პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ადეიშვილმა იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა
ზურაბ ადეიშვილმა იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "პრა­იმ­ტა­ი­მის" პრესკლუბ­ში კახა კუ­კა­ვამ პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა: - ადე­იშ­ვილ­მა მი­ი­ღო უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი და ეს სუ­ლაც არ არის სა­მარ­თლი­ა­ნიო. ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წა­ვი­და და არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა. ცალ­კე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბო­და თბი­ლის­ში მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა თუ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად ის არა­ვის უნა­ხავს.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მაც და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მას ამე­რი­კა­ში მი­აგ­ნეს და ჩა­წე­რეს კი­დეც, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი კი არა­ვის უნა­ხავს.

ადე­იშ­ვილ­მა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა და სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი უნ­გრეთ­ში ითხო­ვა. კახა კუ­კა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ი­ღო კი­დეც.

უფრო ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­იშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ბრი­უ­სელ­შიც ითხო­ვა, ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ და ბრი­უ­სე­ლის­გან სტა­ტუ­სიც მი­ი­ღო, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ დას­ტურ­დე­ბა.

უნ­გრეთ­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი არამ­ხო­ლოდ სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ბა, მან უკვე მუ­შა­ო­ბაც და­ი­წყო. ერთ-ერთი წყა­როს ცნო­ბით, მან უნ­გრე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­შიც კი და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მის ძმას ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს და მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნაც კი გა­მო­ა­ცხა­დეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე ეხე­ბა 2005 წელს, როცა კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ო­ბი­სას, და­ვით ადე­იშ­ვილ­მა თე­ლა­ვის ბაზ­რის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი აი­ძუ­ლა, ჯაბ­რა­ილ ხან­გოშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ და­ეთ­მოთ წილი.

და­ვით ადე­იშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად უკვე შე­ე­ფარ­და. ის ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მისი ად­ვო­კა­ტის, გოჩა თე­დი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, და­ვით ადე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ შემ­თხვე­ვა­ში დაბ­რუნ­დე­ბა, თუ მას­ზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდე­ბა, ან აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შემ­სუ­ბუქ­დე­ბა.

ერეკ­ლე სტუ­რუა

გა­ზე­თი "PRIME Time"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ზურაბ ადეიშვილმა იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა

ზურაბ ადეიშვილმა იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა

რამდენიმე დღის წინ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში კახა კუკავამ პროტესტი გამოთქვა: - ადეიშვილმა მიიღო უკვე პოლიტიკური თავშესაფარი და ეს სულაც არ არის სამართლიანიო. ზურაბ ადეიშვილი არჩევნების შემდეგ წავიდა და არსად გამოჩენილა. ცალკეული განცხადებები კეთდებოდა თბილისში მისი ადგილსამყოფელისა თუ გადაადგილების შესახებ, მაგრამ ფიზიკურად ის არავის უნახავს.

არჩევნების შემდეგ განათლების მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც დატოვა საქართველო, მაგრამ ჟურნალისტებმა მას ამერიკაში მიაგნეს და ჩაწერეს კიდეც, ზურაბ ადეიშვილი კი არავის უნახავს.

ადეიშვილმა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ევროპული ქვეყანა მოიარა და საბოლოოდ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში ითხოვა. კახა კუკავას ინფორმაციით, მიიღო კიდეც.

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი ბრიუსელშიც ითხოვა, ირწმუნებოდნენ და ბრიუსელისგან სტატუსიც მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

უნგრეთში ზურაბ ადეიშვილი არამხოლოდ საცხოვრებლად დარჩება, მან უკვე მუშაობაც დაიწყო. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მან უნგრეთის იუსტიციის სამინისტროშიც კი დაიწყო მუშაობა.

საქართველოში კი მის ძმას ბრალდებები წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნაც კი გამოაცხადეს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება 2005 წელს, როცა კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას, დავით ადეიშვილმა თელავის ბაზრის მესაკუთრეები აიძულა, ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ წილი.

დავით ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეეფარდა. ის ამჯერად საქართველოში არ იმყოფება. მისი ადვოკატის, გოჩა თედიაშვილის განმარტებით, დავით ადეიშვილი საქართველოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება, ან აღკვეთის ღონისძიება შემსუბუქდება.

ერეკლე სტურუა

გაზეთი "PRIME Time"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა