სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილმკვდარი დედა არჩილ კბილაშვილს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს
შვილმკვდარი დედა არჩილ კბილაშვილს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს

აბა­შის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ლალი ნო­დია, რო­მე­ლიც 2007 წლის 25 სექ­ტემ­ბერს, სო­ფელ ზა­ნა­თის სა­ძოვ­რებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი ზვი­ად ნო­დი­ას დე­დაა, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნის. ის მთა­ვარ პრო­კუ­რორს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯას სთხოვს.

ლალი ნო­დია ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არა მარ­ტო თა­ვი­სუფ­ლე­ბი, არა­მედ თა­მამ­დე­ბო­ბებ­ზეც რჩე­ბი­ან. მისი თქმით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე 4 პო­ლი­ცი­ე­ლი­დან, მხო­ლოდ ორია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი ოტია გა­ბე­ლა­ია კი აბა­შის პო­ლი­ცი­ა­ში ცოტა ხნის წინ და­აბ­რუ­ნეს. ამას­თან, საქ­მის პრო­კუ­რო­რი ნინო კუპ­რე­იშ­ვი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს იუ­რის­ტად და­ი­ნიშ­ნა. გარ­დაც­ვლილ ზვი­ად ნო­დი­ას დე­დას ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დი აქვს.

"ჩემი შვი­ლის მკვლე­ლი და­ვით დარ­ცმე­ლი­ძე დღეს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია და სინ­დი­სი არ აწუ­ხებს. გუ­რამ ხინ­ტკი­რია ისევ აბა­შის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. მი­ქა­ძე და სი­გუა კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ არა ამ სა­კი­თხზე. ოტია გა­ბე­ლა­ი­აც მო­იხ­სნა სამ­სა­ხუ­რი­დან და ცოტა გულ­ზე მო­მეშ­ვა, თუმ­ცა, კაცი, რო­მელ­მაც შვილმკვდარ დე­დას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა, დღეს ისევ და­აბ­რუ­ნეს სამ­სა­ხურ­ში. მარ­ტო მე კი არა, გა­ი­კი­თხეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჰყავს გამ­წა­რე­ბუ­ლი. იმე­დი მქონ­და, ახა­ლი მთავ­რო­ბის და ჯერ კი­დევ არ და­მი­კარ­გავს რწმე­ნა, რომ მკვლე­ლე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან. ქა­ლაქ­ში ვე­ღარ ჩავ­დი­ვარ, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას რომ შევ­ხე­დავ, არ ვიცი მე­რამ­დე­ნედ ვკვდე­ბი", - ნათ­ქვა­მია ლალი ნო­დი­ას წე­რილ­ში.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

შვილმკვდარი დედა არჩილ კბილაშვილს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს

შვილმკვდარი დედა არჩილ კბილაშვილს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს

აბაშის რაიონში მცხოვრები ლალი ნოდია, რომელიც 2007 წლის 25 სექტემბერს, სოფელ ზანათის საძოვრებზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზვიად ნოდიას დედაა, არჩილ კბილაშვილს მიმართვას უგზავნის. ის მთავარ პროკურორს სპეცოპერაციის ობიექტურად გამოძიებას და მასში მონაწილე პოლიციელების დასჯას სთხოვს.

ლალი ნოდია ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელი სამართალდამცავები არა მარტო თავისუფლები, არამედ თამამდებობებზეც რჩებიან. მისი თქმით, სპეცოპერაციაში მონაწილე 4 პოლიციელიდან, მხოლოდ ორია თანამდებობიდან გათავისუფლებული, ერთ-ერთი პოლიციელი ოტია გაბელაია კი აბაშის პოლიციაში ცოტა ხნის წინ დააბრუნეს. ამასთან, საქმის პროკურორი ნინო კუპრეიშვილი საკრებულოს იურისტად დაინიშნა. გარდაცვლილ ზვიად ნოდიას დედას ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს.

"ჩემი შვილის მკვლელი დავით დარცმელიძე დღეს პარლამენტის წევრია და სინდისი არ აწუხებს. გურამ ხინტკირია ისევ აბაშის პოლიციაში მუშაობს. მიქაძე და სიგუა კი გაათავისუფლეს, მაგრამ არა ამ საკითხზე. ოტია გაბელაიაც მოიხსნა სამსახურიდან და ცოტა გულზე მომეშვა, თუმცა, კაცი, რომელმაც შვილმკვდარ დედას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დღეს ისევ დააბრუნეს სამსახურში. მარტო მე კი არა, გაიკითხეთ, რამდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული. იმედი მქონდა, ახალი მთავრობის და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა, რომ მკვლელები დაისჯებიან. ქალაქში ვეღარ ჩავდივარ, პოლიციის შენობას რომ შევხედავ, არ ვიცი მერამდენედ ვკვდები", - ნათქვამია ლალი ნოდიას წერილში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა