საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ წიკლაური: "ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს"
ნუგზარ წიკლაური: "ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს"

კა­ნონპ­რო­ექ­ტზე "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მერე თინა ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ათით ნული მო­უ­გო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". ხი­და­შე­ლის თქმით, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ და­ას­კვნა, რომ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და, დე­მოკ­რა­ტი­ას­თან არ არის თავ­სე­ბა­დი და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის შე­სა­ხებ უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რს ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს ვე­სა­უბ­რეთ:

- "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად იყო საფრ­თხე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევრთა შე­მად­გენ­ლო­ბა შეც­ვლი­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შეს­ძლე­ბო­და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს იმგვა­რად და­კომ­პლექ­ტე­ბა, რო­გორც მას სურ­და. ეს გა­მო­იწ­ვევ­და იმას, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბო­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. თუ ეს პრე­ცე­დენ­ტი და­იშ­ვე­ბო­და, ნე­ბის­მი­ე­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა შეძ­ლებ­და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ახ­ლე­ბუ­რად და­კომ­პლექ­ტე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­გავ­ლე­ნას. ამ მთა­ვარ კომ­პო­ნენტზე ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­ხა­ლი­სე­ბა არ უნდა მი­ე­ბას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს. ამი­ტო­მაც ვერ გე­ტყვით, რა უხა­რია ხი­და­შელს. მას შემ­დეგ, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ზე, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­ზე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო დარ­ჩა იმ კუნ­ძუ­ლად, სა­დაც პო­ლი­ტი­კა ასე ძა­ლუ­მად ვერ ახერ­ხებ­და შეღ­წე­ვას.

ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით იყო მცდე­ლო­ბა, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჩა­მო­ერ­თმი­ათ და ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს არ მოხ­და. ერ­თია ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა და მე­ო­რე - მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მმარ­თვე­ლი ძა­ლის ქმე­დე­ბებ­ზე. კერ­ძოდ, ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის, ევ­რო­პის საბ­ჭოს, ევ­რო­კავ­ში­რის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი. თუ მარ­თლა გვსურს ვი­ა­როთ ევ­რო­პი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს­კენ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის უპ­რე­ცე­დენ­ტო კრი­ტი­კა, რაც იქი­დან მო­დის არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის გამო.

- სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით პი­ა­რის­თვის ორი ლო­ბის­ტრი კომ­პა­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც და­ი­ქი­რა­ვა, რაც თქვენს გუნდს კარ­გად აქვს აწყო­ბი­ლი.

- თუ გაგ­რძელ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა, სი­ძულ­ვი­ლის რი­ტო­რი­კა, ამას ვე­რა­ნა­ი­რი ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნია ვერ უშ­ვე­ლის.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ნუგზარ წიკლაური: "ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს"

ნუგზარ წიკლაური: "ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს"

კანონპროექტზე "საერთო სასამართლოების შესახებ" ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების მერე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ათით ნული მოუგო "ნაციონალურ მოძრაობას". ხიდაშელის თქმით, ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს ვესაუბრეთ:

- "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის შესაბამისად იყო საფრთხე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობა შეცვლილიყო პოლიტიკური რეალობის შესაბამისად და საკანონმდებლო ორგანოს შესძლებოდა იუსტიციის საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, როგორც მას სურდა. ეს გამოიწვევდა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა შეიცვლებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სურვილის შესაბამისად. თუ ეს პრეცედენტი დაიშვებოდა, ნებისმიერი გამარჯვებული პოლიტიკური ძალა შეძლებდა იუსტიციის საბჭოს ახლებურად დაკომპლექტებას და შესაბამისად, სასამართლოზე ზეგავლენას. ამ მთავარ კომპონენტზე ვენეციის კომისიის დასკვნაში განმარტებულია, რომ იუსტიციის საბჭოს გადახალისება არ უნდა მიებას პოლიტიკურ პროცესს. ამიტომაც ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" იერიში მიიტანა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, პარლამენტარებზე, უზენაესი სასამართლო დარჩა იმ კუნძულად, სადაც პოლიტიკა ასე ძალუმად ვერ ახერხებდა შეღწევას.

ამ კანონპროექტით იყო მცდელობა, უზენაესი სასამართლოსთვის დამოუკიდებლობა ჩამოერთმიათ და ძალიან კარგია, რომ ეს არ მოხდა. ერთია ვენეციის კომისიის დასკვნა და მეორე - მთელი თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება მმართველი ძალის ქმედებებზე. კერძოდ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ევროპარლამენტის განცხადებები. თუ მართლა გვსურს ვიაროთ ევროპისა და თავისუფალი სამყაროსკენ, უნდა გავითვალისწინოთ ის უპრეცედენტო კრიტიკა, რაც იქიდან მოდის არსებული ხელისუფლების არადემოკრატიულობის გამო.

- საგარეო მიმართულებით პიარისთვის ორი ლობისტრი კომპანია ბიძინა ივანიშვილმაც დაიქირავა, რაც თქვენს გუნდს კარგად აქვს აწყობილი.

- თუ გაგრძელდა პოლიტიკური ნიშნით დევნა, ადგილობრივი თვითმმართველობების შევიწროება, სიძულვილის რიტორიკა, ამას ვერანაირი ლობისტური კომპანია ვერ უშველის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ