პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ომის დღემდე გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები
აგვისტოს ომის დღემდე გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გთა­ვა­ზობთ სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვი­უს ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს­თან, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის აქამ­დე გა­უხ­მა­უ­რე­ბელ და დღემ­დე აკ­რძა­ლულ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 2008 წლის მა­ის­ში შე­იქ­მნა სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბი, რომ­ლის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი თბი­ლი­სი იყო. შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და გე­ნე­რალ მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილს. მას­ვე ება­რა რო­გორც ცხინ­ვა­ლის, ისე აფხა­ზე­თის სამ­შვი­დო­ბო ჯა­რე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. 2008 წლის 1-ლი აგ­ვის­ტო­დან უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა. ცხინ­ვა­ლის მხრი­დან გა­მუდ­მე­ბით სრო­ლე­ბი ის­მო­და, 5 აგ­ვის­ტოს ორი ქარ­თვე­ლი სამ­შვი­დო­ბო და­ი­ღუ­პა. ეს იყო პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი ცხინ­ვა­ლის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში. ამ სრო­ლე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ ჩან­და. გოგა ხა­ინ­დრა­ვას სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მე­რაბ ან­თა­ძე და­ი­ნიშ­ნა, ან­თა­ძის შემ­დეგ და­ვით ბაქ­რა­ძე და მან სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სის სრუ­ლი ტორ­პე­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ შე­რე­უ­ლი სა­კონ­ტრო­ლო კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებ­და და არ ხვდე­ბო­და. ბაქ­რა­ძე ან­თა­ძი­სა და ხა­ინ­დრა­ვას­გან გან­სხვა­ვე­ბით ერთხე­ლაც არ იყო ცხინ­ვალ­ში ნამ­ყო­ფი. შემ­დეგ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა თე­მურ ია­კო­ბაშ­ვილ­მა სა­ერ­თოდ უარი გა­ნა­ცხა­და შე­რე­ულ სამ­შვი­დო­ბო კო­მი­სი­ა­ზე, რო­გორც ფორ­მატ­ზე. ამან კი­დევ უფრო და­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია, რად­გან ეს ფორ­მა­ტი (შსკ) ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია გახ­ლდათ რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ იყო იდე­ა­ლუ­რი ფორ­მა­ტი, მაგ­რამ იმ დრო­ის­თვის მას­ზე უკე­თე­სი არ არ­სე­ბობ­და.

აგ­ვის­ტო­ში სი­ტუ­ა­ცია ისე იყო მომ­წი­ფე­ბუ­ლი, რომ ომი პრაქ­ტი­კუ­ლად გარ­და­უ­ვა­ლი იყო. თუმ­ცა, შსკ-ს ფორ­მა­ტი იძ­ლე­ო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­და­რე­ბით გან­მუხ­ტუ­ლი­ყო. ამის­თვის სა­ჭი­რო იყო სა­კონ­ტრო­ლო კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის დრო­ზე შეკ­რე­ბა და კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე კონ­კრე­ტუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ომის წინა დღე­ებ­ში ხე­ო­ბა­ში?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ სამ­შვი­დო­ბო ბა­ტა­ლი­ონს (რუ­სულ­სა და ჩრდი­ლო­ო­სურს) რუ­სუ­ლი მხა­რე აკონ­ტრო­ლებ­და. რუ­სულ ბა­ტა­ლი­ონ­ში იყო 560 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ჩრდი­ლო­ო­სურ­ში - 560 და ქარ­თულ­შიც ამ­დე­ნი­ვე. ქვე­ით­თა ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ე. წ. ბმპ, ქარ­თულ­ში - 13, ჩრდი­ლო­ო­სურ­სა და რუ­სულ­ში კი 22-22 ჰყავ­დათ. სა­ერ­თო ჯამ­ში 44 ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა ომის და­წყე­ბამ­დე მო­მარ­თუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ბა­ტა­ლი­ო­ნის სარ­დალ­მა ყუ­რაშ­ვილ­მა იცო­და რა შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, 2007 წლის ივ­ლის­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა გეგ­მა და გეგ­მა­ზე მიბ­მუ­ლი სწავ­ლე­ბა. სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა და უსაფრ­თხო რა­ი­ონ­ში გად­მოყ­ვა­ნა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ყუ­რაშ­ვილს უკვე ჰქონ­და რუ­კე­ბი და ად­გილ­ზე მიბ­მუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო მოქ­მე­დე­ბე­ბის სქე­მე­ბი, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ზე ვერ ვი­ტყვით.

- რა მოხ­და 2008 წლის 7-დან 8 აგ­ვის­ტოს ღა­მით?

- ვფიქ­რობ, დიდი და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის სუ­რა­თიც თან­და­თა­ნო­ბით იკ­ვე­თე­ბა და რო­მელ­საც ახლა პირ­ვე­ლად ვახ­მა­უ­რებ. ახ­ლა­ხან შე­ვი­ტყვე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ცხინ­ვალ­ზე შე­ტე­ვა დი­ლის 5 სთ-ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს მოქ­მე­დე­ბის და­წყე­ბის ვადა რა­ტომ­ღაც ოთხი სა­ა­თით უკან, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე გად­მო­უ­წი­ეს. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მთე­ლი გეგ­მე­ბის არე­ვა და სრუ­ლი დე­ზორ­გა­ნი­ზა­ცია.

- ვინ გას­ცა ეს ბრძა­ნე­ბა დრო­ის გად­მო­წე­ვის შე­სა­ხებ?

- ამის თქმა მე არ შე­მიძ­ლია. თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ იმ სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, რომ­ლის­გა­ნაც შე­ვი­ტყვე ამის შე­სა­ხებ, დას­ძი­ნა, ეს რომ ადრე მეთ­ქვა, მომ­კლავ­დნე­ნო. ეს ბრძა­ნე­ბა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა გენშტა­ბის უფ­რო­სის, ზაზა გო­გა­ვას­გან მი­ი­ღეს. რო­გორც ჩანს, მან და­ვა­ლე­ბა ზემ­დგო­მე­ბის­გან ტე­ლე­ფო­ნით მი­ი­ღო. ისე პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ ხსე­ნე­ბულ ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ იყო გენშტა­ბის უფ­რო­სი გო­გა­ვა და სა­მა­გი­ე­როდ იყო ქა­ლა­ქის მერი უგუ­ლა­ვა!

- ბრძა­ნე­ბა ვა­დის გად­მო­წე­ვის შე­სა­ხებ გო­გა­ვამ უგუ­ლა­ვას­გან მი­ი­ღო?

- ვერ გე­ტყვით, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უგუ­ლა­ვა იქ იყო კე­ზე­რაშ­ვილ­თან ერ­თად. ვა­დის გად­მო­წე­ვა გეგ­მის არე­ვას ნიშ­ნავ­და, რაც ოპე­რა­ცი­ის ჩა­ვარ­დნის უტყუ­ა­რი წინა პი­რო­ბაა. რო­დე­საც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი სა­ო­მა­რი გეგ­მა უნდა და­შა­ლო. შე­ტე­ვა მარ­თლაც და­ი­წყო ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე და რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა ტან­კიც კი არ იყო გად­მოტვირ­თუ­ლი მა­ტა­რებ­ლი­დან.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

აგვისტოს ომის დღემდე გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

აგვისტოს ომის დღემდე გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

"კვირის პალიტრა" გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც აგვისტოს ომის აქამდე გაუხმაურებელ და დღემდე აკრძალულ დეტალებზე გვესაუბრება:

- 2008 წლის მაისში შეიქმნა სამშვიდობო ოპერაციების შტაბი, რომლის დისლოკაციის ადგილი თბილისი იყო. შტაბის ხელმძღვანელობა ჩაბარებული ჰქონდა გენერალ მამუკა ყურაშვილს. მასვე ებარა როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის სამშვიდობო ჯარების შტაბის ხელმძღვანელობა. 2008 წლის 1-ლი აგვისტოდან უკიდურესად დაიძაბა ვითარება. ცხინვალის მხრიდან გამუდმებით სროლები ისმოდა, 5 აგვისტოს ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა. ეს იყო პირველი პრეცედენტი ცხინვალის კონფლიქტის ზონაში. ამ სროლების დასარეგულირებლად პოლიტიკური ნება არ ჩანდა. გოგა ხაინდრავას სახელმწიფო მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ მერაბ ანთაძე დაინიშნა, ანთაძის შემდეგ დავით ბაქრაძე და მან სამშვიდობო პროცესის სრული ტორპედირება მოახდინა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს იგნორირებას უკეთებდა და არ ხვდებოდა. ბაქრაძე ანთაძისა და ხაინდრავასგან განსხვავებით ერთხელაც არ იყო ცხინვალში ნამყოფი. შემდეგმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა საერთოდ უარი განაცხადა შერეულ სამშვიდობო კომისიაზე, როგორც ფორმატზე. ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, რადგან ეს ფორმატი (შსკ) ერთადერთი გარანტია გახლდათ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. რასაკვირველია, ეს არ იყო იდეალური ფორმატი, მაგრამ იმ დროისთვის მასზე უკეთესი არ არსებობდა.

აგვისტოში სიტუაცია ისე იყო მომწიფებული, რომ ომი პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. თუმცა, შსკ-ს ფორმატი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაძაბულობა შედარებით განმუხტულიყო. ამისთვის საჭირო იყო საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების დროზე შეკრება და კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტული რეაგირება.

- რა მდგომარეობა იყო ომის წინა დღეებში ხეობაში?

- ფაქტობრივად, ორ სამშვიდობო ბატალიონს (რუსულსა და ჩრდილოოსურს) რუსული მხარე აკონტროლებდა. რუსულ ბატალიონში იყო 560 სამხედრო მოსამსახურე, ჩრდილოოსურში - 560 და ქართულშიც ამდენივე. ქვეითთა ჯავშანტექნიკა, ე. წ. ბმპ, ქართულში - 13, ჩრდილოოსურსა და რუსულში კი 22-22 ჰყავდათ. საერთო ჯამში 44 ერთეული ჯავშანტექნიკა ომის დაწყებამდე მომართული იყო ქართული სოფლების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალმა ყურაშვილმა იცოდა რა შექმნილი მდგომარეობა, 2007 წლის ივლისში ჩამოაყალიბა გეგმა და გეგმაზე მიბმული სწავლება. სწავლების მიზანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა და უსაფრთხო რაიონში გადმოყვანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყურაშვილს უკვე ჰქონდა რუკები და ადგილზე მიბმული სავარაუდო მოქმედებების სქემები, რასაც სამწუხაროდ, გენერალურ შტაბზე ვერ ვიტყვით.

- რა მოხდა 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით?

- ვფიქრობ, დიდი დანაშაული, რომლის სურათიც თანდათანობით იკვეთება და რომელსაც ახლა პირველად ვახმაურებ. ახლახან შევიტყვე გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომ გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, ცხინვალზე შეტევა დილის 5 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო და სამხედრო ნაწილებს მოქმედების დაწყების ვადა რატომღაც ოთხი საათით უკან, ღამის პირველ საათზე გადმოუწიეს. სწორედ ამან გამოიწვია მთელი გეგმების არევა და სრული დეზორგანიზაცია.

- ვინ გასცა ეს ბრძანება დროის გადმოწევის შესახებ?

- ამის თქმა მე არ შემიძლია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ იმ სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლისგანაც შევიტყვე ამის შესახებ, დასძინა, ეს რომ ადრე მეთქვა, მომკლავდნენო. ეს ბრძანება სამხედრო ნაწილებმა გენშტაბის უფროსის, ზაზა გოგავასგან მიიღეს. როგორც ჩანს, მან დავალება ზემდგომებისგან ტელეფონით მიიღო. ისე პარადოქსულია, რომ ხსენებულ ბრძანებებს გასცემდა უშიშროების საბჭო, რომლის შემადგენლობაში არ იყო გენშტაბის უფროსი გოგავა და სამაგიეროდ იყო ქალაქის მერი უგულავა!

- ბრძანება ვადის გადმოწევის შესახებ გოგავამ უგულავასგან მიიღო?

- ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, უგულავა იქ იყო კეზერაშვილთან ერთად. ვადის გადმოწევა გეგმის არევას ნიშნავდა, რაც ოპერაციის ჩავარდნის უტყუარი წინა პირობაა. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საომარი გეგმა უნდა დაშალო. შეტევა მართლაც დაიწყო ღამის პირველ საათზე და როგორც სამხედროები ამბობენ, ამ დროისთვის ყველა ტანკიც კი არ იყო გადმოტვირთული მატარებლიდან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა