Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება
ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან გლ­და­ნის მერ­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ში ახა­ლა­ი­ას გა­დაყ­ვა­ნას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ბაჩო გლ­და­ნი­დან მე-7-ში რომ გა­და­იყ­ვა­ნეს ქურ­დებ­თან, მა­შინ სუ­ბარ­მა ესე ახ­სნა: გლ­და­ნის ციხე უსაფრ­თხო არ არის და სა­ნამ მატ­რო­სო­ვი გა­რე­მონტდე­ბაო, მა­ნამ­დე მე-7-ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოდ იქ­მე­ბაო. მერე მატ­რო­სოვ­ზე რე­მონ­ტი რომ მორ­ჩა (რე­მონ­ტში იგუ­ლის­ხმე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო და მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის და­მონ­ტა­ჟე­ბა), გა­და­იყ­ვა­ნეს მატ­რო­სოვ­ზე. ეხლა ისევ მე-8-ში. არ ვიცი, თან ეს ყო­ველ­თვის მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბია და ად­ვო­კა­ტე­ბი ვერ შე­დი­ან, ეს გუ­შინ ღა­მით მოხ­და, დღეს სან­დო წყა­რომ, რო­მელ­საც ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, გვი­თხრა ეს ამ­ბა­ვი. ხვალ დი­ლით 10 სა­ათ­ზე შევა ად­ვო­კა­ტი და გა­ვი­გებთ მი­ზე­ზებს....

შე­საძ­ლოა, ან კა­მე­რებ­მა და მო­სას­მე­ნებ­მა ვერ იმუ­შა­ვა კარ­გად, ესე­ნი ხომ ბან­ძე­ბი არი­ან და თა­ვი­დან არე­მონ­ტე­ბენ...

ეხლა არა­ვის იქ არ შეგ­ვიშ­ვე­ბენ, მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფიც გა­ა­უქ­მეს და კაცი არ არის შემსვლე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გარ­და, და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა წინა მი­მარ­თვა­ზე რო­დე­საც გა­და­იყ­ვა­ნეს და ღა­მით და­ვუ­რე­კეთ, ესე გვი­თხრა, ხვალ დი­ლით შე­ვალთ, ამა­ღამ ვე­რაო... სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტი დღეს "მკვდარ­ზე ვე­ნო­კია"", - წერ­და ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი გუ­შინ გვი­ან ღა­მით "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ნა­და­რე­იშ­ვი­ლის პოსტს უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი თეა თუთ­ბე­რი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ანი, მგო­ნი ვხვდე­ბი, ამათ ეს რის გამო გა­ა­კე­თეს. ხვდე­ბი­ან, რომ ინ­ფორ­მა­ტო­რი (რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ებს გვაწ­ვდი­და მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან, მათ შო­რის გაგა მკურ­ნა­ლი­ძის თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე და ა.შ.) ვერ გა­შიფ­რეს და ეხლა ეს გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნეს... ერთი ის მა­ინ­ტე­რე­სებს კი­დევ, რას უყუ­რებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის შექ­მნას ამ­დე­ნი ხანი????", - და­წე­რა თუთ­ბე­რი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს - თქვენ რა იცით ჯა­რის­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა

ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი: "თუ აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს, მა­შინ რა­ტომ გა­და­დის ალა­სა­ნია მაგ კა­ბი­ნეტ­ში?"

ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე შს მი­ნისტრს მი­მარ­თავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე საპყრობილეში ახალაიას გადაყვანას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ბაჩო გლდანიდან მე-7-ში რომ გადაიყვანეს ქურდებთან, მაშინ სუბარმა ესე ახსნა: გლდანის ციხე უსაფრთხო არ არის და სანამ მატროსოვი გარემონტდებაო, მანამდე მე-7-ში ყველაზე უსაფრთხოდ იქმებაო. მერე მატროსოვზე რემონტი რომ მორჩა (რემონტში იგულისხმება სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება), გადაიყვანეს მატროსოვზე. ეხლა ისევ მე-8-ში. არ ვიცი, თან ეს ყოველთვის მაშინ ხდება, როდესაც დასვენების დღეებია და ადვოკატები ვერ შედიან, ეს გუშინ ღამით მოხდა, დღეს სანდო წყარომ, რომელსაც ვერ დავასახელებ, გვითხრა ეს ამბავი. ხვალ დილით 10 საათზე შევა ადვოკატი და გავიგებთ მიზეზებს....

შესაძლოა, ან კამერებმა და მოსასმენებმა ვერ იმუშავა კარგად, ესენი ხომ ბანძები არიან და თავიდან არემონტებენ...

ეხლა არავის იქ არ შეგვიშვებენ, მონიტორინგის ჯგუფიც გააუქმეს და კაცი არ არის შემსვლელი სახალხო დამცველის გარდა, და სახალხო დამცველმა წინა მიმართვაზე როდესაც გადაიყვანეს და ღამით დავურეკეთ, ესე გვითხრა, ხვალ დილით შევალთ, ამაღამ ვერაო... სახალხო დამცველის ინსტიტუტი დღეს "მკვდარზე ვენოკია"", - წერდა ანი ნადარეიშვილი გუშინ გვიან ღამით "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.

ნადარეიშვილის პოსტს უფლებათა დამცველი თეა თუთბერიძე გამოეხმაურა:

"ანი, მგონი ვხვდები, ამათ ეს რის გამო გააკეთეს. ხვდებიან, რომ ინფორმატორი (რომელიც ინფორმაციებს გვაწვდიდა მატროსოვის ციხიდან, მათ შორის გაგა მკურნალიძის თავის ჩამოხრჩობის მცდელობაზე და ა.შ.) ვერ გაშიფრეს და ეხლა ეს გამოსავალი მოძებნეს... ერთი ის მაინტერესებს კიდევ, რას უყურებს სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ამდენი ხანი????", - დაწერა თუთბერიძემ.

ასევე იხილეთ:

ანი ნადარეიშვილი თავდაცვის სამინისტროს - თქვენ რა იცით ჯარისკაცის სიყვარული და პატივისცემა

ანი ნადარეიშვილი: "თუ აჟიოტაჟი ატეხეს, მაშინ რატომ გადადის ალასანია მაგ კაბინეტში?"

ბაჩო ახალაიას მეუღლე შს მინისტრს მიმართავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს