სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანიკო ხაზარაძე და გიორგი კეკელიძე ერთმანეთს დაშორდნენ
ნანიკო ხაზარაძე და გიორგი კეკელიძე ერთმანეთს დაშორდნენ

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "რე­ი­ტინ­გში" ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინ­ტერ­ვიუ და­ი­ბეჭ­და, სა­დაც გი­ორ­გი თა­ვის ბოლო სიყ­ვა­რულ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ჰყვე­ბო­და. გი­ორ­გი თა­ვის­ზე 18 წლით უფ­როს ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი სიყ­ვა­რუ­ლი ცოტა უც­ნა­უ­რი გახ­ლდათ. გი­ორ­გი ამ­ბობ­და, რომ ნა­ნი­კოს­თან ისე­თი ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და, რომ მის მშობ­ლებს ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი და­ეს­ვათ. ისი­ნი მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­რი­ონ ამ ამ­ბავ­ში, როცა გა­ი­გე­ბენ, რომ ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქ­ვსო, ამ­ბობ­და. გი­ორ­გის არც ის და­უ­მა­ლავს, რომ ნა­ნი­კოს ბავ­შვსაც არ იც­ნობ­და მა­ინ­ცდა­მა­ინც ახ­ლოს და ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამ­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არ იყო ღრმა. წყვილს არ ჰქონ­და ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, ამას იმით ხსნი­და, რომ ერ­თად სა­ღა­მო­ებ­ზე არ და­დი­ოდ­ნენ. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მალე წიგნს გა­მოს­ცემ­და მაი ლა­შა­ურ­თან ერ­თად, რო­მელ­საც იმ გო­გოს მი­უ­ძღვნი­და, რო­მე­ლიც ნა­ნი­კომ­დე უყ­ვარ­და. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის წიგ­ნი "მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი" ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­და, სა­დაც წე­რია, რომ ეძღვნე­ბა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს, კუს.

ნა­ნი­კო­სა და გი­ორ­გის ყო­ველ­გვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სულ რა­ღაც სამ თვე­ში დას­რულ­და. ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ნა­ნი­კოს სა­ჯა­როდ არას­დროს მო­უ­ყო­ლია და ამ­ჯე­რა­დაც მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გიმ გა­ავ­რცე­ლა.ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­თვის ნა­ნი­კოს­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გვერ­დზე დადო. რა თქმა უნდა, ამ ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც თა­ვად ნა­ნი­კოც ჩა­ერ­თო. ნა­ნი­კოს მე­გობ­რე­ბი კო­მენ­ტარს აკე­თებ­დნენ, ამ სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ რა­ტომ გვი­მა­ლავ­დიო, ნა­ნი­კო წერ­და, არა­ფერს ვმა­ლავ­დი, პრე­სა ამის შე­სა­ხებ სულ წერ­დაო. გი­ორ­გის მი­სა­მარ­თით კი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა, არც ვი­ცო­დი, სა­ჯა­როდ თუ გა­ა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა ჩვენ და­შო­რე­ბა­ზეო. ღი­მი­ლი­ა­ნი სმა­ი­ლით იმა­საც სწერ­და, მად­ლო­ბა გი­ორ­გიო. რა თქმა უნდა, კო­მენ­ტა­რებს არ აკ­ლდა მო­საზ­რე­ბა, რო­გორ არ მოჰ­ბეზ­რდა ხალ­ხს სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს გა­უკ­ვირ­და რე­ა­ლუ­რად, რაც გა­საკ­ვი­რი იყო. რა­ტომ და­ი­დო ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გვერ­დზე. რამ­დე­ნი­მე წერ­და, ეს სწო­რედ ის ად­გი­ლია, სა­ი­და­ნაც მსგავს ამ­ბავს უნდა ვი­გებ­დე­თო...

ამ ყვე­ლა­ფერ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ალ­ბათ ისაა, რომ გი­ორ­გი ამ­ბობს, მე და ნა­ნი­კოს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და მე­გობ­რო­ბის სურ­ვი­ლი დაგ­ვრჩაო. გა­სულ კვი­რას გი­ორ­გიმ "ფე­ის­ბუქ­ზე" ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ტუს­ში და­წე­რა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია, რაც მისი რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის გარ­და, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე­მაც მო­ი­წო­ნა….

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნანიკო ხაზარაძე და გიორგი კეკელიძე ერთმანეთს დაშორდნენ

ნანიკო ხაზარაძე და გიორგი კეკელიძე ერთმანეთს დაშორდნენ

რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგში" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გიორგი თავის ბოლო სიყვარულზე გულახდილად ჰყვებოდა. გიორგი თავისზე 18 წლით უფროს ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეზე იყო შეყვარებული, თუმცა მისი სიყვარული ცოტა უცნაური გახლდათ. გიორგი ამბობდა, რომ ნანიკოსთან ისეთი ღრმა ურთიერთობა არ ჰქონდა, რომ მის მშობლებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ. ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაერიონ ამ ამბავში, როცა გაიგებენ, რომ ჩვენ სერიოზული ურთიერთობა გვაქვსო, ამბობდა. გიორგის არც ის დაუმალავს, რომ ნანიკოს ბავშვსაც არ იცნობდა მაინცდამაინც ახლოს და ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, რომ მათი ურთიერთობა არ იყო ღრმა. წყვილს არ ჰქონდა ერთად გადაღებული ფოტო, ამას იმით ხსნიდა, რომ ერთად საღამოებზე არ დადიოდნენ. ამავე ინტერვიუში ამბობდა, რომ მალე წიგნს გამოსცემდა მაი ლაშაურთან ერთად, რომელსაც იმ გოგოს მიუძღვნიდა, რომელიც ნანიკომდე უყვარდა. გიორგი კეკელიძის წიგნი "მინიატიურები" ცოტა ხნის წინ გამოვიდა, სადაც წერია, რომ ეძღვნება ყოფილ შეყვარებულს, კუს.

ნანიკოსა და გიორგის ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დაწყებული ურთიერთობა სულ რაღაც სამ თვეში დასრულდა. ამ ურთიერთობაზე ნანიკოს საჯაროდ არასდროს მოუყოლია და ამჯერადაც მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია გიორგიმ გაავრცელა.ერთ-ერთი ჟურნალისთვის ნანიკოსთან დაშორების შესახებ მიცემული ინტერვიუ რატომღაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე დადო. რა თქმა უნდა, ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, რომელშიც თავად ნანიკოც ჩაერთო. ნანიკოს მეგობრები კომენტარს აკეთებდნენ, ამ სიყვარულის შესახებ რატომ გვიმალავდიო, ნანიკო წერდა, არაფერს ვმალავდი, პრესა ამის შესახებ სულ წერდაო. გიორგის მისამართით კი კომენტარი გააკეთა, არც ვიცოდი, საჯაროდ თუ გააკეთე განცხადება ჩვენ დაშორებაზეო. ღიმილიანი სმაილით იმასაც სწერდა, მადლობა გიორგიო. რა თქმა უნდა, კომენტარებს არ აკლდა მოსაზრება, როგორ არ მოჰბეზრდა ხალხს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. მხოლოდ რამდენიმეს გაუკვირდა რეალურად, რაც გასაკვირი იყო. რატომ დაიდო ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე. რამდენიმე წერდა, ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც მსგავს ამბავს უნდა ვიგებდეთო...

ამ ყველაფერში საინტერესო ალბათ ისაა, რომ გიორგი ამბობს, მე და ნანიკოს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მეგობრობის სურვილი დაგვრჩაო. გასულ კვირას გიორგიმ "ფეისბუქზე" ურთიერთობის სტატუსში დაწერა, რომ დაკავებულია, რაც მისი რამდენიმე მეგობრის გარდა, ნანიკო ხაზარაძემაც მოიწონა….

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები