9-10 მარტს კრემლის სამთავრობო სასახლეში ანსამბლ "ერისიონის" კონცერტები გაიმართა. რუსი მაყურებელი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და ოვაციებით შეხვდნენ სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს.
"5-წლიანი შესვენების შემდეგ ქვეყნის მთავარ სცენაზე უნიკალური ქართული ანსამბლის, "ერისიონის" ორი გამოსვლა შედგა. მსოფლიოში ცნობილ ეთნოშოუში, "საქართველოს საგანძურში", გაერთიანებულია მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვაში ასახული სიუჟეტები ქვეყნის ისტორიიდან, ეროვნული ტანისამოსი და სინათლის შოუ. ეს ყველაფერი კი ქართველებისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი და ტემპერამენტიანი შესრულებით", - ასე ეხმაურება რუსული პრესა ქვეყნის დედაქალაქში სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვიზიტს.
"ერისიონი" რუსეთში 4 მარტს გაემგზავრა. რუსული ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტები როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლსა და მოსკოვში გამართა.