ბი, დეკ­რეტ­ში მე­ცხრე თვეს გა­დი­ხარ და ორ თვე­ში სამ­სა­ხურ­ში უნდა გა­იქ­ცე. ბევ­რს ძი­ძის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და არც დამ­ხმა­რე­ე­ბი ჰყავს. შვილს კი იმი­ტომ არ აჩე­ნენ, რომ სამ­სა­ხუ­რი არ და­კარ­გონ. სხვა­თა შო­რის, ეს­ტო­ნეთ­შიც იგი­ვე პრობ­ლე­მა დგას. ეს ალ­ბათ პა­ტა­რა ერე­ბის პრობ­ლე­მაა. იქაც კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე იდ­გნენ და კა­ნო­ნი შე­მო­ი­ღეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­გიძ­ლია, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა აიღო და ხელ­ფასს ჩვე­უ­ლებ­რივ გიხ­დი­ან. ამის შემ­დეგ შო­ბა­დო­ბამ იმა­ტა.

- თქვენ ვინ გეხ­მა­რე­ბათ ბავ­შვე­ბის გაზ­რდა­ში?

- ამ­დე­ნი დამ­ხმა­რე რომ არ მყავ­დეს, ვე­რა­ფერს შევ­ძლებ­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, მყავს ბავ­შვე­ბის მომ­ვლე­ლი და ასე­ვე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან დედა და დე­დამ­თი­ლი. ხან­და­ხან ისეც ხდე­ბა, რომ ბავ­შვე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მყავს.

- უფ­რო­სი შვი­ლი რამ­დე­ნი წლის არის, ძა­ლი­ან გგავთ.

- სერ­გი უკვე დიდი ბი­ჭია, ივ­ნის­ში 13 წლის გახ­დე­ბა. რაც გა­ი­ზარ­და, ჩემ­კენ წა­მო­ვი­და. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, ქუ­ჩა­ში რომ გვხდე­ბა, ვხვდე­ბით, რომ შენი შვი­ლი­აო. ნუთუ ასე მგავს, მე ვერ ვხვდე­ბი.

- პირ­ვე­ლი შვი­ლე­ბი ხში­რად და-ძმებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ.

- პირ­ველ­სა და მე­ო­რეს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ცხრა წე­ლია. გა­მო­ხა­ტუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ ჰქო­ნია, მით უმე­ტეს, ამ­დე­ნი წელი მარ­ტო­ო­ბას რომ ხარ მიჩ­ვე­უ­ლი, პრინ­ცი­ვით იზ­რდე­ბი და უცებ ჩნდე­ბა მე­ო­რე, მერე კი­დევ მე­სა­მე, მაგ­რამ არა, ძა­ლი­ან უყ­ვარს პა­ტა­რე­ბი. ისი­ნიც, სახ­ლში რომ არის, სულ თავ­ზე ას­ხე­დან და ეთა­მა­შე­ბი­ან.

სა­ღა­მო­ო­ბით სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა. ერთი სკო­ლი­დან მო­დის, მე­ო­რე ბა­ღი­დან, მე­სა­მე სახ­ლში ხვდე­ბათ და მერე ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ.

- რო­დე­საც სახ­ლში დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბით, რამ­დე­ნად გაქვთ იმის ენერ­გია, რომ სამ შვილს თა­ნაბ­რად გა­უ­ნა­წი­ლოთ სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა?

- სა­მო­დე­ლო სტუ­დი­ა­ში ფსი­ქო­ლო­გი გვყავს, თა­მუ­ნა, მა­ინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო და ხში­რად ვუს­ვამ კი­თხვებს. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა ბავ­შვი. ხან­და­ხან სინ­დი­სი მქენ­ჯნი­და, რა­ტომ არ ვა­ტა­რებ­დი უფრო მეტ დროს ბავ­შვებ­თან და შემ­დეგ ფსი­ქო­ლოგ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამე მი­თხრა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დენ დროს გა­ა­ტა­რებ ბავ­შვებ­თან, მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი იქ­ნე­ბა ეს პე­რი­ო­დი. შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი დღე სახ­ლში იჯდე და ბავ­შვი თა­ვის­თვის კომ­პი­უ­ტერ­თან თა­მა­შობ­დეს, მაგ­რამ 20 წუთი გა­ა­ტა­რო და ხა­რის­ხი­ა­ნად. რაც უნდა დაღ­ლი­ლი ვიყო, ვცდი­ლობ, ერთს ძი­ლის წინ ზღა­პა­რი მო­ვუყ­ვე, მე­ო­რეს თავ­ზე ხელი გა­და­ვუს­ვა, მე­სა­მეს ვე­სა­უბ­რო. ყვე­ლა ბავ­შვი რომ იძი­ნებს, მერე ვა­ხერ­ხებ მე­გობ­რებ­თან წას­ვლას.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ოჯა­ხია და არა კა­რი­ე­რა?

- ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ასეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მე­კი­თხე­ბა რო­გორ ვა­თავ­სებ ოჯახ­სა და კა­რი­ე­რას. თა­ვი­სით მოხ­და, მაგ­რამ მე თვი­თონ ბევრ რა­მე­ზე მით­ქვამს უარი, ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოღონდ ეს არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მე­უღ­ლის მო­თხოვ­ნა. თვი­თონ ვარ ასე­თი ტიპი, ჩემ­თვის ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო.

- რომ არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვით, შე­იძ­ლე­ბო­და, დღეს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით.

- ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ამა­ზე არ ვფიქ­რობ (იღი­მე­ბა). ბედ­ნი­ე­რი ვარ ახლა რო­გო­რიც ვარ. შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ფე­რი არი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ზე.

- რო­დის იყ­რით თავს ერ­თად დიდი ოჯა­ხი?

- ახლა ისე­თი პე­რი­ო­დი გვაქვს, რომ მე­უღ­ლე ეს­ტო­ნეთ­შია და მე აქ. ბოლო წლე­ბი სულ მიდი-მო­დის რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვი. სექ­ტემ­ბრი­დან ბავ­შვებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვე­დი და ახლა უფრო მე­ტად მე­უღ­ლე ჩა­მო­დის. იმ­დე­ნი საქ­მე და­მიგ­როვ­და, რომ ვერ ვა­ხერ­ხებ­დი იქ ყოფ­ნას. ბოლო ორი-სამი წელი ნა­ხევ­რად იქ ვი­ყა­ვი. მა­ის­ში მე­უღ­ლეს ელ­ჩო­ბის ვადა ეწუ­რე­ბა და დრო­ე­ბით ასე გა­დავ­წყვი­ტეთ.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

თაკო ჩხეიძე - "ჩემი მეუღლე ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს"

 თაკო ჩხეიძე - "ჩემი მეუღლე ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს"

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" - ასე ჰქვია ფონდს, რომელიც დედის დღეს პატრიარქისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა. ფონდს ექვსი დამფუძნებელი ჰყავს - დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩუბინიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ანზორ თოთაძე, მანანა კობახიძე და მოდელი თაკო ჩხეიძე. თაკო წლებია, რაც სამოდელო ბიზნესშია ჩართული და საკუთარი სამოდელო სააგენტოც აქვს. ზრდის სამ შვილს და მეუღლე, რუსლან აბაშიძე, რამდენიმე წელია, რაც ესტონეთში საქართველოს ელჩია. თაკო დემოგრაფიული პრობლემებით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა და დღეს ბედნიერია, რომ ამ კუთხით საკუთარ წვლილს შეიტანს.

- თაკო, 3 მარტს "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ხართ.

- ძალიან კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ფონდი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფონდში გაერთიანებული არიან პოლიტიკოსები და მე, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, ცნობილი სახე, სიამოვნებით ჩავერთე. სამი შვილის დედა ვარ და მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად სხვა სფეროში ვმოღვაწეობ, ყოველთვის ვინტერესდები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და დემოგრაფიული პრობლემებიც მაინტერესებდა. რატომღაც მეგონა, რომ ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, რადგან ჩემ ირგვლივ რომ გადავხედე, ბევრ ადამიანს ჰყავს სამი შვილი და ვფიქრობდი, რომ შობადობა გაიზარდა. ეს ყველაფერი პატრიარქის არაჩვეულებრივი ნაბიჯის შემდეგ მოხდა. ჩემთვის პირადად დიდი სტიმული იყო, რომ ჩემი მესამე შვილი პატრიარქს მოენათლა. ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, პირველ რიგში, ეს გამახსენდა. ძალიან პატარა იყო, რომ მოვნათლეთ. ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება. ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ყველას კარგად გვესმის, რომ მარტო შვილის გაჩენა არ არის, მას აღზრდა, გაზრდა სჭირდება. ახლა ჩვენი ფონდის მეშვეობით ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგმება.

- თქვენ ვინ დაგიკავშირდათ?

- ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. მანამდე წინასაახალწლოდ მე და ჩემმა მეგობარმა საქველმოქმედო საღამო გავაკეთეთ უპატრონო ბავშვებისთვის. ლიკა საკუთარ რესტორანში ყოველ წელს ატარებს მსგავს ღონისძიებას, ყოველგვარი პიარის გარეშე. წელს გადავწყვიტე, რომ მეც ჩავრთულიყავი და მაშინ მივხვდი, რომ ძალიან სხვაგან ვიყავით. როდესაც თემა ბავშვებს ეხება, ფილმის ყურებაც მიჭირს. საღამოზე მოსულ დედებს რომ ვკითხე, ყველას 5-6 შვილი ჰყავდა. მართლა საამაყო საქმეს აკეთებენ და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ დღის შემდეგ დავინტერესდი, რით ეხმარებოდა სახელმწიფო მრავალშვილიან დედებს. ეს იყო კატასტროფა. როგორც გავარკვიე, აქამდე მრავალშვილიან დედად შვიდი შვილის დედა მიიჩნეოდა. ამაზე რა დამემართა, არ იცით.

- შეგიძლიათ, ფონდის საქმიანობის შესახებ გვიამბოთ, რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ?

- პირველ რიგში, მრავალშვილიანობა სამი შვილიდან განისაზღვრება. აქვე ყოველი მესამე შვილი საკუთარ ოჯახში ერთგვარი "შემომტანი" იქნება და 2014 წლიდან ყოველთვიური თანხა დაუწესდება, რასაც სრულწლოვანებამდე ყოველ წელს მიიღებს. მშობიარობა ივლისიდან უფასო გახდება და ახლა მიდის მსჯელობა, რომ ფეხმძიმობის განმავლობაში კონსულტაციებიც უფასო იყოს. ბევრჯერ მომისმენია ტელევიზიით, რომ უფულობის გამო ფეხმძიმე ქალბატონი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილა. გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ერთი შემთხვევა მახსენდება, უსახსრობის გამო ახალგაზრდა გოგონა მშობიარობას გადაჰყვა. ფული არ ჰქონდა და საშინელ სამშობიაროში წავიდა, რომელიც შემდეგ დაიკეტა. 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ძალიან ბევრი სამუშაოა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.

- მანამდე ფონდის დანარჩენ დამფუძნებლებს თუ იცნობდით? მხოლოდ თქვენ ხართ ხელოვანი მათ შორის.

- მაგ თვალსაზრისით შემარჩიეს. ფონდს სჭირდებოდა ცნობილი სახე, რომელიც პოლიტიკოსი არ იქნებოდა. ერთ-ერთი დამფუძნებელი ანზორ თოთაძე პროფესორი გახლავთ და ფონდის დაარსებამდე კონფერენციას დავესწარი, სადაც არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. როდესაც იმ რიცხვებსა და მონაცემებს გავეცანი, შოკირებული წამოვედი. როგორც აღმოჩნდა, ერი თუ არ გამრავლდა, 30 წელიწადში ქართველი მხოლოდ 700 000 იქნება. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, კონფერენციიდან რომ წამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რა კულტურა, რა ეკონომიკა, პირველ რიგში, ეს პრობლემაა მისახედი. თან საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და ყველას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. სხვა ერის წარმომადგენლები ბევრად გვისწრებენ ამ კუთხით. საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, უფრო რთული პერიოდები გაგვივლია, გადავრჩენილვართ და ენა, სარწმუნოება შეგვინარჩუნებია.

- თაკო, სამი შვილის დედა ხართ და სამოდელო სტუდია გაქვთ, ახლა ახალი საქმე გამოგიჩნდათ, როგორ ანაწილებთ დროს?

- ძალიან დაკავებული ვარ, რადგან ასევე თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი ვარ, რომელიც აპრილში იწყება და უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ დროს სწორად ვანაწილებ. მივხვდი, რომ რაც უფრო დაკავებული ხარ, უფრო მეტ რამეს ასწრებ. საღამოს სახლში გავრბივარ, რომ ბავშვებთან ერთად ვიყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ, მგონი, ჩემი შვილებიც გამიგებენ, როდესაც გაიზრდებიან (იღიმება).

- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს ახალ ამპლუას?

- მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს. დემოგრაფიულ პრობლემებზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან მაწუხებდა, სულ ველაპარაკებოდი და კითხვებს ვუსვამდი. ბოლოს მითხრა, აი, აიხდინე ოცნება და მიხედე ახლა საქმესო. ძალიან ბედნიერი ვიქნები, ჩვენი ფონდის ინიციატივებს რომ განვახორციელებთ.

- სერიოზულ საქმეს მოეკიდეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართმევთ თავს?

- არასერიოზული არც ის არის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. მოდის სფეროს მთლიანად მოვეჭიდეთ, მის აღორძინებას ვგეგმავთ. გამიმართლა, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. მე მგონი, ყველაფერს მოვასწრებ.

- ბავშვობაში ოცნებობდით ბევრი შვილის ყოლაზე?

- არა, იმაზე არასოდეს მიფიქრია, რომ სამი შვილი მეყოლებოდა. ვინმეს რომ ეთქვა, სამი ბიჭის დედა იქნებიო, გამეცინებოდა. არასოდეს თქვა არასოდეს - ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე ხდება. რაც დრო გადის ვხვდები, რომ ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება, რისი შექმნაც ქალს შეუძლია.

- შეიძლება, მეოთხე შვილზეც იფიქროთ?

- რატომაც არა, შეიძლება ხვალ-ზეგ არა, მაგრამ არასოდეს თქვა, არასოდეს (იღიმება).

- შვილიან ქალბატონებს ხშირად აქვთ ძიძის პრობლემა. მისი აყვანის საშუალება არ აქვთ და ხშირად უსამსახუროდ რჩებიან.

- ამ თემაზე ფონდს ძალიან საინტერესო ინიციატივა გვაქვს. დეკრეტული შვებულების საკითხი დადგება და კანონი შეიცვლება. წარმოიდგინეთ, ქალი, რომელიც ბავშვს ელოდები, დეკრეტში მეცხრე თვეს გადიხარ და ორ თვეში სამსახურში უნდა გაიქცე. ბევრს ძიძის აყვანის საშუალება არ აქვს და არც დამხმარეები ჰყავს. შვილს კი იმიტომ არ აჩენენ, რომ სამსახური არ დაკარგონ. სხვათა შორის, ესტონეთშიც იგივე პრობლემა დგას. ეს ალბათ პატარა ერების პრობლემაა. იქაც კატასტროფის წინაშე იდგნენ და კანონი შემოიღეს, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, წელიწად-ნახევარი დეკრეტული შვებულება აიღო და ხელფასს ჩვეულებრივ გიხდიან. ამის შემდეგ შობადობამ იმატა.

- თქვენ ვინ გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში?

- ამდენი დამხმარე რომ არ მყავდეს, ვერაფერს შევძლებდი. ბუნებრივია, მყავს ბავშვების მომვლელი და ასევე ძალიან მეხმარებიან დედა და დედამთილი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ბავშვები გადანაწილებული მყავს.

- უფროსი შვილი რამდენი წლის არის, ძალიან გგავთ.

- სერგი უკვე დიდი ბიჭია, ივნისში 13 წლის გახდება. რაც გაიზარდა, ჩემკენ წამოვიდა. ყველა მეუბნება, ქუჩაში რომ გვხდება, ვხვდებით, რომ შენი შვილიაო. ნუთუ ასე მგავს, მე ვერ ვხვდები.

- პირველი შვილები ხშირად და-ძმებზე ეჭვიანობენ.

- პირველსა და მეორეს შორის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელია. გამოხატული ეჭვიანობა არ ჰქონია, მით უმეტეს, ამდენი წელი მარტოობას რომ ხარ მიჩვეული, პრინცივით იზრდები და უცებ ჩნდება მეორე, მერე კიდევ მესამე, მაგრამ არა, ძალიან უყვარს პატარები. ისინიც, სახლში რომ არის, სულ თავზე ასხედან და ეთამაშებიან.

საღამოობით საოცრება ხდება. ერთი სკოლიდან მოდის, მეორე ბაღიდან, მესამე სახლში ხვდებათ და მერე ფეხბურთს თამაშობენ.

- როდესაც სახლში დაღლილი ბრუნდებით, რამდენად გაქვთ იმის ენერგია, რომ სამ შვილს თანაბრად გაუნაწილოთ სითბო და ყურადღება?

- სამოდელო სტუდიაში ფსიქოლოგი გვყავს, თამუნა, მაინტერესებს ეს სფერო და ხშირად ვუსვამ კითხვებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი. ხანდახან სინდისი მქენჯნიდა, რატომ არ ვატარებდი უფრო მეტ დროს ბავშვებთან და შემდეგ ფსიქოლოგმა ძალიან საინტერესო რამე მითხრა, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ დროს გაატარებ ბავშვებთან, მთავარია, რამდენად ხარისხიანი იქნება ეს პერიოდი. შეიძლება, მთელი დღე სახლში იჯდე და ბავშვი თავისთვის კომპიუტერთან თამაშობდეს, მაგრამ 20 წუთი გაატარო და ხარისხიანად. რაც უნდა დაღლილი ვიყო, ვცდილობ, ერთს ძილის წინ ზღაპარი მოვუყვე, მეორეს თავზე ხელი გადავუსვა, მესამეს ვესაუბრო. ყველა ბავშვი რომ იძინებს, მერე ვახერხებ მეგობრებთან წასვლას.

- როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში მთავარი ოჯახია და არა კარიერა?

- ჩემ შემთხვევაში ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეკითხება როგორ ვათავსებ ოჯახსა და კარიერას. თავისით მოხდა, მაგრამ მე თვითონ ბევრ რამეზე მითქვამს უარი, ოჯახიდან გამომდინარე, ოღონდ ეს არასოდეს ყოფილა მეუღლის მოთხოვნა. თვითონ ვარ ასეთი ტიპი, ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია ოჯახური გარემო.

- რომ არ დაოჯახებულიყავით, შეიძლებოდა, დღეს მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული მოდელი ყოფილიყავით.

- ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ (იღიმება). ბედნიერი ვარ ახლა როგორიც ვარ. შვილები ყველაფერი არიან ამ ქვეყანაზე.

- როდის იყრით თავს ერთად დიდი ოჯახი?

- ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ მეუღლე ესტონეთშია და მე აქ. ბოლო წლები სულ მიდი-მოდის რეჟიმში ვიყავი. სექტემბრიდან ბავშვებთან ერთად საქართველოში გადმოვედი და ახლა უფრო მეტად მეუღლე ჩამოდის. იმდენი საქმე დამიგროვდა, რომ ვერ ვახერხებდი იქ ყოფნას. ბოლო ორი-სამი წელი ნახევრად იქ ვიყავი. მაისში მეუღლეს ელჩობის ვადა ეწურება და დროებით ასე გადავწყვიტეთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება