"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დირექტორი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი თავდაცვის სამინისტროს "ფეისბუქ-გვერდს" მიმართავს და მისი კომენტარების დაბლოკვაში ადანაშაულებს.
"მივმართავ თავდაცვის სამინისტროს "ფეისბუკ" გვერდის ადმინს! რატომ შლით ჩემს კომენტარებს და რატომ დამადეთ ბანი? სიმართლე თვალებში გეჩხირებათ? გრცხვენოდეთ ჩემი თუ არა იმ თითოეული ჯარისკაცის მაინც, რომელსაც ყოველდღიურად აყენებთ შეურაცხყოფას და მიზანმიმართულად შლით ქართულ ჯარს! თქვენ რა იცით სამშობლოს სიყვარული? რა იცით ჯარისკაცის სიყვარული და პატივისცემა?", - წერს ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.