პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბის ამ­კრძა­ლა­ვი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ი­ზი­ა­რა და კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად 77 - მომ­ხრე, 14 - წი­ნა­აღ­მდე­გი, და­ამ­ტკი­ცა.

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით ცვლი­ლე­ბე­ბი "ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ", "რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" და "მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნებ­ში შე­დის, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა იკ­რძა­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი კა­ნო­ნით აკ­რძა­ლულ რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე ფუ­ლად სან­ქცი­ებს აწე­სებს. "ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 5 000-დან 10 000 ლა­რამ­დე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის პირ­ვე­ლად ჩა­დე­ნი­სას შე­ფარ­დე­ბუ­ლი ჯა­რი­მის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბით. ჯა­რი­მის და­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ეკო­ნო­მი­კურ აგენტს არ ათა­ვი­სუფ­ლებს.

ამას­თან, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­თაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვის ინი­ცი­რე­ბა მოხ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­ნა­შო­ბე­ბის რე­კალ­მი­რე­ბი­სათ­ვის ად­მის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლდარ­ღვე­ვა­თა კო­დექსშიც" აი­სა­ხე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა

აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით გაიზიარა და კენჭისყრის შედეგად 77 - მომხრე, 14 - წინააღმდეგი, დაამტკიცა.

კობა დავითაშვილის ინიციატივით ცვლილებები "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ", "რეკლამის შესახებ" და "მაუწყებლის შესახებ" კანონებში შედის, რომლის გათვალისწინებით, სატელევიზიო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების რეკლამირება იკრძალება.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კანონით აკრძალულ რეკლამირებაზე ფულად სანქციებს აწესებს. "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. ჯარიმის დაკისრება პასუხისმგებლობისგან ეკონომიკურ აგენტს არ ათავისუფლებს.

ამასთან, ამ მიმართულებით დავითაშვილის ინიციატივით პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივის ინიცირება მოხდა, რომლის თანახმადაც, აზარტული და მომგებიანი თანაშობების რეკალმირებისათვის ადმისტრაციული ჯარიმები "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსშიც" აისახება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ