მომღერალ ბრიტნი სპირსს ახალი საყვარელი ჰყავს. მისი რჩეული 27 წლის დევიდ ლუკადოა. როგორც ჟურნალი National Enquirer წერს, დევიდს კრიმინალური წარსული აქვს.
"როდესაც დევიდი 18 წლის იყო, სკოლაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მივიდა და დააპატიმრეს. შემდეგ კი 50 საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა დააკისრეს. დევიდი 18 თვიან პირობით სასჯელსაც იხდიდა. ის სულ რამდენიმე თვის წინ გადავიდა ჯორჯიის შტატიდან ლოს-ანჯელესში. ბრიტნი გაიცნო და ფიქრობს, რომ ჯეკპოტი მოიგო", - წერს ჟურნალი National Enquirer.
პირველად დევიდი და ბრიტნი ლოს-ანჯელესში 14 თებერვალს ვალენტინობის დღეს რესტორანში შენიშნეს.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.