პარტნიორები:

    კრისტენ სტიუარტმა არნოლდ შვარცენეგერის ვაჟს თვალი დაადგა

    კრისტენ სტიუარტმა არნოლდ შვარცენეგერის ვაჟს თვალი დაადგა

    ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობი კრისტენ სტიუარტი არნოლდ შვარცენეგერის ვაჟთან დაახლოვებას ცდილობს. 22 წლის კინოვარსკვლავი ამ დღეებში ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე 19 წლის პატრიკ შვარცენეგერთან ფლირტის დროს გამოიჭირეს.

    ლეგენდარული ანრის ვაჟთან ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი სტიუარტმა გადადგა. ეს ტეილორ ლოტნერის დაბადების დღეზე მოხდა, რომელიც "ბინდში" კრისტენ სტიუარტთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

    ჟურნალ Star-ის კორესპონდენტს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ: "კრისტენი პატრიკთან ურთიერთობას დაჟინებით ცდილობდა. მოგვიანებით ისინი ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, მათ შორის გაჩაღებული ნაპერწკალი სულ უფრო ღვივდებოდა".

    ამჟამად კრისტენი მარტოა - რობერტ პატინსონთან მისი ოთხწლიანი რომანი 2013 წლის იანვარში კრახით დასრულდა. ამის მიზეზი სტიუარტის ღალატია.

    მომზადებულია Star-ის მიხედვით.

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება