Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომპლიმენტი უთხრა მედეა ჯაფარიძემ ლილი ჩიბალაშვილს
რა კომპლიმენტი უთხრა მედეა ჯაფარიძემ ლილი ჩიბალაშვილს

"მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია" ... - ასე იწყებს სა­უ­ბარს მსა­ხი­ო­ბი ლილი ჩი­ბა­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ის თე­ატ­რში თით­ქმის 50 წელი გა­ა­ტა­რა. ამა­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ მისი მე­უღ­ლე ზუ­რაბ კა­ხი­ა­ნიც. პარტნი­ო­რო­ბა სცე­ნა­ზე და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, რო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და - სა­ინ­ტე­რე­სოა ეს და სხვა დე­ტა­ლე­ბი ლილი ჩი­ბა­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­დან...

ბავ­შვო­ბა

- ნო­ვო­ჩერ­კასკში და­ვი­ბა­დე. მამა სამ­ხედ­რო იყო, პოლ­კის უფ­რო­სი და ოჯახ­თან ერ­თად ხში­რად უწევ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის გა­მოც­ვლა. თბი­ლის­ში კი სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დით. ჩემი ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი, სო­მე­ხი არის­ტოკ­რა­ტი ზა­ხარ ნა­რი­მა­ნო­ვი, გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რში იუ­რის­ტად მუ­შა­ობ­და. მას თე­ატ­რში ლო­ჟა­ში ორი ად­გი­ლი ჰქონ­და და მისი წყა­ლო­ბით მა­შინ­დე­ლი გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი ზე­პი­რად ვი­ცო­დი. "ლი­ლო­ხა, მო­ამ­ზა­დე გაკ­ვე­თი­ლე­ბი, დღეს თე­ატ­რში მივ­დი­ვართ!" - მე­ტყო­და ხოლ­მე და იმ დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ალ­ბათ იმ ბავ­შვურ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­მა და გან­ცდებ­მა გან­სა­ზღვრეს ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბა...

თე­ატ­რა­ლუ­რი...

... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს რა­ღა­ცამ "წა­მო­მი­ა­რა" და ვთქვი, მსა­ხი­ო­ბი უნდა გავ­ხდე-მეთ­ქი. მა­შინ სწო­რედ ისე­თი დრო იყო, როცა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­მოც­დე­ბი იწყე­ბო­და. ვი­ფიქ­რე, ბედს ვცდი-მეთ­ქი და წა­ვე­დი. მა­შინ გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი, 40 კი­ლოს ვი­წო­ნი­დი. წვრი­ლი წელი მქონ­და, ქერა თმა - რუს გო­გოს ვგავ­დი. ტაფ­ტის "პა­დი­უბკი­ა­ნი" ქვე­და­ბო­ლო მეც­ვა და შავი ზე­და­ტა­ნი დიდი დე­კოლ­ტე­თი. მე­ცხრე აუ­დი­ტო­რი­ა­ში ბოლო შე­ვე­დი. რა­ღა­ცას ფეხი წა­მოვ­კა­რი, წა­ვი­ქე­ცი და ეს ჩემი ქვე­და­ბო­ლო თავ­ზე წა­მო­მემ­ხო. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. ატყდა სი­ცი­ლი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ვი­ბე­ნი. მერე მა­ლი­კო მრევ­ლიშ­ვილ­მა რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კი და­მი­წყო და თა­ვის­თან მიხ­მო. როცა ვუ­თხა­რი, რომ ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, მერე ქარ­თუ­ლად მომ­მარ­თეს. ლექ­სის წა­კი­თხვა რომ მთხო­ვეს, გა­ლა­კტი­ო­ნის წა­კი­თხვა ვარ­ჩიე. მერე მა­ცეკ­ვეს, მაგ­რამ ფეხი ვერ ავა­წყვე. არც ეტი­უ­დის გა­კე­თე­ბა გა­მო­მი­ვი­და. ბო­ლოს თავ­ხე­დუ­რად გან­ვა­ცხა­დე, იქ­ნებ "ქარ­თუ­ლი" მე­ცეკ­ვა-მეთ­ქი. ნება დამ­რთეს და ეს უკვე კარ­გად გა­მო­მი­ვი­და. მახ­სოვს, აკა­კი ხო­რა­ვა რო­გორ იცი­ნო­და, მერე სკა­მი­დან წა­მოდ­გა, აუ­დი­ტო­რი­ი­დან ჩა­მო­ვი­და და ხე­ლე­ბი გა­შა­ლა. ჩვენ ერ­თად ვი­ცეკ­ვეთ და მაგ წუ­თებს რა და­მა­ვი­წყებს (იღი­მის). მე­ო­რე დღეს ინ­სტი­ტუ­ტში მი­ვე­დი და რას ვხე­დავ?! მი­ღე­ბულ სტუ­დენ­ტთა სი­ა­ში ვწე­რი­ვარ (იღი­მის).

მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. მას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. პირ­ველ კურ­სზე ცოტა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მერე ბა­ტონ­მა მი­შამ დად­გა ერთი სპექ­ტაკ­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე... სიმ­ღე­რას­თან "კარ­გად" ვერ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­ნა­წი­ლე­ბით მა­ინც მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში მოვ­ხვდი. მა­ნამ­დე ვო­კალ­ში გა­მოც­დე­ბი გვქონ­და. გა­მოვ­ვარ­დი ეს ტინ­გი­ცა გოგო და და­ვი­წყე სიმ­ღე­რა. ხუ­თი­ა­ნი მხო­ლოდ მე და­მი­წე­რეს. მიშა რომ მო­ვი­და და ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო, გა­უკ­ვირ­და, გო­გოშ­კა, ასე­თი რა იმ­ღე­რე, რომ ხუ­თი­ა­ნი და­გი­წე­რე­სო?! (იღი­მის). ალ­ბათ ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ თავს შე­ბო­ჭი­ლად არა­სო­დეს ვგრძნობ­დი. ეს მეხ­მა­რე­ბო­და იმა­ში, რომ შემ­დეგ­ში თე­ატ­რში სულ მთა­ვა­რი რო­ლე­ბი მქონ­და, და ამას ტრა­ბახ­ში ნუ ჩა­მით­ვლით. თე­ატ­რში იყო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ჩემი მე­უღ­ლე ზურა კა­ხი­ა­ნი, ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვი­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე, რო­მელ­თაც იმპრო­ვი­ზა­ცი­ის ნიჭი გვქონ­და და ეს თვი­სე­ბა მსა­ხი­ო­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია.

მე­უღ­ლე

... მი­შას რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში იყო. როცა მას რამე ან­ტუ­რა­ჟი სჭირ­დე­ბო­და, სტუ­დენ­ტო­ბი­სას მე და იურა ვა­სა­ძე იქ ჩავ­ყავ­დით და ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. მე­გო­ნა, მუ­შა­ო­ბას იქვე, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­ვი­წყებ­დი, მაგ­რამ შევ­ცდი. როცა მი­თხრეს, რომ მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში გა­მა­ნა­წი­ლეს, თით­ქოს მდუ­ღა­რე გა­და­მეს­ხა, მაგ­რამ სხვა გზა არ იყო. იქ მი­ნი­მუმ ორი წელი უნდა მე­მუ­შა­ვა და მერე შე­მეძ­ლო სა­დაც მსურ­და, იქ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში პირ­ველ მის­ვლას გა­ვიხ­სე­ნებ. მა­შინ არ ვი­ცო­დი, ის შე­ნო­ბა სად იყო, რად­გან მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში მა­ნამ­დე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. რუს­თა­ვე­ლის, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, გრი­ბო­ე­დო­ვის და ოპე­რის თე­ატ­რე­ბის გარ­და არ­სად ნამ­ყო­ფი არ ვი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ, არ­სე­ბობს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც დამ­თხვე­ვა თუ ბე­დის­წე­რა და ესეც ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვა იყო: ტრო­ლე­ი­ბუს­ში რომ ჩავ­ჯე­ქი, ცოტა ხან­ში ვი­ღაც ქალს ვთხო­ვე, ჩემ­თვის მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა მი­ეს­წავ­ლე­ბი­ნა. თურ­მე ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ზუ­რი­კო გვერ­დით მედ­გა და ეს რომ მო­ეს­მა, მი­თხრა, მე მი­გას­წავ­ლით, წა­მომ­ყე­ვით და თე­ატ­რში მე მი­გიყ­ვან­თო. წა­მიყ­ვა­ნა და წა­მიყ­ვა­ნა (იღი­მის). მა­შინ ჩემი მე­უღ­ლე უკვე თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. ერ­თად ძა­ლი­ან ბევრ სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შეთ. ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რი იყო. თქვენ არ იცით, რა ხდე­ბო­და დარ­ბაზ­ში, როცა ზუ­რი­კო სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რე­ჟი­სუ­რამ გა­ი­ტა­ცა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სპექ­ტაკ­ლე­ბი დად­გა. მათ შო­რის ერთ-ერთი "სი­დედ­რი" იყო. ერთხელ ეს სპექ­ტაკ­ლი ოპე­რის თე­ატ­რში წარ­მო­ად­გი­ნეს. იქ რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რა­ლურ­მა დას­მა თავ­თა­ვი­ან­თი ნო­მე­რი წა­რად­გი­ნა. ოპე­რა­ში მთე­ლი თბი­ლი­სი იყო თავ­შეყ­რი­ლი. ზუ­რი­კოს სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს დარ­ბა­ზი ტა­შით და­ინ­გრა. სამ­ჯერ და­უშ­ვეს და ას­წი­ეს ფარ­და. ხალ­ხს ყო­ველ­თვის უნ­დო­და სი­ცი­ლი და დღე­საც ასეა, არა?!

ჩემი მე­უღ­ლე ერთი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მე და ზუ­რი­კომ 49 წელი გა­ვა­ტა­რეთ თე­ატ­რში, მაგ­რამ ბო­ლოს სი­ბე­რე ჩაგ­ვშხამ­და...

თე­ატ­რი

... უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გვყავ­და. მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რი­დან ისე არ გა­მოვ­დი­ო­დით, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ყვა­ვი­ლე­ბით არ დაგ­ვხვედ­რო­და. ბევრ სა­ჩუ­ქარს ვი­ღებ­დით, 8 მარტს ტორ­ტე­ბი მოჰ­ქონ­დათ... თუ თე­ატ­რი კარ­გი არ არის, ის 90 წელი ვერ იარ­სე­ბებს. სწო­რედ ამი­ტომ ვა­ქებ მა­შინ­დელ მუს­კო­მე­დი­ის თე­ატრს და მე­ნატ­რე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­კესტრი გვყავ­და. ჩვენ­თან ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რე­ბი და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ: რეზო ლა­ღი­ძე, გი­ორ­გი ცა­ბა­ძე, სულ­ხან ცინ­ცა­ძე, შოთა მი­ლო­რა­ვა და პრე­მი­ე­რე­ბის მე­ო­რე დღეს, მთე­ლი თბი­ლი­სი მღე­რო­და იმ სიმ­ღე­რებს... ბი­ლე­თე­ბის რიგ­ში იმ­დე­ნი ხალ­ხი იდგა, მო­ლა­რე­ე­ბის­თვის კა­ბე­ბი რომ არ შე­მო­ე­ხი­ათ, მი­ლი­ცია მო­დი­ო­და. ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში, არა­მედ გას­ტრო­ლებ­ზეც, სა­დაც უამ­რა­ვი ხალ­ხი სულ­მო­უთ­ქმე­ლად გვე­ლო­და...

ლედი

... "ჩემი მშვე­ნი­ე­რი ლედი" პირ­ვე­ლად ჩვენს თე­ატ­რში და­იდ­გა. მხატ­ვა­რი ფარ­ნა ლა­პი­აშ­ვი­ლი იყო. მე ელი­ზას ვთა­მა­შობ­დი, ხოლო ნო­დარ პი­პი­ნაშ­ვი­ლი (გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლის მამა) - პრო­ფე­სორ ჰი­გინსს. ყვე­ლა­ფერს გე­ფი­ცე­ბით, ეს სპექ­ტაკ­ლი სულ ანშლა­გე­ბით მი­დი­ო­და. ულა­მა­ზე­სი დად­გმა იყო. ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის კოს­ტი­უ­მე­ბი ფილ­მი­დან პირ­და­პირ გად­მო­ი­ღეს და სპექ­ტაკლში სწო­რედ ის კა­ბე­ბი მეც­ვა. ყო­ველ მომ­დევ­ნო სცე­ნას, სა­დაც ახა­ლი კა­ბით გა­მოს­ვლა მი­წევ­და, ტა­შის გრი­ა­ლი ერ­თვო­და. არ იფიქ­როთ, რომ ტაშს მე მიკ­რავ­დნენ, არა­მედ კოს­ტი­უ­მებს, იმ­დე­ნად ლა­მა­ზი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი...

ერთხელ, სო­ლო­ლაკ­ში ჩემი სახ­ლის ეზო­დან გას­ვლი­სას ვი­ღა­ცის ხმა შე­მო­მეს­მა: "ელი­ზა, ელი­ზა". გავ­ხე­დე და ფარ­ნა ლა­პი­აშ­ვი­ლი იყო. ამ სპექ­ტაკ­ლის მერე სულ ასე მე­ძახ­და. ძა­ლი­ან კარ­გი კაცი იყო, სა­წყა­ლი...

სამ­წუ­ხა­როდ, ის კოს­ტი­უ­მე­ბიც და სხვაც რე­მონ­ტე­ბის დროს გა­იბ­ნა, და­ი­კარ­გა, ნა­წი­ლიც დაწ­ვეს. თა­ვის­თვის ვერ მი­პა­ტი­ე­ბია, რომ "ჩემი მშვე­ნი­ე­რი ლე­დის" კა­ბე­ბი შინ არ წა­მო­ვი­ღე. შე­ვი­ნა­ხავ­დი და გა­ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი. ამა­ზე გული ძა­ლი­ან მწყდე­ბა...

ერთხელ "ლე­დის" მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და მისი მე­უღ­ლე და­ეს­წრნენ. სამ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი, საკ­მა­ოდ დიდი სპექ­ტაკ­ლი იყო. მა­შინ მან­ქა­ნა არ გვყავ­და და სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს მე­უღ­ლე მე­ლო­და, რომ სახ­ლში ერ­თად წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. 12-ის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, როცა საგ­რი­მი­ო­რო­ში მო­რი­გე ამო­ვი­და და მი­თხრა, რომ ვი­ღაც ქალ­სა და კაცს ჩემი ნახ­ვა სურ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვი­ცო­დი, ვინ იყ­ვნენ, მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ ვი­ღა­ცე­ბი ამ­დენ ხანს იც­დიდ­ნენ ჩემ სა­ნა­ხა­ვად. მა­შინ­ვე გა­ვე­დი და მე­დი­კო დამ­ხვდა. ღმერ­თო, რა საყ­ვა­რე­ლი და ზღაპ­რუ­ლად ლა­მა­ზი ქალი იყო, ასე­თე­ბი არ უნდა კვდე­ბოდ­ნენ. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ სცე­ნას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა სი­ლა­მა­ზე და ქალი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე დგას, აუ­ცი­ლებ­ლად ლა­მა­ზი უნდა იყოს. სულ რომ "გა­და­ი­რი­ოს", ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რიც იყოს, ის, პირ­ველ რიგ­ში, გა­რეგ­ნუ­ლად უნდა მო­მე­წო­ნოს. სხვაგ­ვა­რად ვუ­ყუ­რებ და რა ვქნა?! მე­დი­კოს მა­შინ არ ვიც­ნობ­დი და პირ­ვე­ლი რაც მი­თხრა, ეს იყო, - ლილი, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ ტანს?! (იღი­მის). მა­შინ პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი და სა­ა­მი­სოდ არა­ვი­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვა არ მჭირ­დე­ბო­და. ამის შემ­დეგ მე­დი­კომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­თხრა. მისი თბი­ლი სი­ტყვე­ბი დიდ­ხანს გამ­ყვა...

როლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მოს­წონ­და და პი­რი­ქით...

... ერთხელ პა­ტა­რა ბიჭი მა­თა­მა­შეს და ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. უფრო სწო­რად, მრცხვე­ნო­და (იღი­მის). მოტვლე­პი­ლი თავი და დიდი ყუ­რე­ბი უნდა მქო­ნო­და და ვერ ავი­ტა­ნე. რე­ჟი­სო­რი ძა­ლი­ან გა­ვამ­წა­რე, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას რას ვლა­პა­რა­კობ­დი, თვი­თო­ნაც არ ვი­ცო­დი და ამის გამო იმ სპექ­ტაკ­ლი­დან მომხსნეს. სა­ერ­თოდ, თე­ატ­რში ბევ­რი კარ­გი როლი ვი­თა­მა­შე, მაგ­რამ ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბელს მა­ინც "ჩემი მშვე­ნი­ე­რი ლედი" და "ჩან­ჩუ­რა" და­ა­მახ­სოვ­რდა. ორი­ვე სპექ­ტაკ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ძა­ლი­ან დიდი სიმ­წა­რე ვნა­ხე, როცა ერთხელ, "ჩან­ჩუ­რას" მსვლე­ლო­ბი­სას სიმ­ღე­რის ტექ­სტი და­მა­ვი­წყდა. იქ ანუშ­კას ვთა­მა­შობ­დი. შვილს ვა­ძი­ნებ­დი და ვუმ­ღე­რო­დი: "შენ გე­ნაც­ვა­ლოს, დედა" და ამას სხვა და­ნარ­ჩე­ნი ტექ­სტი მოჰ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ გო­ნე­ბა გა­და­მე­კე­ტა და მთე­ლი ორი კუპ­ლე­ტი ეს სი­ტყვე­ბი ვი­ძა­ხე. ვე­რაფ­რით ვერ გა­ვიხ­სე­ნე, რა უნდა მეთ­ქვა. მცი­რე მუ­სი­კა­ლუ­რი პა­უ­ზის შემ­დეგ, კვლავ ჩემი ტექ­სტი უნდა მემ­ღე­რა და მეც ისევ თა­ვი­დან და­ვი­წყე: "შენ გე­ნაც­ვა­ლოს დედა, შენ გე­ნაც­ვა­ლოს, დედა" (იღი­მის). ვინ იცის, რამ­დე­ნი რამ გა­დაგ­ვი­ტა­ნია სცე­ნა­ზე, მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას უფრო მეტი კარ­გი მო­სა­გო­ნა­რი ახ­ლდა...

ბოლო ჩემი სპექ­ტაკ­ლი "მე­ჩექ­მე გაბო" იყო, რო­მე­ლიც გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ დად­გა. კარ­გი როლი მქონ­და და კარ­გი სპექ­ტაკ­ლიც გა­მო­ვი­და. ახლა რომ გა­დავ­ხე­დავ ხოლ­მე ჩემს ნა­თა­მა­შებ რო­ლებს, ხში­რად ვფიქ­რობ, რომ ამა თუ იმ პერ­სო­ნაჟს სხვა­ნა­ი­რად ვი­თა­მა­შებ­დი, მაგ­რამ გა­სულ წლებს ვე­რაფ­რით და­აბ­რუ­ნებ. ძა­ლი­ან ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა ჩემი თე­ატ­რი. დღეს თე­ატ­რი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, ახლა შენ ამა­ლა­პა­რა­კე, თო­რემ... არ მინ­და... რაღა დროს ჩემი თე­ატ­რია?!

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

რა კომპლიმენტი უთხრა მედეა ჯაფარიძემ ლილი ჩიბალაშვილს

რა კომპლიმენტი უთხრა მედეა ჯაფარიძემ ლილი ჩიბალაშვილს

"მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია" ... - ასე იწყებს საუბარს მსახიობი ლილი ჩიბალაშვილი, რომელმაც ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში თითქმის 50 წელი გაატარა. ამავე თეატრის მსახიობი გახლდათ მისი მეუღლე ზურაბ კახიანიც. პარტნიორობა სცენაზე და რეალურ ცხოვრებაში, როლები, რომლებიც საზოგადოების დიდ მოწონებას იმსახურებდა - საინტერესოა ეს და სხვა დეტალები ლილი ჩიბალაშვილის ცხოვრებიდან...

ბავშვობა

-  ნოვოჩერკასკში დავიბადე. მამა სამხედრო იყო, პოლკის უფროსი და ოჯახთან ერთად ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილების გამოცვლა. თბილისში კი სოლოლაკში ვცხოვრობდით. ჩემი ერთ-ერთი მეზობელი, სომეხი არისტოკრატი ზახარ ნარიმანოვი, გრიბოედოვის თეატრში იურისტად მუშაობდა. მას თეატრში ლოჟაში ორი ადგილი ჰქონდა და მისი წყალობით მაშინდელი გრიბოედოვის თეატრის რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი. "ლილოხა, მოამზადე გაკვეთილები, დღეს თეატრში მივდივართ!" - მეტყოდა ხოლმე და იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. ალბათ იმ ბავშვურმა შთაბეჭდილებებმა და განცდებმა განსაზღვრეს ჩემი მსახიობობა...

თეატრალური...

... ერთ მშვენიერ დღეს რაღაცამ "წამომიარა" და ვთქვი, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. მაშინ სწორედ ისეთი დრო იყო, როცა თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები იწყებოდა. ვიფიქრე, ბედს ვცდი-მეთქი და წავედი. მაშინ გამხდარი ვიყავი, 40 კილოს ვიწონიდი. წვრილი წელი მქონდა, ქერა თმა - რუს გოგოს ვგავდი. ტაფტის "პადიუბკიანი" ქვედაბოლო მეცვა და შავი ზედატანი დიდი დეკოლტეთი. მეცხრე აუდიტორიაში ბოლო შევედი. რაღაცას ფეხი წამოვკარი, წავიქეცი და ეს ჩემი ქვედაბოლო თავზე წამომემხო. ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ატყდა სიცილი და, რასაკვირველია, დავიბენი. მერე მალიკო მრევლიშვილმა რუსულად ლაპარაკი დამიწყო და თავისთან მიხმო. როცა ვუთხარი, რომ ქართველი ვიყავი, მერე ქართულად მომმართეს. ლექსის წაკითხვა რომ მთხოვეს, გალაკტიონის წაკითხვა ვარჩიე. მერე მაცეკვეს, მაგრამ ფეხი ვერ ავაწყვე. არც ეტიუდის გაკეთება გამომივიდა. ბოლოს თავხედურად განვაცხადე, იქნებ "ქართული" მეცეკვა-მეთქი. ნება დამრთეს და ეს უკვე კარგად გამომივიდა. მახსოვს, აკაკი ხორავა როგორ იცინოდა, მერე სკამიდან წამოდგა, აუდიტორიიდან ჩამოვიდა და ხელები გაშალა. ჩვენ ერთად ვიცეკვეთ და მაგ წუთებს რა დამავიწყებს (იღიმის). მეორე დღეს ინსტიტუტში მივედი და რას ვხედავ?! მიღებულ სტუდენტთა სიაში ვწერივარ (იღიმის).

მიშა თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. მას ძალიან ვუყვარდი. პირველ კურსზე ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე ბატონმა მიშამ დადგა ერთი სპექტაკლი, მეორე, მესამე... სიმღერასთან "კარგად" ვერ ვიყავი, მაგრამ განაწილებით მაინც მუსკომედიის თეატრში მოვხვდი. მანამდე ვოკალში გამოცდები გვქონდა. გამოვვარდი ეს ტინგიცა გოგო და დავიწყე სიმღერა. ხუთიანი მხოლოდ მე დამიწერეს. მიშა რომ მოვიდა და ეს ამბავი გაიგო, გაუკვირდა, გოგოშკა, ასეთი რა იმღერე, რომ ხუთიანი დაგიწერესო?! (იღიმის). ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ თავს შებოჭილად არასოდეს ვგრძნობდი. ეს მეხმარებოდა იმაში, რომ შემდეგში თეატრში სულ მთავარი როლები მქონდა, და ამას ტრაბახში ნუ ჩამითვლით. თეატრში იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი მეუღლე ზურა კახიანი, ბადრი ბეგალიშვილი და კიდევ რამდენიმე, რომელთაც იმპროვიზაციის ნიჭი გვქონდა და ეს თვისება მსახიობისთვის აუცილებლად მიმაჩნია.

მეუღლე

... მიშას რამდენიმე სპექტაკლი რუსთაველის თეატრის რეპერტუარში იყო. როცა მას რამე ანტურაჟი სჭირდებოდა, სტუდენტობისას მე და იურა ვასაძე იქ ჩავყავდით და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. მეგონა, მუშაობას იქვე, რუსთაველის თეატრში დავიწყებდი, მაგრამ შევცდი. როცა მითხრეს, რომ მუსკომედიის თეატრში გამანაწილეს, თითქოს მდუღარე გადამესხა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. იქ მინიმუმ ორი წელი უნდა მემუშავა და მერე შემეძლო სადაც მსურდა, იქ წავსულიყავი. მუსკომედიის თეატრში პირველ მისვლას გავიხსენებ. მაშინ არ ვიცოდი, ის შენობა სად იყო, რადგან მუსკომედიის თეატრში მანამდე არასოდეს ვყოფილვარ. რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის და ოპერის თეატრების გარდა არსად ნამყოფი არ ვიყავი. საერთოდ, არსებობს ცხოვრებაში რაღაც დამთხვევა თუ ბედისწერა და ესეც ამგვარი შემთხვევა იყო: ტროლეიბუსში რომ ჩავჯექი, ცოტა ხანში ვიღაც ქალს ვთხოვე, ჩემთვის მუსკომედიის თეატრის ადგილმდებარეობა მიესწავლებინა. თურმე ჩემი მომავალი მეუღლე ზურიკო გვერდით მედგა და ეს რომ მოესმა, მითხრა, მე მიგასწავლით, წამომყევით და თეატრში მე მიგიყვანთო. წამიყვანა და წამიყვანა (იღიმის). მაშინ ჩემი მეუღლე უკვე თეატრში მუშაობდა. ერთად ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშეთ. ძალიან კარგი პარტნიორი იყო. თქვენ არ იცით, რა ხდებოდა დარბაზში, როცა ზურიკო სცენაზე გამოჩნდებოდა ხოლმე. მოგვიანებით რეჟისურამ გაიტაცა და არაჩვეულებრივი სპექტაკლები დადგა. მათ შორის ერთ-ერთი "სიდედრი" იყო. ერთხელ ეს სპექტაკლი ოპერის თეატრში წარმოადგინეს. იქ რამდენიმე თეატრალურმა დასმა თავთავიანთი ნომერი წარადგინა. ოპერაში მთელი თბილისი იყო თავშეყრილი. ზურიკოს სპექტაკლის ბოლოს დარბაზი ტაშით დაინგრა. სამჯერ დაუშვეს და ასწიეს ფარდა. ხალხს ყოველთვის უნდოდა სიცილი და დღესაც ასეა, არა?!

ჩემი მეუღლე ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მე და ზურიკომ 49 წელი გავატარეთ თეატრში, მაგრამ ბოლოს სიბერე ჩაგვშხამდა...

თეატრი

... უამრავი თაყვანისმცემელი გვყავდა. მსახიობები თეატრიდან ისე არ გამოვდიოდით, რომ მაყურებელი ყვავილებით არ დაგვხვედროდა. ბევრ საჩუქარს ვიღებდით, 8 მარტს ტორტები მოჰქონდათ... თუ თეატრი კარგი არ არის, ის 90 წელი ვერ იარსებებს. სწორედ ამიტომ ვაქებ მაშინდელ მუსკომედიის თეატრს და მენატრება. არაჩვეულებრივი ორკესტრი გვყავდა. ჩვენთან ცნობილი დირიჟორები და კომპოზიტორები მუშაობდნენ: რეზო ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, შოთა მილორავა და პრემიერების მეორე დღეს, მთელი თბილისი მღეროდა იმ სიმღერებს... ბილეთების რიგში იმდენი ხალხი იდგა, მოლარეებისთვის კაბები რომ არ შემოეხიათ, მილიცია მოდიოდა. ასეთი სიტუაცია იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ გასტროლებზეც, სადაც უამრავი ხალხი სულმოუთქმელად გველოდა...

ლედი

... "ჩემი მშვენიერი ლედი" პირველად ჩვენს თეატრში დაიდგა. მხატვარი ფარნა ლაპიაშვილი იყო. მე ელიზას ვთამაშობდი, ხოლო ნოდარ პიპინაშვილი (გოგა პიპინაშვილის მამა) - პროფესორ ჰიგინსს. ყველაფერს გეფიცებით, ეს სპექტაკლი სულ ანშლაგებით მიდიოდა. ულამაზესი დადგმა იყო. ოდრი ჰეპბერნის კოსტიუმები ფილმიდან პირდაპირ გადმოიღეს და სპექტაკლში სწორედ ის კაბები მეცვა. ყოველ მომდევნო სცენას, სადაც ახალი კაბით გამოსვლა მიწევდა, ტაშის გრიალი ერთვოდა. არ იფიქროთ, რომ ტაშს მე მიკრავდნენ, არამედ კოსტიუმებს, იმდენად ლამაზი იყო ეს ყველაფერი...

ერთხელ, სოლოლაკში ჩემი სახლის ეზოდან გასვლისას ვიღაცის ხმა შემომესმა: "ელიზა, ელიზა". გავხედე და ფარნა ლაპიაშვილი იყო. ამ სპექტაკლის მერე სულ ასე მეძახდა. ძალიან კარგი კაცი იყო, საწყალი...

სამწუხაროდ, ის კოსტიუმებიც და სხვაც რემონტების დროს გაიბნა, დაიკარგა, ნაწილიც დაწვეს. თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ "ჩემი მშვენიერი ლედის" კაბები შინ არ წამოვიღე. შევინახავდი და გავუფრთხილდებოდი. ამაზე გული ძალიან მწყდება...

ერთხელ "ლედის" მედეა ჯაფარიძე და მისი მეუღლე დაესწრნენ. სამმოქმედებიანი, საკმაოდ დიდი სპექტაკლი იყო. მაშინ მანქანა არ გვყავდა და სპექტაკლის ბოლოს მეუღლე მელოდა, რომ სახლში ერთად წამოვსულიყავით. 12-ის ნახევარი იქნებოდა, როცა საგრიმიოროში მორიგე ამოვიდა და მითხრა, რომ ვიღაც ქალსა და კაცს ჩემი ნახვა სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ, მესიამოვნა, რომ ვიღაცები ამდენ ხანს იცდიდნენ ჩემ სანახავად. მაშინვე გავედი და მედიკო დამხვდა. ღმერთო, რა საყვარელი და ზღაპრულად ლამაზი ქალი იყო, ასეთები არ უნდა კვდებოდნენ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სცენას აუცილებლად სჭირდება სილამაზე და ქალი, რომელიც სცენაზე დგას, აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. სულ რომ "გადაირიოს", ძალიან ნიჭიერიც იყოს, ის, პირველ რიგში, გარეგნულად უნდა მომეწონოს. სხვაგვარად ვუყურებ და რა ვქნა?! მედიკოს მაშინ არ ვიცნობდი და პირველი რაც მითხრა, ეს იყო, - ლილი, როგორ ინარჩუნებ ტანს?! (იღიმის). მაშინ პატარა გოგო ვიყავი და საამისოდ არავითარი ძალისხმევა არ მჭირდებოდა. ამის შემდეგ მედიკომ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მითხრა. მისი თბილი სიტყვები დიდხანს გამყვა...

როლი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოსწონდა და პირიქით...

... ერთხელ პატარა ბიჭი მათამაშეს და ძალიან გამიჭირდა. უფრო სწორად, მრცხვენოდა (იღიმის). მოტვლეპილი თავი და დიდი ყურები უნდა მქონოდა და ვერ ავიტანე. რეჟისორი ძალიან გავამწარე, სცენაზე გამოსვლისას რას ვლაპარაკობდი, თვითონაც არ ვიცოდი და ამის გამო იმ სპექტაკლიდან მომხსნეს. საერთოდ, თეატრში ბევრი კარგი როლი ვითამაშე, მაგრამ ალბათ მაყურებელს მაინც "ჩემი მშვენიერი ლედი" და "ჩანჩურა" დაამახსოვრდა. ორივე სპექტაკლი ძალიან მიყვარდა. ძალიან დიდი სიმწარე ვნახე, როცა ერთხელ, "ჩანჩურას" მსვლელობისას სიმღერის ტექსტი დამავიწყდა. იქ ანუშკას ვთამაშობდი. შვილს ვაძინებდი და ვუმღეროდი: "შენ გენაცვალოს, დედა" და ამას სხვა დანარჩენი ტექსტი მოჰყვებოდა, მაგრამ გონება გადამეკეტა და მთელი ორი კუპლეტი ეს სიტყვები ვიძახე. ვერაფრით ვერ გავიხსენე, რა უნდა მეთქვა. მცირე მუსიკალური პაუზის შემდეგ, კვლავ ჩემი ტექსტი უნდა მემღერა და მეც ისევ თავიდან დავიწყე: "შენ გენაცვალოს დედა, შენ გენაცვალოს, დედა" (იღიმის). ვინ იცის, რამდენი რამ გადაგვიტანია სცენაზე, მაგრამ, რასაკვირველია, ამას უფრო მეტი კარგი მოსაგონარი ახლდა...

ბოლო ჩემი სპექტაკლი "მეჩექმე გაბო" იყო, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ დადგა. კარგი როლი მქონდა და კარგი სპექტაკლიც გამოვიდა. ახლა რომ გადავხედავ ხოლმე ჩემს ნათამაშებ როლებს, ხშირად ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ პერსონაჟს სხვანაირად ვითამაშებდი, მაგრამ გასულ წლებს ვერაფრით დააბრუნებ. ძალიან ტკბილად მახსენდება ჩემი თეატრი. დღეს თეატრი აღარ მაინტერესებს, ახლა შენ ამალაპარაკე, თორემ... არ მინდა... რაღა დროს ჩემი თეატრია?!

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება