სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა გოჩიაშვილი შეყვარებულია
ბექა გოჩიაშვილი შეყვარებულია

არ ვიცი, რა ვუ­წო­დო ან რო­გორ და­ვა­ხა­სი­ა­თო, შე­სა­ვა­ლი რო­გორ დავ­წე­რო ისე, რომ გად­მოვ­ცე, გა­გი­ზი­ა­როთ ბექა გო­ჩი­აშ­ვილ­ზე შექ­მნი­ლი წარ­მოდ­გე­ნა. თექ­ვსმე­ტი წლი­საა, თუმ­ცა და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა უნდა ნახო, ეს რომ და­ი­ჯე­რო. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა, თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­როვ­ნე, ცხოვ­რე­ბი­სად­მი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზ­რე­ბის მქო­ნე, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, იცის, ვინ არის, რა უნდა და რო­გორ მი­აღ­წი­ოს სა­წა­დელს. ბე­ქას თბი­ლის­ში ვეს­ტუმ­რეთ, წინა ღა­მით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკან ბრუნ­დე­ბა, მისი ჩა­მოს­ვლით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მო­ნატ­რე­ბულ შვილს, ძმას, შვი­ლიშ­ვილს სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლე­ბით შეს­ცქე­რი­ან, მათ მზე­რა­ში სი­ა­მა­ყე და მო­ნატ­რე­ბის სევ­და ერ­თდრო­უ­ლად ჩანს. ინ­ტერ­ვი­უს გა­ფა­ცი­ცე­ბით უს­მე­ნენ, ზოგს ცრემ­ლი ერე­ვა, ზოგი გა­რინ­დე­ბუ­ლი უს­მენს და გულ­ში ფიქ­რობს: "ეს ჩემი შვი­ლია, ეს ჩემი სი­ა­მა­ყეა, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია..." ზოგს უბ­რა­ლოდ, თა­მა­ში უნდა და სულ არ აინ­ტე­რე­სებს ბე­ქას ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია, რო­გორ უს­მენ­და ჯა­რეტს ოთხი წლის ასაკ­ში და რა მოხ­დე­ბა, თუ მას "გრემ­ზე" წა­რად­გე­ნენ...

მუ­სი­კა და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა - მის მშობ­ლებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და კი­დევ ჯაზი. რაც უნდა სა­ოც­რად ჟღერ­დეს, სამი წლი­სა ტრა­დი­ცი­ულ ჯაზს სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მენ­და, ოს­კარ პი­რე­სო­ნი, ქეით ჯა­რე­ტი და კი­დევ სხვა ისე­თი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია ოთხი წლის ასაკ­ში უს­მენ­დე, თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხარ, თუ მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში აღ­მო­ჩე­ნა არ ხარ ან თუ ბექა არ ხარ, გო­ჩი­აშ­ვი­ლი... თვი­თონ ჰყვე­ბა ბავ­შვო­ბა­ზე, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და გა­მორ­ჩე­უ­ლი არა­ვის­გან ყო­ფი­ლა, თა­მა­შობ­და მან­ქა­ნე­ბით, როცა მოჰ­ბეზ­რდე­ბო­და, უკ­რავ­და ან მუ­სი­კას უს­მენ­და. ერთხელ, მა­მამ სინ­თე­ზა­ტო­რი იყი­და, ბე­ქამ მისი ყუთი აიღო, ის ნა­წი­ლი, სა­დაც ელექტრო­პი­ა­ნი­ნო ეხა­ტა, მაკ­რატ­ლით გა­მოჭ­რა და თა­მა­ში და­ი­წყო, წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი პა­ტა­რა თი­თე­ბი კლა­ვი­შებს ეხე­ბო­და. ასე "უკ­რავ­და" სა­ა­თო­ბით. ფეხ­ბურ­თი უყ­ვარს, ბავ­შვო­ბა­ში თა­მა­ში უყ­ვარ­და, ახლა, როცა დრო არ აქვს, გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას სჯერ­დე­ბა ხოლ­მე... ცოტა რომ წა­მო­ი­ზარ­და, უბან­ში ბი­ჭებ­თან "ბირ­ჟა­ობ­და", ზოგ­ჯერ გაკ­ვე­თი­ლებ­საც აც­დენ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბის ნა­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც უკან დარ­ჩა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბექა თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლია და ამით ამა­ყობს. მისი კუ­თხის კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი მის­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი და ძვირ­ფა­სია.

სკო­ლა­ში რომ შე­იყ­ვა­ნეს, უკვე ჯაზს უკ­რავ­და. პირ­ვე­ლი კლა­სის პირ­ვე­ლი დღე ახ­სოვს, იქა­უ­რო­ბა არ მო­ე­წო­ნა. მერე ყვე­ლა­ფერს შე­ეჩ­ვია, თან სკო­ლა­ში ხელს უწყობ­დნენ, რომ მუ­სი­კა­ზე ევლო - იცოდ­ნენ მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის ამ­ბა­ვი. ცდი­ლობ­და, კლა­სე­ლებ­თან მუ­სი­კა­ზე არ ესა­უბ­რა და არ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, რომ ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, იცო­და, აზრი არ ჰქონ­და 6-7 კლა­სის ბავ­შვებ­თან ჯა­რე­ტის გე­ნი­ო­სო­ბა­ზე ლა­პა­რაკს - მათ­თან ძმა­კა­ცობ­და, ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, ერ­თო­ბო­და... მას­წავ­ლებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უფრო მე­გობ­რო­ბას და­არ­ქმევ­და. ექ­ვსი წლი­სა ზურა რა­მიშ­ვილ­თან მი­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­მაც სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მისი რჩე­ვით, ბექა კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ზე შე­იყ­ვა­ნეს და სამი წელი სწავ­ლობ­და, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სიღ­რმე­ებს სწვდე­ბო­და. სამი წლის შემ­დეგ ისევ ზუ­რას­თან მი­ვი­და და სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო მათი მე­გობ­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა. ზუ­რას­გან ბევ­რი რამ ის­წავ­ლა, ძა­ლი­ან ბევ­რი... ცა­მე­ტი წლის ბექა ზუ­რას­თან ერ­თად ნიუ-იორკს ეს­ტუმ­რა. იგ­რძნო, რომ ეს ქა­ლა­ქი მსოფ­ლიო ჯა­ზის დე­და­ქა­ლა­ქია. თა­ვი­დან ბერკლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა­ზე ფიქ­რობ­და, თუმ­ცა შემ­დეგ გა­ი­გეს, რომ ჯუ­ლი­არ­დში ნონა შენ­გე­ლა­ია პრეს­ტი­ჟულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და ამან გა­და­ა­წყვე­ტი­ნა ჯუ­ლი­არ­დში მის­ვლა. ბე­ქამ იქ ჩა­ა­ბა­რა და სწავ­ლაც და­ი­წყო. თა­ვი­დან მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მა­მას წა­მოს­ვლამ მო­უ­წია, ბე­ქას ძმა სულ ერთი თვის იყო, ყვე­ლას უჭირ­და გან­შო­რე­ბა, დე­და­საც, ბე­ქა­საც... მა­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა უწევ­და, ბექა კი მარ­ტო უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გეს ნო­ნამ და მის­მა მე­უღ­ლემ, გია შენ­გე­ლა­ი­ამ და ბექა სა­კუ­თარ სახ­ლში მი­იწ­ვი­ეს, შვი­ლი­ვით მი­ი­ღეს და ოჯა­ხუ­რი სით­ბო აჩ­ვე­ნეს. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ბე­ქას პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შეს, ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად, თით­ქოს სხვა რა­კურ­სით და­ა­ნახ­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნიკა რუ­რუ­აც ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა, მას­თან შეხ­ვედ­რაც მე­გობ­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ბევრ რა­მე­ში შე­უ­წყო ხელი. მათ რომ არ შეხ­ვედ­რო­და, ზურა რა­მიშ­ვი­ლი რომ არ გა­ეც­ნო, ამე­რი­კა­ში ვერ წა­ვი­დო­და და ვერც გია და ნონა შენ­გე­ლა­ი­ებს გა­იც­ნობ­და - ვინ იქ­ნე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს, მუ­სი­კო­სი არ იქ­ნე­ბო­და, შე­საძ­ლოა, ქუ­ჩის ძველ­ბი­ჭო­ბი­დან ვერც გა­მო­სუ­ლი­ყო ან თუნ­დაც... ამა­ზე ფიქ­რს სას­წრა­ფოდ წყვეტს, ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ უნდა...

ბექა 16 წლი­საა, სჯე­რა სი­მარ­თლის, სი­კე­თის და კი­დევ იმის, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ხდე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა დღი­უ­რი არაა, რომ ჩა­წე­რო - აი, ეს მი­ზა­ნი ამიხ­და, ეს ოც­ნე­ბა ვერ ამიხ­და და გა­და­ხა­ზო. ბექა მიჰ­ყვე­ბა იმას, რა­საც სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს, სა­ი­თაც მიჰ­ყავს იმ რჩე­ვებს, რო­მელ­საც კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აძ­ლე­ვენ. ცხოვ­რე­ბას ხომ ბევ­რი გზა აქვს, ერთს აირ­ჩევ და თუ მიხ­ვდე­ბი, რომ არას­წო­რი იყო, უკან დაბ­რუნ­დე­ბი და სხვას გაჰ­ყვე­ბი. ამი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო აწ­მყო­ში არ­სე­ბო­ბა. ბექა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ოც­ნე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად აუხ­დე­ბა, თუმ­ცა არა თა­ვი­სით, ამის­თვის ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო. "მე ჩი­კო­რე­ას­თან დაკ­ვრა მინ­დო­და ძა­ლი­ან, შინ რომ წა­მოვ­წო­ლი­ლი­ყა­ვი და ამა­ზე მე­ფიქ­რა, ჩი­კო­რეა არას­დროს და­მი­რე­კავ­და და არ მე­ტყო­და, მოდი, ბექა, ერ­თად და­ვუკ­რა­თო... ამ დიდი სურ­ვი­ლის ასას­რუ­ლებ­ლად ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე, თან არა ხე­ლოვ­ნუ­რად, მე ჩემს გზა­ზე მივ­დი­ო­დი და უბ­რა­ლოდ, მოხ­და, რომ ერთხე­ლაც ერ­თად და­ვუ­კა­რით".

კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან დი­დია, არა მარ­ტო მუ­სი­კა­ში, ზო­გა­დად ყვე­ლა საქ­მე­სა და სფე­რო­ში, ამა­ზე არა­ვინ და­ობს, უბ­რა­ლოდ, ბე­ქას აზ­რით, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი კონ­კუ­რენ­ტი სა­კუ­თა­რი თა­ვია. "შენს თავს უნდა აჯო­ბო, და­ა­მარ­ცხო და იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თო, ვიდ­რე ოდეს­მე წარ­მო­გედ­გი­ნა, რომ შეძ­ლებ­დი"... წარ­მა­ტე­ბა მოვა, თუკი სა­კუ­თა­რი თა­ვით და მიღ­წე­უ­ლით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი, თუ "თავ­ში არ აგი­ვარ­დე­ბა" და მუდ­მი­ვად სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იფიქ­რებ. ბე­ქას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია: "რომ არ ვიყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, 2012 წლის ფეს­ტი­ვალ­ზე უკეთ 2013 წელს და­ვუკ­რავ, მა­შინ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას აზრი არ აქვს..." ბე­ქას ალ­ბო­მი "გრემ­ზე" წარ­სად­გე­ნად გა­ნი­ხი­ლე­ბა, ესეც წარ­მა­ტე­ბაა, ჩი­კო­რე­ას­თან დაკ­ვრაც წარ­მა­ტე­ბაა, მონ­ტრო­ში რომ გა­ი­მარ­ჯვა, ისიც წარ­მა­ტე­ბაა, ჯუ­ლი­არ­დში რომ სწავ­ლობს, ისიც... მაგ­რამ ზო­გა­დად წარ­მა­ტე­ბა ერ­თია - "ვინ ხარ და რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია", - ასე ფიქ­რობს 16 წლის ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი. მისი ოც­ნე­ბა და მი­ზა­ნია, არ და­კარ­გოს გან­ვი­თა­რე­ბის უნა­რი, გან­ვი­თარ­დეს არა მარ­ტო პრო­ფე­სი­უ­ლად, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლად...

სიყ­ვა­რუ­ლი... ბექა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ეს ამო­უხ­სნე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და ღვთა­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ნი­ნი­კო მისი ქალღმერ­თია, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმის მუ­ზას გაძ­ლევს, რომ რო­მან­ტი­კუ­ლი მუ­სი­კა და­გა­წე­რი­ნოს. მას მი­უ­ძღვნა წყნა­რი და ლა­მა­ზი მუ­სი­კა. ურ­თი­ერ­თო­ბა იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე შე­ფა­სე­ბა. "ბე­ქას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს", ნი­ნი­კო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და ბექა ბედ­ნი­ე­რია, რომ მას ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი აჩუ­ქა ღმერ­თმა. და­ბა­დე­ბი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ, დღეს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე... მო­მა­ვალ­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს, არც უნდა, ცხოვ­რობს და მიჰ­ყვე­ბა გზას ისე, რო­გორც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს, სად მი­დის ეს გზა, ჯერ არა­ვინ იცის.

ქეთი მი­ქა­ნა­ძე

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

ბექა გოჩიაშვილი შეყვარებულია

ბექა გოჩიაშვილი შეყვარებულია

არ ვიცი, რა ვუწოდო ან როგორ დავახასიათო, შესავალი როგორ დავწერო ისე, რომ გადმოვცე, გაგიზიაროთ ბექა გოჩიაშვილზე შექმნილი წარმოდგენა. თექვსმეტი წლისაა, თუმცა დაბადების მოწმობა უნდა ნახო, ეს რომ დაიჯერო. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, თანამედროვედ მოაზროვნე, ცხოვრებისადმი ჩამოყალიბებული აზრების მქონე, მიზანდასახული პიროვნებაა, იცის, ვინ არის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს საწადელს. ბექას თბილისში ვესტუმრეთ, წინა ღამით ჩამოვიდა საქართველოში და რამდენიმე დღეში უკან ბრუნდება, მისი ჩამოსვლით აღფრთოვანებული ოჯახის წევრები, მონატრებულ შვილს, ძმას, შვილიშვილს სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერიან, მათ მზერაში სიამაყე და მონატრების სევდა ერთდროულად ჩანს. ინტერვიუს გაფაციცებით უსმენენ, ზოგს ცრემლი ერევა, ზოგი გარინდებული უსმენს და გულში ფიქრობს: "ეს ჩემი შვილია, ეს ჩემი სიამაყეა, ჩვენი მომავალია..." ზოგს უბრალოდ, თამაში უნდა და სულ არ აინტერესებს ბექას ცხოვრების ისტორია, როგორ უსმენდა ჯარეტს ოთხი წლის ასაკში და რა მოხდება, თუ მას "გრემზე" წარადგენენ...

მუსიკა დაბადებისთანავე შეიყვარა - მის მშობლებს ერთმანეთი უყვარდათ და კიდევ ჯაზი. რაც უნდა საოცრად ჟღერდეს, სამი წლისა ტრადიციულ ჯაზს სიამოვნებით უსმენდა, ოსკარ პირესონი, ქეით ჯარეტი და კიდევ სხვა ისეთი შემსრულებლები, რომლებსაც შეუძლებელია ოთხი წლის ასაკში უსმენდე, თუ განსაკუთრებული არ ხარ, თუ მუსიკალურ სამყაროში აღმოჩენა არ ხარ ან თუ ბექა არ ხარ, გოჩიაშვილი... თვითონ ჰყვება ბავშვობაზე, რომ ჩვეულებრივი და გამორჩეული არავისგან ყოფილა, თამაშობდა მანქანებით, როცა მოჰბეზრდებოდა, უკრავდა ან მუსიკას უსმენდა. ერთხელ, მამამ სინთეზატორი იყიდა, ბექამ მისი ყუთი აიღო, ის ნაწილი, სადაც ელექტროპიანინო ეხატა, მაკრატლით გამოჭრა და თამაში დაიწყო, წარმოიდგენდა, რომ მისი პატარა თითები კლავიშებს ეხებოდა. ასე "უკრავდა" საათობით. ფეხბურთი უყვარს, ბავშვობაში თამაში უყვარდა, ახლა, როცა დრო არ აქვს, გულშემატკივრობას სჯერდება ხოლმე... ცოტა რომ წამოიზარდა, უბანში ბიჭებთან "ბირჟაობდა", ზოგჯერ გაკვეთილებსაც აცდენდა. ეს ყველაფერი ბავშვობის ნაწილი იყო, რომელიც უკან დარჩა... მიუხედავად იმისა, რომ ბექა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, წარმოშობით კახელია და ამით ამაყობს. მისი კუთხის კულტურა და ტრადიციები მისთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასია.

სკოლაში რომ შეიყვანეს, უკვე ჯაზს უკრავდა. პირველი კლასის პირველი დღე ახსოვს, იქაურობა არ მოეწონა. მერე ყველაფერს შეეჩვია, თან სკოლაში ხელს უწყობდნენ, რომ მუსიკაზე ევლო - იცოდნენ მისი გამორჩეული ნიჭის ამბავი. ცდილობდა, კლასელებთან მუსიკაზე არ ესაუბრა და არ დაეფიქსირებინა, რომ ის განსხვავებულია, იცოდა, აზრი არ ჰქონდა 6-7 კლასის ბავშვებთან ჯარეტის გენიოსობაზე ლაპარაკს - მათთან ძმაკაცობდა, ფეხბურთს თამაშობდა, ერთობოდა... მასწავლებლებთან ურთიერთობას უფრო მეგობრობას დაარქმევდა. ექვსი წლისა ზურა რამიშვილთან მიიყვანეს, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი რჩევით, ბექა კლასიკურ მუსიკაზე შეიყვანეს და სამი წელი სწავლობდა, კლასიკური მუსიკის სიღრმეებს სწვდებოდა. სამი წლის შემდეგ ისევ ზურასთან მივიდა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი მეგობრული და საინტერესო ურთიერთობა. ზურასგან ბევრი რამ ისწავლა, ძალიან ბევრი... ცამეტი წლის ბექა ზურასთან ერთად ნიუ-იორკს ესტუმრა. იგრძნო, რომ ეს ქალაქი მსოფლიო ჯაზის დედაქალაქია. თავიდან ბერკლის უნივერსიტეტში სწავლაზე ფიქრობდა, თუმცა შემდეგ გაიგეს, რომ ჯულიარდში ნონა შენგელაია პრესტიჟულ თანამდებობაზე მუშაობდა და ამან გადააწყვეტინა ჯულიარდში მისვლა. ბექამ იქ ჩააბარა და სწავლაც დაიწყო. თავიდან მამასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მამას წამოსვლამ მოუწია, ბექას ძმა სულ ერთი თვის იყო, ყველას უჭირდა განშორება, დედასაც, ბექასაც... მამას საქართველოში დაბრუნება უწევდა, ბექა კი მარტო უნდა დარჩენილიყო. ეს ამბავი გაიგეს ნონამ და მისმა მეუღლემ, გია შენგელაიამ და ბექა საკუთარ სახლში მიიწვიეს, შვილივით მიიღეს და ოჯახური სითბო აჩვენეს. ამ ადამიანებმა ბექას პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს, ბევრი რამ სხვანაირად, თითქოს სხვა რაკურსით დაანახვეს. საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც ძალიან დაეხმარა, მასთან შეხვედრაც მეგობრული და საინტერესო იყო, ბევრ რამეში შეუწყო ხელი. მათ რომ არ შეხვედროდა, ზურა რამიშვილი რომ არ გაეცნო, ამერიკაში ვერ წავიდოდა და ვერც გია და ნონა შენგელაიებს გაიცნობდა - ვინ იქნებოდა ამ ყველაფრის გარეშე ბექა გოჩიაშვილი? ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, მუსიკოსი არ იქნებოდა, შესაძლოა, ქუჩის ძველბიჭობიდან ვერც გამოსულიყო ან თუნდაც... ამაზე ფიქრს სასწრაფოდ წყვეტს, ამის წარმოდგენაც კი არ უნდა...

ბექა 16 წლისაა, სჯერა სიმართლის, სიკეთის და კიდევ იმის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება. მუსიკალური ცხოვრება დღიური არაა, რომ ჩაწერო - აი, ეს მიზანი ამიხდა, ეს ოცნება ვერ ამიხდა და გადახაზო. ბექა მიჰყვება იმას, რასაც საჭიროება მოითხოვს, საითაც მიჰყავს იმ რჩევებს, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები აძლევენ. ცხოვრებას ხომ ბევრი გზა აქვს, ერთს აირჩევ და თუ მიხვდები, რომ არასწორი იყო, უკან დაბრუნდები და სხვას გაჰყვები. ამითაა საინტერესო აწმყოში არსებობა. ბექა დარწმუნებულია, რომ ოცნებები აუცილებლად აუხდება, თუმცა არა თავისით, ამისთვის ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. "მე ჩიკორეასთან დაკვრა მინდოდა ძალიან, შინ რომ წამოვწოლილიყავი და ამაზე მეფიქრა, ჩიკორეა არასდროს დამირეკავდა და არ მეტყოდა, მოდი, ბექა, ერთად დავუკრათო... ამ დიდი სურვილის ასასრულებლად ბევრი რამ გავაკეთე, თან არა ხელოვნურად, მე ჩემს გზაზე მივდიოდი და უბრალოდ, მოხდა, რომ ერთხელაც ერთად დავუკარით".

კონკურენცია ძალიან დიდია, არა მარტო მუსიკაში, ზოგადად ყველა საქმესა და სფეროში, ამაზე არავინ დაობს, უბრალოდ, ბექას აზრით, ყველა ადამიანის ყველაზე დიდი კონკურენტი საკუთარი თავია. "შენს თავს უნდა აჯობო, დაამარცხო და იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა, რომ შეძლებდი"... წარმატება მოვა, თუკი საკუთარი თავით და მიღწეულით არ დაკმაყოფილდები, თუ "თავში არ აგივარდება" და მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქრებ. ბექას დამოკიდებულება ასეთია: "რომ არ ვიყო დარწმუნებული, 2012 წლის ფესტივალზე უკეთ 2013 წელს დავუკრავ, მაშინ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აზრი არ აქვს..." ბექას ალბომი "გრემზე" წარსადგენად განიხილება, ესეც წარმატებაა, ჩიკორეასთან დაკვრაც წარმატებაა, მონტროში რომ გაიმარჯვა, ისიც წარმატებაა, ჯულიარდში რომ სწავლობს, ისიც... მაგრამ ზოგადად წარმატება ერთია - "ვინ ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია", - ასე ფიქრობს 16 წლის ბექა გოჩიაშვილი. მისი ოცნება და მიზანია, არ დაკარგოს განვითარების უნარი, განვითარდეს არა მარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულად...

სიყვარული... ბექა შეყვარებულია და ეს ამოუხსნელი, საინტერესო და ღვთაებრივი მდგომარეობაა. ნინიკო მისი ქალღმერთია, ადამიანი, რომელიც იმის მუზას გაძლევს, რომ რომანტიკული მუსიკა დაგაწერინოს. მას მიუძღვნა წყნარი და ლამაზი მუსიკა. ურთიერთობა იმაზე მეტია, ვიდრე შეფასება. "ბექას შეყვარებული ჰყავს", ნინიკო არაჩვეულებრივი ადამიანია და ბექა ბედნიერია, რომ მას ასეთი საჩუქარი აჩუქა ღმერთმა. დაბადებიდან შეყვარებულია, უბრალოდ, დღეს კონკრეტულ ადამიანზე... მომავალზე საუბარი არ უყვარს, არც უნდა, ცხოვრობს და მიჰყვება გზას ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, სად მიდის ეს გზა, ჯერ არავინ იცის.

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"