პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება სავალდებულო ხდება
აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება სავალდებულო ხდება

აბ­რებ­ზე და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რე­ბის ქარ­თულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბა კა­ნო­ნით სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით დას­ჯას გა­მო­იწ­ვევს.

"რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზუ­რაბ ტყე­მე­ლა­ძემ შეს­თა­ვა­ზა.

"რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ტერ­მი­ნის "აბრა" გან­მარ­ტე­ბა შე­მო­დის და მას­ში ისიც იწე­რე­ბა, რომ აბრა სა­ქარ­თვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე ვრცელ­დე­ბა. ამას­თან, რო­გორც კა­ნონ­მდე­ბე­ლი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­წე­სე­ბა არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ აბ­რა­ზე და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რა ქარ­თულ ენას­თან ერ­თად, სხვა უცხო ენა­ზეც შეს­რულ­დეს.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აბ­რის დაკ­ვე­თი­სა და მისი გან­თავ­სე­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად გაფრ­თხი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ეს გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის - 200 ლა­რით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება სავალდებულო ხდება

აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება სავალდებულო ხდება

აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება კანონით სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირების ადმინისტრაციული წესით დასჯას გამოიწვევს.

"რეკლამის შესახებ" კანონში და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემელაძემ შესთავაზა.

"რეკლამის შესახებ" კანონში ტერმინის "აბრა" განმარტება შემოდის და მასში ისიც იწერება, რომ აბრა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე ვრცელდება. ამასთან, როგორც კანონმდებელი განმარტავს, აღნიშნული მოთხოვნისა და ვალდებულების დაწესება არ გამორიცხავს იმას, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს.

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"