პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელმაც უამრავი ავადმყოფი გააჯანსაღა
ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელმაც უამრავი ავადმყოფი გააჯანსაღა

ზოგ­ჯერ სას­წა­უ­ლის და­სა­ნა­ხა­ვად მხო­ლოდ თვა­ლის გა­ხე­ლაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ხში­რად, სას­წა­ულ­სა და სა­უ­ცხო­ოს, უცხო­ეთ­ში ვე­ძებთ. მხო­ლოდ ქარ­თველს შე­უძ­ლია თქვას: შე­დეგს ვხე­დავ, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვი­ჯე­რებ, რად­გან ლო­გი­კურ ახ­სნას ვერ ვუ­ძებ­ნიო... მარ­თლაც ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მსუ­ბუ­ქი დატ­ვირ­თვით 47 დღე­ში მი­აღ­წი­ოს ისე­თი­ვე შე­დეგს, რის­თვი­საც სხვებს 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი, უმ­ძი­მე­სი დატ­ვირ­თვით ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ... ფაქ­ტი ჯი­უ­ტია და დატ­ვირ­თვის გა­რე­შე ფიზ­მომ­ზა­დე­ბა­საც, მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი თუ მო­ი­ფიქ­რებ­და...

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბის უნი­კა­ლუ­რი სის­ტე­მის ავ­ტო­რი, თბი­ლი­სე­ლი ნო­ვა­ტო­რი გუჯა კა­ხა­ძე გახ­ლავთ, რო­მელ­მაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი ძი­ე­ბი­სა და ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებ­სა და მო­ზარ­დე­ბის ხა­სი­ათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ შე­ი­მუ­შა­ვა ახა­ლი მე­თო­დი - ფიზ­მომ­ზა­დე­ბა დატ­ვირ­თვის გა­რე­შე, რო­მელ­საც მოკ­ლე დრო­ში სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მო­აქვს და ორ­გა­ნიზ­მის გა­ჯან­სა­ღე­ბას იწ­ვევს. ლა­პა­რა­კია ე.წ. რე­ზო­ნან­სის მოვ­ლე­ნა­ზე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ადა­მი­ა­ნის მიერ და­ხარ­ჯუ­ლი მცი­რე ენერ­გი­ის­გან ათ­ჯერ მეტი ენერ­გია წარ­მოქ­მნას.

ბა­ტონ გუ­ჯას ეკუთ­ვნის სირ­ბი­ლის სწავ­ლე­ბის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აც, რო­მე­ლიც სის­წრა­ფი­სა და ამ­ტა­ნო­ბის ბუ­ნებ­რივ მა­ტე­ბას იწ­ვევს. სა­ერ­თო ჯამ­ში კი ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას (გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დებ­ში) უწყობს ხელს, თა­ნაც ისე, რომ სპორ­ტსმე­ნი სირ­ბი­ლი­სას დას­ვე­ნე­ბას სწავ­ლობს!

გუჯა კა­ხა­ძე ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი­სა, ფიზ­მომ­ზა­დე­ბის მწვრთნე­ლე­ბის კონ­კუ­რენ­ტი არ არის. ფიზ­მომ­ზა­დე­ბა დატ­ვირ­თვებს გუ­ლის­ხმობს, მისი მე­თო­დი კი დატ­ვირ­თვის გა­რე­შე ვარ­ჯი­შე­ბის­გან შედ­გე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სა­ო­ცა­რი მე­თო­დი უკვე ათი წე­ლი­წა­დია არ­სე­ბობს, სა­თა­ნა­დო პო­პუ­ლა­რო­ბა ვერ მო­ი­პო­ვა. მე­ტიც, ამა­ზე ლა­პა­რაკს ისი­ნიც კი ერი­დე­ბი­ან, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­ცა­და მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. რა­ტომ? ამის გარ­კვე­ვა მე­თო­დის ავ­ტორ­თან ვცა­დეთ.

გუჯა კა­ხა­ძე:

- ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა მი­თხრა, - შე­დეგს ვხე­დავ, მაგ­რამ ლო­გი­კურ ახ­სნას ვერ ვუ­ძებ­ნი, ამი­ტომ არ მჯე­რაო! ეს სი­ტყვე­ბი ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ჩემი მე­თო­დი­სად­მი ზო­გად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ნაკ­რე­ბის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 2 მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შის­გან შემ­დგა­რი კურ­სით, სპორ­ტსმე­ნი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იღებს ისე­თი­ვე შე­დეგს, რო­გორ­საც ერ­თწ­ლი­ა­ნი მძი­მე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სას...

ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბად მქონ­და, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­მემ­ცი­რე­ბი­ნა და შე­დე­გი მაქ­სი­მა­ლუ­რი მი­მე­ღო. არ­ქი­ტექ­ტო­რი ვარ, რე­ზო­ნან­სის მოვ­ლე­ნა კარ­გად მქონ­და შეს­წავ­ლი­ლი და გა­დავ­წყვი­ტე, მო­მე­სინ­ჯა, რა მოხ­დე­ბო­და, თუ შევ­ძლებ­დი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, სირ­ბი­ლით რე­ზო­ნან­სის გა­მოწ­ვე­ვას. ექი­მე­ბი ამას აპა­რა­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით ახერ­ხე­ბენ და სა­ო­ცარ შე­დე­გებ­საც აღ­წე­ვენ, მაგ­რამ სპორ­ტსმენს სირ­ბი­ლის დროს აპა­რა­ტუ­რას ვერ ავ­კი­დებ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გა­სა­ღე­ბი ვი­პო­ვე და შე­დეგ­მაც ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა: სპორ­ტსმე­ნის მიერ და­ხარ­ჯულ­მა მცი­რე ენერ­გი­ამ 10-ჯერ მეტი ენერ­გი­ის წარ­მოქ­მნა და ორ­გა­ნიზ­მის სწრა­ფი გა­ჯან­სა­ღე­ბა გა­მო­იწ­ვია!

- ყვე­ლა­ფე­რი სირ­ბი­ლის სწავ­ლე­ბით იწყე­ბა?

- ჩემი მე­თო­დის ათ­ვი­სე­ბის შემ­დეგ სირ­ბი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ენერ­გი­ის ხარ­ჯვით ხდე­ბა. ამის გა­რე­შე კი, რე­ზო­ნანსს ვერ გა­მო­იწ­ვევ. სირ­ბი­ლის უამ­რა­ვი ტექ­ნი­კა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყვე­ლა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ენერ­გი­ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხარ­ჯვას მო­ი­თხოვს, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი იღ­ლე­ბა და ჩერ­დე­ბა. მე კი შევ­ქმე­ნი სირ­ბი­ლის სწავ­ლე­ბის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც გრა­ვი­ტა­ცი­ას ამ­ცი­რებს, ამი­ტომ სირ­ბი­ლი იოლ­დე­ბა და სის­წრა­ფი­სა და ამ­ტა­ნო­ბის ბუ­ნებ­რივ მა­ტე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ან­ში იწ­ვევს. ამის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა რე­ზო­ნან­სის გა­მოწ­ვე­ვა და და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გია ათ­მაგ ენერ­გი­ას წარ­მოქ­მნის. როცა მოს­წავ­ლეს ვე­უბ­ნე­ბი, რომ რა რა­ო­დე­ნო­ბის ენერ­გი­ა­საც ძუნ­ძუ­ლის დროს ხარ­ჯავს, მთე­ლი ძა­ლით გაქ­ცე­ვის დრო­საც იგი­ვე და­ე­ხარ­ჯე­ბა, ეცი­ნე­ბა და როცა სწავ­ლობს, და­ჯე­რე­ბა მა­ინც უძ­ნელ­დე­ბა, რად­გან სის­წრა­ფის მა­ტე­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი ენერ­გი­ის ხარ­ჯზე ვაღ­წევთ.

ხუთი გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ ჩემ­მა მოს­წავ­ლემ უკვე იცის, რო­გორ შე­ამ­ცი­როს გრა­ვი­ტა­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია, უწინ­დელ­ზე ბევ­რად ლა­ღად დარ­ბის... გარ­და ამი­სა, სპორ­ტსმე­ნებს ვას­წავ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს დას­ვე­ნე­ბას, სწო­რად სუნ­თქვას, წო­ნის კო­რექ­ცი­ას დი­ე­ტის გა­რე­შე, მხრებ­ში მოხ­რი­ლო­ბის გას­წო­რე­ბას, ფსი­ქი­კის კონ­ტროლს, ტრავ­მის სწრაფ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სწრა­ფად აზ­როვ­ნე­ბას და ა.შ. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩემი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის მხო­ლოდ 10% ეთ­მო­ბა მსუ­ბუქ ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას. და­ნარ­ჩე­ნი 90% კი გო­ნებ­რივ ვარ­ჯი­შებ­ზე მო­დის. ამი­ტო­მაც არის შე­დე­გი ასე­თი სწრა­ფი...

- რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბის სრუ­ლი კურ­სი?

- 47+5 მე­თო­დი­კა სპორ­ტსმე­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შით 35 დღე­ში ისე­თი­ვე შე­დე­გი მი­ი­ღონ, რო­გორ­საც ერ­თწ­ლი­ა­ნი, მძი­მე ვარ­ჯი­შის შე­დე­გად ვი­ღებთ, სრუ­ლი კურ­სი კი 47 დღე გრძელ­დე­ბა და ორ­წლი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. პა­ცი­ენ­ტებს მხო­ლოდ 35 დღე სჭირ­დე­ბათ. ჟურ­ნალ "ფე­ნო­მე­ნის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა გა­მო­იკ­ვლია, რომ ამ მე­თოდს ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. მალე სა­კუ­თა­რი შვი­ლიც მო­იყ­ვა­ნა და 16 წლის მო­ზარ­დმა 35 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შე­ბით, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­თვის ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბელ შე­დე­გებს მი­აღ­წია. ეს უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი უკვე 10 წე­ლია არ­სე­ბობს, მაგ­რამ ბევ­რის­თვის დღე­საც ფან­ტას­ტი­კის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

- ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თე­ლებს თუ მო­უ­მარ­თავთ?

- ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან ფიზ­მომ­ზა­დე­ბის ეს კურ­სი, ბო­ლოს და­ვით მუ­ჯირ­მა გა­ი­ა­რა. მახ­სოვს, წე­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ტრავ­მით მო­ვი­და. გა­მა­ყუ­ჩე­ბელს უკე­თებ­დნენ და სა­თა­მა­შოდ ისე გა­დი­ო­და. გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად 4 ვარ­ჯი­ში საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა და მა­შინ­ვე ორ­ჯე­რად ვარ­ჯიშ­ზე გა­და­ვი­და. ია­პო­ნი­ა­ში წას­ვლის წინ, თა­მა­შის დროს აქი­ლევ­სის მყე­სი და­ი­ზი­ა­ნა, სი­ა­რუ­ლი უჭირ­და და ია­პო­ნი­ა­ში წას­ვლა­ზე ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა­საც აპი­რებ­და. და­ვარ­წმუ­ნე, ვარ­ჯიშ­ზე მო­სუ­ლი­ყო - ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ტკი­ვილ­მა გა­უ­ა­რა და თა­ვი­სუფ­ლად სი­ა­რუ­ლი შეძ­ლო. მე­ო­რე დღეს უკვე დარ­ბო­და. აქი­ლევ­სის მყე­სის მორ­ჩე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბის ფონ­ზე, ამ­ტა­ნო­ბი­სა და სას­ტარ­ტო სის­წრა­ფის მო­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შეძ­ლო. თუ მა­ნამ­დე 30 მ-ს 4,3 წმ-ში ფა­რავ­და, 20 დღის მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შით მხო­ლოდ 4 წამი მო­ან­დო­მა, რაც 33 წლის კა­ცის­თვის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გია.

და­ვით მუ­ჯი­რი:

- ბა­ტონ­მა გუ­ჯამ ფიზ­მომ­ზა­დე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მა მა­შინ შე­მომ­თა­ვა­ზა, როცა უგუნ­დოდ ვი­ყა­ვი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მით ვარ­ჯი­ში მჭირ­დე­ბო­და. გარ­კვე­ულ­წი­ლად, გავ­რის­კე, ჩემ­თვის და სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს­თვის უც­ნობ მე­თოდს ვენდვე და არც მი­ნა­ნია. მე­თო­დის ავ­ტორს ბრმად ვენ­დო­ბო­დი და სა­ნამ ია­პო­ნი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად, ზოგ­ჯერ დღე­ში ორ­ჯე­რაც კი ვვარ­ჯი­შობ­დი. ბა­ტონ­მა გუ­ჯამ მი­თხრა, რომ ტრავ­მი­ა­ნო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა­საც შე­მიმ­ცი­რებ­და. მარ­თლაც, სა­ნამ სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას და­ვას­რუ­ლებ­დი, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა თა­მაშ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და არც ტრავ­მას შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­პო­ნი­ა­ში საკ­მა­ოდ დიდი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა მქონ­და, ნამ­დვი­ლად არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ეს ისე­თი მე­თო­დია, ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად შე­ხე­დავს და შე­საძ­ლოა, სპორ­ტსმენ­მა ცოტა სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სპორ­ტსმე­ნი ენ­დო­ბო­დეს ამ მე­თოდს და სჯე­რო­დეს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, არა­ფე­რი გა­მო­ვა. თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ ეს მე­თო­დი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და სა­ერ­თო პა­ნა­ცე­ად, ნამ­დვი­ლად არ გა­მოდ­გე­ბა.

- ბა­ტო­ნო გუჯა, ყვე­ლა­ზე უფრო რო­მე­ლი პა­ცი­ენ­ტი და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- ხელ­ჯოხზე დაყ­რდნო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მეს­ტუმ­რა. კა­რი­დან­ვე და­ვი­ნა­ხე, რომ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმი­სას კოჭი მთლი­ა­ნად უბ­რუნ­დე­ბო­და და ამ გა­დაბ­რუ­ნე­ბულ კოჭს მთე­ლი სიმ­ძი­მით აწ­ვე­ბო­და. ისე­თი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, თით­ქოს ფეხი მე გა­და­მიბ­რუნ­და. გა­ვოც­დი, როცა მი­თხრა, - მიჩ­ვე­უ­ლი ვარ და ტკი­ვილს ვე­ღარ ვგრძნო­ბო. ბად­რის ინ­სულ­ტი გა­და­ე­ტა­ნა და მას შემ­დეგ ასე და­დი­ო­და. ხელი მთლი­ა­ნად გა­შე­შე­ბუ­ლი ჰქონ­და. უშე­დე­გო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ბოლო იმე­დად მე მი­ვაჩ­ნდი. 35 დღე ფე­ხის აღ­დგე­ნას მო­ვან­დო­მე და ტერ­ფი ფე­ხის გა­და­უბ­რუ­ნებ­ლად დად­გა. კი­დევ 35 დღე­ში ხე­ლის ფუნ­ქცი­აც აღუდ­გა.

- სპორ­ტსმე­ნე­ბი უფრო ხში­რად რო­მე­ლი ტრავ­მე­ბის გამო გა­წუ­ხე­ბენ?

- ჩემი მე­თო­დით ისე­თი მძი­მე ტრავ­მე­ბის მო­შუ­შე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ექი­მე­ბი ქრო­ნი­კუ­ლად რომ თვლი­ან. ყვე­ლა­ზე ხში­რად, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ქუს­ლის, კო­ჭის, მუხ­ლის, აქი­ლევ­სის მყე­სი­სა და ხერ­ხემ­ლის ტრავ­მე­ბის მო­სა­შუ­შებ­ლად მო­დი­ან. მე­თო­დი იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ტრავ­მის მო­შუ­შე­ბა და სპორ­ტუ­ლი ფორ­მის აღ­დგე­ნა ერ­თდრო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ოდს საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს.

- ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­ე­დანს კუნ­თის გა­ჭიმ­ვის გა­მოც ხში­რად ტო­ვე­ბენ...

- მსგავს პრობ­ლე­მას ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ედ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლად, 10 წამ­ში აგ­ვა­რე­ბენ. გა­წელ­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სის­ტე­მას ვი­ყე­ნებ, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ კუნთს აწეს­რი­გებს. სულ 16 გა­წელ­ვას ვას­წავ­ლი და ყვე­ლა კუნ­თი და სახ­სა­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად წეს­რიგ­დე­ბა.

- მე­თო­დის და­პა­ტენ­ტე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ? მით უმე­ტეს, რომ უცხო­ე­თი­დან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გაქვთ...

- უცხო­ე­თი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მაქვს და დიდ გა­სამ­რჯე­ლო­საც მპირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ მინ­და, ეს ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი მე­თო­დი ჩემი ხალ­ხის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნო და ამი­ტო­მაც მირ­ჩევ­ნია აქა­უ­რი გრო­შე­ბი, უცხო­ეთ­ში ნა­შოვნ მი­ლი­ო­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­პა­ტენ­ტე­ბას, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გან სხვა რომც ეცა­დოს, ვერ გა­ი­მე­ო­რებს. შე­საძ­ლოა, ჩემ­მა მოს­წავ­ლემ სხვებს გა­უ­ზი­ა­როს ის, რაც ის­წავ­ლა, მაგ­რამ მხო­ლოდ ტრავ­მებს მი­ა­ყე­ნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და სა­ერ­თო რე­ცეპ­ტად არ გა­მოდ­გე­ბა. ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვად­გენ იმ 53 ელე­მენ­ტის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბას, რის­გა­ნაც ჩემი მე­თო­დი შედ­გე­ბა. ამი­ტო­მაც არა აქვს აზრი ამ მე­თო­დის და­პა­ტენ­ტე­ბას ან წიგ­ნად გა­მო­ცე­მას.

- რო­გორც ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­მა, არ შე­მიძ­ლია, არ გკი­თხოთ: თქვე­ნი მე­თო­დი სტა­დი­ო­ნებ­ზე მა­ყუ­რებ­ლის მო­ზიდ­ვა­ში თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა?

- მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბად გად­მო­ცე­მუ­ლი ეს სი­ახ­ლე (47+5) სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ რთულ, თვა­ლის­თვის ძნე­ლად შე­სამ­ჩნევ მე­თოდს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც სპორ­ტის ნე­ბის­მი­ერ სა­თა­მა­შო სა­ხე­ო­ბა­ში ფი­ლიგ­რა­ნულ ტექ­ნი­კას ავი­თა­რებს. კურ­სის სრუ­ლად გავ­ლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ტექ­ნი­კუ­რად ბევ­რად უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის და­მარ­ცხე­ბა, რაც იწ­ვევს სპორ­ტსმე­ნის სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის მკვეთრ ზრდას და სტა­დი­ონ­ზე მა­ყუ­რებ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ზიდ­ვას.

თე­მურ თოთ­ლა­ძე:

- 61 წლის ვარ. 2000 წელს ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მცი­რე კან­კა­ლი და­მე­წყო. მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა: დავ­კარ­გე ძალა, მი­ჭირ­და სი­ა­რუ­ლი, ვერ ვი­ცავ­დი წო­ნას­წო­რო­ბას, მა­წუ­ხებ­და მა­ღა­ლი წნე­ვა, მარ­ჯვე­ნა ფეხს ვე­ღარ ვდგამ­დი და სი­ა­რუ­ლის დროს ძლივს მი­ვათ­რევ­დი. ბ-ნი გუ­ჯას შე­სა­ხებ ახ­ლობ­ლის­გან შე­ვი­ტყვე. ამ ღვთის­ნი­ერ­მა ადა­მი­ან­მა მარ­ჯვე­ნა ფეხი პირ­ვე­ლი­ვე ვარ­ჯიშ­ზე თა­ვი­სუფ­ლად გა­და­მად­გმე­ვი­ნა, ერთ კვი­რა­ში კი ხელ-ფეხს უკვე სინ­ქრო­ნუ­ლად ვა­მოძ­რა­ვებ­დი, სირ­ბი­ლიც კი შევ­ძე­ლი. ვი­ცო­დი, პარ­კინ­სო­ნი არ იკურ­ნე­ბო­და და ასეთ შე­დეგ­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი. არა­და, ხე­ლის კან­კა­ლი სა­ერ­თოდ გა­მიქ­რა. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მით უმე­ტეს - ექი­მე­ბის­თვის, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ასეა. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვი­დე­ო­კა­მე­რი­თაც ვა­ფიქ­სი­რებთ.

გი­ორ­გი ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი:

- 63 წლის ვარ, მოყ­ვა­რუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი. 2006 წელს, კომ­პი­უ­ტერ­თან 4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, თა­ვის არე­ში ვიგ­რძე­ნი ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი. სას­წრა­ფოდ გა­მი­კეთ­და ანევ­რიზ­მის ოპე­რა­ცია, რო­მელ­საც და­ერ­თო მე­ნინ­გი­ტი. მე­ნინ­გი­ტის­გან გან­ვი­კურ­ნე, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ მარ­ცხე­ნა ხელი სა­ერ­თოდ გა­მი­ჩერ­და და ცალი ფე­ხით ძლი­ე­რად ვკოჭ­ლობ­დი, საგ­რძნობ­ლად და­მიქ­ვე­ით­და მეხ­სი­ე­რე­ბა. 3 წელი ასე ვი­ტან­ჯე­ბო­დი, მაგ­რამ ჩოგ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლით კორ­ტებ­ზე მა­ინც დავ­დი­ო­დი და კე­დელ­თან ვცოდ­ვი­ლობ­დი. შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი იმ კორტზე, სა­დაც ბ-ნი გუჯა ტრავ­მი­რე­ბულ ფეხ­ბურ­თე­ლებს ავარ­ჯი­შებ­და. მალე დავ­მე­გობ­რდით. ჩემი მონ­დო­მე­ბა რომ და­ი­ნა­ხა, შე­მომ­თა­ვა­ზა: ვარ­ჯი­ში და­ვი­წყოთ, მსუ­ბუქ ტრავ­მებს ვარ­ჩენ და იქ­ნებ შენც გიშ­ვე­ლოო. ჩვენს სა­უ­ბარს შე­ეს­წრო დამ­წყე­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლის დედა, რო­მე­ლიც ექი­მი აღ­მოჩ­ნდა და გვი­თხრა: ფე­ხის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა თუ მოხ­და, სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა, ხელ­ზე კი ტყუ­ი­ლად ნუ იწ­ვა­ლებთ, ვინც მსგავს პრობ­ლე­მას დაძ­ლევს, ნო­ბე­ლის პრე­მია ეკუთ­ვნი­სო. 35 დღე­ში სირ­ბი­ლი შევ­ძე­ლი. შემ­დე­გი 35 დღე ხე­ლის აღ­დგე­ნა­ზე ვვარ­ჯი­შობ­დით და ხე­ლიც აღ­დგა და ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში მო­ე­დან­ზე და­ვი­წყე. მე­სა­მე წე­ლია, ვმო­ნა­წი­ლე­ობ მოყ­ვა­რულ ჩოგ­ბურ­თელ­თა ტურ­ნი­რებ­ში და გა­სულ ზა­ფხულს გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თასი მო­ვი­გე, წყვილ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში. ბ-მა გუ­ჯამ მე­ო­რე სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა, რის­თვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დი.

რატი შე­ლე­გია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელმაც უამრავი ავადმყოფი გააჯანსაღა

ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელმაც უამრავი ავადმყოფი გააჯანსაღა

ზოგჯერ სასწაულის დასანახავად მხოლოდ თვალის გახელაა საჭირო, მაგრამ ხშირად, სასწაულსა და საუცხოოს, უცხოეთში ვეძებთ. მხოლოდ ქართველს შეუძლია თქვას: შედეგს ვხედავ, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, რადგან ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიო... მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანს შეუძლია, მსუბუქი დატვირთვით 47 დღეში მიაღწიოს ისეთივე შედეგს, რისთვისაც სხვებს 2 წლის განმავლობაში ყოველდღიური, უმძიმესი დატვირთვით ვარჯიში სჭირდებათ, მაგრამ... ფაქტი ჯიუტია და დატვირთვის გარეშე ფიზმომზადებასაც, მხოლოდ ქართველი თუ მოიფიქრებდა...

ფეხბურთელებისთვის შემუშავებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების უნიკალური სისტემის ავტორი, თბილისელი ნოვატორი გუჯა კახაძე გახლავთ, რომელმაც მრავალწლიანი ძიებისა და ქართველ სპორტსმენებსა და მოზარდების ხასიათზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა ახალი მეთოდი - ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელსაც მოკლე დროში საოცარი შედეგი მოაქვს და ორგანიზმის გაჯანსაღებას იწვევს. ლაპარაკია ე.წ. რეზონანსის მოვლენაზე, რომელსაც შეუძლია, ადამიანის მიერ დახარჯული მცირე ენერგიისგან ათჯერ მეტი ენერგია წარმოქმნას.

ბატონ გუჯას ეკუთვნის სირბილის სწავლების არატრადიციული ტექნოლოგიაც, რომელიც სისწრაფისა და ამტანობის ბუნებრივ მატებას იწვევს. საერთო ჯამში კი ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებას (განსაკუთრებით მოზარდებში) უწყობს ხელს, თანაც ისე, რომ სპორტსმენი სირბილისას დასვენებას სწავლობს!

გუჯა კახაძე ამბობს, რომ მიუხედავად სერიოზული შედეგებისა, ფიზმომზადების მწვრთნელების კონკურენტი არ არის. ფიზმომზადება დატვირთვებს გულისხმობს, მისი მეთოდი კი დატვირთვის გარეშე ვარჯიშებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საოცარი მეთოდი უკვე ათი წელიწადია არსებობს, სათანადო პოპულარობა ვერ მოიპოვა. მეტიც, ამაზე ლაპარაკს ისინიც კი ერიდებიან, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა მისი ეფექტიანობა. რატომ? ამის გარკვევა მეთოდის ავტორთან ვცადეთ.

გუჯა კახაძე:

- ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მითხრა, - შედეგს ვხედავ, მაგრამ ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი, ამიტომ არ მჯერაო! ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს ჩემი მეთოდისადმი ზოგად დამოკიდებულებას. ნაკრებისთვის შემუშავებული 2 მსუბუქი ვარჯიშისგან შემდგარი კურსით, სპორტსმენი გარანტირებულად იღებს ისეთივე შედეგს, როგორსაც ერთწლიანი მძიმე ფიზიკური დატვირთვისას...

ბავშვობის ოცნებად მქონდა, ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე შემემცირებინა და შედეგი მაქსიმალური მიმეღო. არქიტექტორი ვარ, რეზონანსის მოვლენა კარგად მქონდა შესწავლილი და გადავწყვიტე, მომესინჯა, რა მოხდებოდა, თუ შევძლებდი ადამიანის ორგანიზმში, სირბილით რეზონანსის გამოწვევას. ექიმები ამას აპარატურის დახმარებით ახერხებენ და საოცარ შედეგებსაც აღწევენ, მაგრამ სპორტსმენს სირბილის დროს აპარატურას ვერ ავკიდებდი. მოულოდნელად პრობლემის გადაწყვეტის გასაღები ვიპოვე და შედეგმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: სპორტსმენის მიერ დახარჯულმა მცირე ენერგიამ 10-ჯერ მეტი ენერგიის წარმოქმნა და ორგანიზმის სწრაფი გაჯანსაღება გამოიწვია!

- ყველაფერი სირბილის სწავლებით იწყება?

- ჩემი მეთოდის ათვისების შემდეგ სირბილი მინიმალური ენერგიის ხარჯვით ხდება. ამის გარეშე კი, რეზონანსს ვერ გამოიწვევ. სირბილის უამრავი ტექნიკა არსებობს, მაგრამ ყველა აქამდე არსებული ენერგიის დიდი რაოდენობით ხარჯვას მოითხოვს, ამიტომ ადამიანი იღლება და ჩერდება. მე კი შევქმენი სირბილის სწავლების არატრადიციული ტექნოლოგია, რომელიც გრავიტაციას ამცირებს, ამიტომ სირბილი იოლდება და სისწრაფისა და ამტანობის ბუნებრივ მატებას ნებისმიერი ასაკის ადამიანში იწვევს. ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება რეზონანსის გამოწვევა და დახარჯული ენერგია ათმაგ ენერგიას წარმოქმნის. როცა მოსწავლეს ვეუბნები, რომ რა რაოდენობის ენერგიასაც ძუნძულის დროს ხარჯავს, მთელი ძალით გაქცევის დროსაც იგივე დაეხარჯება, ეცინება და როცა სწავლობს, დაჯერება მაინც უძნელდება, რადგან სისწრაფის მატებას ტრადიციული მეთოდებით, მხოლოდ დამატებითი ენერგიის ხარჯზე ვაღწევთ.

ხუთი გაკვეთილის შემდეგ ჩემმა მოსწავლემ უკვე იცის, როგორ შეამციროს გრავიტაცია და ბუნებრივია, უწინდელზე ბევრად ლაღად დარბის... გარდა ამისა, სპორტსმენებს ვასწავლი მოძრაობის დროს დასვენებას, სწორად სუნთქვას, წონის კორექციას დიეტის გარეშე, მხრებში მოხრილობის გასწორებას, ფსიქიკის კონტროლს, ტრავმის სწრაფ რეაბილიტაციას, კოორდინაციის გაუმჯობესებას, სწრაფად აზროვნებას და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი სავარჯიშოების მხოლოდ 10% ეთმობა მსუბუქ ფიზიკურ მომზადებას. დანარჩენი 90% კი გონებრივ ვარჯიშებზე მოდის. ამიტომაც არის შედეგი ასეთი სწრაფი...

- რამდენ ხანს გრძელდება მომზადების სრული კურსი?

- 47+5 მეთოდიკა სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, მსუბუქი ვარჯიშით 35 დღეში ისეთივე შედეგი მიიღონ, როგორსაც ერთწლიანი, მძიმე ვარჯიშის შედეგად ვიღებთ, სრული კურსი კი 47 დღე გრძელდება და ორწლიანი ვარჯიშის შესაბამისი შედეგი გარანტირებულია. პაციენტებს მხოლოდ 35 დღე სჭირდებათ. ჟურნალ "ფენომენის" მთავარმა რედაქტორმა გამოიკვლია, რომ ამ მეთოდს ანალოგი არ გააჩნია. მალე საკუთარი შვილიც მოიყვანა და 16 წლის მოზარდმა 35 დღის განმავლობაში, მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშებით, ლოგიკური აზროვნებისთვის ძნელად დასაჯერებელ შედეგებს მიაღწია. ეს უნიკალური მეთოდი უკვე 10 წელია არსებობს, მაგრამ ბევრისთვის დღესაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

- ცნობილ ფეხბურთელებს თუ მოუმართავთ?

- ცნობილი ფეხბურთელებიდან ფიზმომზადების ეს კურსი, ბოლოს დავით მუჯირმა გაიარა. მახსოვს, წელის ქრონიკული ტრავმით მოვიდა. გამაყუჩებელს უკეთებდნენ და სათამაშოდ ისე გადიოდა. გასაჯანსაღებლად 4 ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა და მაშინვე ორჯერად ვარჯიშზე გადავიდა. იაპონიაში წასვლის წინ, თამაშის დროს აქილევსის მყესი დაიზიანა, სიარული უჭირდა და იაპონიაში წასვლაზე ხელის ჩაქნევასაც აპირებდა. დავარწმუნე, ვარჯიშზე მოსულიყო - ნახევარსაათიანი მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ ტკივილმა გაუარა და თავისუფლად სიარული შეძლო. მეორე დღეს უკვე დარბოდა. აქილევსის მყესის მორჩენის პარალელურად, ფსიქოლოგიური მომზადების ფონზე, ამტანობისა და სასტარტო სისწრაფის მომატება ძალიან ადვილად შეძლო. თუ მანამდე 30 მ-ს 4,3 წმ-ში ფარავდა, 20 დღის მსუბუქი ვარჯიშით მხოლოდ 4 წამი მოანდომა, რაც 33 წლის კაცისთვის საკმაოდ სერიოზული შედეგია.

დავით მუჯირი:

- ბატონმა გუჯამ ფიზმომზადების ინოვაციური სისტემა მაშინ შემომთავაზა, როცა უგუნდოდ ვიყავი და ინდივიდუალური გეგმით ვარჯიში მჭირდებოდა. გარკვეულწილად, გავრისკე, ჩემთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობ მეთოდს ვენდვე და არც მინანია. მეთოდის ავტორს ბრმად ვენდობოდი და სანამ იაპონიაში გავემგზავრებოდი, ერთი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი ვვარჯიშობდი. ბატონმა გუჯამ მითხრა, რომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილებასაც შემიმცირებდა. მართლაც, სანამ საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ყველა თამაშში ვმონაწილეობდი და არც ტრავმას შევუწუხებივარ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა მქონდა, ნამდვილად არ გამჭირვებია. ეს ისეთი მეთოდია, ბევრი სკეპტიკურად შეხედავს და შესაძლოა, სპორტსმენმა ცოტა სხვანაირად აღიქვას. შესაბამისად, აუცილებელია, სპორტსმენი ენდობოდეს ამ მეთოდს და სჯეროდეს. სხვა შემთხვევაში, არაფერი გამოვა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი ინდივიდუალურია და საერთო პანაცეად, ნამდვილად არ გამოდგება.

- ბატონო გუჯა, ყველაზე უფრო რომელი პაციენტი დაგამახსოვრდათ?

- ხელჯოხზე დაყრდნობილი ახალგაზრდა მამაკაცი მესტუმრა. კარიდანვე დავინახე, რომ ნაბიჯის გადადგმისას კოჭი მთლიანად უბრუნდებოდა და ამ გადაბრუნებულ კოჭს მთელი სიმძიმით აწვებოდა. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ფეხი მე გადამიბრუნდა. გავოცდი, როცა მითხრა, - მიჩვეული ვარ და ტკივილს ვეღარ ვგრძნობო. ბადრის ინსულტი გადაეტანა და მას შემდეგ ასე დადიოდა. ხელი მთლიანად გაშეშებული ჰქონდა. უშედეგო რეაბილიტაციის შემდეგ, ბოლო იმედად მე მივაჩნდი. 35 დღე ფეხის აღდგენას მოვანდომე და ტერფი ფეხის გადაუბრუნებლად დადგა. კიდევ 35 დღეში ხელის ფუნქციაც აღუდგა.

- სპორტსმენები უფრო ხშირად რომელი ტრავმების გამო გაწუხებენ?

- ჩემი მეთოდით ისეთი მძიმე ტრავმების მოშუშებაა შესაძლებელი, თანამედროვე ექიმები ქრონიკულად რომ თვლიან. ყველაზე ხშირად, ქართველი ფეხბურთელები ქუსლის, კოჭის, მუხლის, აქილევსის მყესისა და ხერხემლის ტრავმების მოსაშუშებლად მოდიან. მეთოდი იმითაც არის გამორჩეული, რომ ტრავმის მოშუშება და სპორტული ფორმის აღდგენა ერთდროულად მიმდინარეობს, რაც სარეაბილიტაციო პერიოდს საგრძნობლად ამცირებს.

- ფეხბურთელები მოედანს კუნთის გაჭიმვის გამოც ხშირად ტოვებენ...

- მსგავს პრობლემას ჩემი მოსწავლეები მოედნიდან გაუსვლელად, 10 წამში აგვარებენ. გაწელვების სპეციალურ სისტემას ვიყენებ, რომელიც ნებისმიერ კუნთს აწესრიგებს. სულ 16 გაწელვას ვასწავლი და ყველა კუნთი და სახსარი მაქსიმალურად წესრიგდება.

- მეთოდის დაპატენტებაზე არ გიფიქრიათ? მით უმეტეს, რომ უცხოეთიდან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ...

- უცხოეთიდან სერიოზული შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და დიდ გასამრჯელოსაც მპირდებიან, მაგრამ მინდა, ეს ღვთისგან ბოძებული მეთოდი ჩემი ხალხისთვის გამოვიყენო და ამიტომაც მირჩევნია აქაური გროშები, უცხოეთში ნაშოვნ მილიონებს. რაც შეეხება დაპატენტებას, ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან სხვა რომც ეცადოს, ვერ გაიმეორებს. შესაძლოა, ჩემმა მოსწავლემ სხვებს გაუზიაროს ის, რაც ისწავლა, მაგრამ მხოლოდ ტრავმებს მიაყენებს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და საერთო რეცეპტად არ გამოდგება. ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალურად ვადგენ იმ 53 ელემენტის თანამიმდევრობას, რისგანაც ჩემი მეთოდი შედგება. ამიტომაც არა აქვს აზრი ამ მეთოდის დაპატენტებას ან წიგნად გამოცემას.

- როგორც ფეხბურთის მოყვარულმა, არ შემიძლია, არ გკითხოთ: თქვენი მეთოდი სტადიონებზე მაყურებლის მოზიდვაში თუ დაგვეხმარება?

- მარტივად და გასაგებად გადმოცემული ეს სიახლე (47+5) სინამდვილეში საკმაოდ რთულ, თვალისთვის ძნელად შესამჩნევ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც სპორტის ნებისმიერ სათამაშო სახეობაში ფილიგრანულ ტექნიკას ავითარებს. კურსის სრულად გავლის შემდეგ შესაძლებელი ხდება ტექნიკურად ბევრად უკეთ მომზადებული მოწინააღმდეგეების დამარცხება, რაც იწვევს სპორტსმენის სატრანსფერო ღირებულების მკვეთრ ზრდას და სტადიონზე მაყურებლის მაქსიმალური რაოდენობით მოზიდვას.

თემურ თოთლაძე:

- 61 წლის ვარ. 2000 წელს ნერვიულობის ნიადაგზე მცირე კანკალი დამეწყო. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა: დავკარგე ძალა, მიჭირდა სიარული, ვერ ვიცავდი წონასწორობას, მაწუხებდა მაღალი წნევა, მარჯვენა ფეხს ვეღარ ვდგამდი და სიარულის დროს ძლივს მივათრევდი. ბ-ნი გუჯას შესახებ ახლობლისგან შევიტყვე. ამ ღვთისნიერმა ადამიანმა მარჯვენა ფეხი პირველივე ვარჯიშზე თავისუფლად გადამადგმევინა, ერთ კვირაში კი ხელ-ფეხს უკვე სინქრონულად ვამოძრავებდი, სირბილიც კი შევძელი. ვიცოდი, პარკინსონი არ იკურნებოდა და ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდი. არადა, ხელის კანკალი საერთოდ გამიქრა. ძნელი დასაჯერებელია, მით უმეტეს - ექიმებისთვის, მაგრამ ნამდვილად ასეა. მდგომარეობის გაუმჯობესებას ვიდეოკამერითაც ვაფიქსირებთ.

გიორგი ჯიმშელეიშვილი:

- 63 წლის ვარ, მოყვარული ჩოგბურთელი. 2006 წელს, კომპიუტერთან 4-დღიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ, თავის არეში ვიგრძენი ძლიერი ტკივილი. სასწრაფოდ გამიკეთდა ანევრიზმის ოპერაცია, რომელსაც დაერთო მენინგიტი. მენინგიტისგან განვიკურნე, მაგრამ ოპერაციის შემდგომ მარცხენა ხელი საერთოდ გამიჩერდა და ცალი ფეხით ძლიერად ვკოჭლობდი, საგრძნობლად დამიქვეითდა მეხსიერება. 3 წელი ასე ვიტანჯებოდი, მაგრამ ჩოგბურთის სიყვარულით კორტებზე მაინც დავდიოდი და კედელთან ვცოდვილობდი. შემთხვევით მოვხვდი იმ კორტზე, სადაც ბ-ნი გუჯა ტრავმირებულ ფეხბურთელებს ავარჯიშებდა. მალე დავმეგობრდით. ჩემი მონდომება რომ დაინახა, შემომთავაზა: ვარჯიში დავიწყოთ, მსუბუქ ტრავმებს ვარჩენ და იქნებ შენც გიშველოო. ჩვენს საუბარს შეესწრო დამწყები ჩოგბურთელის დედა, რომელიც ექიმი აღმოჩნდა და გვითხრა: ფეხის ფუნქციის აღდგენა თუ მოხდა, სასწაული იქნება, ხელზე კი ტყუილად ნუ იწვალებთ, ვინც მსგავს პრობლემას დაძლევს, ნობელის პრემია ეკუთვნისო. 35 დღეში სირბილი შევძელი. შემდეგი 35 დღე ხელის აღდგენაზე ვვარჯიშობდით და ხელიც აღდგა და ჩოგბურთის თამაში მოედანზე დავიწყე. მესამე წელია, ვმონაწილეობ მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირებში და გასულ ზაფხულს გეიდარ ფალავანდიშვილის სახელობის თასი მოვიგე, წყვილთა კატეგორიაში. ბ-მა გუჯამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

რატი შელეგია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა - "ძალოსანის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა"

"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსისთ გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ