პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შადრევან პირველის" საყვარელი შადრევანი დღემდე დაუსრულებელია
"შადრევან პირველის" საყვარელი შადრევანი დღემდე დაუსრულებელია

"მე, რო­გორც შად­რე­ვან პირ­ვე­ლი, ამ შად­რე­ვანს ვა­ნი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და ის ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი შად­რე­ვა­ნი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა 2012 წლის 2 მა­ისს, ქუ­თა­ის­ქა­ლა­ქო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ კო­ლხუ­რი შად­რევ­ნის გახ­სნი­სას, მაგ­რამ შად­რე­ვა­ნი, რომ­ლის მო­წყო­ბა ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბას 700 000 ლარი და­უჯ­და, დღემ­დე და­უს­რუ­ლე­ბე­ლია.

შად­რე­ვა­ნი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. შად­რე­ვანს სა­ხელ­მწი­ფო ფირ­მა "მშე­ნე­ბე­ლი 2011" აშე­ნებ­და, თუმ­ცა მე­რი­ას ობი­ექ­ტის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი დღემ­დე არ აქვს და კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის გამო ყო­ველ­დღი­უ­რად 3 500 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კოლ­ხუ­რი შად­რე­ვა­ნი ქუ­თა­ი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ავა­მუ­შა­ვეთ, მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის სა­ბუ­თი დღემ­დე არ გაგ­ვი­ფორ­მე­ბია, რად­გან ბევ­რი რამ კვლავ და­სას­რუ­ლე­ბე­ლია.

მა­გა­ლი­თად, გა­საწ­მენ­დია შად­რევ­ნის შიდა ფილტრე­ბი, გა­სა­ლა­ქია სკულპ­ტუ­რე­ბი, რო­მე­ლიც შად­რე­ვანს ამ­შვე­ნებს", - ამ­ბობს ქუ­თა­ი­სის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი.

ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძე კი ამ­ბობს, რომ შად­რევ­ნის მო­წყო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ ასო­ბით მუ­შას ქუ­თა­ი­სის მე­რია ხელ­ფასს თვე­ო­ბით არ უხ­დი­და და მათ შან­ტა­ჟი­თა და მუ­ქა­რით ამუ­შა­ვებ­და, შე­დე­გად, ქა­ლაქ­ში უხა­რის­ხოდ აშე­ნე­ბუ­ლი ასო­ბით შე­ნო­ბაა. "შად­რევ­ნის მო­წყო­ბა­ზე 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შე­ბის უმე­ტე­სო­ბას ხელ­ფასს რამ­დე­ნი­მე თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით აძ­ლევ­დნენ. ეს არის სქე­მა, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ფე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერ­თდღი­ან პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ამის შემ­დეგ კი ქვეყ­ნის პირ­ველ პირს აღარც აინ­ტე­რე­სებ­და, რა ბედი ელო­და ამა თუ იმ ნა­გე­ბო­ბას", - ამ­ბობს მღვდე­ლა­ძე.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა", - ასე აფა­სებს ქუ­თა­ი­სის არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რი ან­დრო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი შად­რე­ვანს, რომ­ლის ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მო­წყო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე იყო. მისი თქმით, ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კოლ­ხუ­რი სკულპ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. "არ არ­სე­ბობს კომ­პო­ზი­ცია, არ არ­სე­ბობს მას­შტა­ბი. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს შად­რე­ვა­ნი არის ძა­ლი­ან უგე­მოვ­ნე­ბოდ და უხა­რის­ხოდ გა­კე­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა ბოლო ათწლე­ულ­ში არა მარ­ტო ქუ­თა­ის­ში, არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ფე­რი არა არ­ქი­ტექ­ტო­რის, არა­მედ სა­ა­კაშ­ვი­ლის გე­მოვ­ნე­ბით კეთ­დე­ბო­და", - ამ­ბობს არ­ქი­ტექ­ტო­რი ან­დრო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "რო­მელ ცხო­ველს გა­გო­ნებთ ვერა ქო­ბა­ლია?" - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რა­ძე, ქუ­თა­ი­სი­დან

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"შადრევან პირველის" საყვარელი შადრევანი დღემდე დაუსრულებელია

"შადრევან პირველის" საყვარელი შადრევანი დღემდე დაუსრულებელია

"მე, როგორც შადრევან პირველი, ამ შადრევანს ვანიჭებს უპირატესობას და ის ჩემი ყველაზე საყვარელი შადრევანი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა 2012 წლის 2 მაისს, ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე ტელეკამერების წინ კო­ლხური შადრევნის გახსნისას, მაგრამ შადრევანი, რომლის მოწყობა ქალაქის თვითმმართველობას 700 000 ლარი დაუჯდა, დღემდე დაუსრულებელია.

შადრევანი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. შადრევანს სახელმწიფო ფირმა "მშენებელი 2011" აშენებდა, თუმცა მერიას ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტი დღემდე არ აქვს და კომპანია სამუშაოების გაჭიანურების გამო ყოველდღიურად 3 500 ლარით ჯარიმდება.

"მიუხედავად იმისა, რომ კოლხური შადრევანი ქუთაისობის დღესასწაულზე ავამუშავეთ, მიღება-ჩაბარების საბუთი დღემდე არ გაგვიფორმებია, რადგან ბევრი რამ კვლავ დასასრულებელია.

მაგალითად, გასაწმენდია შადრევნის შიდა ფილტრები, გასალაქია სკულპტურები, რომელიც შადრევანს ამშვენებს", - ამბობს ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე კი ამბობს, რომ შადრევნის მოწყობაზე დასაქმებულ ასობით მუშას ქუთაისის მერია ხელფასს თვეობით არ უხდიდა და მათ შანტაჟითა და მუქარით ამუშავებდა, შედეგად, ქალაქში უხარისხოდ აშენებული ასობით შენობაა. "შადრევნის მოწყობაზე 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ჩემი ინფორმაციით, მუშების უმეტესობას ხელფასს რამდენიმე თვის დაგვიანებით აძლევდნენ. ეს არის სქემა, რომლითაც ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ერთდღიან პიარს ემსახურებოდა, ამის შემდეგ კი ქვეყნის პირველ პირს აღარც აინტერესებდა, რა ბედი ელოდა ამა თუ იმ ნაგებობას", - ამბობს მღვდელაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" გემოვნებაზე მორგებული არქიტექტურა", - ასე აფასებს ქუთაისის არქიტექტორ-რესტავრატორი ანდრო მარჯანიშვილი შადრევანს, რომლის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობის წინააღმდეგი პირველი დღიდანვე იყო. მისი თქმით, ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული კოლხური სკულპტურის ნიმუშები თანამედროვე არქიტექტურისათვის მიუღებელია. "არ არსებობს კომპოზიცია, არ არსებობს მასშტაბი. მთლიანობაში ეს შადრევანი არის ძალიან უგემოვნებოდ და უხარისხოდ გაკეთებული. თუმცა ბოლო ათწლეულში არა მარტო ქუთაისში, არამედ სრულიად საქართველოში, ყველაფერი არა არქიტექტორის, არამედ სააკაშვილის გემოვნებით კეთდებოდა", - ამბობს არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი.

იხილეთ ვიდეო: "რომელ ცხოველს გაგონებთ ვერა ქობალია?" - მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი ვაჩიბერაძე, ქუთაისიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა