მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია
გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვის აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ტონი მი­უ­ღე­ბე­ლია. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ სტუნ­დენ­ტებს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა უნ­დო­დათ.

"ამან მე ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა, იმი­ტომ, რომ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ სტუნ­დე­ბის აქ­ტი­ვო­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით და როცა სტუ­დენ­ტო­ბა გა­აქ­ტი­ურ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. პა­რას­კევსვე მე გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა, რომ მათ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ხვდე­ბო­დი, თუმ­ცა ეს დი­ა­ლო­გი სხვა ფორ­მა­ში გა­და­ვი­და. რო­გორც კი მე გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა, რომ სტუ­დენ­ტებს შევ­ხვდე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ტონი გახ­და და­ბა­რე­ბი­თი - შეგ­ხვდე­ბით კა­ბი­ნეტ­ში, აქ, ამ დროს და ა.შ.", - აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ვალ­დე­ბუ­ლია და იმის­თვის არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სტუქ­ტუ­რე­ბი, რომ შე­მოწ­მდეს -რო­გო­რი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბაა ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

"ეს არის ის, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფოა შექ­მნი­ლი და ჩვენ ამას პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებთ", - დას­ძი­ნა მან.

ამას­თან, დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ლაშა გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ შე­საძ­ლოა, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. მი­სი­ვე ცნო­ბით, დღეს­ვე, 16:00 სა­ათ­ზე, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვე­რის­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს მხარ­და­ჭე­რას გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია

გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ტონი მიუღებელია. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ სტუნდენტებს მინისტრთან შეხვედრა უნდოდათ.

"ამან მე ძალიან გამახარა, იმიტომ, რომ 9 წლის განმავლობაში სწორედ სტუნდების აქტივობას ველოდებოდით და როცა სტუდენტობა გააქტიურდა, ძალიან გამიხარდა. პარასკევსვე მე გავაკეთე განცხადება, რომ მათ დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი, თუმცა ეს დიალოგი სხვა ფორმაში გადავიდა. როგორც კი მე გავაკეთე განცხადება, რომ სტუდენტებს შევხვდები, სამწუხაროდ, ტონი გახდა დაბარებითი - შეგხვდებით კაბინეტში, აქ, ამ დროს და ა.შ.", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ვალდებულია და იმისთვის არსებობს სახელმწიფო, მარეგულირებელი და ადმინისტრაციული სტუქტურები, რომ შემოწმდეს -როგორი ხარისხის განათლებაა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

"ეს არის ის, რისთვისაც სახელმწიფოა შექმნილი და ჩვენ ამას პირნათლად ვასრულებთ", - დასძინა მან.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ განაცხადა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შესაძლოა, უნივერსიტეტთან დაკავშირებით სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. მისივე ცნობით, დღესვე, 16:00 საათზე, აგრარული უნივერისტეტის სტუდენტები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან და უმაღლეს სასწავლებელს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"