"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დირექტორი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი შს მინისტრ ირაკლის ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. ოფიციალური განცხადების ასლს ნადარეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
"მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ 20 თებერვალს, 12 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემი მეუღლის, ყოფილი შს მინისტრის ბ-ნი ბ. ახალაიას წინა სასამართლოს სხდომა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბ. ახალაიას მხარდასაჭერად მოდიან როგორც ბ-ნ ბ. ახალაიას მეგობრები, ასევე მხარდამჭერები და თანამოაზრეები, რიგითი მოქალაქეები. მოგმართავთ თხოვნით, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, ყველანაირი ექსცესების და ძალადობის თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია ნადარეიშვილის განცხადებაში.