მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ახორციელებენ "აუდიოშეტევებს" დიმიტრი ტატიშვილზე
სად ახორციელებენ "აუდიოშეტევებს" დიმიტრი ტატიშვილზე

ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, მომ­ხიბ­ვლე­ლი ხმის ტემ­ბრის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბი - დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" ახალ სე­ზონ­ში უც­ნა­უ­რი კა­ცის, გიას რო­ლით გა­მოჩ­ნდა. "ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პია: თით­ქოს თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვთა­მა­შობ, რად­გან ჩა­წე­რას ხალ­ხი ეს­წრე­ბა და ამავდრო­უ­ლად, კი­ნოც არის, რად­გან კა­მე­რე­ბი გვი­ღე­ბენ", - გვი­თხრა ბა­ტონ­მა დი­მიტ­რიმ.

- სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში" ჩემი პერ­სო­ნა­ჟის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­ნო­ღუ­რი სტი­ლის მუ­სი­კა არ მომ­წონს. რეს­ტორ­ნებ­ში იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ, ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ის გახ­ლავთ, რომ ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ძი­რი­თა­დად, ისე­თი მუ­სი­კა ჟღერს, რო­მე­ლიც ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში არ ჯდე­ბა. ადა­მი­ა­ნი რეს­ტო­რან­ში დრო­ის კარ­გად გა­სა­ტა­რებ­ლად მი­დის, ჰოდა, თუკი არა­ნორ­მა­ლუ­რი მუ­სი­კის გამო "აუ­დი­ო­შე­ტე­ვა" და­მე­მარ­თე­ბა, იქ მის­ვლას რა აზრი აქვს?

- რო­გო­რი სტი­ლის მუ­სი­კა მოგ­წონთ?

- სა­ერ­თოდ, კარ­გი მუ­სი­კა მომ­წონს: შე­იძ­ლე­ბა ეს კლა­სი­კუ­რი, სა­ო­პე­რო ნა­წარ­მო­ე­ბი იყოს... მან­ქა­ნა­ში ძი­რი­თა­დად, 60-70-იანი წლე­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი რო­კის დის­კე­ბი მაქვს.

- სა­ჭეს­თან მღე­რით?

- სულ ვმღე­რი! მუ­სი­კის მოს­მე­ნი­სას ზოგ­ჯერ მა­ვი­წყდე­ბა, ავ­ტო­მო­ბილს და­ბუ­რუ­ლი მი­ნე­ბი რომ აღარ აქვს და სიმ­ღე­რას ვი­წყებ. ვინც ასეთ დროს და­მი­ნა­ხავს, შე­იძ­ლე­ბა, გიჟი ვე­გო­ნო (იცი­ნის).

- ამის გამო უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა. ყვე­ლა ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მექ­ცე­ვა. არა­ვინ მე­უბ­ნე­ბა: ეე, გა­ჩერ­დიო. მუ­სი­კა სულ თავ­ში მიტ­რი­ა­ლებს. მომ­წონს, როცა სუფ­რას­თან 2-3 კაცი მა­ინც მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვინც ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი იცის. ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა ალ­ბათ, კარ­გი მო­სას­მე­ნი არ არის (მით უმე­ტეს, თუ ნას­ვა­მი ვარ), მაგ­რამ როცა ვმღე­რი, თავს კარ­გად ვგრძნობ.

- ნამ­ღერ­ზე კომ­პლი­მენ­ტებს არ გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ხალ­ხურ სიმ­ღე­რებ­ში ძი­რი­თა­დად, ბანს "ვამ­ბობ" ხოლ­მე. ამი­ტომ სა­კომ­პლი­მენ­ტო არა­ფე­რი მაქვს (იცი­ნის).

- კერ­ძე­ბის შერ­ჩე­ვი­სას პრე­ტენ­ზი­უ­ლი ხართ?

- თა­ვის გზა­ზე ღმერ­თმა ყვე­ლას ხელი მო­უ­მარ­თოს - არა­ვის ვაკ­რი­ტი­კებ, მაგ­რამ საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი აზრი მაქვს: საჭ­მლის გა­ფე­ტი­შე­ბა არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. კერ­ძი სუფ­თად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მორ­თმე­უ­ლი უნდა იყოს. თუ ხორ­ცი­ა­ნი იქ­ნე­ბა, კარ­გია. ვცდი­ლობ, ქუ­ჩა­ში ნა­ყი­დი საჭ­მე­ლი - ლო­ბი­ა­ნი, ხა­ჭა­პუ­რი თუ შა­ურ­მა არ მი­ვირ­თვა. თა­ნაც - ცო­მე­ულს მხო­ლოდ დი­ლა­ო­ბით გე­ახ­ლე­ბით.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა გე­ხერ­ხე­ბათ?

- შე­მიძ­ლია კარ­გად მო­ვამ­ზა­დო ის, რაც მინ­და. ცოლი შინ თუ არ არის, მში­ე­რი არ დავ­რჩე­ბი: სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტებ­საც მო­ვი­ძი­ებ ან ვი­ყი­დი.

- შინ, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე თა­ვად ზრუ­ნავთ?

- მომ­წონს, როცა შინ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ავე­ჯი და ნივ­თე­ბია. ვცდი­ლობ, ის გა­რე­მო, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბი, სადა იყოს. ცხა­დია, ამას ყველ­გან ვერ მო­ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ სახ­ლში, კედ­ლებ­ზე ზედ­მე­ტი არა­ფე­რი კი­დია, ოთა­ხებ­ში მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი ავე­ჯი არ დგას...

- ვიდ­რე შინ რა­ი­მეს შეც­ვლი­ან, ოჯა­ხის წევ­რე­ბი რჩე­ვას გე­კი­თხე­ბი­ან?

- თა­ვის ოთახ­ში რაც უნ­დათ, ის გა­ა­კე­თონ, მაგ­რამ ჩემს ოთახ­ში ჯო­ბია, ცვლი­ლე­ბა მე შე­მი­თან­ხმონ. თუმ­ცა, პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ ვარ.

- რო­გო­რი ფილ­მე­ბი მოგ­წონთ?

- "ორი­გი­ნა­ლურ" რა­ღა­ცას ვი­ტყვი: ისე­თი ფილ­მე­ბი მიყ­ვარს, რომ­ლებ­ზეც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ნა­მუ­შე­ვარს ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ. იქ სი­უ­ჟე­ტიც უკეთ ჩანს, მსა­ხი­ო­ბიც, რე­ჟი­სო­რის ნა­აზ­რე­ვიც... თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, ეფექ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რად "გა­კე­თე­ბუ­ლი" ფილ­მიც მო­მე­წო­ნოს.

- ფილ­მებს გან­ტვირ­თვის­თვის უყუ­რებთ?

- ჩემ­თვის ფილ­მი გან­ტვირ­თვის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის. ამ მიზ­ნით შე­იძ­ლე­ბა, კო­მე­დია ვნა­ხო. ტე­ლე­ვი­ზი­ით უფრო ხში­რად, სპორ­ტულ გა­და­ცე­მებს ვუ­ყუ­რებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი და ჰო­კეი მომ­წონს, ასე­ვე - ჩოგ­ბურ­თი, ძა­ლოს­ნო­ბა, მსუ­ბუ­ქი ათ­ლე­ტი­კა...

- სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბას ხომ არ მის­დევ­დით?

- ბავ­შვო­ბა­ში კა­ლათ­ბურთზე დავ­დი­ო­დი. ცო­ტა­თი მა­ღა­ლი რომ გავზრდი­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა, კა­ლათ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ფიქ­რა. მაგ­რამ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სწო­რად შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რის­კენ გა­და­ვი­ნაც­ვლე.

- რო­გო­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი მოგ­წონთ?

- ისე­თი, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი უფრო მე­ტა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ნი­ჭი­ერ და პრო­ფე­სი­ო­ნალ რე­ჟი­სორს "გათ­ვლი­ლი" აქვს, რომ მსა­ხი­ო­ბი მის ხელ­ში მა­რი­ო­ნე­ტი არ იყოს. მიყ­ვარს, როცა სპექ­ტაკლში ბევ­რი სა­აზ­როვ­ნო და სა­მოქ­მე­დო მაქვს.

- წიგ­ნის კი­თხვის­თვის დრო თუ გრჩე­ბათ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს წიგ­ნის კი­თხვას იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ. სიყ­მაწ­ვი­ლე­ში დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რი მი­ტა­ცებ­და, მერე თით­ქოს გა­უ­ფე­რულ­და - რა­ღა­ცებს დე­ტექ­ტი­ვის კი­თხვის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვხვდე­ბო­დი და წიგ­ნის მი­მართ ინ­ტე­რესს ვკარ­გავ­დი. პა­ტა­რა­ო­ბი­სას სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რაც მომ­წონ­და, ახლა კი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კი­თხვა უფრო მსი­ა­მოვ­ნებს, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ერ­თმა­ნეთს "ეჯა­ხე­ბა"...

- სა­მოსს თა­ვად არ­ჩევთ?

- შო­პინ­გი არ მიყ­ვარს. ჩემ­თვის ბაზ­რო­ბა­ზე და მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი ტან­ჯვის ტოლ­ფა­სია. სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას უპ­რე­ტენ­ზიო ვარ. მთა­ვა­რია, ჯინ­სის შარ­ვა­ლი, სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი (ზამ­თარ­ში - "ბა­თინ­კე­ბი") მქონ­დეს. მგო­ნი, არა­ეს­თე­ტი­კუ­რად, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი არ დავ­დი­ვარ, და­ხე­უ­ლი სა­მო­სი არ მაც­ვია. ისე­თი ტან­საც­მე­ლი მიყ­ვარს, რო­მე­ლიც არ "იკ­ბი­ნე­ბა".

- გა­სა­გე­ბია, რომ სა­მოსს იშ­ვი­ა­თად იძენთ, მაგ­რამ როცა ყი­დუ­ლობთ, თა­ვად არ­ჩევთ?

- ჩემ­თვის ტა­ნი­სა­მოსს უფრო ხში­რად, მე­უღ­ლე ყი­დუ­ლობს. შვი­ლე­ბიც მირ­ჩე­ვენ ხოლ­მე, - ამა და ამ მა­ღა­ზი­ა­ში წა­დიო. სხვა­თა შო­რის, მათ გე­მოვ­ნე­ბას ვენ­დო­ბი. ვცდი­ლობ, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ზე ცოტა დრო დავ­ყო.

- თა­ვის დრო­ზე, შვი­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე თუ ზრუ­ნავ­დით?

- 22 წლის, არა­ი­დენ­ტუ­რი ტყუ­პი გოგო მყავს. მათ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა აქვთ. შვი­ლებ­თან დი­დაქ­ტი­კუ­რი სა­უბ­რე­ბი არ მქო­ნია. როცა იზ­რდე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ უყუ­რებ­დნენ, დედა და მამა რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ და აა­ნა­ლი­ზებ­დნენ, რა იყო კარ­გი და რა - ცუდი. რა თქმა უნდა, გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღეს... თა­ვა­დაც მშობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. მა­გა­ლი­თად, მეს­მო­და, მამა რო­გორ მუ­სი­კას უს­მენ­და, შემ­დეგ კი ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი არე­ა­ლი გა­ვა­ფარ­თოე...

- რო­გორ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჩი­ნოთ ისე­თი მო­წი­წე­ბის გრძნო­ბა, რო­გო­რი­თაც სე­რი­ალ­ში თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი თაგ­ვს ეპყრო­ბა?

- ის პერ­სო­ნა­ჟი არაფ­რით არ მგავს! უამ­რა­ვი იდი­ო­ტი­სა და სუ­ლე­ლის როლი მი­თა­მა­შია. გიაც "ვერ არის". ალ­ბათ, და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ, მაგ­რამ ცოტა არ იყოს, "უბე­რავს". თავ­ში ქვა უხ­ლია გიას (იცი­ნის)!..

- და მა­ინც, თქვენ რო­გორ ადა­მი­ა­ნებს სცემთ პა­ტივს?

- თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე, ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იმავდრო­უ­ლად, თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან.

- თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინ ან რამ მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა?

- უპირ­ველს ყოვ­ლი­სა, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა, ასე­ვე - მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა, თე­მურ ჩხე­ი­ძემ, მი­ხა­ილ კო­ზა­კოვ­მა, ჩემ­მა უფ­როს­მა თუ უმ­ცროს­მა მე­გობ­რებ­მა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი - გოგი გე­ლო­ვა­ნი გახ­ლდათ. ის მა­მა­ჩე­მის უახ­ლო­ე­სი მე­ო­ბა­რი იყო. მისი დიდი რიდი მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც, ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ჩემ­ზე იმ მუ­სი­კა­ლურ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბა­მაც იმოქ­მე­და, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­როვ­ნე­ბა შეც­ვა­ლა: "ბითლზი­სა" და "პინკ ფლო­ი­დის" მუ­სი­კას ვგუ­ლის­ხმობ. ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ბევ­რი რამ ახ­დენს, მაგ­რამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა არ უნდა და­კარ­გო. როცა რა­ღა­ცებს ძი­რე­უ­ლად გა­იც­ნობ, შე­ის­წავ­ლი და ჩა­უღ­რმავ­დე­ბი, ნელ-ნელა სა­კუ­თა­რი აზრი გექ­მნე­ბა, ოღონდ - ზე­და­პი­რუ­ლი და "თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი" კი არა, არა­მედ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. თავს არ ვდებ, რომ დიდი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ვარ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო, ჩემ გარ­შე­მო რა ხდე­ბა, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ რა პრობ­ლე­მე­ბია; შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­კუ­თარ აზრს ვა­ყა­ლი­ბებ, ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რა არის სწო­რი და რა - მცდა­რი...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი - ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი კაცი არ მი­ნა­ხავს

ცნო­ბი­ლი "დე­ტექ­ტი­ვი" სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

სად ახორციელებენ "აუდიოშეტევებს" დიმიტრი ტატიშვილზე

სად ახორციელებენ "აუდიოშეტევებს" დიმიტრი ტატიშვილზე

ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მომხიბვლელი ხმის ტემბრის მქონე მსახიობი - დიმიტრი ტატიშვილი კომედიური სერიალის - "შუა ქალაქში" ახალ სეზონში უცნაური კაცის, გიას როლით გამოჩნდა. "ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია: თითქოს თეატრის სცენაზე ვთამაშობ, რადგან ჩაწერას ხალხი ესწრება და ამავდროულად, კინოც არის, რადგან კამერები გვიღებენ", - გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ.

- სერიალში - "შუა ქალაქში" ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებით, ფანოღური სტილის მუსიკა არ მომწონს. რესტორნებში იშვიათად დავდივარ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ასეთ დაწესებულებებში ძირითადად, ისეთი მუსიკა ჟღერს, რომელიც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ადამიანი რესტორანში დროის კარგად გასატარებლად მიდის, ჰოდა, თუკი არანორმალური მუსიკის გამო "აუდიოშეტევა" დამემართება, იქ მისვლას რა აზრი აქვს?

- როგორი სტილის მუსიკა მოგწონთ?

- საერთოდ, კარგი მუსიკა მომწონს: შეიძლება ეს კლასიკური, საოპერო ნაწარმოები იყოს... მანქანაში ძირითადად, 60-70-იანი წლების ბრიტანული როკის დისკები მაქვს.

- საჭესთან მღერით?

- სულ ვმღერი! მუსიკის მოსმენისას ზოგჯერ მავიწყდება, ავტომობილს დაბურული მინები რომ აღარ აქვს და სიმღერას ვიწყებ. ვინც ასეთ დროს დამინახავს, შეიძლება, გიჟი ვეგონო (იცინის).

- ამის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

- ჯერჯერობით - არა. ყველა ზრდილობიანად მექცევა. არავინ მეუბნება: ეე, გაჩერდიო. მუსიკა სულ თავში მიტრიალებს. მომწონს, როცა სუფრასთან 2-3 კაცი მაინც მოიძებნება, ვინც ქართული ხალხური სიმღერები იცის. ჩემ მიერ შესრულებული სიმღერა ალბათ, კარგი მოსასმენი არ არის (მით უმეტეს, თუ ნასვამი ვარ), მაგრამ როცა ვმღერი, თავს კარგად ვგრძნობ.

- ნამღერზე კომპლიმენტებს არ გეუბნებიან?

- ხალხურ სიმღერებში ძირითადად, ბანს "ვამბობ" ხოლმე. ამიტომ საკომპლიმენტო არაფერი მაქვს (იცინის).

- კერძების შერჩევისას პრეტენზიული ხართ?

- თავის გზაზე ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს - არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ საკვებთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს: საჭმლის გაფეტიშება არასწორად მიმაჩნია. კერძი სუფთად მომზადებული და მორთმეული უნდა იყოს. თუ ხორციანი იქნება, კარგია. ვცდილობ, ქუჩაში ნაყიდი საჭმელი - ლობიანი, ხაჭაპური თუ შაურმა არ მივირთვა. თანაც - ცომეულს მხოლოდ დილაობით გეახლებით.

- კერძების მომზადება გეხერხებათ?

- შემიძლია კარგად მოვამზადო ის, რაც მინდა. ცოლი შინ თუ არ არის, მშიერი არ დავრჩები: საჭირო ინგრედიენტებსაც მოვიძიებ ან ვიყიდი.

- შინ, ინტერიერის დიზაინზე თავად ზრუნავთ?

- მომწონს, როცა შინ მხოლოდ აუცილებელი ავეჯი და ნივთებია. ვცდილობ, ის გარემო, სადაც ვიმყოფები, სადა იყოს. ცხადია, ამას ყველგან ვერ მოვახერხებ, მაგრამ სახლში, კედლებზე ზედმეტი არაფერი კიდია, ოთახებში მოჩუქურთმებული ავეჯი არ დგას...

- ვიდრე შინ რაიმეს შეცვლიან, ოჯახის წევრები რჩევას გეკითხებიან?

- თავის ოთახში რაც უნდათ, ის გააკეთონ, მაგრამ ჩემს ოთახში ჯობია, ცვლილება მე შემითანხმონ. თუმცა, პრეტენზიული არ ვარ.

- როგორი ფილმები მოგწონთ?

- "ორიგინალურ" რაღაცას ვიტყვი: ისეთი ფილმები მიყვარს, რომლებზეც პროფესიონალები მუშაობენ. მაღალპროფესიონალურ ნამუშევარს ყოველთვის პატივს ვცემ. იქ სიუჟეტიც უკეთ ჩანს, მსახიობიც, რეჟისორის ნააზრევიც... თუმცა შეიძლება, ეფექტებით გაჯერებული, ნიჭიერად "გაკეთებული" ფილმიც მომეწონოს.

- ფილმებს განტვირთვისთვის უყურებთ?

- ჩემთვის ფილმი განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება არ არის. ამ მიზნით შეიძლება, კომედია ვნახო. ტელევიზიით უფრო ხშირად, სპორტულ გადაცემებს ვუყურებ. განსაკუთრებულად ფეხბურთი, კალათბურთი და ჰოკეი მომწონს, ასევე - ჩოგბურთი, ძალოსნობა, მსუბუქი ათლეტიკა...

- სპორტის რომელიმე სახეობას ხომ არ მისდევდით?

- ბავშვობაში კალათბურთზე დავდიოდი. ცოტათი მაღალი რომ გავზრდილიყავი, შეიძლება, კალათბურთელის კარიერაზე სერიოზულად მეფიქრა. მაგრამ ჩემი შესაძლებლობების სწორად შეფასების შემდეგ თეატრისკენ გადავინაცვლე.

- როგორი სპექტაკლები მოგწონთ?

- ისეთი, სადაც მსახიობი უფრო მეტადაა წარმოჩენილი. ნიჭიერ და პროფესიონალ რეჟისორს "გათვლილი" აქვს, რომ მსახიობი მის ხელში მარიონეტი არ იყოს. მიყვარს, როცა სპექტაკლში ბევრი სააზროვნო და სამოქმედო მაქვს.

- წიგნის კითხვისთვის დრო თუ გრჩებათ?

- სამწუხაროდ, ბოლო დროს წიგნის კითხვას იშვიათად ვახერხებ. სიყმაწვილეში დეტექტიური ჟანრი მიტაცებდა, მერე თითქოს გაუფერულდა - რაღაცებს დეტექტივის კითხვის დასრულებამდე ვხვდებოდი და წიგნის მიმართ ინტერესს ვკარგავდი. პატარაობისას სათავგადასავლო ლიტერატურაც მომწონდა, ახლა კი ფილოსოფიური ნაწარმოების წაკითხვა უფრო მსიამოვნებს, სადაც პერსონაჟების მსოფლმხედველობა ერთმანეთს "ეჯახება"...

- სამოსს თავად არჩევთ?

- შოპინგი არ მიყვარს. ჩემთვის ბაზრობაზე და მაღაზიებში სიარული ტანჯვის ტოლფასია. სამოსის შერჩევისას უპრეტენზიო ვარ. მთავარია, ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი (ზამთარში - "ბათინკები") მქონდეს. მგონი, არაესთეტიკურად, მოუწესრიგებელი არ დავდივარ, დახეული სამოსი არ მაცვია. ისეთი ტანსაცმელი მიყვარს, რომელიც არ "იკბინება".

- გასაგებია, რომ სამოსს იშვიათად იძენთ, მაგრამ როცა ყიდულობთ, თავად არჩევთ?

- ჩემთვის ტანისამოსს უფრო ხშირად, მეუღლე ყიდულობს. შვილებიც მირჩევენ ხოლმე, - ამა და ამ მაღაზიაში წადიო. სხვათა შორის, მათ გემოვნებას ვენდობი. ვცდილობ, სავაჭრო ობიექტებზე ცოტა დრო დავყო.

- თავის დროზე, შვილების გემოვნების ჩამოყალიბებაზე თუ ზრუნავდით?

- 22 წლის, არაიდენტური ტყუპი გოგო მყავს. მათ უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა აქვთ. შვილებთან დიდაქტიკური საუბრები არ მქონია. როცა იზრდებოდნენ, ალბათ უყურებდნენ, დედა და მამა როგორ ცხოვრობდნენ და აანალიზებდნენ, რა იყო კარგი და რა - ცუდი. რა თქმა უნდა, განათლებაც მიიღეს... თავადაც მშობლების ცხოვრებას ვაკვირდებოდი. მაგალითად, მესმოდა, მამა როგორ მუსიკას უსმენდა, შემდეგ კი ჩემი მუსიკალური არეალი გავაფართოე...

- როგორმა ადამიანმა შეიძლება გაგიჩინოთ ისეთი მოწიწების გრძნობა, როგორითაც სერიალში თქვენი პერსონაჟი თაგვს ეპყრობა?

- ის პერსონაჟი არაფრით არ მგავს! უამრავი იდიოტისა და სულელის როლი მითამაშია. გიაც "ვერ არის". ალბათ, დადებითი პიროვნება გახლავთ, მაგრამ ცოტა არ იყოს, "უბერავს". თავში ქვა უხლია გიას (იცინის)!..

- და მაინც, თქვენ როგორ ადამიანებს სცემთ პატივს?

- თავისუფლად მოაზროვნე, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც იმავდროულად, თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ყველაზე მეტად ვინ ან რამ მოახდინა ზეგავლენა?

- უპირველს ყოვლისა, ჩემმა მშობლებმა, ასევე - მიხეილ თუმანიშვილმა, თემურ ჩხეიძემ, მიხაილ კოზაკოვმა, ჩემმა უფროსმა თუ უმცროსმა მეგობრებმა. ერთ-ერთი მათგანი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - გოგი გელოვანი გახლდათ. ის მამაჩემის უახლოესი მეობარი იყო. მისი დიდი რიდი მქონდა, მაგრამ მაინც, ნამდვილი მეგობრები ვიყავით. ჩემზე იმ მუსიკალურმა მიმართულებამაც იმოქმედა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ადამიანების აზროვნება შეცვალა: "ბითლზისა" და "პინკ ფლოიდის" მუსიკას ვგულისხმობ. ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ბევრი რამ ახდენს, მაგრამ ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგო. როცა რაღაცებს ძირეულად გაიცნობ, შეისწავლი და ჩაუღრმავდები, ნელ-ნელა საკუთარი აზრი გექმნება, ოღონდ - ზედაპირული და "თითიდან გამოწოვილი" კი არა, არამედ ცოდნაზე დაფუძნებული. თავს არ ვდებ, რომ დიდი ინტელექტუალი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის გავაანალიზო, ჩემ გარშემო რა ხდება, ჩემს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ რა პრობლემებია; შემდეგ ამ ყველაფერზე საკუთარ აზრს ვაყალიბებ, ვფიქრობ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა - მცდარი...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ:

დიმიტრი ტატიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მსახიობობით გამდიდრებული კაცი არ მინახავს

ცნობილი "დეტექტივი" სხვადასხვა რაკურსით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება